воскресенье, 22 апреля 2018 г.

ტარტაროსი

                                 ტარტაროსი

(ბერძნ. Τάρταρος) — მიწის უღრმესი ნაწილი ჰესიოდეს მიხედვით. იგი ჰადესის უღრმესი ნაწილია და დედამიწისპირიდან ისევე დაშორებული, როგორც ცა. მას გარს აკრავს სამმაგი სიბნელე და რკინის კედელი (ზოგი ვარიანტით სამმაგი სპილენძის კედელი). ტარტაროსს აქვს პოსეიდონისაგან გაკეთებული სპილენძის კარები. ტარტაროსის ირგვლივ გამუდმებით ბობოქრობს ქარი. ტარტაროსში პირველა ჩაყარეს კრონოსი და დამარცხებული ტიტანები. მათ ასხელოვანი გოლიათები — ჰეკატონხეირები დარაჯობენ. ტარტაროსი ზოგჯერ ჰადესთანაცაა გაიგივებული. ქრისტიანულ რელიგიურ წარმოდგენაში ტარტაროსს ცვლის ჯოჯოხეთი, ჰადესს კი საიქიო. საიქიოში ყველა მიდის, ჯოჯოხეთში კი დიდი დამნაშავეები ხვდებიან. ტარტაროზი ხშირად ბოროტ არსებადაა მიჩნეული, იგი ეშმაკების მეთაური და წინამძღოლია

                               ეშმაკი

                                 
სატანა (ეშმაკი) ჯ. მილტონის პოემიდან «დაკარგული სამოთხე», მხატვ. დორე, გუსტავ
სატანაეშმაკილუციფერიბელზებელიშაითანი — ღმერთისა და ყველა მისი ერთგული, ციური და მიწიერი ძალის მთავარი ანტაგონისტი, ქრისტიანული, იუდაიზმისა და ისლამის რელიგიურ-მითოლოგიური წარმოდგენებით.
სატანა — არსი სიბნელისა და ქაოსის გამოვლინებისა, რელიგიურ-მითოლოგიური, აგრეთვე სატანისტებისფილოსოფიური წარმოდგენებით. ის უმაღლესია ქაოსსა და სიბნელეში, სატანა თავადვეა სიბნელე, ქაოსი და ნგრევა.
  • ივრითიდან სატანა שטן ითარგმნება შემდეგი შინაარსით — „წინააღმდეგობა“, „მოწინააღმდეგე“. ძველი აღქმის ზოგიერთ წიგნში სატანად იწოდება ანგელოზი, რომელიც გამოცდის წინაშე აყენებს მორწმუნის რწმენას (იხ. წ.იოანე, I, 6-12). ახალი აღქმით სატანა, როგორც აპოკალიფსური დრაკონი, წარმოგვიდგება ღმერთის მტრად, ბნელი ძალების მმართველად (იხ. იოანე ღვთისმეტყველის ახსნა XX, 2-3, 7-9).
  • ლუციფერი ((სლავ. Денница) — ლათ. «სინათლის მატარებელი», დილის ვარსკვლავის, პლანეტა „ვენერა“დასახელება, ”განთიადის შვილი” (იხ. ისაია წინასწარმეტყველი, XIV, 12).
  • διαβολος (ბერძ.) — აქედან რუს. Дьявол, лукавый, клеветник. ახალ აღქმაში გვესახება, როგორც ამ სამყაროს მბრძანებელი. ევანგელიე მათე (4:1-11).
  • იბლისი - ცეცხლოვანი არსება (ჯინი), ყურანის მიხედვით, რომელიც ეწინააღმდეგება უფალის ნებას.
  • ვეელზევული (ბაალზვუვი - בעל זבוב) ივრითიდან ითარგმნება, როგორც „ბუზების მბრძანებელი“ — სატანის სახელი ივრითის ტრადიციებით.
იხ. ვიდეო

Комментариев нет:

მუსიკალური პაუზა

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -                         მუსიკალური პაუზა  ჩვენ ვიკლევთ სამყაროს აგებულებას ოღონდ ჩვენი ...