суббота, 14 апреля 2018 г.

ტომაჰავკი

                                            ტომაჰავკი
                                       Tomahawk cruise missile - Smithsonian Air and Space Museum - 2012-05-15.jpg  
                                                 BGM-109 Tomahawk
                       ეროვნული მუზეომი ავიაციასა და კოსმონავტიკაში

BGM-109 Tomahawk (ინგლ. ტომაჰავკი) — სახმელეთო შეტევის, შორი მოქმედების, ბგერამდელი ამერიკული ფრთოსანი რაკეტების ოჯახი. ძირითადად გამოიყენება აშშ-ის საზღვაო ძალების მიერ გემების და წყალქვეშა ნავების პლატფორმებიდან სახმელეთო იერიშებისთვის. დაპროექტებულია კომპანია General Dynamics-ის მიერ 1970 წლებში და თავდაპირველის გემით წარმოადგენდა საშუალო-შორი მოქმედების, დაბალ სიმაღლეზე მფრენ რაკეტას, რომლის გაშვებაც განხორციელდებოდა სახმელეთო პლატფორმიდან. დროთა განმავლობაში „ტომაჰავკმა“ მრავალი განახლება და მოდიფიკაცია განიცადა, აღიჭურვა ზუსტი ნავიგაციის მართვის სისტემებით. ამჟამად იწარმოება Raytheon-ის მიერ.2016 წელს აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტმა შეიძინა 202.3 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების Tomahawk Block IV მოდიფიკაციის 149 რაკეტა.

ჩაძირვა  გემისაქინაამრდეგო  რააკეტის ესმინცი  «აგერხლომი» საზღვაო გამოცდისას 
რაკეტა ატარებს ამერიკის მკვიდრი ინდიელების საბრძოლო სატყორცნი ნაჯახის სახელს.სახმელეთო ბაზირების „ტომაჰავკებისთვის“ (GLCM) გამოიყენებოდა სატვირთო პლატფორმა MAN KAT1 და გაშლილი იყვნენ ევროპაში. შეიარაღებიდან GLCM მოიხსნა 1987 წლის შეთანხმების საფუძველზე. ხომალდსაწინააღმდეგო ვერსიების უმრავლესობა, ცივი ომის დასრულების შემდეგ გადაკეთდა სახმელეთო იერიშის რაკეტებად (TLAM). Block III მოდიფიკაციას, რომელიც სამსახურში ჩადგა 1993 წელს, ჰქონდა მოქმედების გაზრდილი სიშორე და მიიღო GPS-მიმღებები, რითაც იერიშის სიზუსტე გაიზარდა. Block III TLAM-C-ში შენარჩუნდა სანავიგაციო სისტემა DSMAC II, GPS-დამიზნება ხდებოდა მხოლოდ ისეთ მისიებში, რომლებიც სწრაფად იგეგმებოდა სიზუსტის გარკვეული შემცირებით, ხოლო DSMAC II გამოიყენებოდა იმ მისიებში, რომლებიც ხანგრძლივი დაგეგმვის ეტაპს გადიოდნენ, თუმცა სიზუსტე უკეთესი იყო; DSMAC II და GPS სანავიგაციო სისტემების კომბინაციის გამოყენების შემთხვევაში მიიღება საუკეთესო სიზუსტე. Block IV TLAM-ები მთლიანად ხელახლა დაპროექტდა, მიიღო გაუმჯობესებული ტურბოვენტილატორული ძრავი.
გაშვებაა  რაკეტების საზღვაომოდიფიკაცია შესაძლებლობა როგორც წყალქვეშა  ნავებზე  ჩაყვინთული და ნახევრად ცაყვინთური მდგომარეობაშიწყალზედა გემებზე
იხ. ვიდეო
როგორც მოგეხსენებათ აშშ გავიდა საშუალო რადიუსი რაკეტების შეზღვუდის ხელშეკრულებიდან ამ ფონზე როცა პუტინის რუსეტს ატომური რაკეტა უფთქდება და არა მარტო ის დაღუპული და დაშავებული მეცნიერები არამედ მოსახლეობა საფრტხის ქვეშ დააყენა და მავე დროს მალავს არა მარტო იმისა თუ რა ხდება არამედ რადიაციის კონტროლის მონიტორინგს აშშ-მ კი წარამტებით გასცადა სახლელეთო ბაზირებული რაკეტა იხ. ვიდეო



Комментариев нет:

მუსიკალური პაუზა

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -                         მუსიკალური პაუზა  ჩვენ ვიკლევთ სამყაროს აგებულებას ოღონდ ჩვენი ...