понедельник, 23 апреля 2018 г.

                   ევგენიკა

                                                                                                                                                   «ევგენიკას ხე»
 წარმოიშვა ბერძნული სიტყვისგან eugenes და ნიშნავს, (eu-საწყისი. genes-დაბადება.) რწმენას, რომლის მიხედვითაც შესაძლებელია გაუმჯობესებული გენეტიკურიმასალის მქონე მოსახლეობის მიღება. ეს არის სოციალური თეორია, რომლის მიხედვითაც შეგვიძლია დავიცვათ სუფთა ხაზის მქონე რასა, გავაუმჯობესოთ მათი გენეტიკური ინფორმაცია, იმის მიხედვით, სასურველია თუ არა ის და ასევე შეიძლება არასასურველი გენეტიკური მასალის მოშორება.
მსოფლიო ისტორიაში ევგენიკის პრაქტიკული გამოყენება ძველთაგან იყო მიღებული, როგორც ძველ საბერძნეთში. თანამედროვე მსოფლიოში მე-20 საუკუნიდან გახდა პოპულარული. სათავე დაედო დიდ ბრიტანეთში და შემდეგ გავრცელდა სხვადასხვა ქვეყნებში, მათ შორის ამერიკის შეერთებულ შტატებში და ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში. ამ იდეებს იზიარებდნენ პოლიტიკური სპექტრის წარმომადგენლები. აქედან გამომდინარე ბევრ ქვეყანაში მიმდინარეობდა ევგენიკასთან დაკავშირებული პოლიტიკის გატარება, „პოზიტიური“ ღონისძიებები, რომელიც ხელს უწყობს რეპროდუქციას და „უარყოფითი“ ღონისძიებები, რომლის მიხედვითაც შესაძლებელია იძულებითი ქორწინება, ან ქორწინების აკრძალვა, ასევე შესაძლებელია სტერილიზაციაც, თუკი ადამიანი მიჩნეული იქნებოდა რეპროდუქციისათვის არასასურველად. ინდივიდების განსაზღვრა ხდებოდა იმის მიხედვით რამდენად კარგი ჯანმრთელობა ჰქონდათ მათ, კერძოდ, თუ იყვნენ ინკლუზივები, არ გააჩნდათ საკმარისი IQ მონაცემები და ა.შ. მათ ეკრძალებოდათ ქორწინება, რადგან ითვლებოდა, რომ ისინი ვერ მოგვცემდნენ კარგ შთამომავლობას. ძირითადი პრინციპები ევგენიკას ჩამოაყალიბა ინგლ. ფსიქოლოგმა ფრენსის გოლტონომ 1863წ-ის ბოლოს. მან შესტავაზა გამოკვლევა მოვლენა, რ-იც შეძლებს გაუმჯობესებას მემკვიდრეობითი ხარისხი მომავალი შთამომავლობისა (გონიერი,ჯამრთელი)პირველი ესიზი თეორიისა იყო წარმოდგენილი 1865წ სტატიაში ,,მემკვიდრეობითი ტალამტი და ხასიათი''«Hereditary Talent and Character») , უფრო დეტალურად კი წარმოადგინა წინგში ,,მემკვიდერობითი ტალანტი''Наследование таланта» («Hereditary Genius», 1869) 1983წ-ს გოლტონმა შემოიტანა ევგენიკა როგორც სამეცნიერო ტერმინი პრაქტიკული გამოყვანისა ჯიშებისა გაუმჯობრსრბა როგორც მცენარეების ასევე ცხოველების (სელექცია). ხოლო 1907წ-ს განსაზღვრა როგორხ მეციერება. მეოცე საუკუნეში ევგენიკას თეორიას დიდი გავრცელება ჰპოვა სამეცნიერო სფეროში.

Комментариев нет:

მუსიკალური პაუზა

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -                         მუსიკალური პაუზა  ჩვენ ვიკლევთ სამყაროს აგებულებას ოღონდ ჩვენი ...