воскресенье, 22 апреля 2018 г.

                ბიბლიური ტექსტები
                 ÐšÐ°Ñ€Ñ‚инки по запросу სატანა ხელოვნებაში
ბიბლიური ტექსტები არ გვაძლევს სატანის რაიმე თვალსაჩინო სახეს. ამის საპირისპიროდ კი, შუა საუკუნეების ფანტაზია ჭარბია ასეთი სახეების დეტალიზების მაგალითებით. ამ პერიოდში პროტოტიპი მდიდრდება სხვადასხვა სახიე ანტროპომორფული და ცხოველური ნიშნებით.
ეშმაკის ხახა ხშირად ასოცირდება ჯოჯოხეთის კარიბჭესთან, მასში შესვლა კი ნიშნავს შეჭმას. დანტეს ღვთაებრივ კომედიაში (ჯოჯოხეთი, XXXIV) ეშმაკი, ნახევრად ჩაეყინება ყინულში (სიცივე, ყინული — უსიყვარულობის სიმბოლო) და ღვთაებრივი (ციური) სიმბოლოების საპირისპიროდ მას სამი სახე აქვს (შევადაროთ სამებას). ერთი წითელია (მრისხანება სიყვარულის წინააღმდეგ), მეორე — ღია ყვითელი (სისუსტე და სიზარმაცე - ძლიერების წინააღმდეგ), მესამე შავია (უმეცრება და უწესობა განათლების და სამართლიანობის წინააღმდეგ). ეშმაკის 6 ფრთა უპირისპირდება ქერუბიმნის 6 ფრთას. სატანას კბილები ღრღნიან იუდას - უმაღლესი სულიერი ავტორიტეტის გამცემს, ასევე ბრუტას და კასიას — ვინც ხელყო უმაღლესი სახელმწიფო ავტორიტეტი.
ჯ. მილტონი დაკარგულ სამოთხეში სატანას ანიჭებს ეპიკური გმირის ბნელ დიდებულებას. ამავე მიმართულებით ვითარდება ი ვან დელ ვონდელას ლუციფერი, რომლის გმირსაც უნარი შესწევს იყოს იმპოზანტური და განსჯის ღმერთს რომ გამოასწოროს მისი შეცდომა — მისავე სასარგებლოდ. მხოლოდ ჯ. ბაირონის და მისი ეპოქის რომანტიზმში, ლიბერალიზმისა და ანტიკლერალიზმის ფონზე, კეთდება მცდელობა წარმოვიდგინოთ სატანის სახე, როგორც თავისუფელბის და ჯანყის მოყვარულ „დადებით“ გმირისა, რომელიც იღებს ძველბერძნული ღვთაების ნაკვთებს ( „სატანას“ კარდუჩი, „ლუციფერი“ რასპისარდი, „ლიტანია სატანას“ ბოდლერი). ა. ფრანცისთვის კი, როგორც ამ ტრადიციის მემკვიდრისთვის, უკვე აქსიომატურია სატანა, როგორც იდეალი. იგი თამასობს ამ აქსიომით („ანგელზთა აჯანყება“) და ამტკიცებს, რომ ჩვენს თავში ღმერთი უნდა განადგურდეს „რამდენადაც ჩვენ არ გვესმოდა, რომ გამარჯვება - სულია და ჩვენში, და მხოლოდ ჩვენში უნდა დავძლიოთ და გავანადგუროთ იალდავაოფი.“
ბევრმა არ იცის, რომ აკაკი წერეთლის ლექსზე შექმნილი, მსოფლიოში, თავისი მელოდიურობით ცნობილი ქართული სიმღერა „სულიკო“-ს სიუჟეტი ითვალისწინებს სამ მეტაფორას (სამი — ღვთიური ციფრია) — ღმერთის სამ ჰიპოსტასს: მამა ღმერთი, ძე ღმერთი და სული წმინდა (სულიკო). ეშმაკის პროტოტიპი აქ არის ეკალი. ალბათ ასევე სიმბოლურია შავი ყორანი, რომელიც ნიკოლოზ ბარათაშვილის „მერანი“-ს პერსონაჟია; მაგრამ, ჰანს ქრისტიან ანდერსენის ზღაპარში — „ყინულის დედოფალი“, იგივე შავი ყორანი არის კეთილი მეგობარი, რომელიც გოგონა „ჰერდა“-ს ასწავლის გზას — ბიჭუნა „კაი“-ს მოსაძებნად. ხი. ვიდეო ატლატიდის არსებობის შესახებ.

Комментариев нет:

მუსიკალური პაუზა

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -                         მუსიკალური პაუზა  ჩვენ ვიკლევთ სამყაროს აგებულებას ოღონდ ჩვენი ...