суббота, 7 апреля 2018 г.

                      ებრაელები

                               áƒ”ბრაელები-ის სურათის შედეგი
                                        ხანუკას დღესასწაული
ებრაელები ისრაელსა და მსოფლიოს ყველა კუთხეში ხანუქას დღესასწაულს აღნიშნავენ. მათი რწმენით, ხანუქა განახლებისსინათლის სიბნელეზე, სიკეთის ბოროტებაზე და სამართლიანობის უსამართლობაზე გამარჯვების დღესასწაული
ებრაელები — სემიტური მოდგმის ხალხი. რაოდენობა — 13 428 300 მლნ, მათ შორის აშშ-ში — დაახლ. 5 275 000, ისრაელში — 5 მ703 700, რუსეთის ფედერაციაში — 205 000.
  • სახელები: თვითწოდება — იეჰუდიმ, იდნ;
  • ენა: ებრაელთა დიდი ნაწილი ლაპარაკობს იმ ქვეყნის ენაზე, სადაც ცხოვრობენ. ებრაელთა ნაწილი ლაპარაკობს აგრეთვე ებრაულ ენებზე — ივრითიიდიში და სხვა.
  • მორწმუნეები: ძირითადად იუდეველები. დიასპორაში ისინი გაყოფილი არიან აშქენაზებად და სეფარდებად.
ებრაელები პალესტინაში დაახლოებით 4000 წლის წინ დასახლდნენ. ისინი პალესტინაში მესოპოტამიის ქალაქ ურიდან ჩავიდნენ. ჯერ-ჯერობით, ზუსტად არავინ იცის, საიდან აღმოჩნდნენ ისინი ურში. ებრაელები, ამ სახელით აღნიშნავდნენ „ხალხს, ევფრატის გაღმა ნაპირიდან“. მათი ისტორია ბიბლიაშია მოთხრობილი. ძველი აღთქმის მიხედვით, პირველი ებრაელების წინამძღოლი ყოფილა ურში მცხოვრები მწყემსი აბრაამი. თავდაპირველად აბრაამი ოჯახთან ერთად სირიაში გაემგზავრა, შემდეგ კი ქანაანში (დღევანდელი პალესტინა) ჩავიდა და აქვე დამკვიდრდა.
აბრაამის შვილიშვილ იაკობს (იგივე ისრაელი) 12 შვილი ჰყავდა. გადმოცემით, მათგან წარმოიშვა 12 ტომი, რომელთაც მათი სახელები ეწოდა. აბრაამის სიკვდილის შემდეგ ქანაანში შიმშლობა დაიწყო. იაკობმა ებრაელები ეგვიპტეში გაიყვანა. მოგვიანებით ისინი ეგვიპტელების მონებად იქცნენ, რასაც მხოლოდ მას შემდეგ დააღწიეს თავი, როდესაც მოსემ ისინი ეგვიპტიდან გამოიყვანა და ძვ.წ. დაახლ. 1200 წელს, უკან, ქანაანში დააბრუნა. აქ დასამკვიდრებლად და ისრაელის ქვეყნის დასაარსებლად ისინი იესო ნაველის წინამძღოლობით შეებრძოლნენ ფილისტიმელებს (პალესტინელებს). ლეგენდა მოგვითხრობს, რომ ქალაქ იერიქონის კედლები მათი საყვირის ხმამ დაანგრია.
ქრისტეშობამდე 120 წლიდან, ერთმანეთის თანმიმდევრულად მონაცვლე მეფეების — საულისდავითის და სოლომონის მმართველობის ხანაში ისრაელმა აყვავება დაიწყო. ებრაელების პირველი მეფე იყო საული, რომელმაც ისინი ერთ ერად აქცია. მეფე დავითმა გააერთიანა ისრაელის ყველა ტომი ერთიან სახელმწიფოში, გააფართოვა მისი ტერიტორია და რომელიმე ტომისათვის პოლიტიკური პრიორიტეტის მინიჭებაში რომ არ დაედანაშაულებინათ, სატახტო ქალაქად აირჩია იერუსალიმი, რომელიც ერთ-ერთ ქანაანურ ტომს — იებუსეველებს-ეკუთვნოდა, სახელად იებუსი ეწოდებოდა და ებრაელთა ხელში მძიმე ომის შედეგად გადავიდა. 1998 წელს, კედრონის ხეობაში წარმოებულმა არქეოლოგიურმა გათხრებმა გამოავლინა კარგად გამაგრებული თავდაცვითი ნაგებობები და წყლით მომარაგების საიდუმლო სისტემა, რომლებიც ქანაანელებმა დავითამდე 800 წლით ადრე განავითარეს და რომელსაც ახლო აღმოსავლეთის რეგიონში ბადალი არა აქვს, სხვა მხრივ, ქანაანელთა ისტორია, წერილობითი და მატერიალური ძეგლების სიმწირის გამო, ძალზე ცუდადაა შესწავლილი და ამ საკითხის ირგვლივ მნიშვნელოვანი ინფორმაციის მიღება მხოლოდ ბიბლიური წყაროებიდანაა შესაძლებელი). მეფე სოლომონმა გრადნიოზული მშენებლობები წამოიწყო, ააშენა რამდენიმე ქალაქი და იერუსალიმის განთქმული ტაძარი. იგი მშვიდობისმოყვარე და ბრძენი იყო.

Комментариев нет:

მუსიკალური პაუზა

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -                         მუსიკალური პაუზა  ჩვენ ვიკლევთ სამყაროს აგებულებას ოღონდ ჩვენი ...