четверг, 26 апреля 2018 г.

                            იუნესკო

                                       
 
იუნესკო
Flag of UNESCO.svg
იუნესკო
დაარსების თარიღი
ტიპი
სპეციალური სააგენტო
იურიდიული სტატუსი
მოქმედი
გენერალური მდივანი
მშობელი ორგანიზაცია
გაერთიანებული ერების განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაცია (იუნესკო), (UNESCO, აკრ. United Nations Educational, Scientific and Cultural Organization) — გაეროს სპეციალიზებული სააგენტო. მისი მიზანია მშვიდობისა და საერთაშორისო უშიშროების ინტერესებისათვის ხელი შეუწყოს განათლებისა და კულტურის გავრცელებას, მეცნიერების განვითარებას, ადამიანის უფლებებისა და ძირითად თავისუფლებათა პატივისცემას რასის, სქესის, ენისა და რელიგიის მიუხედავად
ორგანიზაცია 1945 წლის 16 ნოემბერს დაარსდა. მისი შტაბ-ბინა მდებარეობს პარიზშისაფრანგეთი2011 წლის 1 ნოემბრის მონაცემებით იუნესკო აერთიანებს 195[3] ქვეყანას. მას ასევე 50 წარმომადგენლობითი ოფისი, რამდენიმე ინსტიტუტი და ცენტრი აქვს მსოფლიოში. იუნესკოს ყურადღების ცენტრში მოქცეულია აფრიკა და გენდერული თანასწორობა
იუნესკოს თანამედროვე შტაბ-ბინა, რომელსაც ლათინური ანბანის ასო Y ფორმა აქვს, 1958 წლის 3 ნოემბერს გაიხსნა. გარდა იუნესკოს პარიზის შტაბ-ბინისა, მსოფლიოს მასშტაბით არსებობს მთელი რიგი იუნესკოს ოფისებისა. ორგანიზაციას გააჩნია რეგიონალური ბიუროები დაკარშინაირობშიბეირუთშიკაიროშიბანგკოკშიჯაკარტაშივენეციაშიჰავანაშიმონტევიდეოში და სანტიაგოში. წარმომადგენლობით ოფისთა უმრავლესობა ე.წ. კლასტერული ოფისებია, რომელთა რიცხვი ამჟამად 27-ია კლასტერული ოფისები სამ ან მეტ ქვეყანას კურირებს, თუმცა გარდა ამისა არსებობს რეგიონალური ოფისებიც. იუნესკოს ასევე გააჩნია 21 ნაციონალური ოფისი, ინსტიტუტები და ცენტრები მთელი მსოფლიოს მასშტაბით.
ნებისმიერი ქვეყანა, რომელიც ხდება გაეროს წევრი ავტომატურად ხდება იუნესკოს წევრიც, ხოლო გაეროდან გასვლის შემთხვევაში ასევე ავტომატურად ტოვებს იუნესკოს რიგებსაც. ქვეყანა, რომელიც არაა გაეროს წევრი შესაძლებელია გახდეს იუნესკოს წევრი გენერალური კონფერენციის წევრთა 2/3-ის თანხმობის შემთხვევაში.
იუნესკოს ოფიციალური ენებია: ინგლისურიარაბულიესპანურიჩინურირუსული და ფრანგული ენები. თავდაპირველად იუნესკოს ძირითადი ენები იყო ინგლისური და ფრანგული, 1950 წელს ოფიციალური ენის სტატუსი მიიღო ესპანურმა ენამ, 1954წელს – რუსულმა, 1974 წელს – არაბულმა, 1980 წელს კი ჩინურმაიუნესკო საკუთარ დანიშნულებას ხუთი ძირითადი პროგრამით ახორციელებს, ესენია: განათლება, საბუნებისმეტყველო მეცნიერებები, სოციალური და ჰუმანური მეცნიერებები, კულტურა და კომუნიკაციები და ინფორმაცია. იუნესკო აფინანსებს წერა-კითხვის გავრცელების, ტექნიკურ, მასწავლებელთა დახელოვნების პროგრამებს; საერთაშორისო მეცნიერებათა პროექტებს; რეგიონალური და კულტურის ისტორიის პროექტებს; კულტურული მრავალფეროვნების პოპულარიზაციას; საერთაშორისო ურთიერთდახმარების შეთანხმებებს მსოფლიო კულტურული და ბუნებრივი მეკვიდრეობის შენარჩუნებასა და ადამიანთა უფლებების დაცვასა და მისთ.

პროგრამები

განათლება ყველასათვის

იუნესკო არის საერთაშორისო პროგრამის "განათლება ყველასათვის" კოორდინატორი. აღნიშნული პროგრამის ძირითადი მიზნები ჩამოყალიბდა დაკარის 2000 წლის ფორუმზე

ადამიანი და ბიოსფერო

პროგრამა წარმოადგენს ინტერდისციპლინარული კვლევის გეგმას, რომლის მიზანია გააუმჯობესოს ადამიანის ურთიერთქმედება ბუნებრივ გარემოზე. პროგრამის ძირითადი მიზანია განსაზღვროს ეკოლოგიური, სოციალური და ეკონომიკური შედეგები ბიომრავალფეროვნების დაკარგვისა და შემცირების თვალსაზრისით.

მსოფლიო მემკვიდრეობა


1972 წელს იუნესკომ მიიღო მსოფლიოს კულტურული და ბუნებრივი მემკვიდრეობის დაცვის კონვენცია, რომელიც ძალაში შევიდა 1975 წელს. ყოველწლიურად მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტი იკრიბება სესიაზე, რომელიც განსაზღვრავს თუ, რომელი ძეგლი შეიტანონ იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში. პირველი ძეგლი მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შეიტანეს 1978 წელს და ეს იყო გალაპაგოსის კუნძულები.
მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლების სიის მთავარი მიზანია თითოეული ობიექტი დაიცვას და გახადოს ცნობილი თუ რა თქმა უნდა იგი შეესაბამება იუნესკოს კრიტერიუმებს. იუნესკოს სულ 10 კრიტერიუმი აქვს, რომელთაგან პირველი ექვსი მოქმედებს 1978 წლიდან და განსაზღვრავს კულტურულ ობიექტებს, ხოლო დანარჩენი ოთხი მოქმედებაშია 2002 წლიდან და ბუნებრივ ობიექტებს განსაზღვრავს. 2005 წლიდან 10-ვე კრიტერიუმი გაერთიანდა ერთ სიად[10].
იუნესკო მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლები დაყოფილია ხუთ გეოგრაფიულ ზონად:
ამჟამად სულ 911 მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლია 148 ქვეყანაში. აქედან: 704 კულტურულია, 181 ბუნებრივი, ხოლო 26 კი შერეული ტიპის.

არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობა



2003 წელს იუნესკომ მიიღო არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის დაცვის კონვენცია. არამატერიალურ კულტურულ მემკვიდრეობად მიიჩნიეს ზეპირი გადმოცემები, ტრადიციული მუსიკაცეკვა, რიტუალები, ფესტივალები და ხალხური რეწვა.

მსოფლიოს მეხსიერება

პროგრამა მსოფლიოს მეხსიერება შეიქმნა 1992 წელს, რათა დაიცვას დოკუმენტური მემკვიდრეობა მათ შორის ისტორიული დოკუმენტები, არქივები და ა. შ.
2011 წელს საქართველოს დოკუმენტური მემკვიდრეობის 1000 ნამუშევარი იუნესკოს მსოფლიო მეხსიერების რეესტრში მოხვდა.

Комментариев нет:

ათეროსკლეროზი

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -                         ათეროსკლეროზი ძარრვებში ცვლილებები (ათეროსკლეროზის განვითარების...