понедельник, 18 сентября 2023 г.

ბუასილი

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -  

                                 ბუასილი

მოროი (ბუასილი) — სწორი ნაწლავის ქვედა ნაწილის ვენების კვანძოვანი გაგანიერება. თან ახლავს სისხლდენა, ზოგჯერ თრომბოზი, ანთება, ქავილი და რიგი სხვა პროცესები.

პათოგენეზი

დაავადებას საფუძვლად უდევს სწორი ნაწლავის კავერნოზულ ვენებში სისხლის მიმოქცევის რეგულაციის დარღვევა, რაც იწვევს სისხლის შეგუბებას. ხელშემწყობი ფაქტორებია: ცხოვრების ნაკლებმოძრავი წესი, ყაბზობა, ანთებითი ან სიმსივნური პროცესები სწორ ნაწლავსა და მცირე მენჯის სხვა ორგანოებში. ვენების ხანგრძლივი გადავსება იწვევს მათი კედლებისა და საფარი გარსების გაფართოებასა და გათხელებას, მიღებული ტრავმების შედეგად კი მცირე ეროზიებისა დანახეთქების წარმოქმნას. ვლინდება სისხლდენა დეფეკაციის აქტის ან უკანა ტანის ჰიგიენური დამუშავების დროს. გარდა ამისა, ეროზიებისა და ნახეთქების წარმოქმნა გარკვეულ პირობებს ქმნის მათი ინფიცირებისათვის; შედეგად ვითარდება ანთებითი პროცესები ჰემოროიდული კვანძების თრომბოზის ფონზე (მწვავე ბუასილი).

პათოლოგიური ჰემოროის მქონე ადამიანების 40%-ს არ აღენიშნება მნიშვნელოვანი სიმპტომები. გარე და შიდა ჰემოროის გამოვლენა სხვადასხვაგვარია. ზოგიერთ ადამიანს კი შეიძლება ჰქონდეს ამ ორის კომბინაცია. სისხლდენა საკმარისია ანემიის გამოწვევისთვის, რაც იშვიათია; უფრო იშვიათად ვხვდებით სასიცოცხლოდ საშიშ სისხლდენას.

იხ. ვიდეო -  ბუასილის მკურნალობა. subscribe არ დაგავიწყდეთ

შიდა ჰემოროი ჩვეულებრივ უმტკივნეულოა, მას ახლავს ღია წითელი შეფერილობის სისხლდენა დეფეკაციის პროცესში ან მას შემდეგ. ის ხდება მტკივნეული იმ შემთხვევაში, თუ ის თრომბოზირებული ან ნეკროზირებულია

გარე ჰემოროი

რომ არა თრომბოზი, გარე ჰემოროის შეუძლია უსიამოვნების გამოწვევა. თრომბოზირებული კი შედარებით მტკივნეულია. ტკივილი გადის ორ-სამ დღეში, თმცა შეშუპება შესაძლოა გაქრეს რამდენიმე კვირაში. თუ ჰემოროი დიდია და იწვევს ჰიგიენურ პრობლემებს, შესაძლოა მან გამოიწვიოს გარშემო კანის დაზიანებაც.

ორსულობის დროს გარე ჰემოროის არსებობისას ქირურგიული ჩარევა არ ხდება, რადგანაც ოპერაცია უნდა წარიმართოს ნარკოზის ქვეშ, რაც შესაძოა დედის ოროგანიზმში მყოფი ნაყოფისთვის საზიანო აღმოჩნდეს.

თრომბოზირებული გარე ჰემოროი

ჰემოროის სიმპტომები შეიძლება იყოს: სისხლდენა ანალური ხვრელიდან, განსაკუთრებით დეფეკაციის აქტის დროს და მის შემდეგ; ჰემოროიდული კვანძების გამოვარდნა ანალური ხვრელიდან; დისკომფორტის შეგრძნება ანალური ხვრელის მიდამოში; ქავილი და ტკივილი ანალური ხვრელის მიდამოში; თრომბის განვითარება პერიანალურ მიდამოში. ამავე დროს, ეს სიმპტომები შეიძლება იყოს გამოვლინება სხვა პათოლოგიებისა, როგორიცაა კიბო ან პოლიპები, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია ამ სიმპტომების აღმოჩენისთანავე გამოკვლევების ჩატარება და სწორი დიაგნოზის დადგენა

მკურნალობა

ადრეულ სტადიებზე კონსერვატიულია – ვარჯიში, დიეტა, მსუბუქი საფაღარათოები, სველი ტუალეტი დეფეკაციის შემდეგ, აბაზანები ცივი წყლით, სანთლები, ადგილობრივად – ანესთეზიური საშუალებები. მწვავე გართულებების დროს – კვანძების თრომბოზისა და ანთებების დროს ინიშნება წოლითი რეჟიმი, დიეტა, ადგილობრივად – გამაგრილებელი საშუალებები, ანტიბიოტიკები. კვანძების მნიშვნელოვანი გამოვარდნის დროს და სისხლდენებისას ტარდება ქირურგიული მკურნალობა.

კლასიფიკაცია სტადიებით

ბუასილის (ჰემოროის) პირველი სტადია – ჰემოროიდული კვანძების გადიდება, თანმდევი სისხლდენით; მეორე სტადია – ჰემოროიდული კვანძები გამოვარდებიან დეფეკაციისას, შემდგომ დამოუკიდებლად ჩასწორდებიან; მესამე სტადია – ჰემოროიდული კვანძები გამოვარდებიან დეფეკაციისას, მაგრამ მათი ჩასწორება ხდება ხელით; მეოთხე სტადია – ჰემოროიდული კვანძები გამოვარდებიან და არ ჩასწორდებიან.

                                                             ისტორია

ინგლისური მინიატურა მე-11 საუკუნიდან. მარჯვნივ არის ოპერაცია ჰემოროიდების მოსაშორებლად.

პირველი ცნობილი ნახსენები ამ დაავადების შესახებ არის ეგვიპტურ პაპირუსში 1700 წ. ე., სადაც ნათქვამია: „... უნდა მისცე რეცეპტი, დიდი დაცვის მალამო; აკაციის ფოთლები, დაქუცმაცებული, დაფქული და ერთად მოხარშული. იქვე გაანაწილეთ თხელი სელის ზოლი და მოათავსეთ ანუსში, რათა მაშინვე აღდგეს“. 460 წელს ძვ. ე. ჰიპოკრატეს კორპუსი განიხილავს მკურნალობის მსგავსს, როგორც თანამედროვე რეზინის ზოლების ლიგირებას: „და ჰემოროიდებს ისევე უმკურნალებთ, ნემსით გახვრეტით და ძალიან სქელი შალის ძაფით შეკვრით, და არ აანთოთ, სანამ არ ჩამოვარდებიან. გამორთეთ და ყოველთვის დატოვეთ ისინი მარტო; და როცა ავადმყოფი გამოჯანმრთელდება, დაე, გაიაროს ჰელებორის მკურნალობის კურსი“. ბუასილი შეიძლება აღწერილი იყოს ბიბლიაში; ადრე ინგლისურ თარგმანებში გამოყენებული იყო მოძველებული მართლწერა "emerods".

ცელსუსმა (ძვ. წ. 25–ახ. წ. 14) აღწერა ლიგაციისა და მოცილების პროცედურები და განიხილა შესაძლო გართულებები. გალენი მხარს უჭერდა არტერიების ვენებთან კავშირის გაწყვეტას და ამტკიცებდა, რომ ეს ამცირებს როგორც ტკივილს, ასევე განგრენის გავრცელებას. შუსრუტა სამჰიტა (ძვ. წ. IV-V ს.) მსგავსია ჰიპოკრატეს სიტყვებს - მაგრამ ხაზს უსვამს ჭრილობის სისუფთავეს. მე-13 საუკუნეში ევროპელმა ქირურგებმა, როგორებიც იყვნენ ლანფრანკი მილანელი, გაი დე შოლიაკი, ანრი დე მონდევილი და ჯონ არდენელი, დიდ პროგრესს მიაღწიეს და ქირურგიული ტექნიკის განვითარებას მიაღწიეს.


შუა საუკუნეებში ბუასილი ასევე ცნობილი იყო როგორც წმინდა ფიაკრის წყევლა, მეექვსე საუკუნის წმინდანის სახელით, რომელმაც ისინი ნიადაგის დამუშავების შემდეგ განავითარა. სიტყვა "ჰემოროიდების" პირველი გამოყენება ინგლისურად ხდება 1398 წელს, მომდინარეობს ძველი ფრანგულიდან "emorroides", ლათინურიდან hæmorrhoida, თავის მხრივ ბერძნული αἱμορροΐς (haimorrhois), "სისხლის გამოყოფის უნარი", αἷμα (haima). ) , „სისხლი“ და ῥόος (rhoos), „ნაკადი, ნაკადი, დინება“, თავად ῥέω-დან (rheo), „დინება, დინება“.


ბიბლიაში

სიტყვა „ჰემოროიდები“ მოხსენიებულია მათეს სახარებაში ბერძნულად: „და აჰა, ქალი, რომელიც თორმეტ წელიწადს იტანჯებოდა ბუასილით, ამოვიდა უკნიდან და შეეხო მისი სამოსის კედელს“ (მათე 9:20). .

იხ. ვიდეო - How To Treat Hemorrhoids | 9 Natural Treatments (Plant Flavonoids) for Hemorrhoidal Disease

დიდი ხნის წინ მასწავლეს ქრონკული ბუასილის სამკურნალო საშუალება. აგვისტოს ბოლოს 15-20-დან ფესვიანად ამოიღეთ მიწინად ტყის მარწყვი (მაღაზისა არა). გადაარციეთ რომ ბალახი არ შეყვე 15 ძირი 9ფესვიანად ოთლებიანად) გარეცხეთ, დააქუცმაცეთ და მოხარშეთ 1 ლ. წყალში მომინანქრებულ ქვაბში ადურეთ 10-15წთ, შემდეგ გადმოდგით და თვდახურული შეაგრილეთ. მიირეთ დრეში 3-ჯერ ნახევარი ღვინის ჭ. 1 თვსი განმავლობაში საწიროების შემთხვევაში შეგიძლიათ გააგრძელოთ. 
ექიმის კომენტარი: ტყის მარწყვის ნაყოფი შესანიშნავი დიეტური პროდუქტია იგი როგორც სამკურნალო საშუალება გამოიყენება ჰიპერტოპნული დაავდების, ათეროსკლეზის, კუჭის წყლულის  და ორგანიზმში ნივთიერებათა ცვლის დარღვევის დროს.
 თურმე მსოფლიოში ცნობილმა ბოტანიკოსმა კარლ ლინიემ ტავი ნიკრისის ქარისგან ტყის მარწვისგან განკურნა.
ნაყოფისა და ფოტლების ნაყენის იყენებდნენ ნაღვლმდენ საშუალებად. მას გააჩნია აგრეთვე დიეტური მოქედების უნაირი. ნაყოფის წვენსა და ნაყენს და ნახრშს აქვს ოფლმდენი თვისებები კლავს წყურვილს აუმჯობესებს ჭამის მადას, ნაყოფის წვენს იყენებენ გარეგან საშუალებად  წითელი ქარის დაავადების დროს პატარა ჭრილობების ეგზემისნაგვარ მდგომარეობაზე კანზე ლაქების, ჭირფლებისდა ფერიმჭამელებისას. ამ დროს დღეში ირებენ 4*6 ს/ლ ახლ წვენსდაფოთლებო ერთი ჭიქა ნაყენს დრის განმავლობაში.
ტყის მარწყვის ფოთლების ნეყენს ირებენ როგორც ოფლმდენ, ნიკრისის ქარის დროს, მსხვილი და წვრილი ნაწლავის ანთების დროს, აგერთვე თირკმლისა და ღვიძლში ქვების, ავიტომინოზის, საშვილოსნოს სისხლდენის დროს და გაციების დროს.
 ხალხურ მედიცინაში იყენებენ აგრეთვე ფესვების ნახარშასაც ფაღარათისას. 
სამკურნალოდ არ შეიძლება მწვანე მარწყვის (frsgaria virids Duch) გამოყენება, რ-იც ტყის მარყვის მახლობლად ხარობს, ოღონდ გვხდება უფრო გაშლილ, სწორ ბალახოვან ფერდობზე მისი ნაყოფი ბურთისებრია, მოყვითალო-თეთრი წითლდება მხოლოდ წვერში და ძნელად სცილდება ყვავილსაჯდომს.





Комментариев нет:

მუსიკალური პაუზა

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -                         მუსიკალური პაუზა  ჩვენ ვიკლევთ სამყაროს აგებულებას ოღონდ ჩვენი ...