воскресенье, 20 октября 2019 г.

კრაკატაუს ამოფრქვევა (1883)

        კრაკატაუს ამოფრქვევა (1883)

                                                 
                                     კრაკატაუს ამოფრქვევა ლითოგრაფი (1888)
 ერთერთი ცნობილი ვულკან კრაკატაუს ამოფრქვევა 1883 წელს. ადგილი ჰქონდა ჰოლანდიის ოსტინდოეთში (დღევანდელი ინდონეზია). ამოფრქვევა დაიწო 26 აგვისტოს (კვირა დღე) შუადღეს და პიკს მიაღწია 27 აგვისტოს გვიან დილას. ამ დროს კუნძულის, რომელზედაც მდებარეობდა ვულკანი და მისი გარშემორტყმული არქიპელაგის 70% განადგურდა — ჩაიშალა კალდერაში. ვულკანის სეისმური აქტივობა 1884 წლის თებერვლამდე გაგრძელდა, მაგრამ მოგვიანებით, გამოძიებისას ოქტომბრის შემდგომი აქტივობები უარყო როგირ ვერბეკმა. 1883 წლის კრაკატაუს ამოფრქვევა მსოფლიოს წერილობით ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე სასიკვდილო და დამანგრეველი ვულკანური მოვლენა იყო. დაიღუპა სულ მცირე 36 417 ადამიანი როგორც ვულკანის, ისე მის მიერ გამოწვეული ცუნამების მიერ. ამოფრქვევამ მსოფლიოს მასშტაბით მოახდინა მნიშვნელოვანი ეფექტები დღეების და კვირების განმავლობაში.
იხ. ვიდეო
მეოთხე კოლოსაური აფეთქების შედეგად წარმოქმნილი ტალღის სიჩქარე 1 086 კმ/სთ იყო. შეფასების შედეგად დადგინდა, რომ ამოფრქვევის ხმამ 5000 კმ-ში 310 დეციბელს მიაღწია.[5] ეს იმდენად ძლიერი იყო, რომ 64 კმ-ის მოშორებით, ზონდის ყურეში გემებზე მყოფ მეზღვაურთა დაფის აპკები გაარღვია, ხოლო 160 კმ-ით მოშორებულ ობიექტებს 8.5 მეგაპასკალი წნევით დაარტყა, მაგ., ბატავიაში გაზის მომპოვებლები დარტყმამ ბორტიდან გადაყარა.
უზარმაზარმა ტალღამ თბომავალი „ბეროუ“ (Berouw) 2,4 კმ-ზე ხმელეთისაკენ გადაისროლა.
წნევის ტალღა სხვადასხვა ბაროგრაფებმა ჩაიწერე მსოფლიოს მასშტაბით. ხუთი დღის განმავლობაში რამდენიმე ბაროგრაფმა 7-ჯერ აღწერა ტალღა: 4-ჯერ, როდესაც ტალღა ვულკანიდან მის ანტიპოდალური წერტილისაკენ მიდიოდა, და 3-ჯერ, როდესაც უკან დაბრუნდა. აქედან გამომდინარე ტალღამ სამნახევარჯერ შემოუარა დედამიწას. სვეტის სიმაღლემ 80 კმ-ს მიაღწია.
ამის შემდეგ ამოფრქვევა თანდათან შემცირდა და 28 აგვისტოს დილას კრაკატაუ „გაჩუმდა“. მცირე ამოფრქვევები, ძირითადად ტალახის, ოქტომბრამდე გაგრძელდა. ამ დროისთვის კუნძულის მხოლოდ 30%-ზე ნაკლები გადარჩა.


Комментариев нет:

უძველესი უცხოპლანეტელები (სერიალი)

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -   უძველესი უცხოპლანეტელები (სერიალი) ინგლ. Ancient Aliens Ancient Aliens არის ამერიკული...