среда, 17 июня 2020 г.

ეთერზეთოვანი მცენარეები

                         ეთერზეთოვანი მცენარეები

                                                            
                                                                                 დარიჩინის ზეთი
 მცენარეები, რომელთა ფოთოლიყვავილიფესვი და სხვა ორგანო შეიცავს აქროლად, სურნელოვან ეთეროვან ზეთებს. იყენებენ ეთერზეთების მრეწველობაში, პარფიუმერიაშიმედიცინაშივეტერინარიაშიკვების მრეწველობაშიკულინარიაში და სხვა.
ეთერზეთოვანი მცენარეები გავრცელებულია ტროპიკულ და სუბტროპიკულ რაიონებში. ეთეროვანი ზეთების შედგენილობა მეტად ცვალებადია არა მარტო სხვადასხვა სახეობის, არამედ ზოგჯერ ერთი და იმავე სახეობისა და ჯიშის სხვადასხვა ინდივიდშიც, რაც დამოკიდებულია ჰავაზენიადაგზეაგროტექნიკასა და სხვა პირობებზე.
ცნობილია ეთერზეთოვანი მცენარეების დაახლოებით 2500 სახეობასაქართველოში 1977 წელს აბაშისსენაკისგალისოჩამჩირის, გულრიფშის, თელავისყვარლისლაგოდეხის და მარნეულის რაიონებში ეთერზეთოვანი მცენარეებს 3150 ჰა-ზე მეტი ფართობი ეჭირა. ეთერზეთოვანი მცენარეები მრავლდება თესლით და ვეგეტატიურად. მოსავალს იღებენ იმ პერიოდში, როდესაც მცენარეში ეთერზეთი მაქსიმალური რაოდენობითაა, ნედლეული სასწრაფოდ იგზავნება გადასამუშავებლად
                                                       
ეთერზეთებს იყენებენ არომათერაპიაში, მაგალითად, ეთერზეთის დიფუზორების შემადგენლობაში.

ნებისმიერი ზეთი წამალია
მცენარეული ზეთი არა მარტო აუმჯობესებს საჭმლის გემოს, არამედ იცავს ჩვენს ახალგაზრდობასა და ჯანმრთელობას. ხილის, ბოსტნეულის, მცენარეებისა და სანელებლების ზეთებს ისე, როგორც მათ ეთეროვან "ნათესავებს", აქვთ სამკურნალო თვისებები.არეგულირებენ ვიტამინებისა და მინერალების ათვისებას, რითაც ეხმარებიან ორგანიზმს ჰორმონების გამომუშავებაში და მონაწილეობენ უჯრედების სტრუქტურების ფორმირებაში. ზეთები ახანგრძლივებენ ახალგაზრდობასა და ორგანიზმს მატებენ მხნეობას.

გაგაცნობთ ნატურალური და ეთეროვანი ზეთების თვისებებს:
ჯავზის ზეთი - აფერხებს დაბერების პროცესს, ასტიმულირებს დაზიანებული ქსოვილის აღდგენას, განსაკუთრებით სასარგებლოა ფსორიაზის, კანის წყლულისა და მშრალი ეგზემის დროს.
სალბის ზეთი - ამშვიდებს ნერვებს, ამაღლებს გუნება-განწყობილებას. თუ აბაზანაში წყალს დაამატებთ რამდენიმე წვეთ სალბის ზეთს - დაღლილობას მოგიხსნით.
ნუშის ზეთი აღწევს კანის ფორებში, აახალგაზრდავებს და წმენდს მას. ასტიმულირებს თმის ზრდას.
ბრინჯის ზეთი - ებრძვის ქერტლსა და თმის ცვენას. ფეხებზე ამ ზეთის მასაჟი აუმჯობესებს ვარიკოზული ვენების მდგომარეობას, ხსნის ფეხების კრუნჩხვებს.
ხორბლის ღივის ზეთი შეიცავს უნიკალურ ცხიმ-მჟავებს, ომეგა-3-, ომეგა-6- და ვიტამინების კომპლექსს. ყველა ეს კომპონენტი ხელს უწყობს გულ-სისხლძარღვთა, საჭმლის მომნელებელი, ნერვული, ენდოკრინული და რეპროდუქციული სისტემების გამართულ მუშაობას. ღივის ზეთი საუკეთესო საშუალებაა ფეხმძიმობის დროს (მუცელზე შრეების) სტრიების სამკურნალოდ.
იხ. ვიდეო


ზეითუნის ზეთი აუმჯობესებს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის კუჭქვეშა ჯირკვლის, ღვიძლის, გულ-სისხლძარღვთა მუშაობას. ზეთი გამოიყენება როგორც გარეგანი საშუალება. შველის სებორეას, პიგმენტურ ლაქებს, დაჟეჟილობას, მწერების ნაკბენს, ხელს უშლის კანის დაბერებასა და მატებს ელასტიკურობას.
სელის ზეთი რეკომენდებულია მსხვილი ნაწლავის დისფუნქციის დროს.
კაკლის ზეთი სასარგებლოა ჩიყვის დროს, როგორც ცხიმის ბუნებრივი დამწველი, ხელს უწყობს წონაში დაკლებას. იცავს ორგანიზმს კანცეროგენებისგან. ხელს უწყობს ჭრილობების შეხორცებას, დამწვრობის სწრაფად მოშუშებას.
რაფსის ზეთი ამაგრებს სისხლძარღვებს, ამცირებს ქოლესტერინის დონეს, რითაც ხელს უშლის თრომბის წარმოქმნას.

ბაყაყურას ზეთი ხელს უწყობს სისხლის მიკროცირკულაციას, უნარჩუნებს სისხლძარღვებს ელასტიკურობას, იცავს ღვიძლს, აჩქარებს წყლულის, ჭრილობების შეხორცებას, შველის დამწვრობას, გამოყელილ კანს.
ყურძნის ზეთი რეკომენდებულია ფეხმძიმობის პერიოდში და მშობიარობის დროს გამოწვეული ქალური დაავადებების სამკურნალოდ. უწყობს ხელს ნივთიერებათა ცვლას - არბილებს, ატენიანებს და ჯანმრთელ იერს მატებს კანს.
იხ. ვიდეო - Жаль, что люди не знают этого! Самые опасные эфирные масла, которые мы держим дома


ყველა ზეთი სამკურნალოა გარდა იმისა რ-იც ზემოთ ვიდეოშია მოყვანული გთავაზობთ სამკურანალო ზეთების ხასიათს
ყავის ზეთი - აფეხერხებს დაბერების პროცესს, ასტომულირებს დაზიანებულ ქსოვილებს. განსაკუთრებით სასარგებლოა ფსორიაზის, კანის წყლულების და მშრალი ეგზემის დროს.
სალპის ზეთი - ამშვიდებს ნერვებს , ამაღლებს გუნება განწყობას, აბაზანაში წყალს დაამატეთ რამდენიმე წვეთი სალპის ზეთი. - დაღლილობას მიგიხსნით.

Комментариев нет:

უძველესი უცხოპლანეტელები (სერიალი)

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -   უძველესი უცხოპლანეტელები (სერიალი) ინგლ. Ancient Aliens Ancient Aliens არის ამერიკული...