სოკრატე
სოკრატეს ლისიპოსესიული ბრინჯაოს პორტრეტია (დაკარგული) გვიანდელი ასლი, ლუვრი
(ბერძ. Σωκράτης) (დ. ძვ. წ. 470/ძვ. წ. 469 — გ. ძვ. წ. 399) — ბერძენი, ათენელი ფილოსოფოსი. დაბ ადგილი - ალოპეკე, ძველი ათენი, გარდ. თარიღი ძვ. წ. აღ. 399 15 თებერვალი. მოქალაქეობა ძველი ათენი, ეროვნება ბერძენი, სამეცნიერო სფერო - ფილოსოფია,
სოკრატეს დახასიათება ისტორიული გაურკვევლობის ნათელი ილუსტრაციაა. თუ სოკრატეს ოდესმე ერთი სიტყვა მაინც დაუწერია, ჩვენამდე მას არ მოუღწევია. მაშასადამე, სოკრატეზე თანამედროვე წარმოდგენა მთლიანად ისეთ მეორად წყაროებს ეყრდნობა, როგორიცაა პლატონის, არისტოტელეს, არისტოფანესა და ქსენოფონტის ნაშრომები. არისტოფანე ცნობილი იყო, როგორც სატირიკოსი, და ამგვარად სოკრატეს მისეული დახასიათება გაზვიადებული, გადაჭარბებული ან სრულიად ფალსიფიცირებული შეიძლება იყოს.
ნაწილობრივი მინიშნებები ასევე არსებობს სოკრატეს თანამედროვეთაგან. ჯანანტონი, მის მონუმენტურ ნაშრომში „სოკრატე და სოკრატესეული რელიკვიები“ („Socratis et Socraticorum Reliquiae“) აგროვებს სოკრატეზე არსებული ყველა დოკუმენტის ფრაგმენტსაც კი. ის იშველიებს მწერლებს ესქინეს სოკრატიკუსს, ანტისთენეს და სხვა დანარჩენებს რომლებიც პირადად იცნობდნენ სოკრატეს. პლატონი, ბერძნული ტრადიციებიდან გამომდინარე, როგორც ჩანს, საკუთარ იდეებს, თეორიებსა და შესაძლოა პიროვნულ თვისებებსაც კი თავის მენტორს მიაწერდა. ასეთი მიდგომიდან გამომდინარე პრობლემების გამო, ინფორმაცია სოკრატეზე უნდა მივიჩნიოთ, როგორც სავარაუდო, მაგრამ არავითარ შემთხვევაში, როგორც სარწმუნო.
იხ. ვიდეო
ანტიკურ წყაროებზე დაყრდნობით, სოკრატეს მამა, სოფრონისკუსი, მოქანდაკე იყო, დედას ფენარეტი ერქვა. ჰყავდა მეუღლე, ქსანთიპე, ვისგანაც სამი ვაჟი ეყოლა. იმ დროის არსებული კულტურული რეალიების გათვალისწინებით ქსანთიპე კაპას, მძიმე ხასიათის მქონე ქალად მოიაზრებოდა. სოკრატე თავადაც აღნიშნავდა, რომ ქსანთიპესთან თანაცხოვრების წყალობით ის ნებისმიერი ხასიათის ადამიანთან შეძლებდა შეგუებას, ადარებს რა ამ თვისებას ველური ცხენების გამხედნის მოთმინებას. ამავე წყაროებიდან გამომდინარე, სოკრატეს შეხება ჰქონია სამხედრო მოქმედებებთან პოტიდეასთან, დელიუმსა და ამფიპოლისის ბრძოლებში. ერთგან მას დაჭრილი მეგობარი ალკიბიადე სიკვდილს გადაურჩენია. თუმცა სოკრატეს საბრძოლო მამაცობისთვის მინიჭებულ ჯილდოებსა და წოდებებზე უარი განუცხადებია, გამოუვლენია ხასიათის სიმტკიცე, რასაც მოწმობს ის ფაქტი, რომ მას ზამთარში ფეხშიშველს და ლაბადის გარეშე უვლია.
უცნობია, თუ რით ირჩენდა თავს სოკრატე ცხოვრებაში. ის არ მუშაობდა; ქსენოფონტის „ნადიმში“ სოკრატე ხაზგასმით აცხადებს, რომ იგი საკუთარ ბედს ფილოსოფიას უკავშირებს, და, რომ მისი აზრით, ფილოსოფია უმნიშვნელოვანესი ხელოვნება ან პროფესიაა. ძნელად სავარაუდოა, რომ მას ოჯახისგან რაიმე ქონება დარჩენოდა, ვინაიდან მამამისი ღარიბი მოქანდაკე-ხელოსანი იყო. პლატონის ჩანაწერებით, სოკრატე სწავლებისთვის ფულს არ იღებდა; თუმცა, ქსენოფონტის „ნადიმში“ ასევე ნახსენებია, რომ სოკრატეს მოსწავლეებისგან გასამრჯელო მიუღია, ხოლო არისტოფანე აღნიშნავს, რომ სოკრატეს სოფისტიკის საკუთარი სკოლა ჰქონდა. ასევე შესაძლოა, რომ სოკრატე მისი მოწყალე, გავლენიანი და მდიდარი მეგობრების ხარჯზე არსებობდა.
სოკრატეს სიკვდილი, ჟაკ-ლუი დავიდი 1787
სოკრატეს ცხოვრება მოუწია ათენის პოლისის განვითარების უმაღლესი მწვერვალიდან დაღმასვლამდე გარდამავალ პერიოდში, სპარტანელთა და მათ მოკავშირეთა მიერ პელოპონესის ომში ათენელთა დამარცხების შემდგომ. ამ პერიოდში, როდესაც ათენი ცდილობდა სამარცხვინო დამარცხების შემდგომ ძალების აღდგენას, ათენის არეოპაგს სამმა წამყვანმა სახალხო ფიგურამ მიმართა, რათა სოკრატე ურწმუნოებისა და ათენის ახალგაზრდობის ღმერთთა მოძულე იდეებით გარყვნისთვის გაესამართლებინათ. ძველი ბერძნების წარმოდგენით თითოეულ პოლისს ჰყავდა მფარველი ღვთაება. საყოველთაოდ მიჩნეულ იქნა, რომ ათენის პელოპონესის ომში დამარცხებით ათენა, ათენის მფარველი ქალღმერთი, მის მოქალაქეებს ურწმუნოებისთვის სჯიდა. სოკრატეს მსოფლხედველობა ღმერთთა განკითხვად მიიჩნეოდა, და არსებული პოლიტიკური სიტუაციის ფონზე ეს არასასურველი იყო. მოქალაქეთა აზრით ათენს არ სჭირდებოდა ათენასგან უფრო დიდი სასჯელი ერთი ადამიანი გამო, რომელიც მისა თუ სხვა ღმერთების განკითხვას ბედავდა. თუმცა პლატონის აპოლოგიაში სოკრატე დაჟინებით უარყოფს ამგვარ ბრალდებას. სასამართლო პროცესზე სოკრატე წაყენებული ბრალდებებით დამნაშავედ სცნეს და სიკვდილით დასჯის განაჩენი გამოუტანეს.
იხ.ვიდეო
აღსანიშნავია, რომ ციხეში ყოფნისას სოკრატეს გაქცევის ყველა შესაძლებლობა ჰქონდა, ვინაიდან მის თანამოაზრეებს მცველების მოქრთამვა შეეძლოთ. გაქცევისას სოკრატეს ადვილად შეეძლო სხვა ქალაქისთვის შეეფარებინა თავი. თუმცა, კრიტოსთან დიალოგში, სოკრატე ხელმძღვანელობს რა კანონის უზენაესობის იდეით, ამბობს რომ მისი ციხიდან გაქცევის შემთხვევაში იგი შექმნის კანონის დარღვევის პრეცედენტს, რომლითაც შეეძლებათ ხელმძღვანელობა პოლისის სხვა მოქალაქეებს. ციხიდან გაუქცევლობით სოკრატემ დაიცვა და თვალნათლივ აჩვენა ყველას კანონის უზენაესობის იდეა. (სოკრატე მიიჩნევდა, რომ ნამდვილ ფილოსოფოსს სიკვდილის არ უნდა შეშინებოდა და გაქცევა შესაძლოა აღქმულიყო სხვების მიერ, როგორც სიკვდილის შიში, რაც მის ფილოსოფიურ პოსტულატს ეწინააღმდეგებოდა. ამასთან, სოკრატე თავის თანამოაზრეებს არწმუნებდა, რომ ის სხვა ქალაქში ცხოვრებას ვერ შეძლებდა, მას იქ არ მიიღებდნენ. გარდა იმისა, რომ ის გაქცევით კანონს დაარღვევდა, თავის მეგობრებსაც კანონდარღვევის მონაწილედ გახდიდა.
იხ. ვიდეო
პლატონის აპოლოგიაში მოყვანილ სოკრატეს დაცვის სიტყვაში, სოკრატეს მიერ ათენელთა თავის მობეზრება იმით დაიწყო, როდესაც მისმა მეგობარმა ხერფონმა დელფოს სამისნოს ორაკულს ჰკითხა თუ სოკრატეზე ჭკვიანი ვინმე არსებობდა; რაზეც ორაკულმა უარყოფითი პასუხი გასცა. სოკრატეს აზრით ორაკულის სიტყვები ორაზროვანი იყო და ოკრატეზე უფრო ჭკვიანი ადამიანის პოვნას ისახავდა მიზნად. ათენის მოქალაქეებს იგი ცხოვრების ავკარგიანობაზე მათი ცოდნის შესახებ ეკითხებოდა. აღმოაჩინა რა, რომ საპირისპიროს რწმენის მიუხედავად მათ არაფერი იცოდნენ, სოკრატემ დაასკვნა, რომ ის სხვებზე უფრო ჭკვიანი მხოლოდ იმიტომ იყო, რომ საკუთარი უმეცრება გაცნობიერებული ჰქონდა. სხვათა წარმოდგენა საკუთარ ცოდნაზე კი მცდარი იყო.
სოკრატეს გამონათქვამები
§ მე ვიცი, რომ არაფერი ვიცი.
§ ყველაზე დიდი სიკეთე ცოდნაა, ყველაზე დიდი ბოროტება კი- უგუნორობა.
§ ვფიქრობ, ხანდახან წერაც გმირობაა - თუ ნაწერი განსასჯელად სულელებს მიეცემათ.
§ ჯანმრთელობა ყველაფერი არ არის, მაგრამ ყველაფერი ჯანმრთელობის გარეშე - არაფერია.
§ სიკვდილი - კაცობრიობის დიდი ილუზიაა. სანამ ვცოცხლობთ ის ჯერ არ არის, როდესაც ვკვდებით ის უკვე აღარ არის.
§ სრულყოფილ ადამიანად შეიძლება ჩავთვალოთ ის, ვინც სრულყოფილებისაკენ მიისწრაფვის; ბედნიერ ადამიანად კი შეიძლბა ჩავთვალოთ ის, ვინც უკვე აღიარებს, რომ თავის მიზანს მიაღწია.
§ მშვენიერება არ არის იქ, სადაც არც სიკეთეა და არც სარგებელი.
§ კარგი დასაწყისი მცირე რამარ არის, მაგრამ მცირედან იწყება.
§ სიმდიდრესა და პოპულარობას ღირსება არ მოაქვს.
§ რამდენი რამაა ამ ქვეყნად რაც არ მჭირდება!
§ მეგობრობის გარეშე ადამიანების ურთიერთობას არ გააჩნია ფასი.
§ მზეს ერთი ნაკლი აქვს; ის საკუთარ თავს ვერ ხედავს.
§ რაც უფრო ვიცნობ ხალხს, მით უფრო მეტად ვაფასებ ჩემ ძაღლს.
§ მე გამასამართლებენ ისე, როგორც ბავშვები ასამართლებენ ექიმს.
§ ილაპარაკე, რათა შენი დანახვა შევძლო.
§ ჩემთან დავა და კამათი ადვილია, ჭეშმარიტებასთან- შეუძლებელი.
§ ყველა შემთხვევაში მოიყვანე ცოლი, თუ კარგი ცოლი შეგხვდება გამონაკლისი გახდები, თუ ცუდი - ფილოსოფოსი.
§ გინდ მოიყვანე ცოლი, გინდ ნუ მოიყვან, მაინც ინანებ.
§ ყოველ ადამიანშია მზე-ოღონდ მიეცით მას საშუალება გაანათოს.
§ უნდა ჭამო იმისათვის,რომ იცოცხლო და არა იმისათვის იცოცხლო,რომ ჭამო.
§ ადამიანი შეიძლება იყოს სიბრძნის მოყვარული და არა ბრძენი, ნამდვილი ბრძენი მხოლოდ ღმერთია, მხოლოდ ღმერთმა იცის ყველაფერი და არა ადამიანმა.
§ ვისთანაც სიტყვა უქმია,მასთან ჯოხითაც ვერაფერს გახდები.
§ ადამიანებს ბუნებით აქვთ მინიჭებული მეგობრობისადმი მიდრეკილება, რამეთუ ერთმანეთი სჭირდებათ, ერთმანეთს იბრალებენ და ხელშეწყობით ერთმანეთისათვის სარგებლობა მოაქვთ და რაკი ეს ესმით, ერთურთის მიმართ მადლიერებითაც არიან გამსჭვალული; მაგრამ, მეორე მხრივ, მათ მტრობისაკენ მისწრაფებაც აქვთ თანდაყოლილი, რადგან, თუ რასმე მშვენიერ და ამავე დროს სასიამოვნო საგნად ჩათვლიან, მის გამო ბრძოლას იწყებენ, ხოლო თუ ამ საგანზე სხვადასხვა აზრი გაუჩნდათ, ერთმანეთს უპირისპირდებიან. ჯიბრი და რისხვა სწორედ რომ მტრობის მაუწყებელია, მომხვეჭელობის სიყვარულიც შუღლსა და ქიშპობას იწვევს, ხოლო შური მუდამ ზიზღის საბაბი ხდება.
§ განა სოკრატეს ასამართლებენ? ო, არა, სიკვდილი მიუსაჯეს სიმართლეს!
§ ისე მოეპყარი მშობლებს,როგორც შენ ისურვებდი, რომ საკუთარი შვილები მოგეპყრან.
იხ. ვიდეო
რეკლამა
➤➤➤
Комментариев нет:
Отправить комментарий