вторник, 12 февраля 2019 г.

                             FGM-148 Javelin

                                                      Army-fgm148.jpg
 (IPA:/ˈævlɪn/, იკითხება: ჯევლინ — „სასროლი შუბი“, ჯაველინი) — ამერიკული გადასატანი ტანკსაწინააღმდეგო მართვადი სარაკეტო კომპლექსი ტანდემური კუმულაციური ქობინით. რაკეტის მიზანზე გაყვანა ხორციელდება ავტომატურ რეჟიმში ინფრაწითელი გამიზვნის სისტემით, რითაც კომპლექსში უზრუნველყოფილია „გაისროლე-დაივიწყეს“ პრინციპი. სხვა სახეობის ტსმრ-ებისგან განსხვავებით, გასროლის შემდეგ „ჯაველინი“ სრულად ავტონომიურ მართვაზე გადადის, რაც საშუალებას იძლევა მსროლელემა დაუყონებლივ შეიცვალოს პოზიცია საპასუხო ცეცხლის ასარიდებლად. ჯაველინის რაკეტას აქვს გასროლის ორი რეჟიმი: შეტევა კიდური ტრაექტორიით, როდესაც რაკეტა მიზანს ხვდება ზემოდან, და პირდაპირი შეტევა. რაკეტის კიდური ტრაექტორია განსაკუთრებულად ეფექტურია ტანკების წინააღმდეგ სახურავის თხელ და ნაკლებად დაცულ ჯავშანში მოხვედრისას და უზრუნველყოფს ყველა თანამედროვე და პერსპექტიული ტანკების მწყობრიდან გამოყვანას მაღალი ალბათობით. პირდაპირი შეტევის რეჟიმი გამოიყენება როგორც ტექნიკის, ასევე გამაგრებული პოზიციების და პორტიფიკაციური ნაგებობების გასანადგურებლად. ბოლო მოდიფიკაციის „ჯაველინის“ სროლის ეფექტური მანძილი 4 750 მეტრია
იხ. ვიდეო
  • აშშ-ის დროშა აშშ — სტანდარტული ტანკ-საწინააღმდეგო გამშვები აშშ-ს შეიარაღებულ ძალებში.
  • ავსტრალიის დროშა ავსტრალია — 92 გამშვები შეიარაღებაში.
  • ახალი ზელანდიის დროშა ახალი ზელანდია — 24 გამშვები
  • ბაჰრეინის დროშა ბაჰრეინი — 13 გამშვები.
  • ესტონეთის დროშა ესტონეთი — 120 გამშვები და 350 რაკეტა შეიარაღებაში.
  • იორდანიის დროშა იორდანია — 30 გამშვები და 116 რაკეტა.
  • ლიტვის დროშა ლიტვა — 40 გამშვები.
  • უკრაინის დროშა უკრაინა — 35 გამშვები და 210 რაკეტა.
  • საფრანგეთის დროშა საფრანგეთი — 76 გამშვები და 260 რაკეტა.
  • საქართველოს დროშა საქართველო — შეიარაღებაში მიღებული იქნება 72 გამშვები, 410 რაკეტა, ჯაველინის სისტემები უკვე შეიარაღებაშია მე-4 მექანიზირებულ ბრიგადაში.
  • საუდის არაბეთის დროშა საუდის არაბეთი — 20 გამშვები
  • ჩეხეთის დროშა ჩეხეთი — მცირე რაოდენობა შეიარაღებაში, გამოიყენება სპეციალური ოპერაციის ძალების მიერ.
იხ. ვიდეო



                        სერვიუს ტულიუსი

                                                 
                              სერვიუს ტულიუსის XVI საუკუნის გამოსახულება
(ლათ. Servius Tullius) (*უცნობია ― † ძვ. წ. 535, მოკლულ იქნა), რომის მეექვსე მეფე ეტრუსკელთა დინასტიიდან (მეფობდა ძვ. წ.578 - ძვ. წ. 534)
გადმოცემის თანახმად სერვიუს ტულიუსი წარმოშობით ლათინური ქალაქ კორნიკულუსიდან იყო. მამამისი სტურიუს ტულიუსი, ქალაქის ერთ-ერთი საუკეთესო მოქალაქე, რომაელებთან ბრძოლაში დაიღუპა, როდესაც ტარკვინიუს პრისკუსმა აიღო ქალაქი. ფეხმძიმე დედამისი ტყვედ ჩავარდა. ტარკვინიუსის მეუღლემ ამოიცნო იგი ტყვეებს შორის და საკუთარ სახლში მიიღო. აქ დაიბადა რომის მომავალი მეფე სერვიუს ტულიუსი. ბავშვობიდანვე ჩანდა რომ იგი ძალიან ჭკვიანი და ნიჭიერი იყო, ამიტომ მეფემ იგი საკუთარი შვილივით გაზარდა, საკუთარი ქალიშვილი მიათხოვა და მემკვიდრედ მიიჩნევდა.
რომის ოთხ ტრიბად გაყოფის სქემა
ტარკვინიუსზე თავდასხმის შემდეგ ტანაკვილმა დამალა მისი სიკვდილის ფაქტი და მეფის ავადმყოფობის გამო მისი მოვალეობების შემსრულებლად სერვიუსი გამოაცხადა. რამდენიმე დღე სერვიუსი ასრულებდა მეფის ფუნქციებს, ზოგ გადაწყვეტილებებს თვითონ იღებდა, ზოგს კი სამომავლოდ დებდა, ვითომდა მეფესთან უნდა მოეთათბირებინა. ამრიგად როდესაც ტარკვინიუსის სიკვდილის ფაქტი გახმაურდა სერვიუსის მდგომარეობა ტახტზე უკვე მყარი იყო
იხ. ვიდეო
სერვიუსმა თავისი ქალიშვილები ტარკვინიუსის ვაჟებზე გაათხოვა, რათა არ გამეორებულიყო იგივე ამბავი რაც ტარკვინიუსსა და ანკუს მარციუსის ვაჟებს შორის მოხდა, მაგრამ ამ ზომებმა მომავალში არ გაამართლა.
ეტრუსკებთან ზავის ვადა ამოიწურა, ამიტომ მან განაახლა მათთან ომი, სადაც ბრწყინვალედ გაიმარჯვა. ამის შემდეგ იგი სამოქალაქო რეფორმებს შეუდგა, მან ჩამოაყალიბა მოსახლეობის ქონებრივი ცენზით დაყოფა. ეს მნიშვნელოვანი იყო, ვინაიდან მანამდე მოვალეობების დაკისრება ხდებოდა სულ მოსახლეზე, ახლა კი ქონებრივი ცენზის მიხედვით.
  • მათგან, ვისი ქონებაც 100 000 ასს აღემატებოდა, სერვიუსმა 80 ცენტურიონი ჩამოაყალიბა, 40 უფროსი ასაკის, 40 უმცროსის (უფროსი ასაკი — 46-60, უმცროსი — 18-45). უფროსებს ქალაქის თავდაცვაზე უნდა ეზრუნათ, ხოლო უმცროსები ქალაქის გარეთ საომარ მზადყოფნაში უნდა ყოფილიყვნენ. იარაღით მათ საკუთარი თავი თვითონ უნდა უზრუნველყოთ. ორი ცენტურიონი იარაღის გარეშე იყო, მათ საომარი მანქანები უნდა მიეწოდებინათ ჯარისთვის.
  • მეორე კატეგორიას მიეკუთვნებოდნენ ისინი, ვისი ქონებაც 75 000-დან 100 000 ასამდე იყო. მათგან, უფროსებისგან და უმცროსებისგან შედგა ოცი ცენტურიონი. შეიარაღება პირველ კატეგორიაზე ცოტა მსუბუქი.
  • მესამე კატეგორიას მიეკუთვნებოდნენ ისინი, ვისი ქონებაც 50 000 ასს აღემატებოდა. მათგანაც ოცი ცენტურიონი ჩამოყალიბდა. შეიარაღება იგივე.
  • მეოთხე კატეგორიის ცენზი იყო 25 000 ასზე მეტი. მათგანაც ოცი ცენტურიონი ჩამოყალიბდა. შეიარაღებიდან მხოლოდ შუბი უნდა ჰქონოდათ.
  • მეხუთე კატეგორიის ცენზი 11 000 ასი იყო. მათგან 35 ცენტურიონი ჩამოყალიბდა. მეომრებს მხოლოდ სატყორცნი ქვები უნდა ჰქონოდათ.
ვინც ამ ხუთ კატეგორიაში ვერ შევიდა, ისინი სამხედრო სამსახურისგან თავისუფლები იყვნენ. ამ სისტემამ გაიუს მარიუსის სამხედრო რეფორმამდე იმუშავა. ზემოთხსენებული ცენტურიონების გარდა სერვიუსმა ჩამოაყალიბა 12 ცხენოსანთა ცენტურიონი. ცხენოსნებს სახელმწიფო ხაზინიდან გამოეყოთ 10 000 ასი ცხენების შესაძენად, ხოლო ცხენების შენახვა გაუთხოვარ ქალებს ევალებოდათ, ამ მიზნისთვის მათ ხაზინაში ყოველწლიურად 2000 ასი უნდა შეეტანათ.

მრიგად ღარიბი მოსახლეობის მაგივრად მდიდრებს უნდა შეენახათ ჯარი. ცენზები სამხედრო მოვალეობის შესრულების გარდა ხმის მიცემის სისტემასაც შეეხო. ადრე ყველას ერთნაერად ჰქონდა კენჭისყრის უფლება, ახლა კი ჯერ ცხენოსანთა ცენტურიონი იყრიდა კენჭს, შემდეგ პირველი კატეგორიის ოთხმოცი ცენტურიონი, თუ მათი აზრები არ ემთხვეოდა, მაშინ კენჭს მეორე კატეგორიის ცენტურიონები იყრიდნენ და ა.შ. ყველაზე ქვედა ფენამდე კენჭისყრა თითქმის ვერასდროს აღწევდა
მეფემ ქალაქი დაყო ოთხ ნაწილად — ტრიბებად. ამ ტრიბებს თავდაპირველ სამ ტრიბთან საერთო აღარაფერი ჰქონდათ. ისტორიკოსი ფლავიუს პიქტორუსის ცნობებით მოსახლეობის აღწერისას 80 000 ბრძოლისუნარიანი მამაკაცი გამოვლინდა. მოსახლეობის მატებასთან ერთად გაიზარდა ქალაქის საზღვრებიც
რომის სახელმწიფო საკმარისად იყო იარაღის ძალით გამაგრებული, მაგრამ სერვიუსმა ჩათვალა რომ კულტურულადაც უნდა გაემაგრებინა. ამისთვის მან ლათინურ ქალაქებთან კავშირში ააგო ქალღმერთ დიანას ტაძარი რომში. ამით რომი უკვე უდავო ლიდერი გახდა ლაციუმში.
სერვიუსს საკმარისი ძალაუფლება ჰქონდა და მისი მდგომარეობა ტახტზე მყარი იყო, მაგრამ როდესაც გაიგო ახალგაზრდა ტარკვინიუსის საუბარი იმის შესახებ რომ იგი ხალხის თანხმობის გარეშე მართავს, მოაწყო კენჭისყრა, სურთ თუ არა რომაელებს რომ მან კვლავაც იმეფოს. ხალხმა იგი ერთსულოვნად აირჩია მეფედ. მიუხედავად ამისა ახალგაზრდა ტარკვინიუსი სენატორებთან განაგრძობდა სევრიუსის ლანძღვას. ეს ახალგაზრდა ტარკვინიუსი ლუციუს ტარკვინიუსის ვაჟი იყო თუ შვილიშვილი ზუსტად უცნობია. ზოგ რომაელ ავტორს მიაჩნია, რომ იგი შვილი იყო, ზოგიც თვლის რომ შვილიშვილი, ხოლო იქიდან გამომდინარე, რომ სერვიუს ტულიუსმა 44 წელი იმეფა, ლუციუსის შვილი ახალგაზრდა ვეღარ იქნებოდა, თუმცა ისტორიკოსი ტიტუს ლივიუსი ეჭვის მიუხედავად მას სხვა ისტორიკოსების თანახმად შვილს უწოდებს.
ასეა თუ ისე, მას ჰყავდა ძმა არუნტუს ტარკვინიუსი, როგორც უკვე ვთქვით, ორივე ძმა მეფის ქალიშვილებზე იყვნენ დაქორწინებულნი. ლუციუსი ძალიან პატივმოყვარე იყო, ხოლო არუნტუსი ბუნებით დინჯი იყო. მათი მეუღლეები ქმრებს ხასიათებით სულ არ ჰგავდნენ. არუნტუსის მეუღლეს ტულიას არ უყვარდა თავისი ქმარი, ხოლო მაზლით აღფრთოვანებული იყო. მას თავისი დაც სძულდა, ვინაიდან მიაჩდა რომ იგი სათანადოდ ვერ აფასებდა ქმარს.
შემონახული ფრაგმენტი სერვიუსის კედელის

მან მალე დაარწმუნა მაზლი რომ ისინი ბევრად უკეთესად შეეწყობოდნენ ერთმანეთს ვიდრე ეწყობიან საკუთარ მეუღლეებს და მიაღწევდნენ ძალაუფლებას. შემდეგ მათ საიდულოდ მოკლეს მეუღლეები და დაქორწინდნენ. ტარკვინია ამის შემდეგ ყველანაერად აგულიანებდა ქმარს ახალი მკვლელობისთვის. ლუციუსმა ყველაფერი იღონა სენატში გავლენის მოსაპოვებლად, ხოლო როდესაც ჩათვალა რომ ნიადაგი მომზადებულია, შეიარაღებული ხალხითურთ შეიჭრა ფორუმზე და თავი მეფედ გამოაცხადა, ბრძანა შეეკრიბათ სენატი მეფე ტარკვინიუსის სახელით.
კურიაში სენატორთა თანდასწრებით დაიწყო სერვიუს ტულიუსის ლანძღვა. ამ დროს სერვიუსი თვითონ გამოცხადდა კურიაში. სერვიუსისა და ტარკვინიუსის მომხრეებს შორის ხელჩართული ბრძოლა გაიმართა. თვითონ ტარკვინიუსი ეცა სერვიუსს, და ვინაიდან იგი ბევრად უმცროსი და ძლიერი იყო, ჩამოაგდო მეფე კიბიდან, შემდეგ კი ქუჩაში თავისი მომხრეები დააწია და მოაკვლევინა მეფე.
როგორც ისტორიკოსი გვამცნობებს, ამის შემდეგ ტულია ეტლით მივიდა კურიასთან და ქმარს უწოდა მეფე, ხოლო სახლში დაბრუნებისას ქუჩაში მამის გვამი დაინახა და ეტლით ზედ გადაუარა. ამ ქუჩას რომაელებმა წყეული ქუჩა უწოდეს.
ამრიგად სერვიუს ტულიუსმა 44 წელი იმეფა, მასთან ერთად დაიღუპა სამართლიანი სამეფო ხელისუფლება, რამაც კიდევ უფრო გაზარდა მისი დიდება სიკვდილის შემდეგ

понедельник, 11 февраля 2019 г.

                                 ჰეფესტოსი

                                                     
                                                       ჰეფესტოსი ზევსისთვის კვერთხს ჭედავს, რუბენსი
ჰეფესტო (ძვ. ბერძნ. Ἥφαιστος) — ცეცხლისა და მჭედლობის ღვთაება ძველ ბერძნულ მითოლოგიაში, ზევსისა და ჰერას ძე, ზოგი ვერსიით (ჰესიოდე) უმამოდ შობილა ჰერასგან. ერთი ვერსიით ჰეფესტოსი დაბადებულა კოჭლი და ულამაზო, რისთვისაც ჰერას ოლიმპიდან გადმოუგდია, მაგრამ ქალღმერთ თეტიდას აუტაცებია და 9 წლამდე აღუზრდია. შურისძიების მიზნით ჰეფესტოსს ჰერასთვის გაუგზავნია თავისი გამოჭედილი ოქროს ტახტი, რომელზეც დაბრძანებული ჰერა ვეღარ ადგებოდა, მაგრამ დიონისეს შეურიგებია დედასთან.
ჰეფესტოსის ტაძარი ათენში
მეორე ვერსიით, ოლიმპზე დაბრუნების შემდეგ ჰეფესტოსს განრისხებული ზევსისაგან დაუცავს ჰერა, რის გამოც ზევს ჰეფესტოსი ციდან გადმოუგდია, იგი კ. ლემნოსზე დავარდბილა და სამუდამოდ დაკოჭლებულა. ამ ვულკანურ კუნძულზე ჰეფესტოსმა სამჭედლო გამართა და თავისივე შექმნილი ორი ოქრის მონა ქალის (შეეძლოთ მოძრაობა და ლაპარაკი) დახმარებით ულამაზეს ნივთებს ჭედავდა. ჰომეროსთან მისი სამჭედლო ოლიმპზეა, თავისთვის და ღმერთებისათვის აგებს სპილენძის სასახლეებს. ღმერთებისა და გმირებისათვის ჭედავს იშვიათი სილამაზის და გამძლეობის იარაღს. აქილევსისა და დიომედესათვის აბჯარი გამოუჭედია, ზევსისათვის - კვერთხი.
Vulcan (Bissen).jpg
ჰეფესტოსი
ჰეფესტოსს მონაწილეობა მიუღია პრომეთეს მიჯაჭვაში (ესქილეს "მიჯაჭვული პრომეთე"). გვიანდელი ტრადიციით, ჰეფესტოსის სამჭედლო ეტნის მთაზეა და ციკლოპები ეხმარებიან ჭედვაში. "ილიადაში" ჰეფესტოსის ცოლად ქარიტა იხსენიება, "ოდოსეაში" - აფროდიტე, ხოლო ჰესიოდესთან - აგლაია.
Картинки по запросу Гефест
 ჰეფესტოსისადმი მიძღვნილი დღესასწაულები - ჰეფესტეია ან ქალკეია - ძირითადად ათენსა და კ. ლესბოსზე იმართებოდა. რომაულ მითოლოგიაში ჰეფესტოსის შეესატყვისებოდა ვულკანუსი. ჰეფესტოსს გამოსახავდნენ ძლიერი, წვეროსანი, ოდნავ კოჭლი მამაკაცის სახით. (დ. ველასკესის (პრადო, 1630), პიეტრო და კორტონას (ბარმერინის სასახლე, რომი, 1633) და სხვათა ნამუშევრები)
იხ. ვიდეო

четверг, 7 февраля 2019 г.

   მოკლეპერიოდიანი მთვარის მოვლენები
                             
რუქა, ძირითადი გამოსახულებაზე ბარბარე მიდლერჰერტისა და პატრიკ მუროს მირ ნაჩვები განლაგება დაკვირვებული მოვლენები. წითელი ფერით ნაჩვემებია ბრწყინვალება ნაჩვენებია დანარჩენები - ყვითელით
 სხვადასხვა არახანგრძლივი ლოკალური ანომალიების ხედი მთვარის ზედაპირზე და მთვარესთან ახლოს სივრცეში, განსაზღვრული არასტანციონარული პროცესებით მთვარეზე.
იხ. ვიდეო უფოლოგიური რაკურსით
პირველი აღწერა ინგლისლმა მეცნერმა და ქონოლოგისტი გერვასი კენტერბერისკი (Gervase of Canterbury) რ-იც  პირველი დაკვირვება 5 ადამიანმა 1178წ-ის 18 ივლისს ,,ზედა რქის მთვარის იხლიჩება ორ ნაწილად'' და შუაში ამაში გატეხილი უეცრად გამოიტყორცნება ლამპარი გამოიტყორცნება ყველა მიმარტულებით ცეცხლი. თვითმხილველებმა მისცეს ჩვენება ფიცის ქვეშ.მთვარის ასაკი - 1,5 დღ შემდეგ ახალმთვარეს. ვარაუდით მეცნიერების დ. ხარტუნის და ჯ. ოკიფა, აღწერა წარმოადგენს დაცემას მეტეორის უხილავი მხარეზე მთვარეზე, რის შედეგადაც წარმოიქმნება 22-მმ კრატერი ჯორდანო ბრუნო
არს სხვა მოვლენებიც იხ. ვიდეო


ნისლეულის მოვლენა - ვარაუდობენ, რომ მოკლედროის განმავლობაში გაუჩინარება ხილულის მთვარის რელიეფის ბრწყინვალება შეიძლება იყოს მიზეზი გამოტყორცნა გაზების მისი ბირთვიდან ზედაპირზე შედეგად მოქცევითი ძალის დედამიწის. სახეობა გაზების უფრო სავარადუოა, რომ როცა მთვარე მდებარეობს პერიგელიუმზე და მოქცევითი დაძაბულობა შესაძლებელია გამოიწვიოს გახსნა ბზარების. მოქცევითი ძალები დედამიწის მთვარეზე 32,5-ჯერ მეტია, ვიდრე მთვარის დედამიწაზე. წლის განმავლობაში დაკიკვირვება მოვლენები არაერთხელ არნიშნულია კრიზისების ზღვაში და შიგნით კრატერ პლატონში.
სიკაშკაშის ცვლილება შეიმჩნევა ცვლილება ალდებოსი მთვარის კრატერების შახტებში

ანიმაცია რვა კადრიდან  ვიდეოსი  მთვარის კრატერის ლავიის . ვიდეო გავლენა დედამიწის ატმოსფეროსი გამოსახულებაზე
როცა მკაფიო დეტალები ხდება უფრო მკაფიო. აიხსნება გადაადგილება ღრუბლების და მტვერის და აორთქლება მთვარის ყინულების, რ-ის არსებობა დაადასტურა კომსოსურმა აპარატებმა Clementine и Prospector. ფორმირება, სადაც დაიმზირება აღნიშნული ფენომენი, შახტებში კრატერ პროკოლში, ცენზორში და არსიტრაქში. საწინაამღდეგო ეფექტი, გამუქება, ჩაბნელება მთვარის ზედაპირის - აღმოჩენილი კრატერებში პიკარში და პროკოლში.
ცისფერი ბრწყინვალება უფრო ხშირად დაიმზირება ნამგალა მთვარის დროს, ბნელ მხარეზე მთვარეზე ოქროს მტვერის შუქზე, მხარეზე ან მთვარის დაბნელიბისას. წარმოდგენს მკაფიო ციფერ ან   ნათებას ან მოლურჯო ჩრდილს. უფრო ხშირად შეიმჩენავ კრატერ არისარქში. შეიძლება ახსნას პეზოელექტროობით, მსგავსად დედამიწისა. ელეკტრო ველს შეუძლია  აღმოცენდეს ქანებში რ-ებიც მექანიკური დაძაბულობის გამო და გამოიწვიოს იონიზაცია და ნათება.
წითელი ბრყინვალება ასევე შეუძლია პეზოელექტროობით. მოვლენა შეიძლება იყოს გამოვლენილი დახმარებით წითელი ან ლურჯი ფილტრებით, მონაცვლეობითი გადაადგილებით ოკულარის ტელესკოპის. შეიმჩნევა შახტებში კრატერებში არისტარქში და შიგნით კრატერ გუსსენდში. 1965 - 1966წწ ნასა აწარმოებდა ექსპერიმენტებს დასახელებით Проект MOON-BLINK კვლევებისთვის და დაკუმინტირება გაუკეთა ასეთ მოვლენებს.
იხ. ვიდეო

ბრწყინვალება  და ჩრდილის მოვლენები ყივალებას შესაძლოა წარმოიშობიან მთვარის ჩრდილისგან როცა არადროულად დამკვირვებელი გამთენიისას ან გამობრყინება, ჩრდილი ხდება არა შავი არამედ ნაციფერი. ცრდილოვანი მოვლენები ჩნდება იქ სადაც რა უნდა იყოს.მაგ., როცაერთი კრატერი მოცვდება ჩრდილში, მიუხედავად იმისა რომ მზე დგას სიმაღლეზე. სესაძლოა ახსნა ამა მოვლენისა - სითბური დარტყმაა. მზის ამოსვლისას ტემპერატურა მთვარის ზედაპირისა ხდება რამდენიმე საათში შეცვლა −120 დან  +110 °C, რაც იწვევს მკვეტღი სითბური გაფარტოვებას მთვარის ქანების.
ვარსკვლავისმსგავსი ნათება სავარაუდოდ მიზეზი შესაძლოა იყოს, დაცემა მეტეორიტის მთვარის ზედაპირზე. მაგ., 1972წ-ის 13 მაისს შორიახლოს ადგილას დაჯდომისას აპოლონ-14 სმისთონის ინსტიტუმა დაარეგისტრირა მეორიტის დარტყმა სიმძვლავრე 1000ტ ტროტილის. ALPO ორგანიზება გაუკეთა სპეციალურ ჯგუფს რეგისტრაციისა მთვარეზე მეტერორიტული დარტყმის.
ნათელი მოძრავი ობიექტები გადაადგილდებიან არა მარტო მთვარის დისკის ფონზე, არამედ მისი შემოგარენშიც. ახსნა სხვადა სხვა არის (მაგალითად გადაადგილება გაზ-მტვეოვანი ღრუბელი)
ძალიან სანიტერესო ვიდებია და დამაფიქრებელი რეალურად რა ვიცი და რას ადასტურებს ასეთი ფაქტები.
ეხლა მინდა შემოგთავაზოთ ერთი ვიდეო და საინტერესო კითხვებს სვავს ჩემის აზრით თავად გაეცანით იხ. ქვემოთ




ლაპლანდია

                              ლაპლანდია

                                                  LocationSapmi.png
 (საამთა ენაზე Sápmi, Sámeednam, ფინურად Lappi, შვედურად Lappland და ნორვეგიულად Lapland) — ტრადიციულად საამებით (ლოპარებით, ლაპლანდებით) დასახლებული კულტურული რეგიონის დასახელება. მდებარეობს ჩრდილოეთ ევროპაში (ფენოსკანდინავიის ჩრდილოეთი). ლაპლანდია ერთიანი სახელმწიფო არასდროს ყოფილა; დღესდღეობით ის დანაწილეობული აქვს ოთხ სახელმწიფოს, ესენია: ნორვეგიაშვედეთიფინეთი და რუსეთი.
ოხ.ვიდეო
ლაპლანდიაში ნადირობისა და თევზჭერის ნეოლითის დროინდელი კვალია აღმოჩენილი. ჩვენს წელთ აღრიცხვამდე, დაახლოებით, 100 წელს, ლაპლანდია საამებით დასახლდა, რომლებიც XVII საუკუნეში შვედებმა შეავიწროვეს, ჩრდილოეთისკენ განდევნეს და დახარკეს. ლაპლანდიის სამხრეთი ნაწილი 1809 წლამდე შვედეთს ეკუთვნოდა. მომდევნო პერიოდებში კი თანამედროვე ფინეთის ტერიტორია და მასთან ერთად ლაპლანდიაც რუსეთის იმპერიის საზღვრებში მოექცა. შესაბამისად, 1809 წლიდან სამხრეთი ლაპლანდია გაიყო დასავლეთ (შვედურ) და აღმოსავლეთ (ფინურ) ნაწილებად. 1917 წელს ფინეთმა ოქტომბრის რევოლუციის შემდეგ დამოუკიდებლობა აღიდგინა, თუმცაღა, მოკლე ხანში თავისი ჩრდილო-აღმოსავლეთი ტერიტორიები (კარელია, კოლის ნახევარკუნძული) დაკარგა. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ლაპლანდიის მოსახლეობა მსოფლიოს თეთრკანიან მოსახლეობას შორის, ცხოვრების ერთ-ერთი ყველაზე ჩამორჩენილი წესით ცხოვრობს.
                                                                    

                                   საამები

                                                Sami flag.svg
 (თვითსახელწოდება — კილდ. са̄мьსაამ.-ჩრ. sámit, sampelašფინSaamelaisetნიუნSamarშვედSamer), ლოპარები (მეზობელი ერები: ფინელებისკანდინავიელები და რუსები მათ ლოპარებსაც „lappar“ ან „lapper“ უწოდებენ, რაც ფინურად ეტიმოლოგირდება, როგორც „ნაპირა მიწის მცხოვრებნი“), ლაპლანდიელები — ეთნიკური ჯგუფი ევროპაში. ცხოვრობენ ნორვეგიაშიშვედეთშიფინეთსა და რუსეთში(კარელიაში). XX საუკუნის დამდეგს საამების საერთო რაოდენობა 31 ათას ადამიანს შეადგენდა. დღეისათვის საამების საერთო რაოდენობა 85 ათასიდან 130 ათასამდე მერყეობს

საამის ხალხის სამშობლო
სამის ხალხი ცხოვრობს ტერიტორიაზე, რომელსაც თავად უწოდებდენ „საპმის“ ან „სამე–ეატნამს“. ამ რეგიონებს უცხოელები „ლაპლანდიას“ ან „ლაპპს“ ეძახიან. თუმცა სამელების ტერმინსა და „ლაპპს“ შორის ჯერ არცერთია დომინანტური. ტერიტორიები სახელად „ფინმარკი“ და „ლაპმარკი“ არის საპმის მხოლოდ მცირე ნაწილი. ამჟამად სამის ხალხი ცხოვრობს ნორვეგიის, ფინეთის და შვედეთის ჩრდილოეთ ნაწილებში ასევე კოლის ნახევარკუნძულზე (რუსეთი). ეს არეალი მოიცავს არქტიკულ და სუბარქტიკულ რეგიონებს რომელთა კლიმატზეც გავლენას ახდენს გოლფსტრიმის თბილი დინება, ამის გამო ზამთარში ტემპერატურა ძირითადად –40 °C მაღალია (სამის ტერიტორიის ჩრდილოეთ ნაწილში მზე ხანდახან რამდენიმე თვე არ ჩანს), ხოლო ზაფხულში ტემპერატურა 25 °C აღწევს (ხანდახან მზე არ ჩადის რამდენიმე თვის განმავლობაში).

დემოგრაფია

სამის ხალხის ადეკვატური აღრიცხვა არასოდეს ჩატარებულა. რადგან ამ აღრიცხვის შედეგი დამოკიდებულია იმაზე თუ რა კრიტერიუმის მიხედვით მივიჩნევთ ადამიანს სამის საზოგადოების წევრად. 1982 წლისმონაცემებით ნორვეგიაში არის 60 000 – 40 000 სამი, შვედეთში 15 000, ფინეთში 4 000, ხოლო რუსეთში 2 000. ამ ადამიანების 70% ლაპარაკობს სამიზე (სამის ხალხის ენა) ხოლო მათი 10% არის ირმის მომშენებელი. დაახლოებით 7 000 სამისთვის ირმების მოშენება არის ერთადერთი საქმიანობა. დაუზუსტებელი ინფორმაციით სამის ხალხს ჰყავს დაახლოებით 450 000 ირემი. მართალია სამის ხალხის უდიდესი ნაწილი ცხოვრობს ჩრდილოეთში, მათი ნაწილი საცხოვრებლად გადავიდა იმ ქვეყნის დედაქალაქშიც რომლის ტერიტორიაზეც ცხოვრობენ. ეს მიგრაცია განსაკუთრებით ძლიერი იყო მეორე მსოფლიო ომის დროს.

ისტორია და კულტურული ურთიერთობები

დღევანდელი მეირმე, მეთევზე და შერეული ეკონომიკის სამის ხალხის წინაპრები შემგროვებლები იყვნენ. ისინი შევიდნენ ჩრდილოეთ ფენოსკანდიაში აღმოსავლეთიდან რამდენიმე ათასწლეულის წინ. გზად მათ ჰქონდათ შეხება სხვადასხვა მეჩხრად დასახლებულ ხალხთან და მათ ენებთან ამის შედეგად გაჩნდა დღევანდელი საპმი. შემდგომში მათ მოუწიათ ენობრივი შეხება ჰქონოდათ ფინურ რუსულ და სკანდინავიურ ენებთან. ამ ხალხს სამის ხალხთან პირველი იკონტაქტეს ვაჭრების გადასახადის შემგროვებლებისა და მისიონერების წყალობით. ზოგჯერ იძულებითი ასიმილაციის პროცესი იწვევდა სამის მთელი რეგიონალური ჯგუფების დომინანტურ კულტურაზე გადასვლას ამ პროცესს აჩქარებდა სამის ხალხის ფენოტიპური ერთფეროვნება. მეოცე საუკუნის ბოლოსკენ გავრცელებულმა პლურალისტულმა პოლიტიკამ სამის ხალხს ასიმილაციის საფრთხე მოაშორა. დღეისთვის სამის ხალხს აქვთ მოქალაქეობა და სარგებლობენ ამ სტატუსის ყველა უფლებითა და პრივილეგიით, როგორც განათლების პოლიტიკის, ჯანდაცვის, ასევე რელიგიის სფეროში. ამავდროულად სამის ხალხი აქტიურად უფრთხილდება თავის ეთნეიკურ სტატუსსა და კულტურას.

დასახლებები

სამის ხალხის დასახლებები განსხვავდებიან ზომითა და ხანგრძლივობით რადგან ზოგიერთი სამი სეზონურად მოხეტიალეა. მაგრამ ზოგი არ იცვლის ადგილს მათ სოფლებში და დასახლებებში მოსახლეობის რაოდენობა შეიძლება იყოს როგორც რამდენიმე ოჯახი ასევე რამდენიმე ათასი ინდივიდი. ამ დასახლებებში სამის მოსახლეობა ძირითადად უმცირესობაშია და მათ ცხოვრების წესზე გავლენას ახდენს ადგილზე გავრცელებული დომინანტური კულტურა. სამის დასახლებები ძირითადად ორიენტირებულია ადგილობრივი რესურსების გამოყენებაზე. დასახლებების უმეტესობა მდინარეებზეა რაც ქმნის ზაფხულში ნავით ხოლო ზამთარში ციგით ტრანსპორტირების შესაძლებლობას. თანამედროვე ტრანსპორტი უბიძგებს სამის ხალხს რომ ისინი უფრო შორიშორს დასახლდნენ ხოლო თანამედროვე განათლების ჯანდაცვის და სხვა სოციალური სისტემები კი პირიქით – ცენტრალიზებისკენ. ხანდახან სამის ხალხი ტერმინ სოფელში გულისხმობს ადმინისტრაციულ ან ირმის ფარაზე განკუთვნილ ტერიტორიას და არა სოფელს ტრადიციული გაგებით. არსებობს სამის დასახლებების მრავალი ვარიანტი ტრადიციულად მათ დასახლებებში საცხოვრისები ერთმანეთთან ძალიან ახლოს შენდება. საცხოვრისების და სხვა შენობების (საჭმლის და აღჭურვილობის შესანახი თევზის შებოლვისთვის განკუთვნილი და სხვ.) როლს ძირითადად კარვები და დაწნული ბალახისგან აშენებული სახლები ასრულებენ მაგრამ მათში ასევე გავრცელებულია თანამედროვე სახლები, რომლებიც საკმაოდ მაღალი სტანდარტებისაა მათ აქვთ ცენტრალური გათბობაც კი. საზოგადოების ის ნაწილი რომელიც ირმების მოშენებითაა დაკავებული უფრო მობილურია. მათი საცხოვრისები შედგება ერთი ცენტრალური და რამდენიმე პატარა კარვისგან. ეს კარვები უმეტეს შემთხვევაში ღია ცეცხლის გარშემო არიან აღმართულნი. სანამ კარავს აღმართავენ სამის ხალხი იმ ადგილს ფარავს არყის ტოტებით შემდეგ ირმის ტყავებით და მხოლოდ მერე აღმართავენ კარავს. სახლისთვის საჭირო საგნები ინახება სკივრებში.
იხ. ვიდეო

რუსეთი


საამის ხალხის მდებარეობა კოლის ნახევარკუნძულზე

ეროვნული კულტურის ცენტრი ლოვოზეროში
რუსეთში მცხოვრები საამის ხალხი ბევრად დიდი წნეხისა და დაკვირვების ქვეშ იმყოფებიან. მათი ავტონომიის საკითხი, რომელიც გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მიერ არის შედგენილი, ჯერ კიდევ არ არის ხელმოწერილი რუსეთის მხრიდან. რუსეთს გააჩნია კანონი, როგორც სკანდინავიის ქვეყნებს, მცირე აბორიგენ მოსახლეობასთან დაკავშირებით. კანონის მიხედვით სახელმწიფო ვალდებულია შეუნარჩუნოს კულტურა და ენა მცირე ხალხებს, ასევე მიიღოს წინადადებები და განიხილოს მათი შეთავაზებული ცვლილებების შესახებ, მაგრამ ამის პარალელურად ისინი ვალდებულები არიან დაემორჩილონ საერთაშორისო და სახელმწიფო კანონებს, რომლებიც დამტკიცებულია უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოების მიერ. კანონი მიღებული იქნა რუსეთის მიერ 1999 წლის 30 აპრილს რუსეთის ფედერალურ სხდომაზე. მას მოიხსნენიებენ როგორც „აქტი რუსეთის ფედერაციაში მცხოვრებ მცირე აბორიგენ ხალხთან დაკავშირებით“. აქტი ითვალისწინებს კონტროლს მთავრობისა, გაუწიოს კონსულტაცია და დაეხმარონ ტრადიციების, ენის, კულტურის და ცხოვრების წესის შენარჩუნების, თუ რა თქმა უნდა მცირე ხალხს გააჩნია ამის სურვილი. აქტი არ ითვალისწინებს მყარ კანონიერ დაცვას, მაგრამ მაინც აგებს პასუხს საბაზისო უსაფრთხოების საკითხებზე. გარკვული ფორმალური ასპექტების გამო აბორიგენი ხალხი კარგავს ავტონომიურ გავლენას თავიანთ მიწებზე გარკვეული ეკონომიკური ინტერესების საფუძველზე. საამის ენა, კულტურა და ბუნებრივი ფუძე რუსეთის მხრიდან არც თუ ისე თავისუფალ კონდენციაშია. როგორც უმცირესი აბორიგენული ხალხები, საამის ხალხი ვერ ახერხებს ხმა მიაწვდინონ რუსეთის უმაღლეს პოლიტიკურ ორგანოებს, ვინაიდან ვერ ატარებენ შიდა არჩევნებს, ვეტოს დადების უფლება არ აქვთ და ვერანაირი ავტონომიური პრიორიტეტებით ვერ სარგებლობენ. მაგრამ, მურმანსკის დუმამ დააკანონა საამისთვის დახმარება და მათი უფლებების ბევრად უფრო სერიოზული ზედამხედველობა. ლოვოზეროს მუნიციპალიტეტი კი ირჩევს ერთ ადამიანს, რომელიც უმცირესი აბორიგენული ხალხების საქმეებს და პრობლემებს განიხილავს. რუსეთში მცხოვრები საამი ორგანიზებულნი არიან ორ ორგანოში: „გუოლადაგა სამი სერავში“ და „მუმანსკა გუვლუ სამესერავში“. ორივე ასოციაცია საამის კონსულატის წევრია, და მათ „მუდმივი წევრების“ სტატუსი გააჩნიათ. რუსული საამი ასევე იღებს მონაწილეობას R. A. I. P. O. N. (Russian Association of Indigenous Peoples of the North, Siberia and Far East) -ის კრებებში. ეს ფაქტი მეტად აძლიერებს საამის გავლენას რუსეთის ფედერაციაში. ასევე დიდი მხარდაჭერა გააჩნიათ ნორდული საამის წევრებისგან, რომლებიც დაუღალავად ცდილობენ თავიანთი უფლებების დაცვის პარალელურად გაამყარონ მათი რუსეთში მცხოვრები მოძმეების ფეხქვეშ მშობლიური მიწა და გააძლიერონ მათი გავლენ
იხ. ვიდოე


вторник, 5 февраля 2019 г.

ჟაკ ვალე უფოლოგია

                               ჟაკ ვალე                           უფოლოგია

                        Allen Hynek Jacques Vallee 1.jpg
                                                          ჯ. ა. ჰაინეკი (მარცხნივ) და ჟ. ვალე. 1978წ 
(ფრ. Jacques Vallée დაიბ. 1939წ-ის 24 სექტემბერი) - ფრანკო-ამერიკელი მეცნიერი ფართო პროფილით ასტრონომი, ასტროფიზიკოსი, მათემატიკოს-პროგრამისტი, ბიზნესმენი, უფოლოგი ასევე მწერალ-ფანტასტი მუდმივად ცხოვრობს სან-ფრანცისკოში, აშშ.
ჟაკ ვალემ პირველად დაინახა ამუცნობი მფრინავი ობიექტი (ამო) სახლთან დაახლ 1955წ-ს. სერიზული უფოლოგიური კვლევები მან დაიწყო 1961წ-ს და თავდაპირველად მისი იდე ოყო უცხოპლანეტელთა წარმოშობის ამო-ს დარწმუნებით უფოლოგ ჯ. კლარკის აზრით ვალეს სამუშაო 1960წწ იყო უფრო არტგუმენტირებული ამ მიმართულებით. 1969წ-ს ვალეს შეხედულებები რადიკალურად შეიცვალა. მსგავსად ჯონ კილისა, ის ატარებს პარალელებს დედამიწის მითოლოგიასა და აღწერას თვითმხილველების ამო-ს.  ყველა ეს მონაცემები იყო თავმოყრილი უფოლოგიურ წიგნში  Passport to Magonia: From Folklore to Flying Saucers ამ ხედვამ  სერიოზული კოფლიქტი გამოიწვია ვალესა და უფოლოგიურ საზოგადოებას შორის
იხ ვიდეო საინტერესო ვიდეოა გთავაზობთ დასკვნა თავად გამოტანეთ.

საკუთარი მოგონენების მიხედვით, ჟაკ ვალე პირველად ამო დაინახა სახლში პუნტუაზში დაახლ  -  1955წ-ს. სერიოზული უფოლოგიური კვლევებით ის დაინტერესდა 1961წ-ს და თვდაპირველად ის გამოდიოდა იდეით ამო-ის უცხოპლანეტული წარმოშობაზე 
იხ. ვიდეო კონტაქტიორის მონაყოლი




უფოლოგია იხ.ვიდეო ეს ვიდეო ძალინ პოპულარულია საზღვარგარეთულ უფოლოგიაში უშუალოდ სტატია შეგიძლიათ იხილოთ ლინკზე
კონტაქტიორის მონაყოლი  იხ. ვიდეო




უძველესი უცხოპლანეტელები (სერიალი)

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -   უძველესი უცხოპლანეტელები (სერიალი) ინგლ. Ancient Aliens Ancient Aliens არის ამერიკული...