воскресенье, 20 октября 2019 г.

კრაკატაუს ამოფრქვევა (1883)

        კრაკატაუს ამოფრქვევა (1883)

                                                 
                                     კრაკატაუს ამოფრქვევა ლითოგრაფი (1888)
 ერთერთი ცნობილი ვულკან კრაკატაუს ამოფრქვევა 1883 წელს. ადგილი ჰქონდა ჰოლანდიის ოსტინდოეთში (დღევანდელი ინდონეზია). ამოფრქვევა დაიწო 26 აგვისტოს (კვირა დღე) შუადღეს და პიკს მიაღწია 27 აგვისტოს გვიან დილას. ამ დროს კუნძულის, რომელზედაც მდებარეობდა ვულკანი და მისი გარშემორტყმული არქიპელაგის 70% განადგურდა — ჩაიშალა კალდერაში. ვულკანის სეისმური აქტივობა 1884 წლის თებერვლამდე გაგრძელდა, მაგრამ მოგვიანებით, გამოძიებისას ოქტომბრის შემდგომი აქტივობები უარყო როგირ ვერბეკმა. 1883 წლის კრაკატაუს ამოფრქვევა მსოფლიოს წერილობით ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე სასიკვდილო და დამანგრეველი ვულკანური მოვლენა იყო. დაიღუპა სულ მცირე 36 417 ადამიანი როგორც ვულკანის, ისე მის მიერ გამოწვეული ცუნამების მიერ. ამოფრქვევამ მსოფლიოს მასშტაბით მოახდინა მნიშვნელოვანი ეფექტები დღეების და კვირების განმავლობაში.
იხ. ვიდეო
მეოთხე კოლოსაური აფეთქების შედეგად წარმოქმნილი ტალღის სიჩქარე 1 086 კმ/სთ იყო. შეფასების შედეგად დადგინდა, რომ ამოფრქვევის ხმამ 5000 კმ-ში 310 დეციბელს მიაღწია.[5] ეს იმდენად ძლიერი იყო, რომ 64 კმ-ის მოშორებით, ზონდის ყურეში გემებზე მყოფ მეზღვაურთა დაფის აპკები გაარღვია, ხოლო 160 კმ-ით მოშორებულ ობიექტებს 8.5 მეგაპასკალი წნევით დაარტყა, მაგ., ბატავიაში გაზის მომპოვებლები დარტყმამ ბორტიდან გადაყარა.
უზარმაზარმა ტალღამ თბომავალი „ბეროუ“ (Berouw) 2,4 კმ-ზე ხმელეთისაკენ გადაისროლა.
წნევის ტალღა სხვადასხვა ბაროგრაფებმა ჩაიწერე მსოფლიოს მასშტაბით. ხუთი დღის განმავლობაში რამდენიმე ბაროგრაფმა 7-ჯერ აღწერა ტალღა: 4-ჯერ, როდესაც ტალღა ვულკანიდან მის ანტიპოდალური წერტილისაკენ მიდიოდა, და 3-ჯერ, როდესაც უკან დაბრუნდა. აქედან გამომდინარე ტალღამ სამნახევარჯერ შემოუარა დედამიწას. სვეტის სიმაღლემ 80 კმ-ს მიაღწია.
ამის შემდეგ ამოფრქვევა თანდათან შემცირდა და 28 აგვისტოს დილას კრაკატაუ „გაჩუმდა“. მცირე ამოფრქვევები, ძირითადად ტალახის, ოქტომბრამდე გაგრძელდა. ამ დროისთვის კუნძულის მხოლოდ 30%-ზე ნაკლები გადარჩა.


                               კილოფაუერი
                                      Kilopower 
                            Kilopower experiment.jpg   
                                    KRUSTY 
                                                     ტეხნიკური პარამატრები
საწვავი - ურან-235
ელექტრო სიმაძლავრე  -  5 - 10 კვტ
სამუშაო პერიოდი -  10 წელი
პროქეტის სახელწოდება
პირველად შეიქმნა - 2015 - 2018 წწ
ადგილმდებარეობა შექმნის  -  აშშ
ღირებულება  - 20მლნ $
ნასა პროექტი შექმნა ბირთვული რექტორის კომსური აპარატებისთვის. დანიშნულება მთვარის ზედაპირზე და მარსზე.
პროქტი იყო დაწყებული 2015წ-ს, 2017წ-ს იყო შექმნილი პროტოტიპი რექტორის 1 კვტ და სიმაღლეზე 1.5მ. 2018წ-ს კვლევითი ჯგუფმა წარმატებით შეასრულეს გამოცდა. 
სტირლინგის ძრავი. 2019წ-ის 12 აგვისტოს ინტერნეტ პორტალმა Space.com დაყრდნობით პროექტის ხელმძღვანელის აშშ-ს ენერგეტკის მინრიტრმა პატრიკ მაკლიურმა განაცხადა, რომ რექტორი შესაძლოა მზად იყოს პირველი საზააფხულო გამოცდისთვის 2022წ-ს მაკლიურმა ასევე განაცხადა, რომ გამოდცის დროს 2017წ- დან 2018 წ-მდე Kilopower გადაამუავა 30% გამოყოფილი სითბო ელექტრო ენერგიად. იხ. ვიდეო


           

მარსის სამეცნიერო ლაბორატორია

       მარსის სამეცნიერო ლაბორატორია
                         
                                            Mars Science Laboratory MSL კურიოსიტი


(შემოკლ. MSL, ქართ. მარსის სამეცნიერო ლაბორატორია) — ნასას მისია, რომლის შესრულების დროს მარსის ზედაპირზე დაეშვა და ექსპლუატაციაში შევიდა მესამე თაობის მარსმავალი, „კიურიოსიტი“(ინგლ. Curiosity[ˌkjʊərɪˈɒsɪti] — ცნობისმოყვარეობა, ცოდნისმოყვარეობა). მარსმავალი წარმოადგენს ავტონომიურ ქიმიურ ლაბორატორიას, რომელიც თავის წინამორბედი „სფირითისგან“ და „ოფორთუნითისგან“ სიდიდით და გაზრილი მასით განსხვავდება. მისიის ფარგლებში, აპარატმა რამდენიმე თვეში 5-დან 20 კილომეტრამდე უნდა დაფაროს და ჩაატაროს მარსული ნიადაგისა და ატმოსფეროს კომპონენტების სრულფასოვანი კვლევა. კონტროლირებადი და ზუსტი დაშვებისთვის გამოყენებულ იქნა დამატებითი სარაკეტო ძრავები. ქიურიოსითის გაშვება მოხდა კანავერალის კონცხზე მდებარე აშშ-ს საჰაერო ძალების ბაზიდან, 2011 წლის 26 ნოემბერს, UTC 15:02:00.211, რბილი დაშვება კი განხორციელდა გეილის კრატერში 2012 წლის 6 აგვისტოს, UTC 05:17:57.3.
                                                         
                                                კოსმოსური აპარატი აწყობილ მდგომარეობაში
MSL — ნასას გრძელვადიანი პროექტი, Mars Exploration Program რობოტიზირებული ზონდებით მარსის შესასწავლად. ამერიკის აერონავტიკის და კოსმოსური სივრცის კვლევის ეროვნული სამმართველოს გარდა, პროექტში მონაწილეობენ კალიფორნიის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი და რეაქტიული მოძრაობის ლაბორატორია. პროექტს ხელმძღვანელობს დუგ მაკკისტიონი, ნასას თნამშრომელი, სხვა პლანეტების შემსწავლელი განყოფილებიდან. პროექტ MSL-ის სრული ღირებულებაა 2,5 მლრდ. ამერიკული დოლარი.
იხ. ვიდეო

ნასას სპეციალისტების გადაწყვეტილებით მარსმავალი გეილის კრატერში გაიგზავნა, რადგან უზარმაზარ ღრმულში კარგად ჩანს მარსული გრუნტის სიღმული ფენები, რომლებიც წითელი პლანეტის გეოლოგიურ ისტორიას ფარდას ახდიან. სახელწოდება ქიურიოსითი მარსმავალს დაერქვა 2009 წელს. ამ სახელწოდებამ გაიმარჯვა ინტერნეტ გამოკითხვის მეშვეობით, მოსწავლეების მიერ წარდგენილ ვარიანტებს შორის.
მიზანი და ამოცანა დადგენა არსებობდა თუ არა ოდესრაც პირობები, შესაბამისი პირობები სიცოცხხლისათვის მარსზე, მირება ფართო მპნაცემების მარსის კლიმატის შესახებ, ასევე გეოლოგიური მონაცემების მარსის, მოამზადებელი სამუშაოების ჩატარება ადამიანების გადასხმა მარსზე.
                                                 
                                                                  გაშვება MSL კანავერის კონცხიდან
მიღებული იყო ექვსი ძირითადი ამოცანა პროექტი MSL
განსაზღვრა მინეროლოგია შედგენილობა მარსის გრუნტის და მარსის გეოლოგიური მატრიალის კვლევები.
მცდელობა აღმოეჩინა კვალი ბიოლოგიური პროცესების - ელემენტების მიხედვით, რ-იც წარმოადგენს დედმიწაზე სიცოცხლის წყაროს რაც არის ცნობილი დედამიწელებისთვის:(ნახშირბადი, წყალბადი, აზოტი, ჟანგბადი, ფოსფორი, გოგირდი).
პირობები რომელიც ჩამყალიბდა მარსიანული ქვებისა და გრუნტის.
შეფასება პროცესების ევოლუციის მარსიანული ატმოასფეროსი ხანგრძლივი პერიოდით
მიმდინარე მდგომარეობა, გადანაწილებული და წრიული წყალი და ნახშიროჟანგი
დადგენა სპექტრის რადიოაქტიური გამოსხივების მარსის ზედაპირის.
ასევე მისის ფარგლებში კვლევები ფრენისას კოსმოსური რადიაციის ეს მომაცამები დაეხმარება მომავალში დაგეგმილი ფრენებისას განსაზღვაში რადიაციის მიღების  დონის პილოტირებული ექპედიციებისას მარსზე.
                                                      
                                                       მარსიანული და დედამიწის (მარჯვნივ) ხრეში
2012წ-ის 16 - 17 აგვიტოს გამოცდისას მოწყობილობის REMS, განსაზღვრული იყო პირველად მეყეობა დღიური ტეპერატურის დაჯდომის ადგილას მარსახოდის ( სამხრეთ ნახევერსფეროს წითელი პლანეტის, 4,5 გრადუსი სამხრეთ გრძედი)
ტემპერატურა დიაპაზონში ზედაპირზე შეადგენდა +3 °С до −91 °С, ატმოსფეროს დაჯდომის ადგილას - დან   −2 °С до −75 °С - მდე, დიაპაზონი მერყეობის ატმოსფეროს წნევის გაიოზომა 10 - 12% (შედარებისთვის - დედამიწაზე დღიური მორყეობა არ არემატება 1,2%). ასევე მერყეობა უფრო გაიშვიათებული მარსის ატმოსფერო შედეგად მოაქვს რეგულარული გლობალური ქვიშის ქარიშხლები. ასევე მარსიანული ზამთარი აღმოჩნდა მოულოდნელად უფრო თბილი.
იხ. მარსზე დაგეგმილი მისიები და აღმოჩენები ახალი მაბები

воскресенье, 13 октября 2019 г.

                                                               ანაკოფია
                           
                                                            ციხე-ქალაქის ნანგრევები
ფეოდალური ხანის ციხე-ქალაქი საქართველოში, ახლანდელი ახალი ათონის ტერიტორიაზე (აფხაზეთი). VII-VIII საუკუნეებში ანაკოფია აბაზგთა საერისთავოს პოლიტიკური ცენტრი იყო.ქართულ საისტორიო წყაროებში პირველად მოხსენიებულია მურვან ყრუს ლაშქრობასთან დაკავშირებით, VIII საუკუნის 30-იან წლებში , როცა არაბთაგან ანაკოფიას აღების ცდა მარცხით დამთავრდა. VIII საუკუნის ბოლოდან ანაკოფია ახლად შექმნილი აფხაზთა სამეფოს მთავარ ქალაქად იქცა და დედაქალაქად ქუთაისის გამოცხადების შემდეგაც არ დაუკარგავს მნიშვნელობა. საქართველოს ერთიანი სამეფოს შექმნის შემდეგ ანაკოფია იყო "თავადი ციხეთა აფხაზეთისათა" ("ქართლის 
იხ.ვიდეო

ცხოვრება"), 1032 ანაკოფია ბიზანტიელებმა დაიკავეს. 1074 წელს კვლავ საქართველოს დაუბრუნდა. XIV საუკუნიდან ანაკოფია თანდათან დაკნინდა. XIV-XV საუკუნეებში გუნუელებმა ანაკოფიაში, ზღვის პირას, მდ. ფსირცხის შესართავთან ციხე ააგეს და ფაქტორია დააარსეს. XVII საუკუნეში სამეგრელოს მთავარმა ლევან დადიანმა ანაკოფიას ზღუდე შემოავლო. XVIII საუკუნეში ციხე და ზღუდე უქმად იყო. 1875 წელს ანაკოფიის ნანგრევებთან დაარსდა ახალი ათონის მონასტერი, რომლის სახელი ეწოდა მთელ იმ ადგილსაც. ვახუშტის ცნობები:

იყო ქალაქი კეთილი, შვენიერი, ზღვასა ზედა წაშენებული და შემდგომად ბაგრატიონთაგან უმეტეს განდიდებული, რომლისა ზღვასა შინა სვეტნი ორმოცამდე დღესაც ჩანან.
ანაკოფიის ტერიტორიაზე 1957-1958 წლებში ჩატარებულმა არქეოლოგიურმა გათხრებმა (ხელმძღვანელი მ. ტრაპში) ცხადყო, რომ ციხე-ქალაქს 7 ჰა ფართობი ეკავა. გარშემორტყმული იყო კოშკებიანი გალავნით. შიდა ციხე ბორცვის წვერზე იდგა, იქვე იყო კოშკები, ბაზილიკური ეკლესია, ჭა და სხვა. ქალაქის ტერიტორიაზე აღმოჩნდა VII-XII საუკუნეების საცხოვრებელი და სამეურნეო ნაგებობები, ტაძრის ნანგრევები, საკირე. ნაპოვნია მინისა და თიხის ჭურჭელი და სამეურნეო იარაღი და სხვა. აქვე მიკვლეულია ელინისტური ხანის ნამოსახლარის ნაშთები.

ეგრისის დიდი ომი

                         ეგრისის დიდი ომი

                                                ეგრისის სამეფო V-VI საუკუნეებში.jpg
                                                                     ეგრისის სამეფოს რუქა
ასევე, ლაზური ომი — ომი, რომელიც ბიზანტიასა და სასანიდთა იმპერიას შორის ეგრისის (ლაზიკის) ტერიტორიაზე მიმდინარეობდა ეგრისში გაბატონებისათვის. ეგრისის დიდი ომი 20 წელს გაგრძელდა (542-562 წწ.) და ბიზანტიელთა გამარჯვებით დასრულდა. ომი დეტალურად აქვთ აღწერილი პროკოპი კესარიელსა და აგათია სქოლასტიკოსს.
ეგრისს, რომელიც შავი ზღვის სანაპიროზე მდებარეობდა, კავკასიონის მთებზე მნიშვნელოვან გადასასვლელებს აკონტროლებდა, რასაც სტრატეგიული მნიშვნელობა ჰქონდა ორივე იმპერიისთვის. ბიზანტიელთათვის ეს იყო ბარიერი სპარსელთა მიერ იბერიის გავლით შავ ზღვაზე გასვლისთვის ხელის შესაშლელად.
სპარსელი სასანიდები დასთანხმდნენ ეგრისის ბიზანტიის გავლენის სფეროში დარჩენას 532 წელს დადებული სამუდამო მშვიდობის ხელშეკრულებით, თუმცა ბიზანტიელთა უსამართლო მმართველობამ 541 წელს ეგრისელთა აჯანყება გამოიწვია. ეგრისის მეფე გუბაზ II-მ დასახმარებლად ირანის მეფეს — ხოსრო I ანუშირვანს მიმართა, რომელიც 542 წელს, ქართლის გავლით, დიდძალი ჯარით შეიჭრა ეგრისში. ვარდციხესთან სპარსელებს გუბაზ მეფე დახვდა ეგრისელთა ლაშქრით. სპარსელ-ეგრისელთა ჯარმა ეგრისში ბიზანტიელთა მთავარი დასაყრდენი — ქალაქი პეტრა აიღო და ბიზანტიელები განდევნა, თუმცა მალე გამომჟღავნდა შაჰის ფარული განზრახვა, რომელიც ქვეყნიდან ეგრისელთა აყრასა და მათ ადგილას სპარსელთა ჩასახლებას გულისხმობდა. 548 წელს ეგრისელები კვლავ აჯანყდნენ, ამჯერად სპარსელთა წინააღმდეგ. გუბაზ მეფემ დახმარება ბიზანტიის იმპერატორ იუსტინიანე I-ს სთხოვა, რომელმაც ეგრისში 7 000 ბიზანტიელი და 1 000 ჭანი მეომარი გამოგზავნა დაგისთეს სარდლობით.
იხ.ვიდეო

მოკავშირეებმა უშედეგოდ სცადეს პეტრის აღება. ხოსრო I-მა ეგრისში ძლიერი ჯარი გამოგზავნა მერმეროეს სარდლობით, რომელმაც პეტრის ციხეში 3 000 კაცი ჩააყენა, თავად კი პერსარმენიისაკენ გაემართა. 550 წელს ეგრის-ბიზანტიის ჯარმა რიონის ბრძოლაში სპარსელთა 5 000 კაციანი რაზმი გაანადგურა. სპარსელი სარდალი ხურიანე ეგრისში ახალი ჯარით შეიჭრა, მაგრამ ცხენისწყალთან ბრძოლაში დამარცხდა. ბრძოლის შემდეგ მოკავშირეთა შორის უთანხმოებამ იჩინა თავი. ბიზანტიელთა სარდლობის უპასუხისმგებლო მოქმედებების გამო ეგრისელებმა იმპერატორს მიმართეს, რომელმაც დაგისთე გაიწვია და დააპატიმრა, მის ნაცვლად კი გამოცდილი სტრატეგოსი ბესა გამოგზავნა. მას ეგრისში სპარსელთა სარდალი ნაბედი დახვდა, რომელიც ბიზანტიელთა წინააღმდეგ აჯანყებულმა აბაზგებმა მოიწვიეს. ბესამ ჯერ აბაზგები დაიმორჩილა, ხოლო შემდეგ, 551 წელს, პეტრაც აიღო. პეტრის დასახმარებლად მიმავალმა მერმეროემ გეზი იცვალა და ციხეგოჯს (არქეოპოლისს) მიადგა, მაგრამ დამარცხდა და უკან დაიხია, თუმცა ქუთაისისა და უქიმერიონის ციხეთა აღება მაინც მოახერხა, რითაც ეგრისს ლეჩხუმისა და სვანეთის მნიშვნელოვანი სავაჭრო გზა გადაუკეტა. 553 წლის ზაფხულში მერმეროე ახალი ჯარით შემოვიდა ეგრსში და ტელეფისის ბრძოლაში ეგრის-ბიზანტიის ლაშქარი დაამარცხა. ამ მარცხს გუბაზი ბიზანტიელ სარდლებს აბრალებდა და მისი დასმენით იუსტინიანემ ბესა დასაჯა. ამით უკმაყოფილო სარდლებმა რუსტიკემ და იოანემ 554 წელს გუბაზ მეფე ვერაგულად მოკლეს. მომხდარით აღშფოთებულმა ეგრისელებმა იმპერატორს მკვლელების დასჯა და გუბაზის ძმის, წათეს გამეფება მოსთხოვეს. იუსტინიანე I-მა ეს მოთხოვნა შეასრულა.
                                                     
                                                                ხოსრო I ანუშირვანი
555 წელს ხოსრო I-მა ეგრისში სპარსელთა ჯარის მეთაურად გამოცდილი სარდალი ნახორაგონი გამოგზავნა, რომელიც ბიზანტიელებმა და ეგრისელებმა ციხეგოჯისა და ფოთის ბრძოლებში დაამარცხეს. ამ გამარჯვებების შემდეგ, ბიზანტიელებმა გაასამართლეს და სიკვდილით დასაჯეს რუსტიკე და იოანე.
                    
                                                   
                                                         იუსტინიანე I 

ბიაზნტიელებს მოუწიათ მათი მოხელეთა თვითნებობის შედეგად აჯანყებული მისიმიელებისა და აფშილების დამორჩილება. 556 წელს სპარსელები კვლავ დამარცხდნენ ეგრისში. 562 წელს ბიზანტიასა და სპარსეთს შორის დაიდო 50 წლიანი ზავი, რომლის თანახმადაც, ეგრისი ბიზანტიის ვასალურ ქვეყნად დარჩა.
555 წელს ნახორაგონის მიერ ეგრისში განახლებული ომი, ფაქტობრივად, ქალაქ ფაზისის (ფოთი) ხელში ჩაგდებას ისახავდა მიზნად. სპარსელები ყოველ ღონეს ხმარობდნენ რათა ზღვაზე გასასვლელი ნავსადგური მოეპოვებინათ, მაგრამ მიზანს ვერც ამჯერად მიაღწიეს და სასტიკად დამარცხდნენ ფოთთან გამართულ ბრძოლაში, სადაც 60 000 კაციანმა სპარსულმა არმიამ 10 000 მებრძოლი დაკარგა, ხოლო დანარჩენები სამარცხვინოდ გაიქცნენ მთავარსარდალთან ერთად და მუხურისში დაბანაკდნენ. ამის შემდეგ, ზამთრის დასაწყისში, ნახორაგონი ქართლში დაბრუნდა. საომარი მოქმედებები შეწყდა. დამარცხებით განრისხებულმა ხოსრო ანუშირვანმა ნახორაგონი ქართლიდან გამოიწვია და ცოცხლად გაატყავებინა.

                                 გუბაზ მეფის მკვლელობა

სპარსელთა ასეთმა წარმატებებმა და ბიზანტიელი სარდლების წინდაუხედავობამ და გულარხეინობამ ეგრისელ წარჩინებულთა ერთ ნაწილს კვლავ სპარსელებთან შერიგება აფიქრებინა, თუმცა თავად მეფე გუბაზი იმპერატორისათვის მიცემულ პირობას მტკიცედ იცავდა. გამოუვალ მდგომარეობაში ჩავარდნილმა მეფემ იუსტინიანეს ელჩები გაუგზავნა, რომლებმაც მას ბიზანტიელ სარდალთა სილაჩრისა და მათი შეუთანხმებელი მოქმედებების შედეგების შესახებ აცნობეს. იმპერატორმა სტრატეგოსი ბესა გადააყენა, სხვა ორი სარდალი კი, მარტიანე და რუსტიკე, კვლავ თანამდებობებზე დატოვა. ამ გარემოებებით შეშფოთებულმა სარდლებმა გადაწყვიტეს გუბაზი მოღალატედ გამოეცხადებინათ და მოეკლათ, მით უმეტეს, რომ ამ სარდლებთან გუბაზს ურთიერთობა უკვე დიდი ხნის გაფუჭებული ჰქონდა.
მარტიანემ და რუსტიკემ გუბაზის მოკვლა დაგეგმეს, თუმცა მანამდე ჯერ საკუთარ უსაფრთხოებაზე იზრუნეს. მათ კონსტანტინოპოლში რუსტიკეს ძმა, იოანე გაგზავნეს, რომელმაც იუსტინიანეს მოახსენა გუბაზი ფარულად სპარსელებს ეხმარება და თუ სასწრაფოდ არაფერი ვიღონეთ ქვეყანას მათ გადასცემსო. იმპერატორმა გუბაზის შეჩერება ბრძანა. ამ პასუხმა შეთქმულებს ხელ-ფეხი გაუხსნა. მათ მეფე მდინარე ხობის პირას დაიბარეს, ვითომ ონოგურისის ციხის ასაღებად გალაშქრების თაობაზე მოსალაპარაკებლად და უიარაღოდ, მხოლოდ რამდენიმე კაცის თანხლებით მოსული ლაზთა მეფე ვერაგულად მოკლეს. მომხდარმა ეგრისელთა დიდი მღელვარება გამოიწვია. მათ მეფის დაკრძალვის შემდეგ ბიზანტიელებთან ერთად ბრძოლის გაგრძელებაზე უარი განაცხადეს და მათთან ყოველგვარი კავშირის გაწყვეტა დააპირეს. მოღალატე სარდლებმა იუსტინიანესათვის თავის მოსაწონებლად, ონოგურისის ციხეზე მიიტანეს იერიში, თუმცა კიდევ ერთხელ დაამტკიცეს თავიანთი უსუსურობა — ბიზანტიელთა 50 000 კაციანი არმია სპარსელ მეციხოვნეთა 3 000 კაციანმა ჯარმა სამარცხვინოდ დაამარცხა და ციხის მისადგომებიდანაც გააქცია
554 წლის ზამთარში, როდესაც საომარი მოქმედებები შეწყდა, ხოლო ბიზანტიელთა მთელი ჯარი ქალაქებსა და ციხეებში იყო გადანაწილებული, ლაზმა დიდებულებმა „კავკასიის ერთ ხეობაში შეყარეს დიდძალი ხალხი ჩუმად, რომ რომაელებს არ შეეტყოთ, რასაც აქ მოაგვარებდნენ, და დასვეს საკითხი — სპარსელების მხარეზე გადავიდეთ, თუ ისევ რომაელებთან დავრჩეთო“. როგორც მოსალოდნელიც იყო, ამ სახალხო კრებაზე სპარსოფილური და ელინოფილური ორიენტაციის წარმომადგენლებს შორის ცხარე კამათი გაიმართა. აგათია სქოლასტიკოსმა შემოგვინახა განსხვავებული პოზიციის მქონე ორი წარჩინებული ლაზის — აიეტისა და ფარტაზის მიერ წარმოთქმული სიტყვები, რომლებიც, მისივე შეფასებით, მჭერმეტყველების შესანიშნავ ნიმუშებს წარმოადგენენ. დიდი კამათის შემდეგ, საბოლოოდ, შეთანხმდნენ იმ აზრზე, რომ სჯობდა არ აჩქარებულიყვნენ, ბიზანტიელთა მხარეს დარჩენილიყვნენ და იმპერატორ იუსტინიანესათვის შეეტყობინებინათ მისი სტრატეგოსების მოღალატეობრივი და უსამართლო საქციელის შესახებ, რათა მას ყველა გარემოება მიუკერძოებლად გამოეძია და დამნაშავეები დაესაჯა. გარდა ამისა, ლაზები მოითხოვდნენ, რომ იმპერატორს მათთვის მეფედ გამოეგზავნა გუბაზის უმცროსი ძმა წათე, რომელიც იმჟამად კონსტანტინოპოლში ცხოვრობდა.
იუსტინიანესათვის ცხადი გახდა, რომ ეგრისს ადგილობრივი მოსახლეობის ნდობის გარეშე ვერ შეინარჩუნებდა, ამიტომაც მათი ყველა თხოვნა შეასრულა. ეგრისში გაგზავნა იმპერატორის კარზე დაწინაურებული პიროვნება — ათანასე, რათა მას ზედმიწევნით ზუსტად გამოეკვლია მომხდარი ამბავი და საქმე რომაული კანონების შესაბამისად გაერჩია. ეგრისში ჩასვლისთანავე ათანასემ სარდალი რუსტიკე მაშინვე აფსაროსის ციხეში გამოამწყვდევინა, მისი ძმა, იოანე კი, რომელიც დანაშაულის უშუალო შემსრულებელი იყო, გაქცეულიყო. ის მალევე იპოვეს და დააპატიმრეს.
555 წელს იბერიის გავლით ეგრისში ხოსროს მიერ სპარსული ლაშქრის მთავარსარდლად დანიშნული ნახორაგონი შემოიჭრა, რომელის მუხურისში ჯარების შეკრებასა და ომისთვის მზადებას შეუდგა. ბუნებრივია, შექმნილ გარემოებაში სასამართლოს გამართვა ვეღარ მოხერხდა.
ამასობაში, წათე კონსტანტინოპოლიდან ეგრისში დაბრუნდა. ბიზანტიელმა სტრატეგოსებმა, ჯარმა და მოსახლეობამ ის დიდი პატივით მიიღეს. წათეს თან ჩამოჰყვა სტრატეგოსი სოტერიქე, რომელსაც იმპერატორისაგან დავალებული ჰქონდა დასავლეთ იმიერკავკასიაში მცხოვრები მოკავშირე ტომებისათვის ფული დაერიგებინა. სოტერიქე თავისი ორი შვილითურთ მისიმიელთა ქვეყანაში გაემართა და ბუქლოოსის ციხეში გაჩერდა. მისიმიელები ბიზანტიელებს არ ენდობოდნენ და იფიქრეს, რომ ისინი მათი ციხესიმაგრის ალანებისათვის გადაცემას აპირებდნენ და ამიტომაც, სტრატეგოსთან ორი წარჩინებული კაცი გაგზავნეს და შეუთვალეს, ჩვენი ქონების წართმევა არ გაივლო გულშიო. სოტერიქემ შეურაცხყოფილად იგრძნო თავი და თავის მხლებლებს ელჩები ჯოხებით აცემინა. ღამით მისიმიელები თავს დაესხნენ სტრატეგოსს, მოკლეს ის, მისი შვილები და მხლებლებიც და იმპერატორის გამოგზავნილი ფულიც გაიტაცეს. მოგვიანებით, მისიმიელები მიხვდნენ, რომ ბიზანტიელები ჩადენილს არ აპატიებდნენ, ამიტომ უკან დასახევი გზა აღარ ჰქონდათ და ელჩები გაუგზავნეს სპარსელებს, რათა მიეღოთ ისინი, როგორც ქვეშევრდომები.
ბიზანტიელებმა მხოლოდ 556 წლის გაზაფხულისათვის მოიცალეს მისიმიელებისთვის და მათ დასასჯელად 4 000 კაციანი რაზმი გაგზავნეს, მაგრამ მათ იქ ქართლიდან და მუხურისიდან წამოსული სპარსული ლაშქარი დახვდათ, ამიტომაც მათ იქ შეჭრა ვერ მოახერხეს და კოდორის ქვემო წელზე გაჩერდნენ. მთელი ზაფხულისა და შემოდგომის განმავლობაში შეტაკება არ მომხდარა. ზამთრის დადგომისთანავე, სპარსელები ქუთაისსა და ქართლში გაბრუნდნენ, რათა იქ გამოეზამთრებინათ. ამით ისარგებლეს ბიზანტიელებმა, შეიჭრნენ მისიმინიაში და ხანგრძლივი ბრძოლის შემდეგ სასტიკად გაუსწორდნენ მათ

                                          დამნაშავეთა გასამართლება და დასჯა

ბიზანტიელთა გამარჯვების შემდეგ, მას შემდეგ, რაც საომარი მოქმედებები შეწყდა, კვლავ დღის წესრიგში დადგა გუბაზ მეფის მკვლელობის საკითხი. არქეოპოლისში გამართული სასამართლო, რომელსაც თავად ათანასე ხელმძღვანელობდა, ბერძნული სამართლის ყველა წესის დაცვით წარიმართა: გაიმართა პაექრობა ბრალმდებლებსა და ბრალდებულებს შორის. სასამართლომ ორივე მხარეს მოუსმინა და საბოლოოდ, სარდალ რუსტიკესა და მის ძმას, იოანეს, სიკვდილი მიუსაჯა. ისინი ჯერ საჯაროდ ჩამოატარეს ჯორებზე შემსხდრები, შემდეგ კი განაჩენი შეასრულეს
მრავალწლიანი ომის შედეგად, აგათია სქოლასტიკოსის მიხედვით, ხოსრო I მიხვდა, რომ ეგრისში ფეხს ვერ მოიკიდებდა. ეგრისისათვის ბრძოლამ შეიწირა მისი საუკეთესო მეომრები, გაჭინაურებული ომი მძიმე ტვირთად აწვა სახელმწიფო ხაზინას. სპარსთა ჯარები ეგრისში თანდათანობით მცირდებოდა. საბოლოოდ, 562 წელს დაიდო 50 წლიანი ზავი, რომლის მიხევითაც ეგრისი თავისუფლდებოდა სპარსელთა ჯარისგან და ბიზანტიელებს უბრუნდებოდა, სამაგიეროდ ამ უკანასკნელთ დიდძალი ფული უნდა გადაეხადათ. სპარსელებმა ეგრისი დატოვეს, მაგრამ სვანეთი კიდევ დიდი ხნით შეინარჩუნეს. ცალკეული შეტაკებები კი ორ იმპერიას შორის დასავლეთ საქართველოში VI საუკუნის დასასრულამდე გრძელდებოდ.

                                                  რეკლამა

იხ. ბმულზე . . . ➸➸➸➸➸➸

суббота, 12 октября 2019 г.

ანგლოსაქსები

                                      ანგლოსაქსები

                         
                                       საქსონური საპარადო შლემი სატონ-ჰუდან
ინგლ. Anglo-Saxons. გერმ.  Angelsachsen - ველგერმანული  ტომები ანგლები და საქსები  რომლებიც V საუკუნეში გადასახლდნენ ბრიტანეთის კუნძულებზე და დაიპყრეს ინგლისი. ეს ტომები ცხოვრობდნენ მდინარეების ელბასა და რაინს შორის და იუტლანდიის ნახევარკუნძულზე. რომელსაც შეურთდნენ იუტები და ფრიზები. რომის იმპერიის დახმობის შემდეგ დაწყეს გადასხლება ბრიტანეთში. ანგლო-საქსური ინგლისი — ინგლისის ისტორიის პერიოდი. მოიცავს 450-1066 წლებს. ანგლო-საქსთა მიერ ინგლისის დაპყრობიდან, ნორმანთა გაბატონებამდე.
ქალებს ანგლოსაქსების ეცვათ გრძელი, უბრალო კაბები, რომელსაც მხერბზე მიმაგრებული ჰქონდატ ბალთებით. ასსევე იყო აღმოჩენილი სამკაულებიც - ბროშკები, ყელსაბამები, ქინძისთავები და სამაჯურები.
                                         
                                                               მიგრაცია ტომების II - Vსს
V საუკუნეში რომის იმპერიას ბარბაროსულმა ტომებმა გადაუარეს, იმპერია ტერიტორიების დიდ ნაწილს ვეღარ აკონტროლებდა, ამიტომაც იძულებული გახდა ბრიტანეთიდან ჯარი გამოეყვანა. გერმანულენოვანი ტომები ანგლებისაქსები და იუტები წარმოშობით იუტლანდიის ნახევარკუნძულიდან და საქსონიის ტერიტორიიდან იყვნენ. მათ გადალახეს ჩრდილოეთის ზღვა და ინგლისში შეიჭრნენ. მათ ადვილად დაამარცხეს ბრიტები და დაიპყრეს მრავალი კელტური სახელმწიფო. ბრიტების ნაწილი უელსისშოტლანდიისა და კორნუოლის მთიანეთს შეეხიზნა. დაახლოებით 475-616 წლებში მიმდინარეობდა ანგლო-საქსთა მიერ კუნძულის დაპყრობა. ჩამოყალიბდა ჰეპტარქია ანუ შვიდი სამეფო. ეს სამეფოები იყო: კენტი (475 წ.), სასექსი (491 წ.), უესექსი (519 წ.), ესექსიმერსია (585 წ.), ნორთუმბრია (593 წ.) და აღმოსავლეთი ინგლისი (616 წ.).
იხ. ვიდეო

VII საუკუნის დასაწყისში გაძლიერდა უესექსის მეფე კერნვულფი (597-611 წწ.), 607 წელს მან სასექსიც დაიპყრო. 628 წელს მერსიის მეფე პენდამ (633-655 წწ.) უესექსელები დაამარცხა, ხოლო 633 წელს გვინედელთა ლაშქრის დახმარებით დაამარცხა ნორთუმბრიის მეფე ედვინი (616-633ჰიტფილდის ბრძოლაშიქრისტიანობა ანგლო- საქსონურ ინგლისში VI საუკუნის მეორე ნახევარში გავრცელდა, როდესაც კენტის მეფე ეთელბერტ I-მა (560-616) და მისმა მეუღლემ დედოფალმა ბერტამ ქრისტიანობა მიიღეს, ხოლო რომის კათოლიკური ეკლესიის მიერ წარგზავნილი ბერი ავგუსტინე კენტერბერის პირველ არქიეპისკოპოსად დაინიშნა.
                                        
                                                    ინგლისი ანგლოსაქსების პერიოდში
რეალურ ძლიერებას მერსიის სამეფომ VIII საუკუნეში მიაღწია ორი დიდი მეფის ეთელბალდისა (716-757 წწ.) და ოფას (757-796 წწ.) მმართველობისას მიაღწია. მერსიამ ზედიზედ დაიმორჩილა ყველა ანგლო-საქსონური სამეფო. უესექსი 740 წელს, სასექსი 771 წელს, აღმოსავლეთ ინგლისი 794 წელს, ასევე კენტიც და სასექსიც. აღსანიშნავია, რომ მეფე ოფას ურთიერთობა ჰქონდა კარლოს დიდთანაც.
786 წელს დანიელი ვიკინგი ბეოტრიკი უესექსის მეფედ დაინიშნა, 789 წელს მან მეფე ოფას ქალიშვილზე იქორწინა. 793 წელს დაიწყო ვიკინგთა სამსაუკუნოვანი ექსპანსია ბრიტანეთზე, ლინდისფარნეზე თავდასხმით. ამას მოყვა მერსიის დასუსტება და უესექსის გაძლიერება. სასექსის, უესექსისა და ესექსის გაერთიანება (825 წ.). აღმოსავლეთ ინგლისის გათავისუფლება (825-827 წწ.) ვიკინგთა მიერ ირლანდიის ნაწილის დაპყრობა (835-841 წწ.), პირველი თავდასხმა ინგლისზე (851 წ.) და წარმატებით მოგერიება მეფე ეთელვულფის მიერ (839-858 წწ.), დანიელთა დაპყრობითი ომები (865-878 წწ.) კუნძულის შუაზე გაყოფა უესექსის მეფე ალფრედისა (871-899 წწ.) და აღმოსავლეთ ინგლისის დანიელ გამგებელ გუთრუმს (869-890 წწ.) შორის, დენლოს დაპყრობა ედუარდ უფროსის მიერ (910-924 წწ.), ინგლისის წარმოქმნა უესექსის ნანგრევებზე მეფე ათელსტანის ქარტიის მიხედვით (927წ.). საქსონი მეფეების მმართველობა (927-1016 წწ.), დანიელი მეფეების მმართველობა (1016-1042 წწ.), ანგლო-საქსთა ხელისუფლების აღდგენა ედუარდ აღმსარებლის მიერ (1042-1066 წწ.). ნორმანთა მიერ ინგლისის დაპყრობა (1066-1072 წწ).

                              ოქროს საწმისი

                                                 
იასონი ოქროს საწმისით ბრუნდება, აპულიური თიხის ჭურჭლის მხატვრობა, დაახ. ძვ. წ. 340–330
 (ბერძნ. Χρυσόμαλλον Δέρας) — ბერძნულ მითოლოგიაში ცხვარი ქრიზომალოსის ოქროს ტყავი იყო, რომელიც ერთ-ერთი ვერსიით ჰერმესმა გამოგზავნა ჰერას ან თავად ზევსის ბრძანებით, და რომლის ზურგზე ორქომენეს მეფე ათამანტეს შვილები - ფრიქსე და ჰელე - აზიის ნაპირებისკენ გაემგზავრნენ დედინაცვალი ინოსგან გადასარჩენად. გზად ჰელე ზღვაში ჩავარდა, რომელიც მას შემდეგ მის სახელს ატარებს - ჰელესპონტი (თანამედროვე დარდანელის სრუტე).
ფრიქსემ კოლხეთის სანაპიროს მიაღწია და ცხვარი ზევსს შესწირა, ხოლო მისი ოქროს ტყავი კოლხეთის მეფეს უბოძა. ოქროს საწმისი კოლხთა კეთილდღეობის გარანტი გახდა, რომელსაც არესის ტყეში დრაკონი დარაჯობდა.თესალიის მეფემ პელიამ თავის ძმისწულ იასონს სამეფო ტახტი შესთავაზა კოლხეთიდან ოქროს საწმისის ჩამოტანის ფასად. იასონმა ააგო გემი “არგო”, ელადის რჩეული ვაჟკაცებიდან შეარჩია ეკიპაჟი და ფათერაკებით აღსავსე ხანგრძლივი ცურვის შემდეგ ფასისის (მდინარე რიონი) შესართავს მიადგა. არგონავტები მდინარეს აჰყვნენ და აიეტის ციხე-სიმაგრეს კუტაიას (ქუთაისის) მიადგნენ.აიეტმა ოქროს საწმისის სანაცვლოდ უმძიმესი დავალებების შესრულება მოსთხოვა იასონს. იასონმა შეასრულა ეს მოთხოვნები აიეტის გრძნეული ასულის, უმშვენიერესი მედეას დახმარებით, რომელსაც ჭაბუკი შეხედვისთანავე თავდავიწყებით შეუყვარდა. იასონმა მოიპოვა ოქროს საწმისი და მედეასთან ერთად სამშობლოში დაბრუნდა. მაგრამ მალე იასონმა უღალატა მედეას და კორინთოს მეფის კრეონტის ასული შეირთო. მედეამ სასტიკი შური იძია იასონზე, ჯადო-წამლებით მოაკვდინა მეფე კრეონტი და მისი ასული, ხოლო იასონთან შეძენილი ორი შვილი ჰერას ტაძარში დამალა. თქმულების სხვა ვერსიის თანახმად, იასონზე შურის საძიებლად საკუთარი შვილებიც დახოცა. არის თქმულების კეთილად დასრულების გვიანდელი ვარიანტიც, რომლის მიხედვით აიეტი და მედეა შერიგდნენ და კოლხეთში დაბრუნდნენ. იხ. ვიდეო

უძველესი უცხოპლანეტელები (სერიალი)

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -   უძველესი უცხოპლანეტელები (სერიალი) ინგლ. Ancient Aliens Ancient Aliens არის ამერიკული...