воскресенье, 17 ноября 2019 г.

იუდეველთა ომი

                          იუდეველთა ომი

                                           First century Iudaea province.gif
რომის იმპერია იუდეა პირველი საუკუნე

იუდეველთა აჯანყება რომაელთა ბატონობის წინააღმდეგ. ამბოხების მიზეზი გახდა რომის პროვინცია იუდეის ქალაქ კესარეის საქალაქო თვითმმართველობიდან იუდეველთა გამოძევება და იერუსალიმში რომაელი პროკურატორის ბოროტმოქმედებანი. 
                                      
                                               იერუსალიმის ალყა დედვის რობერტსის 1850 წ ნახატი
აჯანყებულებმა გაანადგურეს რომაული გარნიზონი; წარმატებით მოიგერიეს სირიის ნაცვლის შემოტევა. აჯანყება მოედო მთელ იუდეას. მასში მონაწილეობდნენ: ზელოტები, რომლებსაც ემხრობოდნენ ვაჭრები, ხელოსნები და გლეხები; სიკარიუსები - მონათა და გაღატაკებულ გლეხთა რიგებიდან გამოსულები, და ფარისეველნი - რიტუალური სიწმინდისა და წეს-ჩვეულებათა დამცველნი, რომლებიც შემდგომ ცდილობდნენ რომთან შეთანხმებას. აჯანყებულებს განუდგა და რომის მხარეზე გადავიდა მხედართმთავარი იოსები (შემდგომში ცნობილი ისტორიკოსი იოსებ ფლავიუსი). ამბოხებულებმა გადააყენეს ფარისეველნი, გაათავისუფლეს მონები და იერუსალიმის ტაძარი ციხესიმაგრედ გადააქციეს.
იხ. ვიდეო

 აჯანყებულთა მედგარი წინააღმდეგობის მიუხედავად, რომაელთა ჯარი ვესპასიანეს მეთაურობით წარმატებით იბრძოდა. ამასობაში ვესპასიანე რომის იმპერატორად გამოაცხადეს და ჯარის სარდლობა თავის ძეს ტიტუსს ჩააბარა. ალყაშემორტყმული იერუსალიმი 5 თვეს გმირულად იგერიებდა რომაელთა შეტევებს. 70 წელს რომაელებმა მიწასთან გაასწორეს იერუსალიმის ტაძარი, ტყვეები მონებად აქციეს. 73 წელს დაეცა სიკარიუსთა უკანასკნელი საყრდენი ქალაქი მასადა. იუდეველთა ომი იყო ერთ-ერთი იმ სახალხო მოძრაობათგანი, რომელიც რომაულ პროვინციებში თან სდევდა იმპერიის საერთო სოციალურ კრიზისს.
                           იერუსალიმის ალყა 70
                            ძირითადი კონფლიქტი იუდეველების ომების
                                  Arch of Titus Menorah.png
ებრეელების ტომები იუადაიდან შიდა კედელზე ტრიუმფალური არკაზე ტიტესი რომში
ალყა იერუსალიმის რომის ჯარების მიერ გახდა ერთერთი გადაწყვეტი მოვლენები პირველი იუდეველების ომის. რომის არმიას ხელმძღვანელობდა რომის იმპერატორი ტიტე, ტიბერიუსთან ერთად მისი მოადგილე. ალყა და დაპყრობა ქალაქ იერუსალიმის, რ-იც კონტროლირებას უწევდა იუდეველების აჯანყებულის მიერ. იერუსალიმის არეულობა 66წ-ს
ალყა დაიწყო 70წ-ის 14 აპრილს ალყა გაგრძელდა 4 თვე და კიდევ ერთი კვირა. რომალელები შერდნენ იერუსალიმში 70წ-ის 30 აგვისტოს აღების შემდეგ იერუსალიმის სალოცავი იქნა გაქურდული და გადამწვარი, მთავარი სიწმინდე იუდეველების.
ძალები რომის იმპერია მეთაური ტიტე ფავიუს ვესპასიანე 70 000 დანკარგების რაოდენობა უცნობია. მოწანამღდეგე ებრეელები იუდეველები მეტაური სიმონ ბარ-გიორა დანკარგი 60 000 - 1 000 000 მოსახლეობა. იხ. ვიდეო

                           იოსებ ფლავიუსი

                                                      
                                                         იოსებ ფლავიუსის პორტრეტის რეკონსტრუტია
(დ. 37, იერუსალიმი – გ. 100 წლის შემდეგ, რომი) – ძველი ებრაელი ისტორიკოსი. წარმოშობით მაღალი სამღვდელოების წრიდან. აქტიურად მოღვაწეობდა იუდეის სამეფოს პოლიტიკურ ცხოვრებაში. იუდეველთა ომში (66-73 წწ.) რომის წინააღმდეგ იბრძოდა როგორც მხედართმთავარი, შემდეგ რომაელთა მხარეზე გადავიდა და მმართველი დინასტიის – ფლავიუსების – პატივსაცემად ფლავიუსი დაირქვა. იერუსალიმის გარემოცვისა და დანგრევის დროს, როგორც თარჯიმანი, რომაელთა ბანაკში იყო. შემდეგ რომში დასახლდა და რომის მოქალაქეობა მიიღო. აქვე დაწერა ისტორიული თხზულებები: „იუდეველთა ომი“, „იუდეის სიძველენი“, „იუდეის ხალხის ძველი წარმოშობის შესახებ. აპიონის წინააღმდეგ“ – პოლემიკა I საუკუნის ეგვიპტელ მწერალ აპიონთან ან „ცხოვრება“. იოსებ ფლავიუსის თხზულებები ძვირფასი წყაროა ძველი აღმოსავლეთისა და ხმელთაშუა ზღვის ხალხების ისტორიის შესასწავლად. მათი ავტორი გვევლინება პრორომაული ორიენტაციის მიმდევრად და იუდეველთა აპოლოგეტად.
იოსებ ფლავიუსი (ფლავიოსი) — არის ცნობილი ებრაელი ისტორიკოსი. იგი იუდეველთა სასულიერო წრეს ეკუთვნოდა; იყო ფარისეველი და, მაშასადამე, მამაპაპეული ადათ-წესების ერთგული; პოლიტიკურ სარბიელზეც აქტიურად იღვწოდა, თუმცა ამ სივრცეში რთულსა და წინააღმდეგობებით სავსე გზაზე იდგა. იგი, ძე მატათიასი37 წელს იერუსალიმში დაიბადა. მიიღო ბრწყინვალე სასულიერო და საერო განათლება; დაეუფლა როგორც ბიბლიასა და ბიბლიურ, უფრო სწორედ, - ძველი აღთქმის იუდეურ ტრადიციას, ისე ბერძნულ-რომაულ კულტურას: ანტიკური ცივილიზაციის მიღწევებს მეცნიერების სხვადასხვა დარგში.
იხ. ვიდეო

იოსები ებრაელი ხალხის ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობაში ადრიდანვე ჩაება და 66-73 წლების ანტირომაული აჯანყების ინიციატორთა და ორგანიზატორთა გვერდით დადგა; იგი გალილეის ფრონტის მხედართმთავრად დაინიშნა, მაგრამ მოულოდნელად, აჯანყების დაწყებიდან ერთი წლის შემდეგ 67 რომაელების მხარეზე გადავიდა და, იმპერიის მმართველი დინასტიის - ფლავიუსების - პატივისცემისა თუ მათი გულის მოგების მიზნით, ფლავიუსი დაირქვა. ტიტესა და ვესპასიანეს მიერ იერუსალიმის აღებისა და ისრაელის მთავარი სიწმინდის - იერუსალიმის ტაძრის დაქცევის დროს 70 ის იმპერიის მთავარსარდლის ბანაკში თარჯიმნის მოვალეობას ასრულებდა. აჯანყების დამარცხების შემდეგ იგი რომში გადასახლდა, იქაური მოქალაქეობა მიიღო და ფლავიუსთა ისტორიოგრაფად დაინიშნა. გარდაიცვალა 95 წლის ასაკში.
მართალია, იოსებ ფლავიუსი თანამემამულე ებრაელებმა მოღალატედ გამოაცხადეს და, ერთი შეხედვით, ასეთადაც გამოიყურება, მაგრამ მთელი მისი ლიტერატურული მემკვიდრეობა, რომელიც „მოღალატეობის“ პერიოდში შეიქმნა, განმსჭვალულია თანამემამულეთა სიყვარულითა და მათი ისტორიის, კულტურის, ტრადიციებისა და რელიგიის აპოლოგიით.
იოსებ ფლავიუსის შრომებიდან ცნობილია შემდეგი:
  1. „იუდეველთა ომი“, რომელიც 75-79 წლებში დაიწერა. არსებობს ცნობა, რომ ეს თხზულება ავტორმა არაბულ ენაზე დაწერა და ბერძნულად შემდეგ თარგმნეს. გადმოცემულია ამბები 177-იდან 73 წლამდე;
  2. „იუდეველთა სიძველენი“;
  3. „ავტობიოგრაფია“, ანუ იგივე „თვითაპოლოგია“.
  4. „აპიონის წინააღმდეგ“ ანუ პოლემიკა ეგვიპტელ მწერალთან - აპიონთან - ებრაელი ხალხისა და მათი რელიგიის წინააღმდეგ წამოყენებული ბრალდებების გასაქარწლებლად.
იხ.ვიდეო


ჯეიმზ ფრეიზერი

                            ჯეიმზ ფრეიზერი

                                                     
 (ინგლ. Sir James George Frazer, დ. 1 იანვარი1854გლაზგოშოტლანდია — გ. 7 მაისი1941კემბრიჯი) — ინგლისელი ანთროპოლოგიფოლკლორისტი, კულტუროლოგი  მითოლოგიისა და რელიგიის შემსწავლელი. ტოტეიზმისმაგიისა და რელიგიური შეხედულებების ტრანსფორმავიის შემსწავლელი. არის 12 ტომეულის „The Golden Bough“-ის ავტორი, რომელშიც შეაგროვა ინფორმაცია პირველყოფილ მაგიაზე, მითოლოგიაზე, ტაბუზე, ტოტემიზმზე და ზნიმიზმზე. დღეისთვის ფრეიზერის თეორია ევოლუციური მაგიის, რელიგიისა და მეცნიერების ევოლუციური თანმიმდევრობის შესახებ აღარ არის აღიარებული, ხოლო ფრაზეერის ზოგადი ფსიქოლოგიური თეორია არადამაკმაყოფილებელი იყო. მისი კვლევები კი მნიშვნელოვანია. იხ ვიდეო
ფრეიზერმა განავითარა  შედარება მეთოდი ეთოგრაფიაში, რელიგიური შედარება. ის იყო პირველი ვინც  შესთავაზა კავშირი მითებსა და რიტუალებს შორის. 

                                     ტოტემიზმი

 ადრეული გვაროვნული საზოგადოების რელიგია, რომელშიც თავისებური სახით აისახა ამ პერიოდის საზოგადოებრივი ურთიერთობანი. ტოტემიზმის თანახმად, ადამიანსა და მის გარეთ არსებულ საგნებს (ცხოველიმცენარე ან სხვა საგანი) შორის არსებობს სისხლით ნათესაური კავშირი.

                                                   
                                                ტოტემნური გამოსახულება ვიქტიარიაში კანადა
 ამიტომ ადამიანთა შორის არსებული ყველა კავშირი ამ ნიშნით განისაზღვრება. ტოტემური რწმენის თანახმად, ადამიანის უძველესი წინაპარი იყო რაღაც ფანტასტიკური, ნახევრად ადამიანი, ნახევრად მცენარე ან ცხოველი, ამიტომ ტოტემი გვარის წინაპრად ითვლება და მის მიმართ ადამიანები პატივისცემით არიან განწყობილნი. ტოტემურ საგანზე არსებობს მკაცრი ტაბუ — მისი მოკვლა, ჭამა იკრძალება. ტოტემიზმის მიხედვით იკრძალება ერთი ტომის წევრთა შორის შეუღლება, სქესობრივი კავშირები. ტოტემიზმი მჭიდროდ იყო დაკავშირებული მეურნეობის ისეთ ფორმებთან, როგორიცაა მეცხოველეობა და მონადირეობა. ადამიანებმა მათთვის სასარგებლო ცხოველები და მცენარეები რელიგიური კულტის ობიექტებად აქციეს. ტოტემიზმში ასახვა ჰპოვა არა მარტო პირველყოფილი ადამიანის სამეურნეო ცხოვრების პირობებმა, არამედ მისმა საზოგადოებრივი ორგანიზაციის თავისებურებებმაც. ტოტემი შეიძლება იყოს ქარი, მზე, წვიმა, ჭექა-ქუხილი, წყალი, რკინა (აფრიკა), თუნდაც ცალკეული ცხოველების ან მცენარეების ნაწილები, მაგალითად, კუს თავი, ღორის მუცელი, ფოთლების ბოლოები და ა.შ., მაგრამ ყველაზე ხშირად - ცხოველების კლასები და ა.შ. მცენარეები

მაგალითად, ჩრდილოეთ ამერიკის ოჯიბვაის ტომი მოიცავს 23 გვარს, რომელთაგან თითოეული თავის ტოტემს მიიჩნევს სპეციალურ ცხოველად (მგელი, დათვი, თახვა, კეპი, ზუთხი, იხვი, გველი და ა.შ.); განაში, ლეღვის ხე და სიმინდის ღერო ტოტემს ემსახურება.

ავსტრალიაში, სადაც განსაკუთრებით განვითარებულია ტოტემიზმი, მთელი გარეგანი ბუნებაც კი ადგილობრივი მოსახლეობის ტოტემების განსახიერებაა. ასე რომ, ავსტრალიელებს შორის ღამბირის მთა, წვიმა, ჭექა-ქუხილი, ელვა, ღრუბლები, სეტყვა მიეკუთვნება ყორნის ტოტემს, თევზი, ბეჭდები, ზოგიერთი სახეობის ხე და ა.შ., გველის ტოტემს მიეკუთვნება; პორტ – მაკაკის ტომთა შორის, მზე ეხება კენგურუს ტოტემს, მთვარე ალიგატორის ტოტემს. იხ. ვიდეო




суббота, 16 ноября 2019 г.

ომი აღმოსავლეთ უკრაინაში

            ომი აღმოსავლეთ უკრაინაში

                                     Map of the war in Donbass.svg
(უკრ. Війна на сході Україниრუს. Вооружённый конфликт на востоке Украины) დაიწყო 2014 წლის 6 აპრილს, დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებში, ადგილობრივ ხელისუფლებასა და რუსეთის მომხრე აჯანყებულებს შორის. მხარეები უკრაინა - დონეცკის სახალხო რეპუბლიკა და ლუგანსკი სახალხო რეპუბლიკა რუსეთის. 
ძალები უკრაინის მხარე  - 50 000 სამხედრო მოსამსახურე. მეორე მხარე 20 000 მებრძოლი, მათ შორის 3 000 - 4 000 რუსი სამხედრო მოხალისე. 
იხ. ვიდეო

ომს წინ უძღოდა 2014 წლის უკრაინის რევოლუცია და ევრომაიდანის მოძრაობა, რომელმაც დაასრულა პრორუსი ვიქტორ იანუკოვიჩის მმართველობა. საპასუხოდ, რუსმა აქტივისტებმა დაიკავეს ადმინისტრაციული შენობები და აეროპორტები ყირიმის ნახევარკუნძულზე, სადაც მოსახლეობის უმრავლესობას რუსები შეადგენენ. მარტში ჩატარებული რეფერენდუმის საფუძველზე რუსეთის ფედერაციამ ყირიმის ანექსია მოახდინა. შეიარაღებულმა დაპირისპირებამ თავი იჩინა უკრაინის აღმოსავლეთშიც, სადაც რუსეთის მომხრე შეიარაღებულმა აქტივისტებმა აპრილში ადმინისტრაციული შენობების დაკავება დაიწყეს. საპასუხოდ, უკრაინის ხელისუფლებამ წამოიწყო
კონტრტერორისტული ოპერაცია, რაც მალე სრულმაშტაბიან კონფლიქტად გადაიქცა.
იხ.ვიდეო


ავსტრია-უნგრეთის იმპერია

            ავსტრია-უნგრეთის იმპერია

                                       
(გერმ. Österreich-Ungarn, ოფიციალურად (14 ნოემბერი 1868) — გერმ. Die im Reichsrat vertretenen Königreiche und Länder und die Länder der heiligen ungarischen Stephanskrone (სამეფო და მიწები, წარმოდგენილი რეიჰსტრატში, და წმინდა სტეფანეს უნგრული გვირგვინის მიწები), არაოფიციალური მთლიანი სახელი — გერმ. Österreichisch-Ungarische Monarchie (ავსტრია-უნგრეთის მონარქია), უნგრ. Osztrák-Magyar Monarchiaჩეხ. Rakousko-Uhersko) — გაერთიანებული მონარქია და მრავალეროვანი სახელმწიფო ცენტრალურ ევროპაში. არსებობდა 1867—1918 წლებში. თავის დროზე, სიდიდით მესამე სახელმწიფო ევროპაში და ერთადერთი სახელმწიფო, რომელიც მთლიანად მდებარეობდა ევროპის ტერიტორიაზე. იხ ვიდეო
ავსტრიის იმპერია 1850 - 60წწ. 
1848წ ავსტრიის იმპერია შენარჩუნებული იყო ფედერარული ხასიათს რევულუცია 1848 - 49წწ იყო რ-იც გარდაიქმნა უნიტარული სახელწიფოდ. 
რეჟიმი იმპერიის იყო უმაღლესი დონის ბიუროკრატია და ადმინიტრაციული მართველობა პირდაპირ ვენიდან იყო. შეიქმნა ეწ. ბახის სისტემა (შინაგან მინისტრის ელქსანდრე ბახის სახეწოდება) ლიკვიდირებული რეგიონული სპეციდიკა და შინა ავტონომიები.
უმგრეთში ოყო გამაგრებული  სამხედრო ვენის წარმოამდგენლობა, პოლიციური ფორმირება ცენზურა.
 მუხედევად ნეოაბსულიტიზმისა 
ჩახშობის შემდეგ 

       გერმანიის რევოლუცია (1848-1849)

                                                      
                                                                   გერმანია, ავტორი ფილიპ პიატი
 1848 წლის რევოლუციების ნაწილი, რომელთაც თითქმის მთელი ევროპა ჰქონდათ მოცული. ის იყო გერმანიის კავშირისა და ავსტრიის იმპერიის ქალაქებში ფართოდ გაშლილი, არა ორგანიზებული გამოსვლები და აჯანყებები. ამ მოძრაობამ ხელი შეუწყო პანგერმანიზმის ჩამოყალიბებას, ასევე წარმოაჩინა მოძველებული ავტოკრატული მმართველობა კონფედერაციის 33 დამოუკიდებელ სახელმწიფოში, რომლებიც შეადგენდნენ ყოფილ საღვთო რომის იმპერიას.
იხ. ვიდეო

აჯანყებულები მოითხოვდნენ უფრო მეტ პოლიტიკურ თავისუფებას, სახელმწიფო პოლისების ლიბერალიზაციას, დემოკრატიას და ნაციონალიზმს. საშუალო კლასი მოითხოვდა ლიბერალიზმს, ხოლო მუშათა კლასი საცხოვრებელი და სამუშაო პირობების რადიკალური ცვლილებებს. მიუხედავად ამისა მუშთა კლასი და საშუალო ფენა გაერთიანებული იყო, საბოლოოდ ისინი მაინც დაამარცხა კონსერვატიულმა არისტოკრატიამ, რამაც ბევრი ლიბერალის დევნილობაში წასვლა გამოიწვია. 




воскресенье, 10 ноября 2019 г.

ამბროს ბირსი

                     ამბროს გვინნეტ ბირსი
                          Ambrose Bierce-1.jpg
ინგლ. Ambrose Gwinnett Bierce, 1824წ-ის 24 ივნისი - 1913 წ-ის 26 დეკემბერი ან 1914 წ-ის 11 იანვარი. - მერიკელი მწერალი, ჟურნალისტი, ავტორი იუმორისტული და ,,დაწვრილებითი'' მოთხრობების.
მონაწილე სამოქალაქო ომის აშშ (1861 - 1865) ამბროს ბირსი განსვავდებობდა თავისებური რეპორტიორობით სიმკვეტრით. შეუპოვრობითა და პირდაპირობით. იხ ვიდეო
რ-იც გამომჟღავნდა არა მარტო მისი სტატიებში და ესეებში, არამედ მისი მხატრული პროზაში და პოეზიაში. რს გამოც მას ზედმეტსახელად უწოდეს ,,დაუნდობელი ბირსი'' (ინგლ. Bitter Bierce). 
ახალგაზრდა მწერალი 1913წ-ს მწერალი აშშ გამგზავრა სამხრეთით, რომ მოენახულება მისი საბრძოლო ადგილები. ის გაემგზავრა ლუიზინასა და ტეხასში, შემდეგში კი მექსიკაში, სადაც მძინვარებდა რევულუცია. ქ. სიუდატ-ხუარესში მწერალი შეურთდა პანჩი ვილიას ჯარს როგორც მიმოხილველი. მისი ბოლო წერილი მან თავის მეოგობარს გაუგზავნა 1913წ-ის 26 დეკემბერს, რის შემდეგ მისი კვალი იკარგება.
იხ.ვიდეო


ვედები

                                         ვედები

                                                                            Aum.svg
(სანსკრ. वेद „ცოდნა“) — უძველესი ინდური სიბრძნისმეტყველების წიგნები, რელიგიურ-ლიტერატურული ძეგლები, მორალისა და სამართლის კოდექსები, ფილოსოფიური, მხატვრული, მითოლოგიური შინაარსების შემცველნი, რომელთა შექმნის საიდუმლო ძვ. წ. მეორე ათასწლეულის მიღმა იკარგება.
                                                                
        რიგვედა, დავანარგარზე შესრულებული მანუსკრიპტი, ადრეული მეცხრამეტე საუკუნეში.

სულ ოთხი მთავარი წიგნია (ჩაწერა უფრო მოგვიანებით მოხდა, ძვ. წ. 1500-1000 წლებში): 3 წოდების ცოდნა: რიგვედა (ანუ ჰიმნების ვედა), იაჯურვედა (ეს არის მსხვერპლის შეწირვასთან დაკავშირებული ვედა), სამავედაათარვავედა (მოგვთა ვედას) მათ მიეკუთვნება და მათგან გამომდინარეობს ბრაჰმანა (ე. ი. ვედების კომენტარები), სუტრა, ეროვნული ეპოსების — მაჰაბჰარატას და რამაიანას ძირები და სხვა, შემდეგ მოდის გვიანი ვედის ლიტერატურა (დაახ. ძვ. წ. 500 წელი). ათარვავედა შეიცავდა ცეცხლის ქურუმთა მაგიურ ფორმულებსავსულთა განმარიდებელ შელოცვებს, სამავედა — სამსხვერპლო გალობას და მისთ.
იხ. ვიდეო

ვედები დაედო საფუძვლად ვედური რელიგიის შექმნას. ვედური ღმერთებიდან ცნობილია: ცის ღმერთი დიაუსი, ცეცხლის ღმერთი აგნი, წვიმის და მეხისა — ინდრა, მზის ღმერთი — სურია (ინდრას ორეულია რუდრა). ვედები ცნობენ ბოროტ დემონებს. მთავარი დემონი იყო წყლის გამტაცებელი ვრიტრაგვალვის განსახიერება. დედამიწას აქაც ქალღმერთი ჰყავს — პრითხივი, განთიადს — უშასი (ინდოელთა ეოსი), ღმერთების დედა იყო ადითი. ვედური რელიგიის კულტი ითხოვდა მსხვერპლთშეწირვას, მაგიური ადათ-წესების დაცვას. მისი შემდგომი განვითარების შედეგად შეიქმნა ბრაჰმანიზმი, რაც უკვე ცნობს უზენაეს ღმერთს — ბრაჰმას და წმინდა სამებას, ტრიმურტსბრაჰმა-ვიშნუ-შივა. ხელოვნების ძეგლებში სამთავიანი ელდის მომგვრელი ღვთაებაა.
ვედების კრებული ხალხთა ერთ-ერთი მთავარი რელიგიის თავისებური „კოდექსია“, „ინდუიზმის ბიბლია“. ქრისტიანობა თავიდანვე მტრულად შეხვდა, სხვა ინდურ რელიგიებთან ერთად, წარმართულ მწვალებლობად გამოაცხადა., „უაზრო სიგიჟე“ და „ღვთის გარეგანი“ უწოდა. ვედიზმი — ხალხური რელიგია (მთავარი ღმერთი — ინდრა). სამსხვერპლო კულტი, მითური სიმბოლიკა, მისნობა — მთავარი მოტივები.
სანსკრიტულად სიტყვა ვედა ნიშნავს ,, ცოდნას'' ,,სიბრძნეს'' და მომდინარეობს ძირი ვიდ ,,ცოდნა'' ვედები მიჩნეულია ყველა უძველესი წმინდა დამწერლობა მსოფლიოში. თანახმად თანამედროვე ინდოოლოგების მეცნიერების შეხდულებით, ვედებს ადგენდნენ ათასი წელი პერიოდით. ის დაიწყო რიდგერდით XVI ს ჩვ. წ. აღ. და მიაღწია თავის აპოგეას შექმნა რელიგიური შაქხა ჩრდ. ინდოეთში დასრულდა ბუდას და პინინით ს ჩვ. წ. აღ. უმრავლესობა მეციერები ფიქრობენ, რომ როცა ვედებს წერდნენ მრავალი საუკუნეების მანძილზე არსებობდა ზეპირი ტრადიცია მათი გადაცემის.
ხანგრძლივი გადაცემები ნაწერებს იყენებდნენ პალმის ფურცლებს. ჩვენამდე მოღწეული მანუსკრიპტები არ აჭარბებს რამდენიმე ასეულ წელს. უძველესი მანუსკრიპტია ,,რიგვედი'' და თარიღდება XI ს. იხ ვიდეო

მოწამე ქრისტეფორე

                                            მოწამე ქრისტეფორე
                              
                                                                     მოწამე ქრსტეფორეს ხატი
(გ. 250) – მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდანი, მისი ხსენების დღე არის ძველი სტილით 9 მაისი, ახალი სტილით - 22 მაისი.წმინდა მოწამე ქრისტეფორე აღესრულა იმპერატორ დეციუსის (249-251) დროს. იგი მაღალი, არაჩვეულებრივი ძაღლის კაცი იყო, სახე კი მხეცისმაგვარი ჰქონდა. გადმოცემით, წმინდანი თავიდან საოცრად ლამაზი იყო, მაგრამ არ სურდა თავისი გარეგნობით სხვები ეცდუნებინა და უფალს შეევედრა, მისთვის სახე დაემახინჯებინა. ერთხელ იმპერატორმა ბრძანა, მისთვის მოეგვარათ ქრისტიანთა ქომაგი რეპრევი (ასე ერქვა წმინდანს ნათლობამდე). იგი უსიტყვოდ დამორჩილდა ბრძანების შესასრულებლად გამოგზავნილ 200 მხედარს. გზად სასწაულები აღესრულა: წმიდანის ხელში გამხმარი ხელჯოხი აყვავდა, მისი ლოცვით პური გამრავლდა. სასწაულების ხილვით გაოგნებულმა რეპრევის მხლებელმა მეომრებმა ირწმუნეს ქრისტე და წმინდანთან ერთად მოინათლნენ ანტიოქიის ეპისკოპოსის ბაბილას მიერ.
                                              
                                                კინოკეფალი ,,ნიუბერგის ქრონიკიდან''
იმპერატორმა გადაწყვიტა, ცბიერებით მოედრიკა წმინდანი. მან ორი მეძავი - კალინიკია და აკვილინა მიუჩინა წმინდა ქრისტეფორეს და უბრძანა, კვლავ წარმართობისკენ მოექციათ წმინდანი, მაგრამ მან ქალები თავად გადმოდრიკა ქრისტეს სჯულზე. დეციუსმა წამებით მოაკვდინა ქალებიც და 200 მხედარიც. შემდეგ ბრძანა, გახურებულ ღუმელში ჩაეგდოთ წმინდა ქრისტეფორე, მაგრამ მოწამე ღვთისგან უვნებლად იქნა დაცული. ხანგრძლივი წამების შემდეგ წმინდა ქრისტეფორეს თავი მოჰკვეთეს. თავისი სასწაულებით წმინდა ქრისტეფორემ 50000 წარმართი მოაქცია. მოგვიანებით წმინდანის ნეშტი გადაასვენეს ტოლედოში, შემდგომ საფრანგეთში, სენდენის სააბატოში. ერთ ერთის ლეგენდის მიხედვით ქრისტოფერი იყო რომალი დიდი ზომის, თავდაპირველად სახელი მისი იყო რეპრევი. მან მიიღო ქრიტიანობა და შეუდგა ისეოსთან მსახურობა. სხვა ლეგენდის მიხედვით მისი სახელი იყო ოფფერო და ის დაიბადა ქანაანში. 
                                                       
                                                    
                                                               
                                                 კოლხური თეთრი ხარისთავიანი ადამინები

 (ბერძ. κῠνοκέφᾰλοι) — ძაღლისმგლის ან ტურის თავიანი ადამიანები, ფენომენი, რომელიც არსებობს მრავალ კონტექსტსა და ფორმაში. ძაღლისთავიან ადამიანებზე წერდნენ ჰესიოდეჰეროდოტემეგასთენეპლინიუსიქტესიასი და სხვები. მათი მტკიცებულებით, ისინი ცხოვრობდნენ ინდოეთსა და ლიბანში. მათი სიტყვებით: „თუმცაღა ჰქონდათ ძაღლის თავები, მაგრამ დანარჩენი სხეული ადამიანის ჰქონდათ“. ისინი სხვა ადამიანების მსგავსად აზროვნებდნენ, ჰქონდათ სამუშაო იარაღები, ატარებდნენ ტანსაცმელს და აქედან გამომდინარე, თეოლოგებმა ჩათვალეს, რომ მათაც გააჩნდათ სული. შუა საუკუნეებში მათზე იწერებოდნენ ნეტარი ავგუსტინემარკო პოლოპლანო კარპინიპორდენონე და სხვა მკვლევარები. დროთა განმავლობაში მათ გადაინაცვლეს ამერიკასა და ინდონეზიაში. მათ შესახებ ბოლო ცნობები მოიპოვება XVIII საუკუნეში.
იხ. ვიდეო
ცნობილი ძაღლთავიანი პერსონები
ანუბისი - უძველესი ეგვიპტური ზოომორფული ღმერთი.
პოლკანი -  პერსონაჟი ანდრეა და ბარბერინო .
არალეზი - სამხური მითოლოგიის სული წარმოადგენს ფრთიან არსებას რ-იც ციდან
იხ. ვიდეო


 მოფრინდება იხ. სურათზე.
წმინდა არქაი და არგუნი - კოპტური ეკლესიის წმინდა მერკური
 მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდანი, ხსენების დღე არის ძველი სტილით 24 ნოემბერი, ახალი სტილით - 7 დეკემბერი დიდმოწამე მერკური წარმოშობით სკვითი იყო და მხედრად მსახურობდა რომაელთა ლაშქარში. უსჯულო იმპერატორმა დეციუსმა (249-251) გამოსცა კანონი, რომელიც რომის მოქალაქეებისგან წარმართული ღვთაებების თაყვანისცემას მოითხოვდა, ქრისტიანებს კი სასიკვდილო სასჯელით ემუქრებოდა. ამ დროს იმპერიას ბარბაროსები დაესხნენ თავს და დეკიუსმა ლაშქრი შეკრიბა მათთან საბრძოლველად. ერთ-ერთი ბრძოლის დროს წმინდა მერკურის უფლის ანგელოზი გამოეცხადა, მახვილი გაუწოდა და უთხრა: „ნუ გეშინია, მხნედ შეებრძოლე მტერს და როცა გაიმარჯვებ, არ დაივიწყო უფალი ღმერთი შენი“. წმინდა მეომარმა ამ მახვილით გაბედულად გაიკაფა გზა მოწინააღმდეგის ურდოებს შორის, ბარბაროსთა მეფეც მოკლა და რომაელებს გამარჯვება მოუტანა. მადლიერმა იმპერატორმა სიმამაცისთვის წმინდა მერკური უხვად დააჯილდოვა და მხედართუფროსად დანიშნა.
წმინდა მხედარს კვლავ გამოეცხადა უფლის ანგელოზი, შეახსენა, ვისგან ებოძა გამარჯვება და ღვთის სამსახურისკენ მოუწოდა. მაშინ წმინდა მერკურის მოაგონდა, რომ მამამისი, გორდიანე, ქრისტიანულ სარწმუნოებას აღიარებდა და თავადაც მოინათლა. მან უარი განაცხადა საზეიმო წარმართულ მსხვერპლშეწირვაში მონაწილეობაზე, რისთვისაც მრისხანე იმპერატორმა თავისთან მოიხმო. მერკურიმ დაუფარავად აღიარა, რომ ქრისტიანი იყო, უღმრთო თვითმპყრობელს ფეხებთან მიუგდო მეომრის სარტყელი და მანტია და მიწიერ პატივზე უარი განაცხადა. საპყრობილეში წმინდანს კვლავ გამოეცხადა ანგელოზი, განამტკიცა და მოუწოდა, ყოველგვარი სატანჯველი გაბედულად დაეთმინა ქრისტესთვის.
ნეტარი მარტვილი ცეცხლის ზემოთ გაჭიმეს, დანებით დასერეს და წკნელებით დაუნდობლად სცემეს. რამდენჯერაც ასე სასტიკად ნაწამები წმიდანი საპყრობილეში ჩააგდეს, იმდენჯერ სასწაულებრივი კურნება მიემადლა უფლისგან, რაც ქრისტეს სარწმუნოების უძლეველობას უმტკიცებდა უსჯულოებს. სიკვდილმისჯილ მერკურის თავად უფალი გამოეცხადა და აღუთქვა, რომ მალე დაიხსნიდა სატანჯველთაგან. დიდმოწამეს კაბადოკიის კესარიაში მოჰკვეთეს თავი. მისი პატიოსანი ცხედარი მირონისა და საკმევლის სურნელს აფრქვევდა და მრავალ სნეულს კურნავდა.
ნეტარმა მერკურიმ სიკვდილის შემდეგაც აღასრულა მხედრული სამსახური მიწიერი ეკლესიის სასიკეთოდ: მღვდელმთავარი ბასილი დიდი (ხს. 14 იანვარს) მხურვალედ ლოცულობდა ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის წინ და უსჯულო იმპერატორის, იულიანე განდგომილისგან (361-363) მართლმორწმუნეთა დახსნას ითხოვდა. ზეციურმა დედოფალმა შეისმინა მისი ვედრება და მედღესასწაულე ეკლესიიდან წმიდა მხედარი მერკური გამოგზავნა მებრძოლი ეკლესიის დასაცავად: ხატზე ყოვლადწმინდა მარიამის გვერდით აღბეჭდილი დიდმოწამის გამოსახულება გაქრა, შემდეგ კი კვლავ გამოჩნდა გასისხლიანებული მახვილით ხელში. სწორედ ამ დროს სპარსელებთან ომში იულიანე განდგომილი სასიკვდილოდ დაჭრა უცნობმა მეომარმა, რომელიც იმავ წამს გაუჩინარდა. სულთმობრძავი ღვთისმგმობელის უკანასკნელი სიტყვები იყო: „შენ გაიმარჯვე, გალილეველო!“
                                                                     ჰიპერტრიქოზი
                                                         Fedor Jeftichew portrait.jpg
ლათ.  hypertrichosis  - ერძნ . ὑπερ- — ზედმეტად + θρίξрод. п. τριχός — თმა + -osis; სინ. . თმიანი. - ავადმყოფობა გამოიხატება თმების მაღალი გაზდაში სხეულზე რ-იც არ არის დაკავშირებული კანის ფერსა თუ სქესზე. უპირატესად მამაკაცებშია. ვიანიდან X-ქრომოსომა ინერტულია ანუ არ ატარებს გენებს, რ-იც გადადის შთამომავლობაში.ბიჭებში ჩნდება როცა 1 X-ქრომოსომის ხაზზე როცა გოგონებს შეუძლიათ შეცვალონ დაზიანებული ქრომოსომის გენი 2-ე  X ქრმოსომით. იხ. ვიდეო








უძველესი უცხოპლანეტელები (სერიალი)

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -   უძველესი უცხოპლანეტელები (სერიალი) ინგლ. Ancient Aliens Ancient Aliens არის ამერიკული...