понедельник, 7 сентября 2020 г.

მზის ქარი

                              მზის ქარი

                           
ჰელისფერული ნაკადის ფენაწარმოიქნება მზის ბრუნავი მაგნიტური ველის გავლენით მზის ქარში არსებულ პლაზმაში
 ზის ზედა ატმოსფეროდან წამოსული პლაზმის ნაკადი. ის უმეტესად პროტონებსა და ელექტრონებს მოიცავს, რომელთა ენერგია ჩვეულებრივ 1,5-10 კილოელექტრონვოლტია. ნაწილაკების ნაკადის სიმკვრივეტემპერატურა და სიჩქარე იცვლება დროთა განმავლობაში და მზის გრძედის მიხედვით. ეს ნაწილაკები თავიანთი მაღალი ენერგიის წყალობით მზის გრავიტაციას თავს აღწევს — გვირგვინის მაღალი ტემპერატურიდან და მაგნიტური, ელექტრული და ელექტრომაგნიტური ფენომენებიდან, რომელიც მასში ხდება.
                 
                                     მზის ქარი და მაგნიტოსფერი დედამიწის
მზიური ქარი ზებგერითი სიჩქარით ვრცელდება უდიდეს მანძილებზე და ავსებს რეგიონს, რომელსაც ეწოდება ჰელიოსფერო — ბურთულის მსგავსი უზარმაზარი სივრცე, რომელსაც გარს აკრავს ვარსკვლავთშორისი სივრცე. მზიურ ქართან დაკავშირებული სხვა ფენომენებია: ციალი (ჩრდილოეთისა და სამხრეთის ნათება), კომეტის პლაზმური კუდი, რომელიც ყოველთვის მზის საპირისპიროდაა მიმართული, და გეომაგნიტური შტორმები, რომელთაც ძალუძს შეცვალოს მაგნიტური ველის ძალწირების მიმართულება.
იხ. ვიდეო
პირველად ვარაუდი ნაწილაკების არსებობის შესახებ ვარაუდი, რ-იც მზიდან მოდის გამოთქვა რიჩარდ კერინქტონის მიერ 1959წ-ს. მზისქარისგამო ყოველდღიურად მზე კარგავს დაახლ. მილონამდე ტონას ნივთიერებას.
ულისეს დაკვირვება მზის ქარის სიჩქარეზე, როგორც ჰელიოს გრძედის ფუნქცია მზის მინიმუმის დროს. ნელი ქარი (≈400 კმ / წმ) შემოიფარგლება ეკვატორული რეგიონებით, ხოლო სწრაფი ქარი (≈750 კმ / წმ) ბოძებზე ჩანს. წითელი / ლურჯი ფერები აჩვენებს ჰელიოსფერული მაგნიტური ველის შინაგან / გარე პოლარობებს.

მზის ქარი ძირითადად შედგება ელექრტონების, პროტონების და ჰელიუმის ბირთვების (ალფა-ნაწილაკენისგან). ბირთვები სხვა ელემ,ენტებისა და არაიონიზებული ნაწილაკებისგან (ელექტრულად ნეიტრანული) შედგება უმნიშვნელო რაოდენობით.
მიუხედავად იმისა, რომ მზის ქარი მოდის მზის გარე ფენიდან, ის არ ასახავს ამ ფენის ელემენტების შემადგენლობას, რადგან დიფერენცირების პროცესების შედეგად, ზოგიერთი ელემენტის შინაარსი იზრდება და ზოგიც მცირდება (FIP ეფექტი).


воскресенье, 6 сентября 2020 г.

პლატონი

                                                  პლატონი

                              Head Platon Glyptothek Munich 548.jpg
 (ბერძ. Πλάτων) (დაახ. 21 მაისი ?, ძვ. წ. 427 – 347) — ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი კლასიკური ხანის ბერძენი ფილოსოფოსისოკრატეს მოსწავლე, არისტოტელეს მასწავლებელი, ფილოსოფიური დიალოგების ავტორი, ათენის აკადემიის დამფუძნებელი.
ზუსტი ტარიღი პლატონის დაბადების არ არის ცნობილი მკვლევრები ვარაუდობენ 427წ-ს ჩვ. წ. აღ. ათენსი ან ეგინაში.პელოპენოსის ომის დროს ათენსა და სპარტას შორის.
თანახმად დიოგენე ლაერტსკიმის, ნადვილი სახელი პლატონის - არისტოკლია, პლატონი ზედმეტსახელია რაც ბრძნ. სიტყვიდან პლატო - გრძედი. იგულისხმება ფართო მხრები, რაც მისმა ტანვარჯიშის მოჭიდავე მასწავლებელმა შეარქვა ხოლო სხვა ვესიით მისი შუბლის გამო.
პლატონი ინტენსიურად ასწავლიდა აკადემიაში და ასევე დაწერილი აქვს ნაშრომები მრავალ ფილოსოფიურ თემაზე, რომელთაგან უმთავრესი მისი დიალოგებია, თუმცა ასევე შემორჩენილია რამდენიმე ეპიგრამა და წერილები. მიჩნეულია, რომ პლატონის დიალოგები თითქმის სრულიად არის შემორჩენილი ორიგინალში. თუმცა, ზოგიერთი დიალოგი, რომელსაც ბერძნები პლატონს მიაწერდნენ, ამჟამად მიიჩნევა, რომ უფრო ადრინდელი წარმოშობის უნდა იყოს (მაგ. პირველი ალკიბიადე, კლიტოფონი) ან კიდევ ფალსიფიცირებული (მაგ. დემოდოკუსი, მეორე ალკიბიადე).
                                                       
                                  პლატონი და  სოკრატე. გვერდი შუა საუკუნოვანი წიგნიდან
პლატონის დიალოგების მთავარი პერსონაჟი სოკრატეა. თუმცა ამ დიალოგთა შემადგენლობის რა ნაწილი ეკუთვნის სოკრატეს ან თავად პლატონს, დიდი კამათის საგანია, ვინაიდან სოკრატეს თავად საკუთარი შეხედულებები არ გამოუთქვამს. მიუხედავად ამისა, პლატონი უდავოდ განიცდიდა სოკრატეს გავლენას და მრავალი იდეა მის ადრეულ ნამუშევრებში სოკრატესგან ნასესხები უნდა იყოს.
პლატონი სავარაუდოდ ათენში ან ეგინაში დაიბადა მაისში ან დეკემბერში ძვ.წ. 428 ან 427 წელს საშუალო შეძლების არისტოკრატთა ოჯახში. მამამისს არისტონი ერქვა, დედას კი - პერიქციონა. მისი ოჯახი ძველი ათენელი მეფეების გენეალოგიის ერთ-ერთი განშტოების შთამომავლებად ითვლებოდნენ და ზოგიერთი ისტორიკოსის ცნობით, ის განთქმულ პოლიტიკოსს კრიტიასს ენათესავებოდა. ჰელენისტი ისტორიკოსის დიოგენეს მიხედვით, პლატონის დაბადების სახელი არისტოკლე უნდა ყოფილიყო, ხოლო პლატონი მისმა ჭიდაობის მასწავლებელმა - არისტონ არგოსელმა დაარქვა ტანადობისა და ფიზიკური სიძლიერის გამო. მეორე ვერსიით პლატონს სახელი მისი ფართო შუბლის, ან მისი ვრცელი შეხედულებების გამო ეწოდა (პლატოს ბერძნულად ფართოს, ვრცელს ნიშნავს).
პლატონი სოკრატეს მოსწავლე ადრეულ სიყმაწვილეში ხდება და, როგორც თავად აღნიშნავს საკუთარ წერილებში, ის დაესწრო საკუთარი მასწავლებლის სასამართლოს, თუმცა არა განსასჯელის აღსრულებას. ქალაქის მიერ სოკრატეს გაწირვამ მასზე მძიმე შთაბეჭდილება მოახდინა და მისი ადრეული ნამუშევრები ძირითადად მის მასწავლებელზე მოგონებებს წარმოადგენს. მიჩნეულია, რომ მისი ეთიკური ნაშრომების უმრავლესობა ისეთი საზოგადოებრივი ცხოვრებისკენ მისწრაფებაა, სადაც ამგვარი უსამართლობა შეუძლებელი იქნებოდა. სოკრატეს სიკვდილიდან მომდევნო თორმეტი წლის განმავლობაში პლატონი მოგზაურობს იტალიაშისიცილიასა და ეგვიპტეში ცოდნის გასაღრმავებლად.
40 წლის ასაკში, ათენში დაბრუნების შემდეგ, პლატონი აკადემოსის ჭალაში, ათენთან, აფუძნებს ერთ-ერთ უძველეს დღემდე ცნობილ ორგანიზებულ სკოლას დასავლურ სამყაროში. აკადემია მიწის შემოსაზღვრული ვრცელი ნაკვეთი იყო, რომელიც ერთ დროს ათენის მოქალაქეს, სახელად აკადემოსს, ეკუთვნოდა, თუმცა ზოგიერთი წყაროს თანახმად ადგილს სახელი უძველესი გმირის პატივსაცემად დაერქვა. ამ აკადემიამ იმოქმედა 529 წლამდე, როდესაც ის იუსტინიანე I ბიზანტიელმა დახურა, ვინაიდან მისი წარმოდგენით ეს დაწესებულება ქრისტიანობის გავრცელების საშიშროებას წარმოადგენდა. ამ აკადემიაში იმ დროის მრავალი მოაზროვნე სწავლობდა, მათ შორის არისტოტელეც.
იხ. ვიდეო

პლატონზე დიდი ზეგავლენა იქონია რამდენიმე ადრეულმა ფილოსოფოსმაც, მათ შორის: პითაგორელებმა, რომელთა რიცხვთა ჰარმონიის დებულებები აისახა პლატონის ფორმათა თეორიაშიანაქსაგორას მიმდევრებმა, რომლებიც თავის მხრივ სოკრატეს ასწავლიდნენ და რომელთაგანაც მომდინარეობს სწავლება ცნობიერების ყოვლისმომცველობაზე; პარმენიდეს მიმდევრებმა, რომელთა მიხედვით ყველა საგანი ერთი მთლიანის ნაწილია, რაც შესაძლოა სულზე პლატონისეული მოძღვრების საფუძველი გახდა.

რაფაელის პლატონი ათენის სკოლის ფრესკაზე, შესაძლოა ლეონარდო და ვინჩის მსგავსად. პლატონი ზეცისკენ მიუთითებს, რაც მის ფორმათა მრწამსს განასახიერებს.
სოკრატესგან განსხვავებით პლატონი საკუთარ ფილოსოფიურ შეხედულებებს წერილობითი ფორმით ქმნიდა და, შესაბამისად, შთამომავლობას დიდი რაოდენობით ხელნაწერი დაუტოვა. პლატონის წერილებში ასახულია კამათი მმართველობის შესაძლო საუკეთესო ფორმებზე, იხილავს რა არისტოკრატიასდემოკრატიასმონარქიასოლიგარქიას და ა.შ. ცენტრალური თემა მის ნაშრომებში უკავია კონფლიქტს ბუნებასა და საყოველთაოდ მიღებული შეხედულებებს შორის, მემკვიდრეობაზე, ადამიანური გონებისა და ხასიათის გარემოზე (დიდი ხნით ადრე თანამედროვე „ბუნება აღზრდის პირისპირ“ დებატების დაწყებამდე, ტომას ჰობსისა და ჯონ ლოკის დროს), განსხვავება ცოდნასა და ჭეშმარიტ რწმენას შორის. ამ პრობლემათა დეტალურმა განხილვამ შემდგომში ისეთ იდეათა და არგუმენტთა აღმოცენება გამოიწვია, რომლებიც დღემდე თანამედროვეე ფილოსოფოსთა დავის საგანია. მის თანამედროვე მოაზროვნეთაგან განსხავევებით პლატონი ამტკიცებდა, რომ ძირითადი განსხვავება ცოდნასა და ჭეშმარით რწმენას შორის იყო მათი განხილვის საგანთა ბუნება: ცოდნა იყო უკვდავი სინამდვილე, მაშინ როდესაც ჭეშმარიტი რწმენა იყო ეფემერული, დამოკიდებული სინამდვილე.
პლატონი უმეტესწილად დიალოგების ფორმით წერდა. ადრეულ დიალოგებში რამდენიმე პერსონაჟის დისკუსიაა აღწერილი, სადაც თემის განხილვა ხდება პერსონაჟების მიერ ერთმანეთისთვის დასმული კითხვების სახით. ამ დიალოგების მთავარი მოქმედი პირია სოკრატე. ამით პლატონმა სათქმელის მიტანა მკითხველამდე მოახდინა სადა, ლაღი და მეცნიერული ტერმინოლოგიის დახვავების გარეშე. მათ სოკრატესეულ დიალოგებს უწოდებენ.
დიალოგთა წარმართვის სტილი მნიშვნელოვანწილად შეიცვალა პლატონის ცხოვრების განმავლობაში. დამკვიდრებულია აზრი, რომ პლატონის ადრეული ნამუშევრები სოკრატეს იდეებზეა დამყარებული, მაშინ როდესაც მისი გვიანდელი შრომები სულ უფრო მეტად ემიჯნება პლატონის ყოფილი მასწავლებლის შეხედულებებს. შუალედურ დიალოგებში სოკრატე ხდება პლატონის საკუთარი ფილოსოფიის მქადაგებელი, ხოლო კითხვა-პასუხის სტილი კი შედარებით ფორმალურ ხასიათს ატარებს: მთავარი ფიგურა განასახიერებს პლატონს, ხოლო მეორეხარისხოვანი პერსონაჟები კი მხოლოდ „ჰო“–ს, „რა თქმა უნდა“–ს ან „ნამდვილად“–ის თქმის ფუნქციას იძენენ. გვიანდელი დიალოგები ტრაქტატის ხასიათისაა, სადაც სოკრატე ხშირად აღარ ფიგურერებს ან ხშირ შემთხვევაში სდუმს. ასევე საყოველთაოდ მიიჩნეულია, რომ ადრეული დიალოგები ეყრდნობა სოკრატეს ნამდვილ დისკუსიებს, ხოლო გვიანდელი დიალოგები მთლიანად პლატონს ეკუთვნის. გაურკვევლობა იმაში, თუ რომელი დიალოგები ეკუთვნის სინამდვილეში სოკრატეს, ცნობილია როგორც „სოკრატეს პრობლემა“.
იხ. ვიდეო

დიალოგის ფარული მიზანსცენა პლატონსა და მკითხველს ფილოსოფიური დისკუსიის დამკვირვებლის როლს ანიჭებს; მკითხველს შემეცნების არა ნაკლებ ორი არჩევანი აქვს: მონაწილეობა მიიღოს დიალოგებში განხილულ საკითხებში, ან უბრალოდ მიჰყვეს მას რათა შეიცნოს ნაშრომში აღწერილ ხასიათთა თვისებები. დიალოგის ფორმატი ასევე საშუალებას აძლევს პლატონს არაპოპულარული მოსაზრებები არასიმპათიურ პერსონაჟთა პირით გამოხატოს, როგორიცაა თრასიმაქუსი „რესპუბლიკა“-ში.

მეტაფიზიკა მეტაფიზიკა (ის, რაც ფიზიკის მიღმაა) წარმოადგენს ფილოსოფიის ნაწილს, რომელიც სწავლობს ყოფიერების, სამყაროსა და სინამდვილის, როგორც ასეთთა, პირვანდელ არსს. ამ ტერმინს გამოიყენებენ იმის აღსანიშნავად, რაც გრძნობადი აღქმის ფარგლებს სცილდება. ზოგადად „მეტაფიზიკურით“ აღნიშნავენ საგნის იდეალურ ბუნებას, მის არსს, საზრისს.

„პირველი ფილოსოფია“ ანუ მეტაფიზიკა მოიცავს ონტოლოგიას და ეპისტემოლოგიას (გნოსეოლოგიას). მეტაფიზიკა ზოგჯერ იღებს მისტიკისა და ოკულტიზმის სახეს.

ბენზინი

                                 ბენზინი
                           
                                                                        ბენზინი
საწვავი შერეული მსუბუქი ნახშირწყალბადი დუღილის ტემპ-რა +33 - დან  205°C, სიმკვრივე — 700-780კგ/მ³. იყინება — 60°C ქემოთ, 0°C-ზე დაბალ ტემპერატურაზე აალდება. ჰაერში 74-123 გ/მ³ კონცენტრაციისას ფეთქებადი ნარევები წარმოიქმნება. ბენზინს ძირითადად ნავთობის გამოხდით ან მისი თერმული და კატალიზური გადამუშავებით ღებულობენ, მცირე რაოდენობით — ქვანახშირისა და საწვავი ფიქლების, აგრეთვე ბუნებრივი აირების გადამუშავებით. (ფრანგ. benzine) — სხვადასხვა აგებულების ნახშირწყალბადების ნარევი, დამახასიეთებელი სუნის მქონე, წყალზე მსუბუქი, გამჭვირვალე უფერო სითხე, დუღილის ტემპერატურაა 30-იდან 205°C, სიმკვრივე — 700-780კგ/მ³. იყინება — 60°C ქემოთ, 0°C-ზე დაბალ ტემპერატურაზე აალდება. 
იხ. ვიდეო

ჰაერში 74-123 გ/მ³ კონცენტრაციისას ფეთქებადი ნარევები წარმოიქმნება. ბენზინს ძირითადად ნავთობის გამოხდით ან მისი თერმული და კატალიზური გადამუშავებით ღებულობენ, მცირე რაოდენობით — ქვანახშირისა და საწვავი ფიქლების, აგრეთვე ბუნებრივი აირების გადამუშავებით. ბენზინს იყენებენ საწვავად შიგაწვის ძრავებში. მას ხმარობენ გამხსნელადაც, სარეცხ სითხედ და სხვა; საწვავი ბენზინი იყოფა საავტომობილო და საავიაციო ბენზინად. საავტომობილო ბენზინი ორი სახისაა: საზამთრო და საზაფხულო. საზამთრო ბენზინი შეიცავს მეტ დაბალმდუღარ ნახშირწყალბადებს, ვიდრე საზაფხულო. ბენზინის უმნიშვნელოვანესი საექსპლუატაციო თვისებაა მისი ადვილად აორთქლების უნარი და დეტონაციური მდგომარეობა. ბენზნის ანტიდეტონაციური თვისებები დამოკიდებულია შემადგენელი ნახშირწყალბადების აგებულებაზე და ფასდება ოქტანური რიცხვით. იყენებენ შემდეგი მარკის ბენზინს: A-66, A-72 და სხვა (რიცხვითი მაჩვენებლები ოქტანური რიცხვის მაჩვენებელია). დეტონაციური მდგომარეობის გასადიდებლად ბენზინს უმატებენ ტეტრაეთილტყვიას. ასეთი ეთილირებული ბენზინი შხამიანია და სხვა ბენზინებისგან განსასხვავებლად აფერადებენ. დიდი ხნის განმავლობაში ბენზინს იღებდნენ რეკტიფაციის მეშვეობით (ნავთობის გადამუშავებით) და არჩევა ნევთობის ფეაქციიდან, დუღილისას გარკვეულ ტემპერატურაზე ზღვარზე (100 °C - დან  — ბენზინი I ხარისხის,  110 °C - მდე — ბენზინი სპეციალური,  130 °C - მდე — ბენზინი II ხარისხის). თუმცა საერთო დამახასიათებელი ამ ბენზინების წამოადგენს დაბალი ოქტანობის რიცხვს. 
                                           ავტოგასამართი სადგური მიუნხენში
ბენზინი მავნებელია ადამიანისათვის. ბენზინის ორთქლი ორგანიზმში ძირითადად ფილტვების მეშვეობით აღწევს, მაგრამ შეიძლება კანიდანაც მოხვდეს. მოწამვლის საშიშროება არსებობს ბენზინის წარმოების ყველა ეტაპზე, ტრანსპორტირებისა და განსაკუთრებით, გამოყენების დროს. ბენზინით მოწამვლა იწვევს თავის ტკივილს, ხველებას, თვალისა და ცხვირის ლორწოვანი გარსის გაღიზიანებას; მძიმე მოწამვლის შემთხვევაში — თავბრუს, ბარბაცს, ფსიქიკურ აგზნებას, პულსის შენელებას, იშვიათად — გრძნობის დაკარგვას.

пятница, 4 сентября 2020 г.

არისტოტელე

                                                   არისტოტელე
                       Aristotle Altemps Inv8575.jpg
არისტოტელეს ბიუსტი. რომაული კოპიო ბერძნული ბრონზის ორიგინალის (330წ. ჩვ. წ. აღ. -ის შემდეგ) ორიგინალის ავტორია - ლისიპი
 (ბერძ. Αριστοτέλης), დაბადების ადგილის, სტაგირის მიხედვით ასევე მოიხსენიებენ სტაგირიტის (დ. ძვ. წ. 384სტაგირა, მაკედონია ― გ. ძვ. წ. 322ქალკიდა) — ძველი საბერძნეთის ფილოსოფოსი და მეცნიერი, მეცნიერ-ენციკლოპედისტი.
პლატონის მოსწავლე, ალექსანდრე მაკედონელის აღმზრდელი ძვ. წ. 343-დან, ძვ. წ. 335 ათენში დააარსა ლიცეუმი (ლიკეიონი), რომელიც ცნობილია პერიპატეტიკური სკოლის სახელით. პლატონთან და სოკრატესთან (პლატონის მასწავლებელთან) ერთად წარმოადგენს თანამედროვე ფილოსოფიის დასავლური სკოლის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან დამფუძნებელს. ალექსანდრე მაკედონელის სიკვდილის შემდეგ არისტოტელე გაეცალა ანტიმაკედონურ მოძრაობას, გადასახლდა ვებეაზე ქ. ქალკიდაში, სადაც მალე გარდაიცვალა. არისტოტელეს ნაშრომთა სრული კრებული ბერძნულად გამოსცა ალდუს მანუციუსმა ვენეციაში 1491-1498. უახლესია მ. ბეკერის გამოცემა 1831-1870. არისტოტელეს ნაშრომთა ციტირება მიღებულია ამ გამოცემის მიხედვით. ფორმალური ლოგიკის შემქმნელი. არისტოტელე იყო პირველი მოაზროვნე ვინც შექმნა ყოველმხრივი სისტემა ფილოსოფიის, რომელიც მოიცავდა ყველა სფეროს: სოციოლოგიას, პოლიტიკა, ლოგიკა, ფიზიკა. მისი თვალსაზრისი ონტოლოგიაზე იქონის სერიოზული გავლენა შემდეგ განვითარებაზე ადამიანის აზროვნებაზე.
                                                 
პლატონი და არისტოტელე, ან ფილოსოფია ჰორელიეფი XV ს. ლუკა დელა რობია (მარცხნივ არისტოტელე)
 არისტოტელე, რომლის სახელიც ნიშნავს "საუკეთესო მიზანს", დაიბადა სტაგირაში, ქალკედონიაში ძვ. წ. 384 წელს. მისი სამშობლო ქალაქი მდებარეობს თანამედროვე თესალონიკიდან დაახლოებით 55 კმ-ით (34 მილით) აღმოსავლეთით. მამა - ნიკომაქოსი მაკედონიის მეფის, ამინტასის პირადი ექიმი იყო. არისტოტელე აღზარდეს, როგორც არისტოკრატი. დაახლოებით თვრამეტი წლის ასაკში იგი გაემგზავრა ათენში პლატონის აკადემიაში სწავლის გასაგრძელებლად. არისტოტელე თითქმის ოცი წლის განმავლობაში დარჩა აკადემიაში, მანამ სანამ ძვ. წ. 348-47 წელს არ დატოვა საბოლოოდ ათენი. ძირითადი ახსნა წარმოადგენს იმას, რომ იგი გულნატკენი დარჩა იმ ფაქტით, რომ აკადემიის მმართველობა პლატონის სიკვდილის შემდეგ გადავიდა მის ძმისწულზე, სპევსიპეზე, თუმცა ისიც შესაძლებელია, რომ ცოტა უფრო ადრე, ჯერ კიდევ პლატონის სიკვილამდე, ანტიმაკედონურ მოძრაობასაც გაეცალა. შემდეგ მან იმოგზაურა თავის მეგობარ ქსენოკრატესთან ერთად მეგობრის, ჰერმიასის კარამდე ატარნეუსშიმცირე აზიაში. ამავე მოგზაურობის განმავლობაში არისტოტელემ მოინახულა კუნძული ლესბოსი თეოფრასტესთან ერთად, სადაც მათ ერთად გამოიკვლიეს კუნძულის ბოტანიკა და ზოოლოგია. არისტოტელემ ცოლად შეირთო ჰერმიასის ნაშვილები ქალიშვილი (ან ახლო ნათესავი) პითია. მან არისტოტელეს გაუჩინა გოგონა, რომელსაც ასევე პითია დაარქვეს. ჰერმიასის სიკვდილის შემდეგ, ძვ. წ. 343 წელს, არისტოტელე მაკედონიის მეფე ფილიპე მეორემ თავისი შვილის, ალექსანდრეს აღმზრდელად მიიწვია.
იხ. ვიდეო

არისტოტელე დანიშნეს მაკედონიის სამეფო აკადემიის უფროსად. ამ დროის განმავლობაში ის ასწავლიდა არა მარტო ალექსანდრეს, არამედ ორ სხვა მომავალ მეფესაც: პტოლემეს და კასანდრეს. არისტოტელემ წაახალისა ალექსანდრე აღმოსავლური დაპყრობებისკენ და მისი დამოკიდებულება სპარსეთის მიმართ აშკარად ეთნოცენტრული იყო. ერთ-ერთ შემონახულ ცნობილ მაგალითში, იგი ურჩევს ალექსანდრეს, რომ "იყოს ბერძანთა ლიდერი და ბარბაროსთა დესპოტი, შეხედოს ბერძნებს, როგორც მეგობრებსა და ნათესავებს, ხოლო სპარსელებს კი როგორც მხეცებს ან მცენარეებს".
ძვ. წ. 335 იგი დაბრუნდა ათენში და დააარსა თავისი საკუთარი სკოლა, რომელიც ცნობილია ლიცეუმის სახელით. არისტოტელე ამ სკოლაში სწავლებას შემდეგი თორმეტი წლის განმავლობაში უძღვებოდა. ათენში მისი მეუღლე პითია დაიღუპა და არისტოტელემ მოიყვანა მეორე ცოლი, ჰერპილე სტაგირიდან. მათ ვაჟი გაუჩნდათ, რომელსაც პაპის, ნიკომაქოსის სახელი დაარქვეს.
მიიჩნევენ, რომ სწორედ ამ პერიოდში, დაახლოებით ძვ. წ. 335-323 წელს შეთხზა არისტოტელემ თავის შრომათა უმეტესობა არისტოტელემ დაწერა მრავალი დიალოგი, რომელთა მხოლოდ ფრაგმენტებიღაა შემორჩენილი. ის შრომები კი, რომელიც შემორჩა, ტრაქტატის ფორმას ატარებს და, როგორც ჩანს, განკუთვნილი არ იყო გამოქვეყნებისათვის და უბრალოდ სალექციო დამხმარე მასალას წარმოადგენდა სტუდენტებისათვის. მისი ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი ნაშრომებია: ფიზიკამეტაფიზიკა, ნიკომაქესეული ეთიკაპოლიტიკა, De Anima (სულის შესახებ) და პოეზია.
არისტოტელემ არა მარტო შეისწავლა იმ დროისათვის შესაძლო ყველა დისციპლინა, არამედ მრავალ მათგანში მნიშვნელოვანი წვლილიც შეიტანა. ფიზიკის (ბუნებისმეტყველების) სფეროში არისტოტელემ დაამატა თავისი ნაშრომები შემდეგ დარგებში: ანატომიაასტრონომიაემბრიოლოგიაგეოგრაფიაგეოლოგიამეტეოროლოგია, ფიზიკა (საკუთრივ ფიზიკა) და ზოოლოგია. ფილოსოფიის სფეროში (ზოგადად ჰუმანიტარული მეცნიერების) მან დაამატა შრომები ესთეტიკაზე, ეთიკაზე, მმართველობაზე, მეტაფიზიკაზე, პოლიტიკაზე, ეკონომიკაზეფსიქოლოგიაზერიტორიკასა და თეოლოგიაზე. იგი აგრეთვე იკვლევდა აღზრდა-განათლებას, უცხოურ ადათ-წესებს, ლიტერატურასა და პოეზიას. ითვლება, რომ არისტოტელე, შესაძლოა, იყო ბოლო პიროვნება, რომელმაც იცოდა ყველაფერი, რაც შეიძლება ადამიანს სცოდნოდა თავისი თანამედროვე მეცნიერების შესახებ. პლატონისგან განსხვავებით, რომელიც იყო იდეალისტური სკოლის მამამთავარი, არისტოტელე ითვლება მატერიალისტური სკოლის მამამთავრად.
თავისი მმართველობის ბოლოს ალექსანდრე ეჭვიანი გახდა, ყველგან შეთქმულებას ხედავდა და არისტოტელესაც კი ემუქრებოდა წერილებში. არისტოტელე არ ფარავდა თავის აზრს ალექსანდრეს ღვთაებრიობის პრეტენზიასთან დაკავშირებით. ალექსანდრემაც მოახერხა შურისძიება და არისტოტელეს ძმისშვილიშვილი კალისთენე სიკვდილით დასაჯა, როგორც მოღალატე.
ალექსანდრეს სიკვდილის შემდეგ ათენში კიდევ ერთხელ გაღვივდა ანტი-მაკედონური მოძრაობა. ევრიმედონემ, რომელიც იეროფანტი ანუ უმაღლესი ქურუმი იყო ათენში, შერისხა არისტოტელე, რადგანაც იგი ღმერთებს საკადრის პატივს არ სცემდა. არისტოტელე გაიქცა დედულეთში, ქალკისში და თავისი საქციელი ამგვარად ახსნა: მე ვერ მივცემ ათენელებს იმის ნებას, რომ ორჯერ სცოდონ ფილოსოფიის წინაშე (სოკრატეს სიკვდილით დასჯას გულისხმობდა). სულ რაღაც ერთი წლის შემდეგ, ძვ. წ. 322 წელს, იგი ევბეაში, ბუნებრივი სიკვდილით აღესრულა. არისტოტელემ თავისი სურვილის აღმასრულებლად თავისი მოსწავლე ანტიპატრე დანიშნა და დატოვა ანდერძი, რომელშიც მეუღლის გვერდით დაკრძალვას ითხოვდა.                                                

მინივირუსი - minivirusi

                 მინივირუსი - minivirusi

                          Giant Mimivirus with satellite Sputnik virophages.png
                                            მინივირუსი ელექტრონული მიკროსკოპის ქვეშ
ლათ. Mimivirus  -  ვირუსების სახეობა თავისათავში ერთი სახეობა Acanthamoeba polyphaga mimivirus (APMV) რომლისაც მფლობელია ამების სახეობა Acanthamoeba.
2011წ-ს იქნა აღმოჩენილი როცა იყო აღწერილი მსხვილი Megavirus chilensis, მიჩნეულია რომ მინივირუსს გააჩნია ყველაზე მხვილი კაპსოიდური გარემო ყველა ცნობილი ვირუსებს შორის დაახლ 500ნმ დიამეტრის. განსხვავებით სხვა ვირისებისგან მინივირუსი ვერ გადის ფილტრს 0,22 მკმ და ჩანს მანათობელ მიკროსკოპში, სიდიდით ის ახლოს არის ბაქტერიასთან, ისეთი როგორიც არის მიკოპლაზმა. გარდა ამისა სხვა ვირუისებთან შედარებისას და იწქამდე ბაქტერიბთან მინივირუსს აქვს უფრო მეტი მოცულობის (დაახლ. 1,2 მილიონი ნუკლოიდური წყვილი) და რთული სრუქტურის გენომი.
ნათელი ბოლომდე არ არის მის შესახებ ბევრი რამ არნიშნული ვუსის.მისი აღმოჩენა დიდი ინტერესი გამოიწვია მეცნეირტა წრეში. ერთერთი პირველ აღმომჩენნლები ვარაუდობდნე, რომ ის წარმოადგენდა არასრული რგოლს ვირუსსა და ურედულ ორგანიზმს შორის. ასევ არის უფრო რადიკალური მოსაზრება, რომლის თანახმადაც მინივირუსი წარმოადგენს პრინციპიალურ ახალი სიცოცხლის ფორმას, რომელიც არ მიეკუთვნება ვურუსებსა და ბაქტერიებს.
იხ. ვიდეო


четверг, 3 сентября 2020 г.

სპილენძი

                            სპილენძი

                      
                                          თვითნაბადი სპილენძი (დაახლ. 4 სმ სიგრძის
ქიმიური ელემენტი, რომელიც აღინიშნება სიმბოლოთი Cu (ლათ. Cuprum, კუნძულ კვიპროსის სახელწოდებიდან მოდის. (ლათ. Cuprum, კუნძულ კვიპროსის სახელწოდებიდან მოდის) და მისი ატომური ნომერია 29. იმყოფება ქიმიურ ელემენტთა პერიოდული სისტემის მეთერთმეტე ჯგუფში. სუფთა სპილენძი გარეგნულად მოწითალო-მოვარდისფროა მცირე ოქროსფერი ელვარებით, რბილი და კარგად ჭედადი ლითონიაიგი კარგი ელექტრო- და თბოგამტარიცაა, რის გამოც იგი გამოიყენება ელექტროგამტარებისა (სადენების) და თბოგამტარების დასამზადებლად. გამოიყენება ასევე საშენ მასალად და მრავალი შენადნობის ერთ-ერთი ძირითადი შემადგენელია.
                                                  
                                                                         სპილენძის სულფადი
სპილენძი და მისი შენადნობები უძველესი პერიოდიდან გამოიყენება. ადრე მას მოიპოვებდნენ კუნძულ კვიპროსიდან, საიდანაც მოდის მისი სახელწოდება: Cyprium, "ლითონი კვიპროსიდან", მოგვიანებით შემოკლდა და მივიღეთ მისი ამჟამინდელი სახელწოდება - Cuprum. შესაძლოა იქ უკვე აღარ იყოს სპილენძის საკმარისი რაოდენობა, რომელიც დააკმაყოფილებდა თანამედრო მაღალ მოთხოვნას ამ ლითონზე. ზოგიერთ ქვეყანას, როგორებიცაა ჩილე და აშშ, ჯერ კიდევ აქვთ სპილენძის მნიშვნელოვანი მარაგი, რომელსაც ისინი დიდი ღია კარიერების საშუალებით მოიპოვებენ.
                                                                   
სპილენძის ნაერთები ხშირად გვხვდება როგორც სპილენძის მარილები Cu2+ იონით, რაც უმეტესად ლურჯ ან მწვანე შეფერილობას აძლევს ფირუზის მსგავს მინერალებს, რომელთაც გამოყენების ხანგრძლივი ისტორია აქვთ პიგმენტების სახით. სპილენძის არქიტექტურული სტრუქტურის საბოლოო კოროზიის შედეგად ვიღებთ დამახასიათებელი მწვანე ფერის პატინას. სპილენძს, როგორც ლითონის ასევე პიგმენტური მარილის სახით, მნიშვნელოვანი გამოყენება აქვს დეკორატიულ ხელოვნებაში.
იხ. ვიდეო
          სპილენძი ებრძვის დაავადებებს...
სპილენძი უძველესი დროიდან გამოიყენებოდა სამკაულებისა და საყოფაცხოვრებო ნივთების დასამზადებლად, სამკურნალოდ.
სპილენძი აქტიურად მონაწილეობს სისხლის წარმოქმნასა და ნივთიერებათა ცვლის პროცესში, ტონუსს მატებს ღვიძლს, ელენთასა და ლიმფურ სისტემას, სპობს მიკრობებს, ხელს უწყობს წონის დაკლებას. სპილენძს იყენებენ პარაზიტული დაავადებების, სისხლნაკლებობის, მენინგიტისა და რადიკულიტის სამკურნალოდ.
                                                          
                                                            პროდუქტები, მდიდარი სპილენძით
მაგალითად, რადიკულიტის დროს მტკივნეულ ადგილზე იდებენ სპილენძის მონეტას ან ფირფიტას, ზევიდან კი მატყლს იფარებენ. სახსრების ტკივილისა და მარილების დაგროვების დროს თითებზე იკეთებენ რამდენიმე რგოლს, შაქრიანი დიაბეტის დროს სასარგებლოა სპილენძის (შაბიამნის) აბაზანები (1-2 / შაბიამანი და წყლით სავსე აბაზანა).

პროცედურა გაიმეორეთ კვირაში 1-2-ჯერ 15 წუთით. მკურნალობის კურსია 10-15 აბაზანა და შეგიძლიათ გაიმეოროთ წელიწადში 4-6-ჯერ.
თავის ტკივილის, უძილობის, შაქრიანი დიაბეტის დროს მარჯვენა ხელზე ატარეთ 99%-იანი სპილენძის სამაჯური, ხოლო მაღალი წნევის, ჰემოროის, გულის უკმარისობის, ტაქიკარდიის დროს - მარცხენა ხელზე.

სპილენძის საყოფაცხოვრებო საგანი, რომელსაც რეგულარულად ვეხებით (მაგალითად, კარის სახელურები, წყლის ონკანი და ..) ხელს უშლის სხვადასხვა ინფექციისა და ბაქტერიის გავრცელებას.

ჯანმრთელ ადამიანს სჭირდება დღე-ღამეში 2 მგ სპილენძი. 1 სასმელი წყალი შეიცავს 1მგ სპილენძს. სპილენძი არის ხორცში, თევზში, პურ-ფუნთუშეულში, მუხუდოში, ბოსტნეულში, ქამა სოკოში, კარტოფილში, ღვიძლში, თირკმლებში, კვერცხის გულში, ხორბალში, ზოგიერთ ზღვის პროდუქტში.

ცნობისთვის:

1. რძის დიეტამ შეიძლება გამოიწვიოს ორგანიზმში სპილენძის უკმარისობა.
2. ალერგიულებმა თავი შეიკავეთ ნებისმიერი ლითონით მკურნალობისგან.
3. მათ, ვინც ალერგიული არ არის, მაგრამ ლითონით მკურნალობისას კანზე გაუჩნდათ გამონაყარი და დაეწყოთ ქავილი, მაშინვე უნდა შეწყვიტონ მკურნალობა.


უძველესი უცხოპლანეტელები (სერიალი)

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -   უძველესი უცხოპლანეტელები (სერიალი) ინგლ. Ancient Aliens Ancient Aliens არის ამერიკული...