суббота, 19 сентября 2020 г.

თანავარსკვლავედები

                      თანავარსკვლავედები

                                     

დათვის თანავარსკლავედი თანავარსკლავედი იან ჰეველინის ატლასი (სარკისებული გამოსახულება)

ვარსკვლავური ცის უბნები. მათი კონტურები განსაკუთრებით ბრწყინვალე ვარსვლავების მიხედვით დგინდება.

ცის დაყოფა თანავარსკვლავედებად უძველესი დროიდან მომდინარეობს. ძირითადი თანავარსკვლავედები გამოყვეს და სახელები შეარქვეს მითოლოგიური (ჰერკულესიპერსევსიანდრომედე და სხვა) ან საყოფაცხოვრებო (სასწორიმშვილდოსანი და სხვა) სფეროდან. დროთა განმავლობაში ზოგიერთი თანავარსკვლავედების საზღვრები ზუსტდებოდა ან არსებულ თანავარსკვლავედებს ყოფდნენ რამდენიმე თანავარსკვლავედებად. საერთაშორისო ასტრონომიული კავშირის 1922 წლის გადაწყვეტილებით ვარსკვლავიერი ცა დაყოფილია 58 თანავარსკვლავედად.

ამჟამად მთელი ცა 88 თანავარსკვლავედადაა დაყოფილი. ყოველი ვარსკვლავი, ხილვადია შეუიარაღებელი თვალით თუ ტელესკოპით, ერთ რომელიმე თანავარსკვლავედს ეკუთვნის. არსებული თანავარსკვლავედის ცალკეულ ვარსკვლავებს ბერძნული ასოებით აღნიშავენ: მათ შორის ყველაე კაშკაშას — α ასოთი, მომდევნო სიკაშკაშისას — β-თი და ა. შ.

                                                       


ნათელი ვარსლავები თანავარსკლავედებში რომლებიც სხვადასხვა სიშორეზე მდებარეობენ მზიდან

თანავარსკვლავედების კონტურებს სინამდვილეში თითქმის არავითარი მსგავსება არა აქვთ იმ ცხოველებთან და საგნებთან, რომელთა სახელებსაც ისინი ატარებენ. იგივე ითქმის ყველაზე პოპულარულ თანავარსკვლავედზე — დიდ დათვზეც. ჩვენს განედებზე მისი 7 კაშკაშა ვარსკვლავი ჩანს ყოველთვის, წელიწადის ყოველ სეზონში, ღამის ყოველ საათში. ამის მიხედვით შესაძლებელია ვიპოვნოთ მიმართულება ჩრდილოეთ პოლუსისაკენ, აგრეთვე ჰორიზონტის მხარეები.

ასევე არანაირი სამეცნიერო მნიშვნელობა არ აქვს ცის თანავარსკვლავედებად დაყოფას, ე. ი. ეს დაყოფა გარეგნული ნიშნებით ხდება და მას შემთხვევითი ხასიათი აქვს; იგი მხოლოდ ორიენტირების გასაადვილებლად არის საჭირო.

იხ. ვიდეო

უძველეს დროში ადამიანები ხედავდნენ გარკვეულ სისტემას ვარსკვლავების ურთიერთ განლაგების პროცესში და აჯგუფებდნენ მის შესაბამისად თანავარსკვლავედებში. ისტორიის განმავლობაში დამკვირვებლებმა განასხვავეს სხვადასხვა რაოდენობის თანავარსკვლავედი და მათი მონახაზი, ხოლო ზოგიერთი უძველესი თანავარსკვლავედის სახელების წარმოშობა სრულად არ არის გარკვეული. მე -19 საუკუნემდე თანავარსკვლავედები არ ესმოდათ როგორც ცის რეგიონები, არამედ ვარსკვლავების ჯგუფები, რომლებიც ხშირად გადაფარავდნენ ერთმანეთს. ამავე დროს, აღმოჩნდა, რომ ზოგიერთი ვარსკვლავი ერთდროულად ორ თანავარსკვლავედს ეკუთვნოდა, ხოლო ვარსკვლავებით ღარიბი ზოგიერთი რეგიონი არცერთ თანავარსკვლავედს არ ეკუთვნოდა. მე -19 საუკუნის დასაწყისში ციურ სამყაროში მდებარე თანავარსკვლავედებს შორის საზღვრები გამოიკვეთა და თანავარსკვლავედებს შორის არსებული „სიცარიელეები“ აღმოიფხვრა, თუმცა ჯერ კიდევ არ არსებობდა მკაფიო განმარტება და სხვადასხვა ასტრონომებმა ისინი თავისებურად განსაზღვრეს.

არსებობს ცალკე ზოდიაქოს 12 თანავარსკლავედი რომლითაც ხელმძღვანელობენ ასტროლოგები ანუ ყოველი თვის განლაგებით ერთი თანავარსკლავედი  ესენია :ვერძს, კუროს, ტყუპს, კირჩხიბს, ლომს, ქალწულს, სასწორს, მორიელს, მშვილდოსანს, თხის რქას, მერწყულს, თევზებს - რომელთა მეშვეობითაც მზის ცენტრს წლიური ბრუნვით ეკლიპტიკის გასწვრივ გადის, ზოდიაქოს უწოდებენ. ისინი ცნობილია უძველესი დროიდან. ჩვენს დროში (2014 წლის ეპოქა) 30 ნოემბრიდან 17 დეკემბრამდე მზე მდებარეობს გველისმჭერის თანავარსკვლავედში, ამიტომ ფორმალურად ეს თანავარსკვლავედი ზოდიაქოცაა, მაგრამ ტრადიციულად იგი ზოდიაქოსი არ ითვლება.

რათქმა უნდა სხვადა სხვა კულტურებში მითოლოგიებთან იყო დაკავშირებული თანავარსკლავადების. 


пятница, 18 сентября 2020 г.

ეთოლოგია

                             ეთოლოგია

                        

                                               სხვა დასხვა ქცევითი გამოვლინელები ცხოველების


 ცხოველთა ქცევის მეცნიერული და ობიექტივისტური, ძირითადად ფოკუსირებულია ბუნებრივ პირობებში ქცევაზე და ქცევა განიხილება როგორც ევოლუციურად შეძენილი თვისება.ბიჰევიორიზმი ასევე შეისწავლის ცხოველთა ქცევას, თუმცა უმთავრესად ლაბორატორიულ კონტექსტში, ევოლუციურ შეგუებულობაზე განსაკუთრებული ყურადღების გამახვილების გარეშე. ისტორიის მანძილზე ცხოველთა ქცევას მრავალი ბუნებისმეტყველი შეისწავლიდა. ეთოლოგიის საფუძვლები ჩარლზ დარვინის ნაშრომებსა და XIX-XX საუკუნის ამერიკელი და გერმანელი ორნიტოლოგების ნაშრომებშია. ეთოლოგიის თანამედროვე დისციპლინის ჩამოყალიბების პერიოდად 1930-იანი წლები მიიჩნევა ნიდერლანდელი ბიოლოგის, ნიკოლას ტინბერგენის ნაშრომებით, ასევე ფიზიოლოგიისა და მედიცინის დარგში 1973 წლის ნობელის პრემიის ლაურეატების კონრად ლორენცისა და კარლ ფონ ფრიშის ნაშრომები. ეთოლოგია ლაბორატორიული და საველე მეცნიერების კომბინაციაა და მჭიდრო კავშირი აქვს სხვა დისციპლინებთან, როგორიცაა ნეიროანატომიაეკოლოგია და ევოლუციური ბიოლოგია. როგორც წესი ეთოლოგები დაინტერესებული არიან ქცევითი პროცესებით, ვიდრე ცხოველთა ჯგუფებით და ხშირად ერთი სახის ქცევას შეისწავლიან, როგორიცაა აგრესიაკამუფლაჟი და სხვ

ერთი ვერსიით, პირველი თანამედროვე ეთოლოგი ჩარლზ დარვინი იყო, რომლის 1872 წლის წიგნმაც ემოციების გამოხატვა ადამიანებსა და ცხოველებში მრავალ ეტოლოგზე იქონია გავლენა. დარვინი თავის პროტეჟეს, ჯორჯ რომანესს ქცევებისადმი ინტერესს უღვიძებდა. პროტეჟემანთროპომორფული და კოგნიტივისტური მეთოდების გამოყენებით ცხოველების დასწავლა და ინტელექტი გამოიკვლია, თუმცა სამეცნიერო წრეებისგან მხარდაჭერა არ მიუღია.

სხვა ადრეულ ეთოლოგებს შორის ჩარლზ ო. უაიტმენი, ოსკარ ჰეინროთი, უოლეს კრეიგი და ჯულიან ჰაქსლი ინსტინქტურ ქცევებზე კონცენტრირებული დაკვირვებების ნაცვლად, განსაზღვრულ გარემოებებში ყველა სახეობის კვლევაზე იყვნენ ორიენტირებულნი. ახალი სახეობების შესასწავლად ეთოლოგები ეთოგრამებს (ქცევების მთავარი ტიპების აღწერა შემთხვევათა სიხშირის მიხედვით) იყენებდნენ. ეთოგრამები ქცევათა ობიექტურ, დაგროვებით მონაცემთა ბაზას ქმნიდა, რომელიც მკვლევრებს კვლევის პროცესში შეიძლება გამოეყენებინათ.

იხ. ვიდეო





                                        

среда, 16 сентября 2020 г.

ტარანტულის ნისლეული

                ტარანტულის ნისლეული

                     Tarantula Nebula TRAPPIST.jpg
                                                        ემისიური ნისსლეული - NGC 2070
 (აგრეთვე ცნობილი როგორც 30 ოქროს თევზი) — ემისიური ნისლეული ოქროს თევზის თანავარსკვლავედშიH II რეგიონი მაგელანის დიდ ნისლეულში. თავდაპირველად, მას ვარსკვლავად მიიჩნევდნენ, თუმცა, 1751 წელს, ნიკოლა ლუი დე ლაკაილმა, მასში ნისლეულის ბუნება ამოიცნო.
2011წ-ს კოსმოსუ ტელესკოპი ,, ჰაბლით'' ფოტოგრაფორება მოხდა ნისლეულის ცენტრალური ნაწილის ცნობილია როგორც ნისლეული ტარანტული, რომელიც დიდი მაგელანის ღრუბელში მდებარეობს გალაქტიკა - თანამგზავრი გზისკენ  ირმის ნახტომის, აგრეთვე რძიანის გზის, ხარის გზის, დათვის ფეხის, ცის-იკანკლედის, დევის ნამუხლარის ყველა ეს სახელწოდებები ჩვენი გალაქტიკისსაა.
 აღნიშნული ნისლეული მიეკუთვნება ემისიურის ანუ შეადგენს ღრუბლებს იონიზირებული გაზებს. ელექტრონები გაზების მოლეკულების რომელიც ნისლეული შედგება გამოიტყორცნებიან მაღალენერგეტიკული ფოტონების ზემოქედებისგან, რომელიც ახალგაზრდა ვარსკლავებიდნა გამომდიანრეობს.
ნისლეულში განლაგებულია რამდენიმე ზეახალი - ვარსკლავები, რ-აც დაასრულეს ევოლოციური პროცესები აფეთქების შედეგით. გარშემო ყოფილი მნათობიდან რჩეა გაზისებური გვირგვინი, რ-იც ნათდება რედგენის გამოსხივებით,გამოტყორცნილი აფეთქების შეწდეგად.
გარდა კვდარი ვარსკლავებისა ნისლეულ ტარანტულში ბევრი ახაგაზრდა მნათობებია. იმდენად ძლიერი გასხივებეია აქვთ, რომ ასეთი უზარზარი დაშორების მიუხედავად ცაზე მისი დანახვა შესაძლებელია შეუიარაღებელი თვალითაც
იხ. ვიდეო

ნისლეულის ვარსკვლავიერი სიდიდე რვის ტოლია. მისი მანძილის (49 კილოპარსეკი, ანუ 160 000 სინათლის წელი) გათვალისწინებით, იგი მეტისმეტად მოკაშკაშე არავარსკვლავურ ობიექტს წარმოადგენს. ნისლეულის სიკაშკაშე იმდენად დიდია, რომ დედამიწასთან ისე ახლოს ყოფნის შემთხვევაში, როგორც ორიონის ნისლეულია, ტარანტულის ნისლეულის ნათება ჩრდილების არსებობას შეწყვეტდა 
ტარანტულის ნისლეული გალაქტიკათა ადგილობრივი ჯგუფის ყველაზე მეტად აქტიური ვარსკვლავთფორმირების რეგიონიაადგილობრივი ჯგუფის მსგავს რეგიონებში, იგი დიამეტრის მიხედვით, ერთ-ერთ უდიდეს ობიექტად ითვლება — მისი დიამეტრი 200 პარსეკია. იგი მაგელანის დიდი ნისლეულის იმ მოწინავე კიდეზე მდებარეობს, სადაც ვარსკვლავთშორისი სივრცის შეკუმშვა და დინამიური წნევის დატვირთვა მაქსიმუმს აღწევს.
„30 ოქროს თევზის“ ცენტრში მდებარე ვარსკვლავთგროვა — NGC 2070R136-ს მოიცავს[2],რომელიც ნისლეულის ხილვადობისთვის საჭირო ენერგიის უმეტეს ნაწილს წარმოქმნის. NGC 2070-ის მასა 450 000 მზის მასას უდრის, რაც მიგვითითებს იმაზე, რომ სავარაუდოდ, იგი მომავალში სფეროსებრი ვარსკვლავთგროვა გახდება. ამასთანავე, ტარანტულის ნისლეული Hodge 301-საც მოიცავს, რომლის მასიური ვარსკვლავების უმეტესობაც, ზეახალ ვარსკვლავში აფეთქდა.
ტელესკოპის გამოგონების შემდეგ დაფიქსირებული უახლოესი ზეახალი ვარსკვლავი — SN 1987A, ტარანტულის ნისლეულის განაპირად აღმოჩნდა. არსებობს ზეახალი ვარსკვლავის ნარჩენი, რომელიც გარს ერტყმის გაფანტულ ვარსკვლავთგროვას — NGC 2060-ს, მაგრამ ნისლიანობის გამო, რთულია სხვა ნარჩენების არსებობის დადგენა.
იხ. ვიდეო

გალერეა

вторник, 15 сентября 2020 г.

ტესლა - Tesla, Inc.

                    ტესლა - Tesla, Inc.

                            Tesla Motors.svg
(ადრე Tesla Motors, Inc.) — ამერიკული ავტომშნებელი და ენერგოკომპანია, დაფუძნებული ქალაქ პალო-ალტოშიკალიფორნიაში. კომპანია დაკავებულია ელექტრომობილების და მზის პანელების წარმოებით. მისი ქარხნები განლაგებულია ნევადასა და კალიფორნიაში2018 წლის ივნისის მონაცემებით „Tesla“ ყიდის Model SModel X და Model 3 ავტომობილებს, Powerwall და Powerpack ბატარეებს, მზის პანელებს და სხვა პროდუქტებს.
დამაარსებლები - მარტინ ებერჰარდი, მარკ ტარპენინგი, ილონ მასკი, 21,9% მფლობელი ილონ მასკი, პრუდუქცია ელექტრომობილები ლითიუმ-იონური ბატარეები მზის ბატარეა, საკუთარი კაპიტალი $8, 110 მლრდ., (2019წ) ბრუნვა 4,5 მლრდ.,  საოპერაციო მოგება 0,359 მლრდ., წმინდა მოგება 23, 105 მლრდ., აქტივი 34, 309 მლრდ. ,კაპიალიზაცია 35 მლრდ.
იხ. ვიდეო

კომპანია „Tesla“ დაარსდა 2003 წლის ივლისში, ბიზნესმენების მარტინ ებერჰარდის და მარკ ტრაპენინგის მიერ „Tesla Motors“-ის სახელით. კომპანიის სახელწოდება მომდინარეობს ფიზიკოს ნიკოლო ტესლას სახელისგან. კომპანიას დაფინანსების ადრეულ ეტაპზე შემოუერთდნენ ილონ მასკი, ჯეფრი ბრაიან შტრობელი და იან რაიტი. მიუხედავად ამისა, თავად კომპანია ამ უკანასკნელთ თანადამფუძნებლებად მიიჩნევს.. 2017 წელს კომპანიას შეეცვალა სახელი და დაერქვა „Tesla“
იხ. ვიდეო
2020 წელს, Twitter- ზე, ელონ მასკმა გამოაცხადა, რომ Robotaxi- ს ახალი სერვისი მზად არის წელს გამოსაყენებლად. ინოვაცია ეხება ტესლას ყველა მოდელს და წარმოადგენს სრულად ავტონომიური ტაქსების ფლოტს. რობოტული ელექტრომობილები შეძლებენ მგზავრების მიწოდებას მძღოლის ჩართვის გარეშე "ჭკვიანი" სრული თვითმმართველობის მართვის სისტემის წყალობით. მათი კონტროლი შესაძლებელია მობილური აპლიკაციის გამოყენებით. ამრიგად, შეიქმნება მანქანის გაზიარების სისტემა: როდესაც ელექტრომობილების მფლობელს შეუძლია თავისი მანქანა გაქირავდეს დისტანციურად. ასეთი მოგზაურობებიდან მიღებული მოგება დაყოფილი იქნება მანქანის მფლობელსა და კომპანიას შორის. ამ დროისთვის სისტემა მთლიანად მზადაა და ფუნქციონირებს (მასკის აზრით). რობოტაქსის პროექტის განხორციელების თარიღი დამოკიდებულია მხოლოდ მარეგულირებელ ორგანოებთან შეთანხმებაზე და მე -5 დონის ავტონომიური მართვის ნებართვის გაცემაზე.
tesla Roadster
Tesla model S
Tesla model X
                                                   
                                                            Tesla model 3
                                                  
                                                           Tesla model Y
                                                  
                                                      Tesla Cybertruck
                                               
                                                        Tesla semi
                                               
                                                      supercharger

воскресенье, 13 сентября 2020 г.

ვანო სარაჯიშვილი

                    ვანო სარაჯიშვილი

                        VanoSarajishvili.jpg
(დ. 1 მაისი1879სიღნაღი — გ. 11 ნოემბერი1924თბილისი) — ქართველი მუსიკოსი, ქართული პროფესიული ვოკალური ხელოვნების ერთ-ერთი ფუძემდებელი. ქართველი ხალხის უსაყვარლესი მომღერალი, „საქართველოს ბულბული“ სიცოცხლეშივე ლეგენდად იქცა. ასეთი პოპულარობა მოუხვეჭა მას იშვიათი სილამაზის ხმამ, დახვეწილმა ვოკალურმა ოსტატობამ და ნათელმა სცენურმა ნიჭმა. ლირიკულ დრამატული ტენორი, საქართველოს სახალხო არტისტი. 1887 წლიდან სწავლობდა თბილისის სათავადაზნაურო გიმნაზიაში, აქვე მღეროდა მოსწავლეთა გუნდში (1888-1895 წლები). 1898 წელს შევიდა თბილისის სამუსიკო სასწავლებელში (ჩელოს კლასი). 1898-1900 წლებში. იყო ქართული ხალხური გუნდის მომღერალი – სოლისტი (ხელმძღვანელი ს.კავსაძე). 1903 წლიდან პეტერბურგში სწავლობდა სიმღრას ჯერ ი. პრიაშნიკოვთათან, შემდეგ ა. პანაევა-კარცევასთან. აქვე შედგა სარაჯიშვილის დებიუტი 1907 წელს ჯუზეპე ვერდის ოპერა „ტრავიატაში“. პარალელურად იტალიაში კასტეანოს ხელმძღვანელობით ეუფლებოდა ბელკანტოს ხელოვნებას (1906-1908 წლებში). მართავდა კონცერტებს იტალიის სხვადასხვა საოპერო თეატრებში.
იხ. ვიდეო   შენთან   ერთად


პეტერებურგში დაბრუნების შემდეგ მომღერალმა მუშაობა განაგრძო იტალიურ დასში. 1908 წლიდან ცხოვრობდა თბილისში. გამოდიოდა თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სცენაზე.
1910-1920 წლებში. ვანო სარაჯიშვილის შემოქმდების აყვავების ხანაა. 1913 წლის 28 მაისს შეასრულა ფრაგმენტები ზაქარია ფალიაშვილის ახლად შექმნილი ოპერიდან „აბესალომ და ეთერი“ (აბესალომის პარტია). 1916-1917 წლებში – ცხოვრობდა ბაქოში, სადაც აქტიურ საკონცერტო მოღვაწეობას ეწეოდა. თბილისში დაბრუნების შემდეგ, სარაჯიშვილი მონაწილეობას იღებს ზაქარია ფალიაშვილის ოპერების დადგმებში, ასრულებს აბესალომის („აბესალომ და ეთერი“) და მალხაზის („დაისი“) პარტიებს. ცნობილია, რომ მალხაზის არია „თავო ჩემო“ ზაქარია ფალიაშვილმა ოპერაში შეიტანა ვანო სარაჯიშვილის თხოვნით.
იხ. ვიდეო

                            ისევ შენ და ისევ შენ

                                                      ისევ შენ და ისევ შენ,
                                                  ჩემო ტურფავ, ლამაზო,
                                                ..ყველა შენ გენაცვალოს,
                                                 მოციმციმე ალმასო X2
                                                მიყვარდი და მიყვარხარ,
                                                სულ მუდამ მეყვარები;
                                                 მსურდა შენის ხელებით
                                                 დამხუჭოდა თვალები!
                                                 მაგრამ მე შენმა გულმა
                                                  ახლოს არ მიმიკარა
                                               და შენ, ჩემო ლამაზო,
                                           არ მითხარ “ხო”, არც “არა”!…”
                                            გინდა ჯვარზედაც მაცვან,
                                               მე სხვას ვერ შევიყვარებ,
                                               შენ კი გძულვარ, მაგრამა
                                             მე შენ თავს განაცვალებ

მრავალფეროვანია სარაჯიშვილის რეპერტუარი, იგი თანაბარი წარმატებით ასრულებდა, როგორც ლირიკულ ისე დრამატულ პარტიებს: შოთა (დიმიტრი არაყიშვილის „თქმულება შოთა რუსთაველზე“), კოტე (ვ.დოლიძე „ქეთო და კოტე“), რადამესი (ვერდი „აიდა“), ხოზე (ბიზე „კარმენი“), ფაუსტი (ჰუნო „ფაუსტი“), ჰერცოგი, (ვერდი „რიგოლეტო“) ალფრედი, (ვერდი „ტრავიატა“), ნადირი (ბიზე „მარგალიტების მაძიებელი“), ლოენგრინი (ვაგნერი „ლოენგრინი“), ლენსკი, (ჩაიკოვსკი „ევგენი ონეგინი“), გერმანი (ჩაიკოვსკი „პიკის ქალი“), სინოდალი (რუბინშტეინის „დემონი“) და სხვ. გადაღებულია კინო-ფილმში „მამის მკვლელი“ (1923). მისი ხმა აღბეჭდილი იყო რამდენიმე ტექნიკურად არასრულყოფილ გრამფირფიტაზე, რომლის რესტავრირებაც განხორციელდა 1999 წ. კერძოდ, ანზორ ერქომაიშვილის მიერ ლონდონში აღმოჩენილი დედნების საფუძველზე, ნოდარ ანდღულაძემ კი პირველადი სრულყოფილი ხმოვანება აღადგინა. გამოვიდა ამ ჩანაწერების კომპაქტდისკი.
ვანო სარაჯიშვილი დაკრძალულია თბილისის ოპერის თეატრის ბაღში.

კომუნიკაცია

                         კომუნიკაცია

                      
                                       ურთიერთობა სიტყვისა და ჟესტების მეშვეობით
(ლათ. Communico — „საერთოს ვხდი“) ფართო გაგებით — ინფორმაციის გაცვლა ინდივიდებს შორის სიმბოლოთა საერთო სისტემის საშუალებით. კომუნიკაცია შეიძლება განხორციელდეს ვერბალური ან არავერბალური მეთოდებით. განასხვავებენ ასევე კომუნიკაციის განხორციელების მექანიკურ და შემოქმედებით მიდგომებს. კომუნიკაცია, მექანიკური მიდგომით, არის ცალმხრივმიმართული პროცესი ინფორმაციის კოდირებისა და გადაცემის ინფორმაციის წყაროდან ინფორმაციის მიმღებამდე. კომუნიკაცია, შემოქმედებითი მიდგომით, არის კომუნიკაციის მონაწილეთა ერთობლივი მოღვაწეობა, რომლის დროსაც გამომუშავდება საგნებზე და მოქმედებებზე საერთო (გარკვეულ ზღვრამდე) შეხედულებები.
იხ. ვიდეო
ფილოგენეზი - ორგანიზმების ჯგუფის ფორმირება ამ შემთხვევაში - ადამიანური საზოგადოების განვითარება. M. Tomasello- ს (ინგლისური) რუსულის მიხედვით. , ამერიკელი ფსიქოლოგი და კომუნიკაციისა და თანამშრომლობის შესწავლის სპეციალისტი და მისი ადამიანური კომუნიკაციის კოოპერატიული მოდელი, კომუნიკაციის პირველი ადამიანური ფორმები იყო მანიშნებელი და ფერწერული (ხატოვანი) ჟესტები.

კომუნიკაციის ონტოგენეტიკური განვითარება
ონტოგენეზი არის ორგანიზმის ინდივიდუალური განვითარება, ამ შემთხვევაში, ადამიანის ინდივიდუალური განვითარება.

ბავშვის ემოციური კომუნიკაცია ადამიანებთან იწყება ცხოვრების მესამე თვიდან (აღორძინების კომპლექსი), კომუნიკაციის ვერბალური ენის განვითარება ხდება დაახლოებით ერთი წლის ასაკში.

სამ თვემდე, კომუნიკაციის ძირითადი საშუალებაა პრიმიტიული სახის გამონათქვამები და ელემენტარული ჟესტები, კომუნიკაცია არის ფიზიოლოგიური მოთხოვნილებების დაკმაყოფილების საშუალება. 8-10 თვიდან ერთნახევარ წლამდე პერიოდში არსებობს ვერბალურ-არავერბალური კომუნიკაციის ეტაპი, რომელიც მიზნად ისახავს კოგნიტური მოთხოვნილებების დაკმაყოფილებას. წელიწადნახევრიდან სამ წლამდე ჩნდება ბიზნესი და სათამაშო კომუნიკაცია; სამიდან 6-7 წლამდე ვითარდება ნაკვეთი-როლური კომუნიკაციის უნარები

სამეცნიერო ფანტასტიკა

                სამეცნიერო ფანტასტიკა
                         
                           უცხოპლანეტელთა შეჭრა ჰ. გ. უელსისის 1897 წ-ის რომანში ,,სამყაროს ომი''
 ლიტერატურის, კინოსა და ხელოვნების სხვა განხრების ჟანრი, ფანტასტიკის ერთ-ერთი სახე. მასში ფიგურირებენ გამოგონილი ზებუნებრივი ადგილები, მომავლის მეცნიერული მიღწევები და ტექნოლოგიები, მოგზაურობა დროსა და სივრცეში, უცხოპლანეტელები და პარანორმალური შესაძლებლობები. სამეცნიერო ნოვატორული გამოგონებების კვლევა არის სამეცნიერო ფანტასტიკის ერთ-ერთი მიზანი, რაც მას „იდეების ლიტერატურად“ აქცევს.
სამეცნიერო ფანტასტიკა ძირითადად ეფუძნება მომავლის შესაძლო ალტერნატიულ სამყაროთა რაციონალურობის აღწერას. იგი ჰგავს ფენტეზის ჟანრს, მაგრამ გამოირჩევა იმით, რომ თხრობის ელემენტები ეფუძნება მეცნიერული საფუძვლის მქონე ფაქტებს ან ბუნების კანონების მეცნიერულ პოსტულატებს (თუმცა, სიუჟეტის გარკვეული ელემენტები შესაძლოა, გამოგონილიც იყოს).
სამეცნიერო ლიტერატურაში მოქმედებების ადგილები ხშირად იგივეა, რაც არსებულ რეალობაში, მაგრამ სამეცნიერო ლიტერატურა ძირითადად ცდილობს მკითხველს შეუქმნას შთაბეჭდილება, რომ მოვლენები, აღწერილი მასში, ბუნებრივია. ეს მიიღწევა გამოგონილი ელემენტების მეცნიერული ახსნით. სამეცნიერო ლიტერატურაში შეიმჩნევა შემდეგი ელემენტები:
  • დრო - როგორც წესი, მომავალი, ალტერნატიული რეალობა ან ისტორიული წარსული, რომელიც ეწინააღმდეგება აქამდე ცნობილ ფაქტებს ამა თუ იმ მოვლენის შესახებ ან არქეოლოგიურ დასკვნება.
  • ადგილი - ხშირად ეს არის ღია კოსმოსი. მოვლენები მიმდინარეობს უცხო პლანეტებზე ან მათ შორის. აღწერილია თავისუფალი ფრენა კოსმოსურ სივრცეში.
  • პერსონაჟები - მათ შორის არიან უცხოპლანეტელები, მუტანტები, ანდროიდები ან ჰუმანოიდური რობოტები.
  • ტექნოლოგია - მომავლის იარაღი და მექანიზმები. ასეთებია სხივებიანი ავტომატები, სატელეპორტაციო მანქანები, ჰუმანოიდური კომპიუტერები.
  • მეცნიერული პრინციპები, რომლებიც ახალია ან ეწინააღმდეგება ბუნების კანონებს. მაგალითად - მოგზაურობა დროში ან სინათლის შუქზე უფრო სწრაფად მოძრაობა.
  • ახალი და განსხვავებული პოლიტიკური ან სოციალური სისტემები - დისტოპია, პოსტ-სიღარიბე ან პოსტ-აპოკალიფტიკური სიტუაცია, რომელიც ითვალისწინებს არსებული საზოგადოების ნგრევას.
  • პარანორმალური თვისებები - გონების კონტროლი, ტელეპატია, ტელეკინეზი, ტელეპორტირება.
ჟანრის განსაზღვრა - კრიტიკოსებსა და ლიტერატურატამწოდნეებს შორის არის დავა იმის შესახებ თუ რა ითვლება სამეციერო ფანტასტიკად. ამის მიუხედავად მათი უმეტესობა ეთანხმება, რომ სამეცნიერო ფანტასტიკა არის ლიტერატურა, რ-იც დაფუძნებულია გარკვეულ ვარაუდებზე მეცნიერებსი სფეროში : ახალი გამოგონებისა ბაჩენის,. ბუნების ახალი კანონონების აღმოჩენა, ზოგჯერ საზოგადოების ახალი მოდელების აგებაც (ცოციალური ფანასტიკა).
ვიწრო გაგებით, სამეცნიერო ფანტასტიკა არის ტექნოლოგიები და სამეცნიერო აღმოჩენები, მათი საინტერესო შესაძლებლობები, მათი დადებითი ან უარყოფითი გავლენა და პარადოქსები, რომლებიც შეიძლება წარმოიშვას. სამეიცნიერო ფანტასტიკა ამ ვიწრო გაგებით იღვიძებს სამეცნიერო წარმოსახვას, აფიქრებინებს მომავალზე და მეცნიერების შესაძლებლობებზე. უფრო ზოგადი გაგებით, სამეცნიერო ფანტასტიკა არის ფანტაზია ზღაპრისა და მისტიკური გარეშე, რომელშიც ფანტასტიკურ მოვლენებს და მოვლენებს არა ზებუნებრივი, არამედ მეცნიერული ახსნა აქვთ.
იხ. ვიდეო

უძველესი უცხოპლანეტელები (სერიალი)

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -   უძველესი უცხოპლანეტელები (სერიალი) ინგლ. Ancient Aliens Ancient Aliens არის ამერიკული...