ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -
შარლ ბოდლერი
(Charles Pierre Baudelaire; დ. 9 აპრილი, 1821, პარიზი ― გ. 31 აგვისტო, 1867, იქვე) — XIX საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ფრანგი პოეტი; ასევე მნიშვნელოვანი კრიტიკოსი და მთარგმნელი.
მამა, საფრანგეთის დიდი რევოლუციის მონაწილე ადრე გარდაეცვალა. მამინაცვალთან დაძაბულმა ურთიერთობამ მძიმე დაღი დაასვა მის ხასიათს. კოლეჯის დამთავრების შემდეგ სამსახური არ დაუწყია, ოჯახსაც გაერიდა და წერას მიჰყო ხელი. მისი პირველი ლექსები („ალბატროსი“, „კრეოლ ქალს“) და სტატიები ფერწერის საკითხებზე 40–იანი წლების დასაწყისში გამოქვეყნდა. პოეტური შეგირდობის პერიოდში გატაცებული იყო პიერ დე რონსარით, კლემან მაროთი, აგრიპა დ'ობინიეთი. ღრმად სწავლობდა სტენდალის, ბალზაკის შემოქმედებას, განმანათლებლებს. მისი ესთეტიკური მრწამსის ჩამოყალიბებაზე დიდი გავლენა მოახდინეს სტენდალმა, გუსტავ ფლობერმა, აგრეთვე ედგარ ალან პომ, რომლის ნაწარმოებების თარგმანსაც ბოდლერმა 17 წელი მოანდომა.
ბოდლერის პორტრეტი, გუსტავ კურბე 1848
1848 წლის რევოლუციის დღეებში ბარიკადებზე იბრძოდა. დაწერა ლექსი „აბელი და კაენი“ – ფრანგ. რევოლუციური პოეზიის ბრწყინვალე ნიმუში. იბრძოდა კონსერვატიული რომანტიზმისა და „პარნასის“ ესთეტიზმის წინააღმდეგ. ამ პერიოდის ლექსებში თვალსაჩინოა მისი დაინტერესება სოციალური საკითხებით. მაგრამ რევოლუციის დამარცხებამ და ე.წ. მეორე იმპერიის დამყარებამ მკვეთრად შეცვალა ბოდლერის პოეზიის განწყობილება. საზოგადოებრივი პროგრესი პოეტისათვის ქიმერად იქცა. თანდათანობით დაიხვეწა ბოდლერის ძირითადი პოეტური კრებულებისათვის ესოდენ დამახასიათებელი სახელწოდებაც: წიგნის სათაურების ვარიანტები („ლესბოსელი ქალები“, „ლიმბები“, „ჯოჯოხეთის რკალები“) იცვლებოდა შემოქმედებითი ძიების პროცესში, ვიდრე 1857 წელს გამოსულ კრებულს არ დაერქვა „ბოროტების ყვავილები“ (1861 და 1869 წლებში გამოქვეყნდა ამ კრებულის შევსებული გამოცემებიც). ბოდლერის მიერ მკაცრად მოფიქრებული არქიტექტონიკის შესაბამისად, წიგნი შედგება შემდეგი განყოფილებებისგან: „სპლინი და იდეალი“, „პარიზული სურათები“, „ღვინო“, „ბოროტების ყვავილები“, „ამბოხი“ და „სიკვდილი“. აქ პოეტმა თავი მოუყარა ადრინდელ პერიოდში დაწერილ ლექსებსაც, თუმცა კრებულში მაინც გატარებულია პოეტის საბოლოოს ესთეტიკური მრწამსი: ცხოვრებაში ბოროტება ბატონობს და ხელოვნებაშიც ეს ტრაგიკული ფაქტი უნდა ისახებოდეს. ბოდლერი მრავალგზის აღნიშნავდა, რომ „ბოროტების ყვავილები“ შემთხვევითი ლექსებისგან შედგენილი კრებული არ არის, არამედ ერთიანი კონცეფციით შექმნილი „წიგნი“.
„ბოროტების ყვავილები“ კონტრასტის პრინციპითაა აგებული: მასში დაპირისპირებულია სიცოცხლისა და სიკვდილის, სპლინისა და იდეალის თემები. ბოდლერი მტკივნეულად აღიქვამს მისი თანამედროვე საზოგადოების სიმახინჯეს და მაშინაც, როდესაც გამოსავალს ვერ ხედავს, რჩება პირდაპირი და უკომპრომისო. ბოდლერის სხვა თხზულებებიდან აღსანიშნავია წიგნი „ხელოვნური სამოთხენი“ (1860), მისი გარდაცვალების შემდეგ შედგენილი ლექსთა კრებული „ნამსხვრევები“ (1866), კრიტიკული წერილები ხელოვნებათმცოდნეობის საკითხებზე („1845 წლის სალონი“, „1846 წლის სალონი“, „კლასიკოსთა მუზეუმი“), სადაც იგი ავითარებდა თანამედროვე რომანტიზმსა და საფრანგეთის დიდი რევოლუციის პერიოდის მხატვართა შორის ნათესაობის იდეას. ბოდლერი განსაკუთრებითი აღტაცებით წერდა დელაკრუას, დავიდის, ენგრის ხელოვნებაზე, დომიეს პოლიტიკურ კარიკატურაზე, მიქელანჯელოსა და გოიას შემოქმედებაზე
იხ. ვიდეო შარლ ბოდლერი - ,,მკითხველს''
ბოდლერის პოეზიას დიდი რეზონანსი ჰქონდა როგორც თანამედროვე, ისე მომდევნო თაობის მწერალთა შორის. კერძოდ, მის სახელს უკავშირებდნენ დეკადენტური ლიტერატურის განვითარებას, მაგრამ წმინდა „ბოდლერისეული“ განწყობილებებისა და თემების გარდა ამ დიდ რეზონანს საფუძვლად უდევს პოეტის პროგრესული ჰუმანისტური ტენდენციებიც, აგრეთვე მისი ლექსების კლასიკურად მკაცრი, დახვეწილი სტილი, გასაოცარი ბგერწერა, რიტმულობა, მკაფიო გამომსახველობა. საქართველოში ბოდლერის პოეზიით დაინტერესებულები იყვნენ „ცისფერყანწელები“. მისი გავლენა იგრძნობა პაოლო იაშვილისა და გალაკტიონ ტაბიძის შემოქმედების ადრეულ ეტაპებზე.
ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -
სამცხე-საათაბაგო
სამცხე- საათაათბაგო XIII საუკუნის II სახევარსა და XIV საუკუნის I მეოთხედში
ფეოდალური სამთავრო სამხრეთ-დასავლეთ საქართველოში XIV საუკუნის I ნახევრიდან XVII საუკუნის 20-იან წლებამდე. წარმოიქმნა ადრინდელისამცხის სამთავროსგაზრდისა და გაფართოების საფუძველზე. (სამცხის გამგებლებსერისთავობასთანერთად მინიჭებული ჰქონდათსპასალარობაც). მონღოლებმა საქართველოს დაპყრობის შემდეგ აღნიშნული მხარე ერთ დუმანში მოაქციეს და ჯაყელთა გვარის ძველ ერისთავებს დაუმორჩილეს.1266სამცხის სამთავრომ სამეფო კარისაგან შეუვალობა მოიპოვა, იგი ყაენის სახასო მამულად ანუ „ხასინჯუდ“ აღირიცხა — ულუსიანი გახდა. სამცხის სამთავრომ მოახერხა განვითარების მაღალი დონის შენარჩუნება და ტერიტორიის შემდგომი გაზრდაც. მისი სოციალურ-პოლიტიკური წყობა და საზოგადოებრივი ურთიერთობა ძირითადად საქართველოს ბარის სხვა მხარეთა მსგავსი იყო.
XIII საუკუნის 80-იან წლებში სამცხის სამთავროს ფარგლებში შედიოდა: ტაო, შავშეთი, კლარჯეთი, კოლა, არტაანი, კარნიფორი, აჭარა, „კარული ქვეყანა“, (ყარსის რეგიონი) და სპერი. სამთავროს საზღვრები ტაშისკარიდან არზრუმამდე და შავ ზღვამდე ვრცელდებოდა. ძირითადი რეზიდენცია იყო ქ. ახალციხე. „ხასინჯუდ“ ყოფნის დროს სამცხის მთავრები ფორმალურად საქართველოს სამეფოს სამოხელეო ტიტულებსაც ატარებდნენ (მანდატურთუხუცესობა და სხვა). საქართველოდან ფაქტობრივად გათიშული სამთავრო შემოიერთა მეფე გიორგი V-მ, რომელიც სამცხის მთავარ ბექას (1285-1306) შვილიშვილი და მისივე აღზრდილი იყო. გიორგიმ სარგის ბექას ძეს (1306-1334) სპასალარობა დაუბრუნა, ათაბაგობის პატივიც უწყალობა და ამგვარად შემოიმტკიცა. 1334 წელს, სარგისის სიკვდილის შემდეგ, როდესაც სამცხის სამთავროს ტახტზე გიორგი მეფემ ყვარყვარე I დაამტკიცა, ათაბაგობაც მასვე უბოძა. სამცხე-საათაბაგო საქართველოს განუყოფელი ნაწილი გახდა. ჯავახეთის შემოერთების შემდეგ (XV საუკუნე) იგი მთელი მესხეთის ტერიტორიაზე გაიშალა. თუ ადრე სამცხის ერისთავები თავიანთ უფლებას „სრულიად სამცხე-კლარჯეთზე“ სპასალარობით ახორციელებდნენ, ახლა „ყოველთა მესხთა“ ათაბაგობით ფლობდნენ. ტერმინი „ათაბაგმა“ შინაარსი იცვალა. იგი ამ მხარის თავადი გახდა, სამცხე-საათაბაგო კი — მთელი მესხეთის სინონიმი.
თემურლენგის ურდოებმა ივანე ათაბაგის (1391-1444) დროს სამცხე-საათაბაგო რამდენიმეჯერ აიკლეს. შემდეგ თანდათან ივანემაც გამოამჟღავნა სეპარატული ტენდენციები. თურქების მხრივ საფრთხის მომიზეზებით მესხეთის ლაშქარი არ მიაშველა. მეფე ალექსანდრე I-ს, რომელიც 1415 წელს დასავლეთ საქართველოში სალაშქროდ მიდიოდა. ურჩი ათაბაგი მეფემ დაატყვევა, მაგრამ შემდეგ ფიცი დაადებინა და შეიწყალა. სამთავროს გამოყოფისათვის ენერგიულად იბრძოდა ათაბაგი ყვარყვარე II (1451-1498). მეფემ 1465 წელს ურჩი ქვეშევრდომის დასჯა გადაწყვიტა, მაგრამ სამცხეში გიორგი VIII დამარცხდა და ტყვედ ჩავარდა. ასევე დამარცხდა 1483 წელს არადეთს ყვარყვარე II-თან ბრძოლაში მეფე კონსტანტინე II. სეპარატისტ ათაბაგთა მიერ წამოწყებული ხანგრძლივი ბრძოლის შემდეგ. XV საუკუნის დასასრულს სამცხე-საათაბაგო დამოუკიდებელ ერთეულად ჩამოყალიბდა.
სამცხე-საათაბაგოს (მწვანედ) რუქა
ათაბაგ მზეჭაბუკ ყვარყვარეს ძემ (1500-1515) არ იკმარა პოლიტიკური სეპარატიზმი და ეროვნულ-კულტურულ ერთიანობის წინააღმდეგ დაიწყო ბრძოლა. მისი წყალობით მესხეთი თანდათან თურქთა ფოროპოსტად იქცა. 1510 წელს სამცხის გზით თურქებმა იმერეთი დალაშქრეს. 1535 წელს იმერეთის მეფე ბაგრატ III-მლუარსაბ I-თან შეთანხმებით ილაშქრა მესხეთში. ქვეყნის ერთიანობის მომხრე ძალების მხარდაჭერით ბაგრატმა ათაბაგი ყვარყვარე III სოფ. მურჯახეთთან (ახალქალაქის ახლოს) ბრძოლაში დაამარცხა, დაატყვევა და სამცხე-საათაბაგო გააუქმა. სამთავროს დიდი ნაწილი იმერეთის სამეფოს შეუერთა, ჯავახეთი ლუარსაბ I-ს დაუთმო. ამ დროს სამცხე-საათაბაგოს ფეოდალმა ოთარ შალიკაშვილმა ტახტის ახალგაზრდა პრეტენდენტი ქაიხოსრო ყვარყვარეს ძე სტამბოლში გააპარა. ოსმალებმა ისარგებლეს გართულებული მდგომარეობით და საათაბაგოს სამხრეთ პროვინციების დაპყრობას შეუდგნენ. აქეთკენ გამოემართა ირანის შაჰი თამაზიც 1543 წელს. სულთანმა სულეიმანმა სამცხე-საათაბაგოს დასაპყრობად 22 000 მეომარი გაგზავნა. ქართველებმა მტერი ქარაღაქთან დაამარცხეს. 1545 წელს სულთანის დიდმა ლასქარმა სოფ. სოხოისთან (ბასიანში) დაამარცხა ქართველთა ჯარი და ქაიხოსრო II (1545-1573) ათაბაგი გახდა. ამის შემდეგ (1547) ქაიხოსრო II-მ ოსმალებს ზურგი შეაქცია. ირანში ჩავიდა და ლუარსაბ I-ის მიერ დაკავებული ჯავახეთის დაბრუნება ითხოვა. ამ საბაბით შაჰმა თამაზმა ჯავახეთში ილაშქრა. ლაშქრობებმა სამცხე-საათაბაგოს დიდი ზიანი მიაყენა (ერთ-ერთი ლაშქრობის დროს გაძარცვეს ვარძიის მდიდარი მონასტერი). საპასუხოდ 1549 წელს საათაბაგოში ოსმალი დამპყრობლები შეიჭრნენ, ციხესიმაგრეები აიღეს და ქვეყანა აიკლეს. ათაბაგთა სპარსული ორიენტაცია იმით იყო გამოწვეული, რომ ირანი მაშინ მესხეთის ვასალობას მეხარკეობის საფუძველზე სჯერდებოდა, ოსმალეთი კი საათაბაგოს შეერთებისათვის იბრძოდა.
იოხ. ვიდეო გააგრძელე საქართველოს ისტორია მე-3 სერია სამცხე
1555 წელს ქ. ამასიაში დადებული ზავით საფუძველზე ირანმა და ოსმალეთმა სამცხე-საათაბაგო შუაზე გაიყვეს. მისი დასავლეთი ნაწილი — ტაო, შავშეთი, კლარჯეთი (ჭოროხის აუზი) ერგო ოსმალეთს, ხოლო აღმოსავლეთი ნაწილი — სამცხე-ჯავახეთი, არტაანი (მტკვრის აუზი) — ირანს. ზავის მიუხედავად, ოსმალეთი ვერ ურიგდებოდა საათაბაგოს აღმოსავლეთ ნაწილის დაკარგვას. 1578 დაიწყო ირან-ოსმალეთის მეორე ომი. საქართველოსკენ დაიძრა ოსმალთა სარდალი მუსტაფა ლალა-ფაშა. ჩილდირთან ბრძოლაში სპარსელები დამარცხდნენ. მალე ოსმალთა წინააღმდეგ ბრძოლაში ჩაება ქართლის მეფე სიმონ I. თურქებმა მესხეთი დაიპყრეს, მერე კი მთელი კავკასიაც დაიმორჩილეს. სამცხის დაპყრობილ ტერიტორიაზე ახალციხის საფაშო შექმნეს. გამაჰმადიანებულ მანუჩარ ქაიხოსროს ძეს ფაშობა მისცეს. 1590 წლის ზავით ირანმა ცნო ოსმალთა უფლება ამიერკავკასიაზე. 1625 წელს სამცხე-საათაბაგომ, როგორც პოლიტიკურმა ერთეულმა, არსებობა შეწყვიტა. ოსმალთა აგრესიის შედეგები ყველაზე მძიმე სამცხე-საათაბაგოსთვის აღმოჩნდა. 1595 წელს დაპყრობილი მხარე აღწერეს და გურჯისტანის ვილაიეთის დიდი დავთარი შეადგინეს მიწის მფლობელობის ქართული წესი ოსმალური წესით შეცვალეს. მიწის დროებით მფლობელად სამხედრო ვალდებული გამოცხადდა. სამხედრო ვალდებული კი მაჰმადიანი უნდა ყოფილიყო. დაპყრობილ სამთავრო სანჯაყებად (სადროშოებად) დაყვეს.
სამცხე-საათაბაგო თავისი ტერიტორიით საქართველოს ერთ მესამედ ნაწილს შეადგენდა. კულტურული თვალსაყრისით მას დიდი მნიშვნელობა ჰქონდა. თემურლენგის შემოსევების შემდეგაც კი კულტურულ-აღმშენებლობითი მუშაობა არ შექყვეტილა. XIII-XIV საუკუნეებში საათაბაგოში შეიქმნა ქართული ფეოდალური სამართლის ერთ-ერთი საყურადღებო ძეგლი „წიგნი სამართლისა კაცთა შეცოდებისა ყოვლისავე“, რომელიც დაიწყო ბექა მანდატურთუხუცესმა და დაამთავრა მისმა შვილიშვილმა აღბუღამ. ძეგლს შემოკლებით ბექა-აღბუღას სამართალსაც უწოდებენ. მასში აისახა ეპოქისათვის დამახასიათებელი ყველა ძირითადი მოვლენა. ამ ძეგლს მთელი შუა საუკუნეების მანძილზე არ დაუკარგავს მნიშვნელობა.
იხ. ვიდეო გააგრძლე საქართველოს ისტორია სამცხე 2 სერია
საყურადღებო ძეგლია „მესხური დავითნის ქრონიკა“. ისეთ დიდ საკათედრალო მონასტრებში, როგორიც იყო: იშხანი, ბანა, ოპიზა, ტბეთი, საფარა, კუმურდო, წყაროსთავი და სხვა. XVII საუკუნის II ნახევრამდე (ზოგან შემდეგაც) არ შეწყვეტილა ტრადიციული მწიგნობრული საქმიანობა. აქ შეიქმნა მნიშვნელოვანი ძეგლები. საფარის მონასტრის ანსამბლებში აგებული წმ. საბას ეკლესია და სამრეკლო (XIII ს.) აღსანიშნავია სახელგანთქმული ანჩისხატის კარედის მოჭედულობა (XIV ს.). სამცხე-საათაბაგოს ტერიტორიაზე გამოირჩეოდნენ ქალაქები: ახალციხე, ართვინი, ოლთისი (Oltu), ახალქალაქი, არტანუჯი, არდანი, ერეშეთი და სხვა. ესენი იყვნენ ხელოსნური წარმოებისა და ვაჭრობის ცენტრები ხელოსანთა სპეციალობის მიხედვით არსებობდა ცალკეული გაერთიანებები, რომელთა სათავეში „უხუცესები“ იდგნენ (კალატოზთუხუცესი, მკერავთუხუცესი და სხვა). ხელოსნური დარგებიდან განსაკუთრებით დაწინაურებული იყო მეთუნეობა, მჭედლობა, კალატოზობა, დურგლობა, მეხმალეობა, ოქრომჭედლობა და სხვა. მესხ ვაჭრებს ურთიერთობა ჰქონდათ როგორც საქართველოს, ისე უცხოეთი ბაზრებთან (სტამბოლი, თავრიზი, თეირანი, ინდოეთი, ასტრახანი და სხვა), მსხვილი ვაჭრები ბექას და აღბუღას სამართლის ძალით გათანაბრებული იყვნენ აზნაურებთან.
ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -
ალფრედ ადლერი
(/ˈædlər/;[12]გერმანულად: [ˈaːdlɐ]; დ. 7 თებერვალი, 1870 — გ. 28 მაისი, 1937) — ავსტრიელიმედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, ექიმი, ფსიქოთერაპევტი და ინდივიდუალური ფსიქოლოოგიის სკოლის დამფუძნებელი.მან გამოკვეთა ინდივიდში არასულფასოვნების განცდა, გრძნობა და შექმნა თეორია არასრულფასოვნების კომპლექსის შესახებ, ეს ადამიანის ფსიქიკის ცალკე ფენომენია და მნიშვნელოვან როლს ასრულებს ადამიანის თვითჩამოყალიბება-განვითრებაში. ადლერი ადამიანს ინდივიდუალურ მთლიანობად განიხილავდა და, ამიტომაც, ის თავის თეორიას „ინდივიდუალურ ფსიქოლოგიას“ უწოდებდა (ოღგლერი 1976). ადლერი პირველი იყო, ვინც ხაზი გაუსვა სოციალური ელემენტის მნიშნელობას ინდივიდის გარესამყაროსთან თვითშეგუების პროცესზე. კვლევაში, რომელიც ჩატარდა 2002 წელს, ზოგადი ფსიქოლოგიის მიმოხილვა ადლერი მე-20 საუკუნის 67-ე ყველაზე გამოჩენილ ფსიქოლოგად დასახელდა.
იხ. ვიდეო ალფრედ ადლერის წიგნი ,, ადამიანის ბუნების შეცნობისათვის''
ადლერი დაიბადა მარიახილფის უბან 208-ში, რუდოლფშაიმში, ვენას ჩრდიოლეთით მდებარე სოფელში, რუდოლფშაიმ-5სახლის უფრო განვითარებულ, მოდერნულ მხარეში, რომელიც ქალაქის მე-15 გარეუბანი გახლავთ. ადლერების ოჯახში სულ 7 ბავშვი იზრდებოდა, მომავალი ფსიქოლოგი მეორე შვილი იყო. ალფრედის დედა და მამა ებრაელები იყვნენ- დედა პაულინა ბირი და მამა ლეოპოლდ ადლერი. ლეოპოლდ ადლერი უნგრეთში დაბადებული მარცვლეულით მოვაჭრე გახლავთ. ადლერი 3 წლის იქნებოდა, როდესაც მას უმცროსი ძმა მოუკვდა მისივე საწოლში მის გვერდით მწოლს. ადლერი ძალიან აქტიური ბავშვი იყო, საშუალო დონის მოსწავლე, მას აგრეთვე უფროსი ძმის ზიგმუნდის მიმართ ჰქონდა ანტაგონისტური დამოკიდებუება, უნდოდა ყოვეთვის ეჯობნა მასზე. მას ადრეულ ასაკში გამოუვლინდა რაქიტი, რამაც 4 წლამდე საწოლს მიაჯაჭვა ალფრედი. 4 წლის ასაკში მას განუვითარდა პნევომინა და მან ერთხელ გაიგონა, თუ როგორ უთხრა ექიმმა მამამის "შენი შვილი დაკარგულია". აქედან მან შთააგონა საკუთარ თავს, რომ ექიმი გამოსულიყო. მოგვიანებით ის ინტერესდება ფსიქოლოგიით, ფილოსოფიით, სოციოლოგიით. ვენის უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ ის სპეციალიზდება ოფთამოლოგიაში, მოგვიანებით კი-ფსიქიატრიასა და ნევროლოგიაში.
იხ. ვიდეო
ალფრედ ადლერი დაიბადა ავსტრიაში, პენცინგში, 1870 წლის 7 თებერვალს ებრაელი მარცვლეულით მოვაჭრის ოჯახში. ის იყო 6 შვილიდან მეორე. რახიტის გამო მას 4 წლამდე არგაუვლია. მძიმე ბავშვობა ჰქონდა, რამდენიმეჯერ იდგა სიკვდილის პირას, ორჯერ კინაღამ ქუჩაში მოკლეს. უფროსი ძმა ხშირად აწვალებდა და ჩაგრავდა.
5 წლის ასაკში ადლერს პნევმონია შეხვდა და ვარაუდობდნენ რომ ვერ გადარჩებოდა. ადლერი გადარჩა და ამ გამოცდილებამ გადააწყვეტინა გამხდარიყო ექიმი რათა დახმარებოდა ადამიანებს.
მას კარგი ურთიერთობა ჰქონდა მამასთან. ის მხარში ედგა შვილს, რაც ადლერს მოტივაციას აძლევდა დაეძლია სირთულეები.
1895 წელს ალფრედ ადლერმა დაამთავრა ვენის უნივერსიტეტი და მიიღო სამედიცინო ხარისხი. მან თავდაპირველად მოღვაწეობა დაიწყო როგორც ოფთალმოლოგმა, შემდეგ კი ნევროლოგიისა და ფსიქიატრიის მიმართულებით გადაინაცვლა.
1902 წელს ის შეუერთდა ფსიქოანალიტიკოსთა ჯგუფს. 10 წლის განმავლობაში ის ფროიდთან ერთად მოღვაწეობდა. 1911 წელს ჩამოშორდა ფროიდს, ამბობდა რომ ის იყო სექსზე და სიკვდილზე ჩაციკლული, დააარსა საკუთარი ორგანიზაცია, ინდივიდუალური ფსიქოლოგიის ასოციაცია და ეს მიმართულება თანდათან მთელს ევროპაში გავრცელდა.
1912 წელს მან გამოაქვეყნა წიგნი ნევროტული კონსტიტუცია, სადაც საბოლოოდ წარმოადგინდა ტერმინი ინდივიდუალური ფსიქოლოგია. პირველი მსოფლიო ომის დროს ის მსახურობდა როგორც ექიმი პირველად ავსტრიის ჯარში, შემდეგ ბავშვების ჰოსპიტალში.
1918 წელს ომის დამთავრების შემდეგ მან ვენაში დააარსა ბავშვების წინამძღოლი კლინიკები, რომლებიც შემდგომში გახდა პროტოტიპი ასეთივე მსგავსი კლინიკებისა უცხოეთში.
1921-1927 წლებში ადლერი აშშ-ში ასწავლიდა და კითხულობდა ლექციებს.
1927 წელს ადლერი კოლუმბიის უნივერსიტეტის საშტატო ლექტორი იყო. 1928 წელს ნიუ-იორკის სოციალურ კვლევათა ახალ ინსტიტუტში ასწავლიდა. 1932 წელს ის მიიწვიეს პროფესორად ლონგ აილენდის მედიცინის კოლეჯში. 1934 წელს ნაცისტებმა აიძულეს დაეხურა კლინიკა, იმის გამო რომ ის იყო ებრაელი. ადლერი გადასახლდა ამერიკაში.
1937 წლის მაისში ის ჩავიდა შოტლანდიაში, ქალაქ აბერდინში, სადაც ის უნივერსიტეტში ლექციებს კითხულობდა. იქ ყოფნისას ის უცბად წაიქცა ქუჩაში და გარდაიცვალა გულის შეტევით.
ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -
კირობო
იაპონ. 希望 - იმედი და ロボット - და რობოტი, პირველი რობოტ-ასტრონავტი. რობოტის ტიპი - ანდროიდი. შემუშავებული იქნა Dentsu ძალისხმევით სამცნერო-კვლევითი ტოკიოს უნივესიტეტის მეშვეობით. , Robo Garage, ტოიოტტა და JAXA პროექტის ფარგლებში სახელწოდებით Kibo Robot projec.
იხ. ვიდეო
ორბიტაზე იქნა გაშვებული 2013წ-ის 4 აგვისტოს კოსმოსური სატვირთო ხომალდ HTV4 ტვირთან ერთად საერთაშორისო სადგურზე. მიღებული იქნა 9 აგვისტოს.
კირობომ ასრულებდა რობოტ-კომპანიონის როლს. იაპონელი ასტრონავტი კიოტი ვაკატა, რ-აც განახორციელა თავისი კოსმოსური მისია 2013წ-ის 7 ნოებრიდან 2014წ-ის 14 მაისამდე.
კისობო ორჯერ შევიდა გინესის რეკორდების წიგნში, პირველ რიგში, როგორც პირველი თანამგზავრი რობოტი კოსმოსში და, მეორეც, როგორც რობოტი, რომელიც დედამიწასთან ურთიერთობს უმაღლესი სიმაღლიდან
იხ. ვიდეო Watch the Robot Astronaut Kirobo make history as the first robot to have a conversation in space. Kirobo spoke with human Astronaut Wakata on Dec. 6, 2013 at the International Space Station. Kirobo is one of two humanoid robots developed under the Kibo Robot Project, a collaborative research effort.
მასა - 980გრ, სიმაღლე - 34სმ, სიგანე - 18სმ, სიღრმე - 15სმ, თავუსფლების დონე - 20
შესაძლებლობა - ხმის, ჟესტებისა და მეტყველების ამოცნობა
ბუნებრივი ენის ავტომატური დამუშავებახმის სინთეზატორი, კირობო დაპროგრამებულია იაპონურად კომუნიკაციისთვის, ვიდეო ჩანაწერის სისტემა.
ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -
A 160 Hummingbird
ტიპი - სადაზვერვო უპილოტო საფრენი აპარატი, შეიმუშავა ბოინგმა , მწარმოებელი - ბონგი, რაოდენობა 9 რაოდენობა, დიამეტრი 10,7მ, როტორის დიამეტრი - 11. 0 მ, წონა - 1950, ჭერი - 8530მ, ფრენის სიშორე - 3150კმ, ფრენის ხანგრძლივობა - 20სთ
სადაზვერვო უპილოტო საფრენი აპარატი. პირველი ფრენა გახორციელდა 2020წ-ის იანვარში აშშ-ს სამხედრო საჰაერო ბაზაზე Victorville (კალიფორნია). გარეგნულად წააგავს ვერტფრენს, მაგრამ მნიშვნელოვნად გასხხვავდება ნებისმიერი ვრტფრენისგა.. მას შეუძლია მუშობა როგორც ავტონომიურად ასევე დისტანციური მარტვით. სასაგებლო ტვირთი 135კგ. 2008წ-ს გამყარებულია მსოფლიო რეკორდი ამ კლასში ჰაერში იმყოფებოდა საწვავის შევსების გარეშე 18,7 სთ.
იხ. ვიდეო
დრონზე ერთერთი ვარინტით შეიძლება განთავსდეს ზემგრძნობიარე კამერა Victorville, შეუძლია გადაღების წარმოება გარჩევადობით 1,8 გიგაპარსეკი.
სისტემას ასევე შეუძლია უზრუნველყოს რეალურ დროში ვიდეო გადაცემა წამში 10 კადრი სიჩქარით, კამერის შესაძლებლობები საშუალებას აძლევს ადამიანებს და მანქანებს დააკვირდეს 6,1 კმ სიმაღლიდან 168 კვადრატული კილომეტრის ფართობზე.
მოწყობილობას შეუძლია 65 ცალკეული ობიექტის მონიტორინგი ცალკეულ "ფანჯრებში", თუნდაც ეს ობიექტები სხვადასხვა მიმართულებით მოძრაობდეს.
1834–45 წლებში სწავლობდა გლაზგოსა და კემბრიჯის უნივერსიტეტებში. 1845–46 წლებში მუშაობდა პარიზში ფრანგ ფიზიკოს ა. რენიოსთან ერთად. 1846–99 წლებში იყო გლაზგოს უნივერსიტეტის პროფესორი. 1892 წელს სამეცნიერო დამსახურებისათვის მიიღო ლორდ კელვინის ტიტული. 1845 წელს დაამუშავა გამოსახულების მიღების ელექტრული მეთოდი, 1848 წელს შემოიღო თერმოდინამიკის მეორე საწყისის ერთ-ერთი ფორმულირება (1851) და შემოიღო ენერგიის გაბნევის ცნება. გამოთქვა სამყაროს „სითბური სიკვდილის“ ჰიპოთეზა. 1851 წელს აღმოაჩინა ფერომაგნეტიკების ელექტრული წინაღობის ცვლილება მათი დამაგნიტებისას. 1853–54 წლებში ჯეიმზ ჯოულთან ერთად აღმოაჩინა აირის გაცივების ეფექტი მისი ადიაბატური გაფართოებისას (ჯოულ–ტომსონის ეფექტი). განავითარა თერმოელექტრული მოვლენების თერმოდინამიკული თეორია და 1856 წელს იწინასწარმეტყველა ელექტრული დენით სითბოს გადატანის მოვლენა, დაადგინა ელექტრული კონტურის რხევის პერიოდის დამოკიდებულება მისივე ტევადობასა და ინდუქციურობაზე.
იხ. ვიდეო
ევულოციის თეორიის კრიტიკა
უილიამ ტომსონი ცნობილია როგორც ბიოლოგიაში ევოლუციის თეორიის კრიტიკოსი.მზის ასაკის გაანგარიშების საფუძველზე, რომელშიც, მისი აზრით, ხდება წვის ქიმიური პროცესები, რომლებიც ენერგიის წყაროა, ტომსონმა აღნიშნა არასაკმარისი ისტორიული დრო ცხოველთა სამყაროს ევოლუციისათვის თანამედროვე სახელმწიფოს.1903 წელს კანონის აღმოჩენამ, რომელიც თერმული ენერგიის გამოყოფას რადიოაქტიურ გაფუჭებასთან აკავშირებს, არ აიძულა მას შეეცვალა მზის ასაკობრივი შეფასებები.დედამიწის ასაკი მის მიერ შეფასებულია 20-40 მილიონი წლით
ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -
ნეოლითის ხანა
ნეოლითური არტეფაქტები
(ნეო – ბერძნ. neos - ახალი, რთული სიტყვის შემადგენელი ნაწილი, აღნიშნავს ახალს, განახლებულს; ლითი, ლითო – ბერძნ. lithos – ქვა, რთული სიტყვის ნაწილი, აღნიშნავს ქვასთან, ქანებთან დამოკიდებულებას) — ახალი ქვის ხანა, ქვის ხანის ბოლო საფეხური, რომელიც შეცვალა ენეოლითმა. ტერმინი „ნეოლითი“ მეცნიერებაში 1865 წელს შემოიტანა ჯ. ლაბოკმა იმ პერიოდის აღსანიშნავად, როდესაც ადამიანი თავის საკვებს მარცვლეულისკულტივაციითა და ცხოველთა მოშინაურებით მოიპოვებდა, მაგრამ იარაღის დასამზადებლად (ხისა და ძვლის გარდა) ჯერ კიდევ მხოლოდ ქვას იყენებდა. ნეოლითის განმსაზღვრელი ნიშნებია: მიმთვისებლური მეურნეობიდან (ნადირობა, თევზჭერა, შემგროვებლობა) მწარმოებლურ მეურნეობაზე (მიწათმოქმედება, მეცხოველეობა) გადასვლა, თიხის ჭურჭლის გაჩენა, ქვის იარაღის გაპრიალება, გახვრეტა. კულტურულ–სამეურნეო ნიშნების მიხედვით ნეოლითის კულტურები ორ მთავარ ჯგუფად იყოფა: 1. მიწათმოქმედ–მეცხოველე ტომთა და 2. მაღალგანვითარებულ მონადირეთა და მეთევზეთა.
ნეოლითი ნასახლარი ორკეის კუნძულებზე
ევროპასა და აზიაში ნეოლითის ძეგლების დიდი ნაწილი ძვ. წ. VI – III ათასწლეულებითთარიღდება. ახლო აღმოსავლეთში უძველეს მიწათმოქმედ – მესაქონლე ტომთა კულტურები ძვ. წ. VIII –VII ათასწლეულებით თარიღდება. ნეოლითის კულტურებს უკავშირდება შუა აზიის სამხრეთში გავრცელებული ჯეითუნის კულტურა (ძვ. წ. VI-V). ჩინეთის სამიწათმოქმედო ნეოლითი (იანშაო) ეკუთვნის IV – III ათასწლეულს. ეგვიპტესა და ჩრდ. აფრიკაში სამიწათმოქმედო ნეოლითი ძვ. წ. V-IV ათასწლეულებით თარიღდება. კავკასიაში ნეოლითის ძეგლები ძირითადად თავმოყრილია დას.
იხ. ვიდეო
ამიერკავკასიაში, განსაკუთრებით კი – დას. საქართველოში. აქ გვხვდება როგორც ადრინდელი ნეოლითური უკერამიკო ნეოლითის კომპლექსები (ქობულეთი, ხუცუბანი, ანასეული I, ხორში, გალი I და სხვ.). გვხვდება აგრეთვე განვითარებული ნეოლითის ხანის კომპლექსები (ოდიში, ანასეული II, კისტრიკი, გურიანთა, მელოური და სხვ.). აღმ. ამიერკავკასიის ვრცელი ტერიტორია (აზერბაიჯანის დიდი ნაწილი, არარატის ველი და სამხ.–აღმ. საქართველო) ძვ. წ. VI-V ათასწლეულებში ათვისებული ჰქონდათ მიწათმოქმედ–მესაქონლე ტომებს (შულავერი-შომუთეფეს კულტურა), რომლის ადრეული ძეგლები (შულავრისგორა, გადაჭრილიგორა, იმირის გორა, შომუთეფე, ხათუნარხი და სხვ.) ყველა ნიშნის მიხედვით განვითარებულ ნეოლითს მიეკუთვნება. ცენტრ. კავკასიის მთისწინა ზოლში, კავკასიის ორივე კალთაზე, გავრცელებული ჩანს მონადირე–მეთევზეთა და შემგროვებელთა ზონალური კულტურა პალურ–ნაგუთანის ტიპისა, რომელიც კოდორიდანარაგვ–თერგის აუზამდე ჩანს გავრცელებული. ამ კულტურას ახასიათებს თავისებური ქვის ინდუსტრია, რომელიც მთიან ზონაში გავრცელებული მეზოლითის საფუძველზე იყო განვითარებული.