ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -
პლანეტოშენადედი
ნარჩენებისგან დისკოები HD 141943 და HD 191089, რომელიც ჰაბლის კოსმოსური ტელესკოპის ახალგაზრდა ვარსკვალვების არქივში აღმოაჩინეს (24 აპრილი, 2014).
მყარი ობიექტი, რომელზეც ფიქრობენ, რომ პროტოპლანეტურ და ნარჩენების დისკოში არსებობს.
პლანეტების ფორმირების ფართოდ მიღებული თეორიის, ე.წ. პლანეტოშენადედის ჰიპოთეზის, ჩამბერლინ-მაულტონის პლანეტოშენადედის ჰიპოთეზის, მიხედვით, პლანეტები წარმოიქმნება კოსმოსური მტვრის მარცვლებისაგან, რომლებიც ერთმანეთს ეჯახება, ეწებება და წარმოქმნის უფრო და უფრო დიდ სხეულებს. როდესაც ეს სხეულები 1 კილომეტრის ზომის ხდება, ისინი ერთმანეთს იზიდავს პირდაპირ მათი საერთო გრავიტაციით და ამის წყალობით ხელს უწყობენ მთვარის ზომის ობიექტის პროტოპლანეტების ჩამოყალიბებას. უმეტესად ასე განიმარტება პლანეტოშენადედები. პლანეტოშენადედებზე მცირე სხეულები დამოკიდებული უნდა იყოს ბრაუნის ან ტურბულენტურ მოძრაობაზე გაზში, რომ დაიწყოს შეჯახებები, რამაც, თავის მხრივ, შეწებების პროცესი უნდა წარმართოს. სხვანაირად, პლანეტოშენადედები შესაძლოა წარმოიქმნას მტვრის მარცვლების ძალიან მკვრივ ფენაში, რომელიც განიცდის ერთობლივ გრავიტაციულ არასტაბილურობას პროტოპლანეტარულ დისკოში. პლანეტოშენადედთა უმეტესობა მძლავრი შეჯახებებისას შუაზე იგლიჯება, როგორც შესაძლოა დაემართა 4 ვესტასა და 90 ანტიოპს, მაგრამ ყველაზე დიდ პლანეტოშენადედთა მცირე ნაწილი შეიძლება გადაურჩეს ასეთ შეჯახებებს და გააგრძელოს ზრდა პროტოპლანეტებად და მოგვიანებით პლანეტებად.
იხ. ვიდეო რა არის პლანეტოშენადედი და რა კავშირი აქვს მეტეორიტებთან. მეტეორიტების წარმოშობასთან დაკავშირებულებთ ბევრი საიდუმლოა. თითოეული ციური სხეულის წარმოშობის საკითხი მეცნიერებისთვის საკამოათო საკითხია. კერძოდ 1960-იან წწ -ში ნაპოვნი მეტეორიტების იმავე ფრეგმენტები ჯერ კიდევ ბოლომდე არ არის გასაგები. ისისნი მსოფლიოში არიან მიმოფანტული და აშკარაა, რო, ის ერთ ობიექტს ეკუთვნის.
ზოგადად მიჩნეულია, რომ დაახლოებით 3,8 მილიარდი წლის წინ, „[მძიმე დაბომბვის“ პერიოდის შემდეგ, მზის სისტემაში არსებული პლანეტოშენადედების უმეტესობა ან მთლიანად გაიტყორცნა მზის სისტემიდან შორეულ ექსცენტრიულ ორბიტებზე, როგორიცაა ურტის ღრუბელი, ან უფრო დიდ ობიექტებს შეეჯახა რეგულარული გრავიტაციული ბიძგების დახმარებით, რომლებიც გამოწვეული იყო გიგანტური პლანეტებისგან (განსაკუთრებით იუპიტერისა და ნეპტუნისაგან). შესაძლებელია მცირე რაოდენობის პლანეტოშენადედი მთვარეებად იქნა ჩაჭერილი, როგორებიცაა ფობოსი და დეიმოსი (მარსის თანამგზავრები) და გიგანტური პლანეტების უმეტესი თანამგზავრები.
ის პლანეტოშენადედები, რომლებიც გადაურჩა ყველაფერს დღემდე, ძალიან ღირებულია მეცნიერებისათვის, რადგან ისინი შეიცავს მზის სისტემის ფორმირების შესახებ უზარმაზარ ინფორმაციას. მიუხედავად იმისა, რომ მათი გარე ნაწილები მზისგანაა დასხივებული, რაც მის ქიმიურ შედგენილობას შეცვლის, მათი შიგა ნაწილები შეიცავს უძველეს მატერიას, რომელზედაც პლანეტოშენადედის წარმოქმნის შემდეგ არანაირი გავლენა არ მომხდარა. ამის გამო თითოეული პლანეტოშენადედი „დროის კაფსულაა“ და მათ შედგენილობას შეუძლია გვითხრას, რა მდგომარეობა იყო მზიურ ნისლეულში — საიდანაც ჩვენი პლანეტური სისტემა წარმოიქმნა
პლენტიზმი - კიუბივანო 2014 MU ფოტოგრაფია საპლანეტათაშორისო სადგურის ,,ახალი ჰორიზონტის'' მიერ 2019წ-ს
ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -
კომპლემენტის სისტემა
მემბრანის შემტევი კომპლექსის იწვევს უჯრედის ლიზისს
იმუნური სისტემის ნაწილი, რომელიც ეხმარება ან აკომპლექტებს/ავსებს ანტისხეულებისა დ ფაგოციტური უჯრედების უნარს გაწმინდონ/გაასუფთავონ პათოგენები ორგანიზმისაგან. ის ნაწილია თანდაყოლილი იმუნური სისტემისა, რომელიც არ არის შეგუებადი და არ იცვლება ინდივიდის ცხოვრების განმავლობაში. თუმცა, იგი შეიძლება „გაწვეული“ ან ჩართულ იქნას ადაპტაციური იმუნური სისტემის მიერ.
კომპლემენტის სისტემა შედგება მთელი რიგი პატარა ცილებისაგან, რომლებიც აღმოჩენილია/ნაპოვნია სისხლში, ძირითადად ღვიძლის მიერ სინთეზირებული, და როგორც წესი, მოცირკულირე არააქტიური წინამორბედების სახით (პრო-ცილები/პრო-პროტეინები). რამდენიმედან ერთი ტრიგერის/სასხლეტის (O.o) სტიუმულაციის შემდეგ, სისტემაში არსებული პროტეაზები ხლეჩენ სპეციფიურ პროტეინებს, რათა გამოათავისუფლონ ციტოკინები და ინიცირებენ ზრდად (amplifying) კასკადს შემდგომი/დამატებითი გახლეჩებისათვის. საბოლოო შედეგი კასკადის აქტივაციისა არის მასიური ამპლიფიკაცია/გაძლიერება პასუხისა და უჯრედის მკვლელი მემბრანის შემტევი კომპლექსის (MAC) ატივაცია. 30-ზე მეტი ცილა და ცილოვანი ფრაგმენტი შეადგენს კომპლემენტის სისტემას, შრატის ცილების, სეროზული ცილების და უჯრედის მემბრანული რეცეპტორების ჩათვლით. ისინი ითვლება სისხლის შრატის გლობულინების წილის დაახლოებით 5%-ად და შეუძლიათ იმოქმედონ, როგორც ოფსონინებმა.
სამი ბიოქიმიური გზა ააქტიურებს კომპლემენტის სისტემას: კლასიკური კომპლემეტის გზა, ალტერნატიული კომპლემენტის გზა და ლექტინის გზა
კასაკდის ქსემა კომლემეტის სისტემა
კომპლემენტის მთავარი ფუნქციები არის შემდეგი
ოფსონიზაცია — ანტიგენების ფაგოციტოზის გაძლიერება
ქემოტაქსისი — მაკროფაგებისა და ნეიტროფილების მოზიდვა
უჯრედის ლიზისი — უცხო უჯრედების მემბრანის გახვრეტა
აგლუტინაცია — პათოგენების დაკავშირება და კლასტერიზება/ერთად დაგროვება (მიწებება)
პროტეინები და გლიკოპროტეინები, რომლებიც წარმოქმნიან კომპლემებტის სისტემას სითეზირებულნი არიან ჰეპატოციტების მიერ. მაგრამ მნიშვნელოვანი რაოდენობა ასევე პროფუცირებულია/წარმოებულია ქსოვილოვანი მაკროფაგების, სისხლის მონოციტების და შარდსადენი და კუჭნაწილავის მიერ ტრაქტის ეპითელიალური უჯრედების მიერ. აქტივაციის სამივე გზა წარმოქმნის ჰოპმოლოგიურ ვარიანტებს პროტეაზა С3 კონვერტაზისა. კლასიკური კომპლემენტის გზა ტიპურად მოითხოვს ანტიგენ-ანტისხეულის კომპლექსებს (იმუნურ კომპლექსებს) აქტივაციისათვის (სპეციფიკური იმუნური პასუხი), მაშინ, როდესაც ალტერნატიული და მანან-დამაკავშირებელი ლექტინის გზები შეიძლება გააქტიურდეს C3-ის ჰიდროლიზით ან ანტიგენენების მიერ ანტისხეულების არსებობის გარეშე (არასპეციფიკური იმუნური პასუხი).
ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -
ჰენრი კავენდიში
(ინგლ.Henry Cavendish; დ. 10 ოქტომბერი, 1731, ნიცა — გ. 24 თებერვალი, 1810, ლონდონი) — ინგლისელი ლორდი, ქიმიკოსი და ფიზიკოსი. 1731 წლის 10 ოქტომბერს ქალაქ ნიცაში, ლორდის ოჯახში, დაიბადა ვაჟი - ჰენრი, რომელსაც შემდეგში წილად ხვდა ფიზიკისა და ქიმიის ისტორიაში შესანიშნავი ფურცლები ჩაეკერებინა. ჰენრის მამა მეტეოროლიგიით იყო გატაცებული და კარგ ექსპერიმენტატორად ითვლებოდა. მამის გავლენით პატარა ჰენრის ადრეულ წლებში შეუყვარდა საბუნებისმეტყველო მეცნიერებანი. ეს ინტერესი დროთა განმავლობაში მეცნიერული კვლევის მიმართ ლტოლვაში გადაიზარდა და კავენდიშის მთელი არსება მოიცვა. ქავენდიშს მემკვიდრეობით აურაცხელი ქონება დარჩა, ამასთან, ლორდის წოდების გამო მას საზოგადოებაში ერთობ მაღალი ადგილი ეკავა, მაგრამ მიუხედავად მისა, იგი ყოველთვის თავმდაბალი და მორიდებული იყო. მთელი თავისი ქონების უდიდეს ნაწილს სამეცნიერო მუშაობაზე და ახალგაზრდა მეცნიერთა დასახმარებლად ხარჯავდა. იგი თავის მამულში მუშაობდა და იმდენად იყო გატაცებული მეცნიერული კვლევებით, რომ, დროის მოგების მიზნით შინაურებს ერთხელ და სამუდამოდ შემოკლებული ნიშნებით ელაპარაკებოდა. იმის გამო, რომ ქალთა მოძულე იყო, ოჯახს არ მოჰკიდებია.
ჰენრი კავენდაშის მეცნიერული მოღვაწეობაკავენდიშმა ქიმიაში დაიწყო. მისი პირველი გამოკვლევა აირებს შეეხო.1766წელს მან შეისწავლა მარილმჟავასა და სუსტ გოგირდმჟავას მოქმედება თუთიასა და რკინაზე. შენიშნა, რომ ამ დროს რაღაც აირი გამოიყო. უფრო გვიან, ამ აირს წყალბადი ეწოდა, კავენდიში კი ამას „საწვავ ჰაერს" უწოდებდა. მიუხედავად იმისა, რომ წყალბადის თვისებები და სახელწოდებაც კი მეცნიერთათვის ჯერ უცნობი იყო, მან პირველმა განსაზღვრა მისი კუთრი სითბოტევადობა; ამ გამოკვლევამ დიდი სამსახური გაუწიააერნაოსნობას;1783წელს ჟ. შარლმა კავენდიშის მეთოდით მიიღოწყალბადი; რომლითაც გაავსოაეროსტატიდა პირველი აფრენა მოაწყო.1766წელსვე მიიღო კავენდიშმა სუფთანახშირორჟანგააირი და განსაზღვრა მისი კუთრი წონა.1779-1783წლებში კავენდიში სწავლობდა სხვადასხვა აირის შერევის საკითხებს, მათ ნარევში ელექტრონულ ნაპერწკალს ატარებდა და, ამგვარად,1781-1782წლებში აღმოაჩინა წყლის რთული ქიმიური შედგენილობა. მანამდე წყალი მარტივ ნივთიერებად იყო აღიარებული. სამი წლის შემდეგ,1785წელს, ლავუაზიემ და მენემ წყლის რაოდენობრივი ქიმიური ანალიზი დააზუსტეს. მეორე მხრივ, კავენდიშმა დააზუსტა ლავუაზიეს მიერ ადრე მიღებული შედეგები და განსაზღვრაატმოსფეროსჰაერში ჟანგბადის პროცენტული შედგენილობა.
ქავენდიშმა 1771-1773 წლებში პირველმა აღმოაჩინა ელექტროსტატისტიკის ძირითადი კანონი-უძრავი მუხტების ურთიერთქმედების შესახებ. სამწუხაროდ, კავენდიში თავის შრომებს ელექტროობის შესახებ არ ბეჭდავდა. 100 წელზე მეტ ხანს ელაგა ეს შრომები კემბრიჯის უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში და მეცნიერებისათვის უცნობი დარჩა. მხოლოდ 1878 წელს შეისწავლა ისინი მაქსველმა და გამოაქვეყნა. მაგრამ ანალოგიური რაოდენობრივი გამოთვლები კავენდიშისგან დამოუკიდებლად უკვე შესრულებული ჰქონდა ფრანგ ფიზიკოსსა და ინჟინერსშარლ კულონს, ამ კანონს კულონის კანონი ეწოდა.
კავენდიში არჩეული იყო ინგლისის სამეფო საზოგადოებისა და პარიზის მეცნიერებათა აკადემიის წევრად. იგი გარდაიცვალა 1810 წლის 10 თებერვალს ლონდოში.
კემბრიჯის უნივერსიტეტში ექსპერიმენტული ბირთვული ფიზიკის კვლევითი ლაბორატორიების კომპლექსს დღემდე კავენდიშის სახელი შემორჩა. ამ ლაბორატორიებში იწვრთნებოდნენ მსოფლიოში გამოჩენილი ფიზიკოსები: რეზერფორდი, ბორი და სხვა.
ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -
საქართველოს კლიმატი
საქართველო მსოფლიო კლიმატურ რუკაზე (კეპენისეული მსოფლიო კლიმატური რუკა)
საქართველოს შედარებით მცირე ტერიტორიაზე არის დედამიწის ზედაპირზე არსებული ჰავის თითქმის ყველა ზონა დაწყებული ნოტიო სუბტროპიკულიდან, დამთავრებული მარადი თოვლისა და მყინვარების ზონით. საქართველოს ჰავის ნაირგვარობას განსაზღვრავს ერთი მხრივ, მისი მდებარეობა სუბტროპიკული ზონის ჩრდილოეთ საზღვარზე შავსა და კასპიის ზღვებს შორის, მეორე მხრივ, მისი რელიეფის განსაკუთრებული სირთულე: ჰავის ჩამოყალიბებაში დიდ როლს თამაშობენ სხვადასხვა მიმართულებისა და სიმაღლის ქედები. ადგილობრივ ჰავას ქმნის შავი ზღვა და კავკასიონი. უკანასკნელი საქართველოს იცავს ჩრდილოეთიდან ცივი ჰაერის მასების უშუალო შემოჭრისაგან, ხოლო შავი ზღვა აზომიერებს ტემპერატურის მერყეობას და ხელს უწყობს ნალექების დიდ რაოდენობით მოსვლას, განსაკუთრებით დასავლეთ საქართველოში.
შედარებით დაბალ განედზე მდებარეობისა და ზომიერი ღრუბლიანობის გამო, საქართველო მზისგან მნიშვნელოვან სითბოს იღებს. მზის ნათების ხანგრძლივობა 1350-2520 სთ. მნიშვნელოვანია აგრეთვე მზისგან მიღებული ჯამური რადიაცია 115-153 კკალ/სმ² წელიწადში. საკმაოდ ცვალებადობს რადიაცული ბალანსი, რომლის მაქსიმუმი (52-53 კკალ/სმ²) ნოტიო სუბტროპიკულ ბარშია, მინიმუმი (25 კკალ/სმ²) – კავკასიონის მაღალმთიან ზონაში. საქართველოს ჰავის ფორმირებაში მონაწილეობას იღებს როგორც ზომიერი, ისე სუბტროპიკულ სარტყელში განვითარებული ატმოსფერული პროცესები.
ამ ზონებში ძირითადად ადგილი აქვს ზონალურ ცირკულაციას. ზოგჯერ მას არღვევს მერიდიანული ცირკულაცია, რომლის დროსაც ჩრდილოეთ განედებიდან შემოიჭრება ხოლმე ცივი ჰაერის მასები, ხოლო სამხრეთიდან — თბილი. ასეთ შემთხვევებში განსაკუთრებული მნიშვნელობა ეძლევა კავკასიონს და საქართველოს სამხრეთ მთიანეთს. ჰაერის მასები საქართველოში უმთავრესად დასავლეთიდან აღმოსავლეთიდან იჭრება. ხშირად ამინდის ცვლილებას სამხრეთიდან შემოსული თბილი ჰაერის მასებიც იწვევს. ჰავის ჩამოყალიბებაში დიდი მნიშვნელობა აქვს ზომიერი განედების, არქტიკული და ტროპიკული როგორც ზღვის, ისე კონტინენტური ჰაერის მასებს. სუბტროპიკული პროცესები, რომელთა მეშვეობითაც შემოდის ჰაერის მასები ამიერკავკასიის და, კერძოდ, საქართველოს ტერიტორიაზე, დაჯგუფებულია შემდეგ ტიპებად:
დასავლეთისა, აღმოსავლეთისა, ორმხრივი, ანტიციკლონური მდგომარეობა და ამიერკავკასიის სამხრეთ რაიონებში განვითარებული ტალღური აღრევა. ამინდის ჩამოყალიბებაში მონაწილეობს კონვექციური პროცესები, რომლებიც წლის თბილ პერიოდში უფრო მკვეთრად არის გამოხატული. ჰაერის ტემპერატურა ადგილის ჰავის თავისებურების მაჩვენებელი ერთ-ერთი ძირითადი ელემენტია, საქართველოში იგი დიდი კონტრასტებით გამოირჩევა. ჰაერის საშუალო წლიური ტემპერატურა ყველაზე მაღალია სოხუმში (ნავსადგური, 15°C) ხოლო დაბალი – კავკასიონის თხემზე 5000 მ) —12.5°C განსაკუთრებული თბილი ზამთრით გამოირჩევა კოლხეთი, სადაც იანვრის საშუალო ტემპერატურა 5-7°C-ია, ტემპერატურის ვერტიკალური გრადიენტი კი 0.2-0.9. ზამთარში ხშირია ინვერსიები. ზღვისპირა ადგილებში იგი ზაფხულშიც შეინიშნება.
ცირკულაციის, რადიაციისა და ოროგრაფიული ფაქტორების ერთობლივი მოქმედება განსაზღვრავს ტერიტორიის ტენიანობის საკმაოდ დიდ კონტრასტებს. საქართველოს დიდი ნაწილი ატმოსფერული ნალექების სიუხვით გამოირჩევა, ნალექების საშუალო წლიური რაოდენობა 400-4500 მმ ფარგლებში იცვლება. ნალექების პოლუსი ჩაქვის ქედის ზღვისკენ მიქცეულ კალთაზეა – მტირალას მთის მიდამოებში (წელიწადში საშუალოდ 4500 მმ, ცალკეულ წლებში 5000 მმ-ზე მეტი). საქართველო გამოირჩევა დღე-ღამეში მოსული ნალექების სიუხვითაც (ჯურუყვეთი 352 მმ), ნალექები მთებში სიმაღლის მიხედვით ყველგან არ მატულობს, პირიქით, ზოგან კიდეც მცირდება (სვანეთი, ჯავახეთის პლატო და სხვ.) მაქსიმალური ნალექების მოსვლის ზონები დასავლეთ საქართველოში 300-500-იდან 3500 მ-მდე, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში 1200-იდან 3500 მ-მდე იცვლება.
იხ. ვიდეო საქართველოს პრემირ-მინისტრის გამოსვლა გაეროს კლიმატის ცვლილებების კონფერეციაზე
მზის რადიაციის რეჟიმით საქართველო სუბტროპიკულ ზონაშია. ატმოსფერული ცირკულაციის ხასიათის და მასთან დაკავშირებული ამინდის პირობების მიხედვით მის ტერიტორიას ყოფენ 2 ცირკულაციურ ჰავის ოლქად და ერთ ქვეოლქად. ესენია:
1. ზღვის სუბტროპიკული ნოტიო ჰავის ოლქი 2. სუბტროპიკული კონტინენტური ჰავიდან ზღვის ჰავაზე გარდამავალი ოლქი (და ამ ოლქში შემავალი წინა აზიის მთიანეთის მშრალი სუბტროპიკული ჰავიდან ზომიერად ნოტიო ჰავაზე გარდამავალი ქვეოლქი).
პირველი ოლქი მოიცავს დასავლეთ საქართველოს და ხასიათდება ზღვის ნოტიო სუბტროპიკული ჰავის მკაფიოდ გამოხატული თვისებებით. დაბალი ნაწილი ძირითადად გამოირჩევა რბილი ზამთრით, შედარებით გრილი ზაფხულით, ტემპერატურის ზომიერი ამპლიტუდით, უხვი ნალექებით და მაღალი სინოტივით. მეორე ოლქი მოიცავს აღმოსავლეთ საქართველოს, ახასიათებს ზომიერად ნოტიო სუბტროპიკული ჰავა. აქ ზამთარი უფრი ცივია, ვიდრე პირველ ოლქში, მოდის შედარებით მცირე ნალექები. ამ ოლქის ქვეოლქი მოიცავს საქართველოს სამხრეთ მთიანეთის ცენტრალურ სტეპურ ნაწილს. აქ ჰავა უფრო კონტინენტურია, ზაფხული — ცხელი, ზამთარი ცივი და ატმოსფერული ნალექები რამდენადმე ნაკლებია, ვიდრე იმავე სიმაღლეზე მდებარე საქართველოს სხვა ადგილებში. რელიეფის მნიშვნელოვანი დასერილობა ზოგად ცირკულაციას იმგვარად გარდაქმნის და მეტეოროლოგიურ ელემენტების რიცხვითი სიდიდეების ისეთ დიდ სხვადასხვაობას იწვევს, რომ საქართველოს ტერიტორიაზე განსხვავებული კლიმატური რაიონები გამოიყოფა.
იხ. ვიდეო საქართველოს ჰავა
რცელდება სუბტროპიკულ კონტინენტური კლიმატიდანზღვის კლიმატზე გარდამავალ ოლქში. კარგად არის გამოხატული კლიმატური სიმაღლებრივი ზონალურობა. საშუალო წლიური ტემპერატურა ქვედა ნაწილში 8—10°C, 3500 მ სიმაღლეზე —6°C. ყველაზე ცივი თვეების (იანვარი, თებერვალი) ტემპერატურა —3°C, —15°C, აბსოლუტურ მინიმალური —26°C, —42°C; უთბილესი თვეების (ივლისი, აგვისტო) ტემპერატურა 2—18°C, მაქსიმალური 16—40°C. ატმოსფერული ნალექები სიმაღლის შესაბამისად ყველგან მატულობს და ტერიტორიულად 800—1800 მმ შორის იცვლება. ღრუბლიანობა ზომიერია (50—60%), საშუალო წლიური შეფარდებითი სინოტივე 65—75%, დანესტიანების კოეფიციენტი 1.5—2.5. თოვლის საფრის სიმაღლე საშუალოდ 25—50 სმ, ზედა ნაწილში 1.0—1.5 მ, მაქსიმალური 3 მ-ს სჭარბობს. ქარები უმთავრესად ხეობების მიმართულებით ქრის, ზედა ნაწილში ჭარბობს დასავლეთის ქარი.
კოლხეთის ბარი
ხასიათდება ჭარბად ნოტიო სუბტროპიკული ჰავით. შავი ზღვის გავლენის ყველაზე მეტად ეს რაიონი განიცდის, ამიტომ აქ არ იცის ცივი ზამთარი. ზაფხულიც შედარებით გრილია, ამას ისიც უწყობს ხელს, რომ ამ მხარეში კავკასიონის გავლენით პირდაპირ ვერ შემოდის ჩრდილოეთ ცივი ჰაერის მასები. საშუალო წლიური ტემპერატურა 13—15°C, იანვრის 2—7°C, ივლის-აგვისტოს 22—23°C, აბსოლუტურ მინიმალური ტემპერატურა —9—27°C, მაქსიმალური 40—43°C. სავეგეტაციო პერიოდში 10°C-ზე მეტ ტემპერატურათა ჯამი 4200—4500°, რაც წლის განმავლობაში რამდენიმე მოსავლის მიღების შესაძლებლობას იძლევა. ზამთარში გაბატონებულია აღმოსავლეთის, ზაფხულში — დასავლეთის ქარი, კარგად არის განვითარებული ბრიზები და ფიონები. წელიწადში 1400—3000 მმ ნალექი მოდის. ნალექიანია უმთავრესად ზამთარი და შემოდგომა. თოვლის მდგრადი საფარი იშვიათად ჩნდება. ზღვის სიახლოვისა და ხშირი დასავლეთის ქარების გავლენით მთელი წლის განმავლობაში დიდია ღრუბლიანობა და ტენიანობა, დანესტიანების კოეფიციენტი 4,0 სჭარბობს, შეფარდებითი სინოტივე 70—80% შეადგენს. ელჭექი და სეტყვა მთელი წლის განმავლობაში იცის.
იმერეთის მაღლობი
იმერეთის მაღლობზეზღვის გავლენა შესუსტებულია,ჰავაშედარებით მშრალია,ზამთარიშესამჩნევად ცივი, ვიდრეკოლხეთის დაბლობზე, მაგრამ მაინც შენარჩუნებულია ნოტიო სუბტროპიკული ჰავის ნიშნები. საშუალო წლიური ტემპერატურა 5—13.5°C, იანვრის ტემპერატურა დაბალ ნაწილში 0—3°C, მაღალმთიან ნაწილში —5—6°C. მეტისმეტად ცივ დღეებშიტემპერატურა—20—31°C-მდე ეცემა. უთბილესი თვის საშუალო ტემპერატურა 15—23°C, მაქსიმალური 30—40°C.სავეგეტაციო პერიოდში10°C-ზე მეტ ტემპერატურათა ჯამი 2000—4100-ია.ატმოსფერული ნალექები900—1800 მმ ფარგლებში მერყეობს, დიდია ღუბლიანობა (60—65%) და შეფარდებითი სინოტივე (75—80%). კარგად არის განვითარებული მთა-ხეობათა ქარები, კოლხეთის ბარის მსგავსად, ზამთარში გაბატონებულია აღმოსავლეთის, ზაფხულში — დასავლეთის ქარები. აღმოსავლეთის ქარიფიონურიხასიათისაა.ელჭექიდასეტყვარაიონში უმთავრესად თბილ პერიოდში იცის.
შიდა ქართლის ბარი
გაბატონებულია მშრალი სუბტროპიკული ჰავა, რომელზეც გავლენას ახდენს მის გარშემო მდებარე მაღალი ქედები. წლის ცივ პერიოდში ხშირად ვითარდება ინვერსიები, ამიტომ ზამთარი უფრო ცივია, ვიდრე საქართველოს სხვა, იმავე სიმაღლეზე მდებარე ადგილებში. საშუალო წლიური ტემპერატურა იცვლება 9—11°C შორის; იანვრის ტემპერატურა —1—4°C, აგვისტოსი 20.4—22.3°C. აბსოლუტურ მინიმალური ტემპერატურა —26—31°C. მაქსიმალური 35—40°C. სავეგეტაციო პერიოდში 10°C-მეტ ტემპერატურათა ჯამი 3100—3900. გაბატონებულია დასავლეთის და აღმოსავლეთის ქარები, პირველი, ჩვეულებრივ, გრილი და ნოტიოა, მეორე ზამთარში ნოტიო და ცივია, ზაფხულში — ცხელი. წელიწადში 500—800 მმ ნალექი მოდის. ხშირია გვალვები. წლის თბილ პერიოდში აორთქლება ბევრად სჭარბობს მოსული ნალექების რაოდენობას. დანესტიანების კოეფიციენტი 1-ზე ნაკლებია. თოვლის საბურველი დიდხანს არ დევს. ელჭექიანია 30—45, სეტყვიანი 1—2 დღე წელიწადში.
ქვემო ქართლის ბარი
ქვემო ქართლის ბარი – ღიაა აღმოსავლეთიდან, საიდანაც თავისუფლად იჭრება ჰაერის მასები, ხშირია მდინარემტკვრისხეობით დასავლეთიდან შემოჭრილი ჰაერის მასებიც. განსაკუთრებით მოქმედებსამინდზეამიერკავკასიისსამხრეთით განვითარებული ტალღური აღრევები, მათთან არის დაკავშირებული წლის თბილ პერიოდში უხვი ნალექები, ელჭექი და სეტყვა. დამახასიათებელია მშრალი სუბტროპიკული ჰავა. მზის ნათების ხანგრძლივობა მცირე ღრუბლიანობის გამო მაღალია (2500სთწელიწადში). ჰაერის საშუალო წლიურიტემპერატურა12—12°C, იანვრის 0,2°C, განსაკუთრებით ცხელიაივლისიდააგვისტო(23—25°C, ზოგან მეტიც). აბსოლუტურ მინიმალური ტემპერატურა –20—25°C, მაქსიმალური 40—41°C.სავეგეტაციო პერიოდში10°C-ზე მეტ ტემპერატურათა ჯამი 3700—4200°. ეს რაიონი გამოირჩევა ჰაერის წლიური ამპლიტუდით (24—25°).
წელიწადში 400—600 მმ ნალექი მოდის. განსაკუთრებით მშრალი და გვალვიანია მისი სამხრეთი ნაწილი. აქ აორთქლებადობა ბევრად აღემატება მოსული ნალექების რაოდენობას. თოვლის საბურველი იშვიათად ჩნდება. ელჭექიანია საშუალოდ 35—50, სეტყვიანი 1—2 დღე წელიწადში.
ივრის ზეგანი
გაბატონებულია მშრალი კონტინენტური ჰავა. ზამთარი ცივი, ზაფხული ცხელი და გვალვიანია. ტემპერატურა 10—11°C, იანვრის 1—3°C, ივლის-აგვისტოსი 22—24°C. აბსოლუტურ მინიმალური –24—32°C, მაქსიმალური 40°C. სავეგეტაციო პერიოდში 10°C-ზე მეტ ტემპერატურათა ჯამი 3200—3800°-ია. ნალექები 400—500 მმ წელიწადში. თოვლის საბურველი იშვიათად ჩნდება. დანესტიანების კოეფიციენტი 1-ზე ნაკლებია. გაბატონებულია დასავლეთის ქარები. განსაკუთრებით ძლიერი ქარი იცის ზამთარში. ელჭექიანია 20—40, სეტყვიანი 1—3 დღე წელიწადში.
შიგნით კახეთის ბარი
გაბატონებულია ზომიერად ნოტიო სუბტროპიკული ჰავა, ცხელი ზაფხულითა და ზომიერად ცივი ზამთრით. იგი საკმაოდ კარგადაა დაცული, დასავლეთიდან და ჩრდილოეთიდან. აქ მხოლოდ სამხრეთ-აღმოსავლეთიდან იჭრება ჰაერის მასები თავისუფლად, რაც ამ რაიონის ჰავის თავისებურებაზე დადებითად მოქმედებს. საშუალო წლიური ტემპერატურა 11—13°C, იანვარში 0,—1°C, თუმცა არ არის გამორიცხული ისეთი წლები, როცა ტემპერატურა 0°C-ზე დაბლა ეცემა. უთბილესი თვის ტემპერატურა 21—25°C. აბსოლუტურ მინიმალური –25—27°C, მაქსიმალური 40°C აღწევს. სავეგეტაციო პერიოდში 10°C-ზე მეტ ტემპერატურათა ჯამი 3500—4200°. ტერიტორიის უმეტეს ნაწილში 800—1300 მმ ნალექი მოდის წელიწადში. დანესტიანების კოეფიციენტი 1-ზე მეტია. მდგრადი თოვლის საბურველი ყოველთვის არ ჩნდება, როცა ჩნდება მისი საშუალო სიმაღლე 5—15 სმ არ აღემატება, მაქსიმალური 75 სმ აღწევს.
ელჭექიანია 30—60, სეტყვიანი –2—3 დღე წელიწადში. ეს რაიონი საქართველოს სხვა რაიონებისაგან გამოირჩევა არა სეტყვიან დღეთა სიხშირით, არამედ სეტყვის მარცვალთა სიდიდით და მოყენებული ზარალით.
საგურამო-გომბორის საშუალმთიანეთი
გამოირჩევა ზომიერად ნოტიო ჰავით, ცივი ზამთრით და ხანგრძლივი გრილი ზაფხულით. იანვრის საშუალო ტემპერატურა –2—6°C, ივლისის 15—20°C; სავეგეტაციო პერიოდში 10°C-ზე მეტ ტემპერატურათა ჯამი 1500—2600°-ია. სიმაღლის შესაბამისად ნალექები, მართალია მატულობს, მაგრამ უმნიშვნელოდ. მთისიწნეთში 800—850 მმ ნალექი მოდის, თხემულ ზოლში 1000 მმ უახლოვდება. მიუხედავად ამისა, ჰაერი წყლის ორთქლით საკმაოდ გაჟღენთილია, საშუალო წლიური შეფარდებითი სინოტივე 75—80%, დანესტიანების კოეფიციენტი 1,5—2. ხშირია ნისლი, წლის თბილ პერიოდში იცის — ელჭექი და სეტყვა. კარგად არის გამოხატული მთა-ხეობათა ქარი.
მთიანი აჭარა-გურია
მიმართულია დასავლეთით და შავი ზღვის გავლენას განიცდის. ხასიათდება ტენიანი ჰავით. თერმული რეჟიმი განსაკუთრებით მაღალია დაბალ ნაწილში. ჰაერის საშუალო წლიური ტემპერატურა იცვლება 2—12°C შორის. იანვრის საშუალო ტემპერატურა (1100 მ სიმაღლემდე) 0°C, თხემურ ზოლში –8—10°C-მდე ეცემა. ყველაზე თბილი თვეა აგვისტო (10—20°C). სავეგეტაციო პერიოდში 10°C-ზე მეტ ტემპერატურათა ჯამი 1500—3500°. ზღვისკენ მიქცეულ კალთებზე მთელი წლის განმავლობაში გაბატონებულია დასავლეთის და სამხრეთ-დასავლეთის ქარები, რომელთაც მოაქვთ დიდი რაოდენობის ტენი. ეს რაიონი უხვი ნალექებით გამოირჩევა. საკმაოდ მშრალია მდინარე აჭარისწყლის ხეობის შუა ნაწილი, რომელიც დასავლეთიდან დაცულია მაღალი ქედებით. თოვლი შეიძლება მოვიდეს ნოემბრიდან. მდგრადი თოვლის საბურველი 1400 მ სიმაღლემდე 1—3 დღეს ძევს, 2000 მ სიმაღლეზე –6—7 თვეს. თოვლის საბურველის მაქსიმალური სიმაღლე 4—5 მ. ელჭექი იცის წლის ყველა სეზონში, უფრო ხშირია წლის თბილ პერიოდში.
მესხეთი
ქვაბულში მდებარეობს და შემოჭრილი ჰაერის ეფექტი შესუსტებულია, ნალექები უმნიშვნელოა, ჰავა – მშრალი კონტინენტური. ძლიერი ინვერსიების გამო ზამთარი ცივია, იანვრის ტემპერატურა — 2,5—9,0°C აბსოლუტურ მინიმალური —30, —38°C; ზაფხული ზომიერად ცხელია, ივლის-აგვისტოს ტემპერატურა 16—21°C, მაქსიმალური 39°C აღწევს. სავეგეტაციო პერიოდში 10°C-ზე მეტ ტემპერატურათა ჯამი 1500—3000°. წელიწადში 500—700 მმ ნალექი მოდის, განსაკუთრებით გვალვიანია ზაფხული, ამ პერიოდში დანესტიანების კოეფიციენტი 1-ზე ნაკლებია. ნალექი თოვლის სახით მოდის ოქტომბრიდან. თოვლის მდგრადი საბურველი დეკემბერში მყარდება და მარტის ბოლომდე ძლებს. ელჭექი და სეტყვა საკმაოდ ხშირია.
თრიალეთი
მართალია, მესხეთის ქედი ასუსტებს დასავლეთიდან ჰაერის მასების შემოჭრას, მაგრამ მათი გავლენა გარკვევით ემჩნევა ბორჯომ-ბაკურიანის მიდამოებს. თრიალეთის ქედის აღმოსავლეთ კალთებზე აღმოსავლეთიდან შემოჭრილი ჰაერის მასები ტოვებს შესამჩნევ კვალს. რაც შეეხება თრიალეთის ქედის ჩრდილოეთ და სამხრეთ კალთებს, აქ ჰაერის გასწვრივი ნაკადები იქმნება, ნალექი მცირე მოდის, ჰავა კონტინენტურია. შედარებით თბილი ზამთარი იცის ბორჯომის ხეობაში (მაღალმთიან ნაწილში ცივა). იანვრის საშუალო ტემპერატურა —2, —11°C, აბსოლუტურ მინიმალური შეიძლება დაეცეს —40°C-მდე. ყველაზე თბილი თვის ტემპერატურა 9—20°C, მაქსიმალური 37°C აღწევს. სავეგეტაციო პერიოდში 10°C-ზე მეტ ტემპერატურათა ჯამი 500—2900°. გამოირჩევა ზომიერი ღრუბლიანობით, მზის ნათების ხანგრძლივობითა და თოვლის საფრის სიმაღლით.
კლიმატური პირობები და რელიეფის ფორმები ხელს უწყობს სპორტული ღონისძიებების ჩატარებას.
ჯავახეთის მთიანეთი
გაბატონებულია კონტინენტური ჰავა, ზამთარი მეტად ცივი იცის. ჰავა გარდამავალია ზომიერად ნოტიოდან მთიანეთის მშრალ კლიმატზე. საშუალო წლიური ტემპერატურა 4—6°C, იანვარი —5, -10°C, ივლისი 15—16°C; აბსოლუტური მინიმალური —34°C, -41°C, აბსოლუტური მაქსიმალური 30—35°C. ნალექები 600—750 მმ წელიწადში. ყინვიანი დღეების სიხშირე, მცირე ღრუბლიანობა და განსაკუთრებით მშრალი ზამთარი დაკავშირებულია ამ რაიონისთვის დამახასიათებელ ანტიციკლონების სიხშირესთან. თოვლის საბურველი ჩნდება დეკემბერში და მარტამდე ძლებს. სავეგეტაციო პერიოდში 10°C-ზე მეტ ტემპერატურათა ჯამი 1000-1800°. ხშირია ელჭექი და სეტყვა.
ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -
ვარიაგები
ვარანგი მეომრები ბიზანტიის იმპერატორის კარზე. ილუსტრაცია მე-11 ს. იოანე სკილეცეს (Ιωάννης Σκυλίτζης) ხელნაწერიდან.
(ბერძნ. Βάραγγοι, Βαριάγοι, Várangoi, უკრ., რუს. Варяги) — სკანდინავიის მცხოვრებთა ძველი რუსული სახელწოდება, წარმოდგება ძველი სკანდინავიური სახელისაგან vaeringiar — ნორმანი მეომრები, რომლებიც ბიზანტიის ჯარში მსახურობდნენ. აქედან გავრცელდა არაბულში და ქართულში („ვარანგ“), სომხურში („ვრანგ“) და ა. შ. XVIII საუკუნემდე რუსები ბალტიის ზღვასაც ვარიაგთა ზღვას უწოდებდნენ. რუსული ისტორიულ წყაროებში პირველად იხსენიებენ „გარდასულ დროთა მოთხრობაში“, სადაც მემატიანე რუსული სახელმწიფოს ჩამოყალიბებას უკავშირებს ვარიაგთა მოწვევას ნოვგოროდში; ამ ლეგენდის საფუძველზე XVIII საუკუნეში შეიქმნა ანტიმეცნიერული ნორმანული თეორია რუსული სახელმწიფოს დაარსების შესახებ. IX-XI საუკუნეებში შინაფეოდალური ომების დროს რუსი მთავრები ხშირად იწვევდნენ ვარიაგთა რაზმებს დამხმარე ძალად. სკანდინაველ ვაჭრებთან დაკავშირებული იყო „გზა ვარიაგებიდან საბერძნეთამდე“. XII-XIII საუკუნეებში ვარიაგი ხშირად „კათოლიკესაც“ ნიშნავდა. იმავე პერიოდში ტერმინი „ვარიაგი“ თანდათან გამოდევნა სკანდინმავიელთა კონკრეტულმა სახელწოდებებმა (შვედები, ნორვეგიელები).
„და მოვიდეს ვარანგნი სამი ათასი კაცი, და დააყენა ბაშს; გარდამოიტანა თანა შჳდასი კაცი. და მოვიდა ბაგრატ შიდათ ლაშქრითა; და ამათ ვარანგთა მესხნი ვერ-ღა-რა მოილოდინნეს, მივიდეს, და შეიბნეს თავსა სასირეთისა ჭალისასა; გაიქცა შიდა ლაშქარი. და ომსა ამას-ვე შეიპყრეს აბუსერი და სხუანი-ცა დიდებულნი მის თანა, ვერ-ღა-რა უძლეს ბრძოლად ვარანგთა; მისცნა ლიპარიტ პაშტნი და წინა მათსა პურსა უკაზმიდეს; და ეგრეთ ლიხნი გარდავლეს.“ იხ. ვიდეო
სკანდინავიური წარმოშობის კიევის რუსების (IX-XII საუკუნე), სკანდინავიური დაქირავებული ნაიმნიკები მებრძოლები (Varangi) ბიზანტიაში (XIII საუკუნის დასაწყისში).
რუსულ წერილობით ქრონიკებში, Varyagi- ის ყირიმელი წიგნებში და იურიდიული ძეგლები სკანდინავიური ხალხების კოლექტიურ აღნიშვნაა. რიგი მკვლევარები მოსაზრებით სკანდინავიური ვიკინგები. რუსეთის ქრონიკები, დაწყებული "ბიტიანი წლის ზღაპრის ზღაპრის" დაწყებამდე, ასოცირდება Varyagami-Rus, სახელმწიფო RUS- ის ("Varagagov" 862 წელს ქრონოლოგიაში). XII საუკუნის შემდეგ, "Varyagi" კონცეფცია შეიძლება შეიცვალოს Exoatanonym "გერმანელები". გარდა ამისა, ამ სიტყვის დიდი რაოდენობით არის ("საზღვარგარეთ", "ვაჭარი" და ა.შ.), არ არსებობს ადრეული წყაროები. ამიაკის ბიზანტიური წყაროებიდან (ვარანგა) ცნობილია, როგორც XI საუკუნეში ბიზანტიური იმპერატორის სამსახურში სპეციალური რაზმი. სკანდინავიური წყაროები მოუწოდა Varyagami (wering) სკანდინავიელები, რომლებიც იყვნენ Byzantium- ში XIII საუკუნის დასასრულს.
IX-X საუკუნეებში, Varyagi- მა განახორციელა ჩრდილოეთ და სამხრეთ ევროპის ქვეყნებს შორის ინტენსიური გაცვლა, ახლო აღმოსავლეთი და წინა აზიის ქვეყნებს შორის ინტენსიური გაცვლა. ხელი შეუწყო აღმოსავლეთ სკანდინავიაში უძველესი რუსული გრძელვადიანი კულტურის ჩრდილოეთით და ქრისტიანობის გავრცელებას.