понедельник, 7 марта 2022 г.
ერთგულება
воскресенье, 6 марта 2022 г.
როსველი (ფილმი)
ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -
როსველი (ფილმი)
ინგლ. Roswell - სატელევიზიო ფილმი. ფილმი აღწერს როსველის ინციდენტს. 1947 წელს უცხოპლანეტელების კოსმოსური ხომალდი ჩამოვარდა როსველში, ნიუ-მექსიკოში. სამხედროებმა პირველებმა მიაღწიეს უცხოპლანეტელებს. აშშ-ს თავდაცვის დეპარტამენტმა ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ საგულდაგულოდ გასაიდუმლოებული პროექტის შესახებ ინფორმაცია სადმე არ გაჟონა. თუმცა, სამხედროების დიდი ნაწილი საიდუმლოდ დარჩა. უცხოპლანეტელები დიდი ხანია ჩვენს შორის არიან! გარეგნულად ისინი არაფრით განსხვავდებიან ადამიანებისგან და თანდათან ამყარებენ კონტროლს მიწიერ ცივილიზაციაზე. უცხოპლანეტელების შემდეგი ამოცანაა მთელი კაცობრიობის დაუნდობელი განადგურება.
სანქციები რუსეთის წინააღმდეგ (2022)
ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -
სანქციები რუსეთის წინააღმდეგ (2022)
ასკილი
ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -
ასკილი
ველური ვარდი (ლათ. Rosa) — მცენარის გვარი ვარდისებრთა ოჯახისა. მარადმწვანე ან ფოთოლმცვივანი, ზოგჯერ ხვიარა, ეკლიანი ბუჩქებია. აქვთ კენტფრთისებრი ფოთლები. ლამაზი და სურნელოვანი ყვავილები (ვარდისფერი, წითელი, თეთრი, იშვიათად ყვითელი) ცალად ან ქოლგისებრ-საგველა ყვავილედშია თავმოყრილი. ნაყოფი ერთთესლიანი კაკლუჭაა. მომწიფებისას ხორციანი ხდება და იღებს ნარინჯის, წითელ, ზოგჯერ შავ ფერსაც.
ასკილის ბუნებრივი არეალი ჩრდილოეთ ნახევარსფეროა. ცნობილია 400-მდე სახეობა, საქართველოში - 25, მათგან 5 ენდემურია. ასკილი იზრდება ტყის პირებზე, იშვიათად ქვეტყეში, ბუჩქნარებში, ქვიან და კლდოვან ფერდობებზე, სუბალპურ მდელოებზე და სხვა. ნაყოფი შეიცავს B2, P, K ვიტამინებს, A პროვიტამინს, დიდი რაოდენობით C ვიტამინს. ნედლი ნაყოფი — შაქარს, სახამებელს და აზოტოვან ნივთიერებებსაც. იჭმება ნედლი და დაკონსერვებული.
ნაყენს ხმარობენ ღვიძლის დაავადებისას. ფესვები მდიდარია მთრიმლავი და საღებავი ნივთიერებებით. ასკილს იყენებენ ბაღის ვარდის საძირედ, ცოცხალ ღობედ და დეკორატიულ მებაღეობაში. ასკილის ვარა ფორმებიდან ძველთაგანვე გამოყვანილია ბაღის ვარდის მრავალი ძვირფასი ჯიში. მაგ., ცნობილი ყაზანლიყური ვარდი (ლათ. Rosa damascena), რომლის გვირგვინის ფურცლებისაგან სურნელოვან ვარდის ზეთს ხდიან, ჩაის ვარდი (ლათ. Rosa chinensis), ხვიარა ვარდი (ლათ. Rosa multiflora) და სხვა.
იხ. ვიდეო - ასკილის სასარგებლო თვისებები - ასკილი იგივე ველური ვარდი - მცენარე, რომელსაც უამრავი დადებითი თვისება გააჩნია. იგი პოლივიტამინური მცენარეა, განსაკუთრებით მდიდარია C ვიტამინით. ასევე, შეიცავს B1, B2, P, K ვიტამინებს, მინერალებსა და კაროტინს. ასკილს ბევრი სასარგებლო თვისება აქვს: სედატიური, ანტიმიკრობული, ანთების საწინააღმდეგო, სისხლის შემაჩერებელი, შარმდენი და კუჭ-ნაწლავის მოქმედების მარეგულირებელი თვისებები.
როდოქროზიტი
ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -
როდოქროზიტი
V ანუ ვენდეტა (ფილმი)
ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -
V ანუ ვენდეტა (ფილმი)
(ინგლ. V for Vendetta) — ბრიტანული მხატვრული ანტიუტოპიური პოლიტიკური თრილერი. მისი პროდიუსერები და სცენარის ავტორები არიან ძმები ვაჩოვსკები. ფილმი ამავე სახელწოდების კომიქსების წიგნს ეფუძნება, რომლის ავტორები არიან ალან მური და დევიდ ლოიდი. მოქმედება მიმდინარეობს ალტერნატიულ მომავალში, სადაც ბრიტანეთი მოიცვა ნეო-ფაშისტურა რეჟიმმა. ჰუგო უივინგი განასახიერებს V-ს, ანარქისტს, რომელიც ცდილობს, გამოიწვიოს რევოლუცია სხვადასხვა ტერორისტული აქტის მოწყობით. ნატალი პორტმანი განასახიერებს ივი ჰემონდს, ახალგაზრდა ქალს საშუალო ფენიდან, რომელიც ეხვევა V-ს მიერ წამოწყებულ საქმეებში. სტივენ რი დეტექტივის როლს თამაშობს, რომელიც ცდილობს V-ს შეჩერებას.
Warner Bros. ფილმის გამოშვებას აპირებდა 2005 წლის 4 ნოემბერს, პარასკევს (გაი ფოუქსის ღამემდე ერთი დღით ადრე), მაგრამ პრემიერა 2006 წლის 17 მარტისთვის გადაიდო. მას დადებითი შეფასებები ხვდა წილად. ალან მური, რომელსაც არ მოსწონდა კომიქსების „ჯოჯოხეთიდან“ და „არაჩვეულებრივი ჯენტლმენების ლიგა“ ეკრანიზაციები, უარი განაცხადა ფილმის ნახვაზე, ისევე, როგორც რამე ჰონორარის მიღებაზე.
სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფის აზრით, „V ანუ ვენდეტა“ არის მთავრობის მხრიდან ზეწოლის ალეგორია. ლიბერტარიანიზმის თუ ანარქიზმის მომხრეები ფილმს იყენებენ საკუთარი წარმოდგენების გამოსახატავად. დევიდ ლოიდი: „გაი ფოუქსის ნიღაბი ცნობილ ბრენდად და ტირანიის წინააღმდეგ გამოსაყენებელ ხელსაყრელ აფიშირებად იქცა. მიხარია, რომ ხალხი მას იყენებს, ასეთი გზით იგი არის პოპულარული კულტურის უნიკალური სიმბოლო.
სიუჟეტი ასახავს მომავლის ინგლისს, სადაც მეორე მსოფლიო ომის შემდგომ კანცლერ სანდლერის დიქტატურაა დამყარებული. დიქტატურას მხოლო უცნობი ნიღბიანი, მეტსახელად V აღუდგება წინ. მისი მოკავშირე კი ტელევიზიის თანამშრომელი გახდება.
ნიღაბი, რომელსაც ფილმის მთავარი გმირი ატარებს, არის ინგლისელი გაი ფოუქსის გრაფიკული გამოხატულება. ფოუქსი 1605 წელს ინგლისის პარლამენტის შენობის აფეთქებას აპირებდა. სწორედ პარლამენტის შენობის აფეთქებით სრულდება ფილმი. ნიღაბი ანონიმური პროტესტის სიმბოლოდ იქცა. მას აქტიურად იყენებდნენ „დაიკავე უოლ-სტრიტის“ მოძრაობის მონაწილეები.
იხ. ვიდეო - V For Vendetta You May Call Me V ქართული სუბტიტრებით - დამტკიცებულია რომ სინანულით სავსე მზერა და მონანების სიტყვები
თვით სატანასაც კი აშინებს
ანონიმუსი
ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -
ანონიმუსი
ანონუმოუსი, როგორც თავად დაჯგუფების წევრები აცხადებენ არის თავისუფალი,არაცენტრალიზებული ორგანიზაცია რომელიც ერთი იდეის ქვეშ აერთიანებს ჰაკტივისტებს სხვადასხვა ქვეყნებიდან. დაჯგუფება ცნობილი გახდა, სამთავრობო, რელიგიურ და მსხვილ კორპორატიულ საიტებზე თავდასხმის შემდეგ. თავდასხმისას ანონიმები ძირითადად distributed denial-of-service ანუ DDoS შეტებას იყენებდნენ.ანონიმოუსი წარმოიქმნა 2003 წელს, როგორც თავად ჯგუფის შემქმნელები აცხადებენ ანონიმოუსი არაა ჰაკერული დაჯგუფება. "თუ თქვენ იზიარებთ ანონიმოუსის იდეებს, შეგიძლიათ დაუძახოთ თქვენს თავს ანონიმი, იმიტომ რომ თქვენ ანონიმი ხართ!"-ამბობენ ისინი თავიანთ მიმართვებში, რომლებსაც ვიდეო ჩანაწერების სახით ავრცელებენ ინტერნეტში. ანონიმების სავიზიტო ბარათად კი იქცა ნიღავი ფილმიდან და ნოველიდან "V for Vendetta,".
იხ. ვიდეო - ანონიმუსი - ღმერთის ანგელოზები ინტერნეტ სივრცეში!
2008 წლის პროექტი Chanology! თავდასხმა ეკლესია Scientology-ს ვებ გვერდზე, ვებ გვერდის გათიშვის შემდეგ ინტერნეტში გავრცელდა ვიდეო სადაც ანონიმები სრულად იღებენ პასუხისმგებლობას საიტის გათიშვაზე (ვიდეოში რობოტის ხმით ლაპარაკობს ერთ-ერთი ანონიმი), რამდენიმე რელიგიური და მსხვილი კორპორატიული საიტისა თუ სერვერის შემდეგ ანონიმების სამიზნე გახდა ისეთი ქვეყნების სამთავრობო ვებ გვერდები და სერვერბი როგორიცაა აშშ, ისრაელი, ტუნისი, უგანდა თურქეთი და სხვა; ანონიმებმა ასევე გაილაშქრეს ბავშვთა პორნოგრაფიის წინააღმდეგ. საავტორო უფლებების დაცვის უწყებებს შორის Westboro ნათლისმცემლის ეკლესია და კორპორაციებს, როგორიცაა PayPal, MasterCard, ვიზა, და Sony. ანონიმოუსს საჯაროდ დაუჭირა მხარი LulzSec-მა და AntiSec-მა (ჰაკერულმა დაჯგუფებებმა) და ამის შემდეგ გაერთიანებული ძალებით დაესხნენ თავს აშშ სამთავრობო სააგენტოებს, მედიას, ვიდეო თამაშის კომპანიებს, სამხედრო კონტრაქტორებს, სამხედრო პერსონალის დახურული ინფორმაციის შემცველ სერვერებს.
იხ. ვიდეო - ჰაკერული გუნდი „ანონიმუსი“ საზოგადოების დაკვეთის კვალდაკვალ - „ჩვენ ვართ ლეგიონი, ჩვენ არ ვპატიობთ, ჩვენ არ ვივიწყებთ. და იწყება ...“
ჩვენ ანონიმები, ვართ ის ადმიანები რომელბმაც ვიპოვეთ საშუელება გავაკეთოთ ის რაც გვინდა, ამის შესაძლებლობა კი ჩვენ არასდროს გვქონია ჩვეულებრივ საზოგადოებაში, აკეთეთ ის რაც გინდათ, სულ ესაა!" - ვკითხულობთ ანონიმოუსის განცხადებაში. მას შემდეგ რაც მათ "რამდენიმეჯერ გააკეთეს ის რაც სურდათ" ინტერპოლმა რამდენიმე ათეული ადამიანი დააკავა განსაკუთრებით მძიმე კიბერ დანაშაულის ბრალდებით,პირველი პირი, რომელიც დააკავეს DDoS შეტევის გამო იყო ვინმე Guzner, ამერიკელი ცხრამეტი წლის ჰაკერი. მან დანაშაული აღიარა. 2009 წლის ნოემბერში და მიესაჯა 1 წლით თავისუფლების აღკვეთა ამერიკის ფედერალური ციხეში. ანონიმები დაიჭირეს შემდეგ ქვეყნებში: აშშ, დიდი ბრიტანეთი, ავსტრალია, ნიდერლანდები, ესპანეთი და თურქეთი. ანონიმებმა უპასუხოდ არ დატოვებს ეს ქმდებები და სათითაოდ ჩაატარეს ყველა ზემოთ ჩამოთვლილ ქვეყანაში ოპერაცია "takedown" რაც ამ ქვეყნების სამთავრობო საიტების განადგურებას ითვალისწინებდა . 2011 წლის ივლისში დააპატიმრეს Topiary-იც რომელიც აგრეთვე LulzSec-ის წევრი იყო , ამჯერად ეს დაჯგუფებისთვის მძიმე დარტყმა აღმოჩნდა, თუმცა ანონიმოუსმა მაინც მოახერხა ახალი წევრების შეძენა და გაძლიერება. დღეს უკვე თამამად ასახელებენ თავიანთ ქვეყნებს და მეტსახელებს რომლითაც ერთმანეთს იცნობენ, თამამად ასახელებენ ვებ სერვერს სადაც ისინი საუბრობენ და გეგმავენ შემდეგ ოპერაციებს. ყველა ქვეყნის მთავრობამ წინასწარ იცოდა დაგეგმილი თავდასხმის შესახებ თუმცა მაინც ვერ შეძლეს მათი თავიდან აცილება. აი ზოგიეთი ანონიმიც: Dr.dre (Br) , Wasp (UK) , 0x3a (US) , x3n0rm (GE) , D0x (UK) , PUT8 (RU) , H4X (WS), D3V1L (IN) , Big.Boss (RU). სახელები ამოკრეფილია გატეხილ გვერდებსა და სერვერებზე წაწერილი ტექსტებიდან და დადასტურებულია თავად ზემოთ ჩამოთვლილი პირებისგან.
13 ივნისს, 2011, ხელისუფლების წარმომადგენლებმა თურქეთში დააკავეს 32 პირი, DDoS თავდასხმების გამო თურქეთის მთავრობის საიტებზეისინი დააკავეს სხვადასხვა ქალაქებში მათ შორის, სტამბულიში და ანკარაში. მათი თქმით, ანონიმები დააპატიმრეს, როცა ისინი თავს დაესხნენ თურქულ სამხედრო სერვერებს
იხ.ვიდეო - სანქციებთან ერთად რუსეთს ჰაკერების უპრენცენდენტო შეტევის მოგერიებაც უწევს
ილუმინატები და მასონები
2013 წელს ინტერნეტში გავრცელდა ინფორმაცია რომლის თანახმადაც ანონიმებს მასონებმა შესთავაზეს თანამშრომლობა, რაზეც მათგად მხოლოდ დამამცირებელი პასუხი მიიღეს. ამ ინფორმაციის საპასუხოდ მალევე გავრცელდა ანონიმების პასუხი, რომლებიც აცხადებენ ,რომ ამ წინადადებაზე დათანხმება პირდაპირ ეწინააღმდეგებოდა ანონუმოუსის იდეებს, რომლებიც საფუძვლად უდევს მთელ დაჯგუფებას.
უძველესი უცხოპლანეტელები (სერიალი)
ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет - უძველესი უცხოპლანეტელები (სერიალი) ინგლ. Ancient Aliens Ancient Aliens არის ამერიკული...
-
ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет - აფრო-ამერიკელები აფრო-მარეკილების ჯგუფი 1905-10წწ არიან ამ...