воскресенье, 20 марта 2022 г.
ტეთისი
ხმელთაშუა ზღვა
ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -
ხმელთაშუა ზღვა
ატლანტის ოკეანის აუზის ნაწილია და თითქმის მთლიანად ხმელეთითაა შემოსაზღვრული ჩრდილოეთიდან ევროპით, სამხრეთიდან აფრიკით, ხოლო აღმოსავლეთიდან კი აზიით. მისი ფართობია დაახ. 2,5 მილიონი კმ². ოკეანოლოგიაში მისი ალტერნატიული სახელებია ევროაფრიკული ხმელთაშუა ზღვა ან ევროპის ხმელთაშუა ზღვა სხვა ხმელეთშორისი ზღვებისგან განსასხვავებლად.
უძველესი დროიდან ხმელთაშუა ზღვა დატვირთული სატრანსპორტო მაგისტრალი იყო, რაც საშუალებას აძლევდა რეგიონის ამომავალ ერებს - ეგვიპტელებს, ბერძნებს, რომაელებსა და ახლო აღმოსავლეთის ხალხებს სავაჭრო და კულტურული გაცვლები ეწარმოებინათ. ხმელთაშუა ზღვას მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს დასავლეთის ცივილიზაციის დაბადებისა და განვითარების მიზეზთა შეცნობაში.
ხმელთაშუა ზღვის ლათინური სახელია mediterraneus (medius, „შუა“ + terra, „მიწა, ხმელეთი“), ბერძნულში „mesogeios“.
ისტორიის მანძილზე მას ალტერნატიული სახელებიც ჰქონია. მაგ. რომაელები მას უწოდებდნენ Mare Nostrum (ლათ. ჩვენი ზღვა). ბიბლიაში მას მოიხსენიებენ, როგორც „დიდი ზღვა“ ან „დასავლეთის ზღვა“. თანამედროვე ებრაულში მას „ჰა-იამ ჰა-ტიხონ“ (הים התיכון, შუა ზღვა) ჰქვია, რაც გერმანული ვერსიის Mittelmeer პირდაპირი ადაპტაციაა. თურქულად მას Akdeniz (თეთრი ზღვა) ჰქვია. არაბულად „ალ-ბაჰრ ალ-აბიად ალ-მუტავასიტ“ (البحر الأبيض المتوسط, შუა თეთრი ზღვა). ბრიტანეთში მას არაფორმალურად შემოკლებით „The Med-ს“ უწოდებენ.
ხმელთაშუა ზღვის აუზის ქვეყნები
ხმელთაშუა ზღვაზე გასასვლელი აქვს 21 (სუვერენულ) ქვეყანას, მათგან 11 ევროპულია, 5-5 კი აზიასა და აფრიკას ეკუთვნის.
საჰარა
ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -
საჰარა
გოგი და მაგოგი
ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -
გოგი და მაგოგი
суббота, 19 марта 2022 г.
Interstellar Lab
ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет - ჩვენ გვიყვარს ნაუჰაუ კოსმოსური სფეროში რათა ხელით შევეხოთ მის სიღრმეებს სადანაც მოდის ჩვენი საწყისის იდუმალება
Interstellar Lab
იხ. ვიდეო - Interstellar Lab - Biopod unveil
пятница, 18 марта 2022 г.
ბუნებრივი აირი
ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -
ბუნებრივი აირი
თხევადი გაზის გამოყენება 50 წლიან ისტორიას ითვლის. იგი განსაკუთრებით ფართოდ გამოიყენება აშშ-ში, იაპონიასა და საფრანგეთში, უკანასკნელ პეიოდში კი ევროპაშიც.
ამჟამად თხევადი გაზით ვაჭრობას უკავია მთლიანი საერთაშორისო გაზის ბაზრის დაახლოებით 22%. 2010 წლისათვის მოსალოდნელია მისი მოხმარების გაორმაგება 220-270 მლრდ მ3/წ-მდე, რასაც ხელს უწყობს თხევადი გაზისა და ბუნებრივი აირის მილსადენებით მიწოდების ფასების გათანაბრების ტენდენციაც.
თხევადი გაზი უფერული, არატოქსიკური და არაკანცერიგენური ნივთიერებაა, ოდორიზების გარეშე. მისი გათხევადების დროს ხდება მოცულობის 600-ჯერ შემცირება.
გაზის გათხევადების ტექნოლოგიების განვითარება ხელს შეუწყობს მილსადენებით დაუფარავი რეგიონებისათვის ენერგიის მიწოდებას.
თხევადი გაზი მიიღება ბუნებრივი გაზის დაბალ ტემპერატურამდე, გათხევადების სტადიამდე გაცივების შედეგად (-162 გრადუსი).
თხევადი გაზი შეიძლება შენახულ იქნეს კრიოგენურ რეზერვუარში და განაწილდეს სპეციალური საავტომობილო, სარკინიგზო ან საზღვაო კონტეინერების საშუალებით. მისი ტრანსპორტირება ხორციელდება: თხევადი გაზის საავტომობილო ცისტერნებით; თხევადი გაზის სარკინიგზო ცისტერნებით; სტანტარტიზაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (ISO) კონტეინერებით; ავტომობილების თხევადი გაზის ავზებით; თხევადი გაზის საზღვაო სატრანსპორტო საშუალებებით.
დაჭირხნილი (კომპრესირებული) ბუნებრივი გაზის (CNG) წარმოება
დაჭირხნილი (კომპრესირებული) ბუნებრივი გაზი (CNG) ძირითადად გამოიყენება ავტომობილებში, რაც მნიშვნელოვნად ამცირებს დანახარჯებს საწვავზე.
იხ. ვიდეო - შაჰ-დენიზის საბადოდან ევროკავშირისთვის ბუნებრივი აირის მიწოდება დაიწყო - შაჰ-დენიზის საბადოდან ევროკავშირისთვის ბუნებრივი აირის მიწოდება დაიწყო - ენერგოუსაფრთხოების მიმართულებით დიდი წინგადადგმული ნაბიჯი, - ასე აფასებს საქართველოს გავლით აზებაიჯანული გაზის ექსპორტს ევროპაში საქართველოს პრემიერ-მინისტრი. სამხეთის გაზის კორიდორით ბუნებრივ აირს მიიღებენ 7 ევროპული სახელმწიფო და 10 მსხვილი თურქული შემსყიდველი. სამხრეთ კავკასიურ მილსადენის პროექტში გათვალისწინებულია ქართული მხარის სარგებელი. კონკრეტულად სახელმწიფოს აქვს შესაძლებლობა საბაზროზე ორჯერ იაფად შეისყიდოს ბუნებრივი აირი. ასევე ქვეყანა უფასოდ მიიღებს გატარებული გაზის მოცულობის ხუთ პროცენტს. კონტრაქტი 2066 წლამდეა ძალაში.
ჩინელები
ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет ჩინელები
საერთო რაოდენობა 1,4მლრდ
დედამიწის ყველაზე მრავალრიცხოვანი ერი, ჩინეთის ძირითადი მოსახლენი (1,207 მლნ). დიდი ჩინური დიასპორებია მალაიზიაში (5.2 მლნ), ინდონეზიაში (5.2 მლნ), სინგაპურში (3.684 მლნ), ფილიპინებში (1.146 მლნ).
- სახელები: თვითწოდება - ჩინ. 汉族 ხან, ხანჟენ; ფრანგ.- Chinois; რუს. - Китайцы.
- საერთო რაოდენობა: დაახლ. 1,4 მილიარდი. მიეკუთვნება მონგოლოიდური რასის წყნარი ოკეანის შტოს.
- ენა: ჩინური.
- რელიგია: ბუდისტები, დაოსისტები, კონფუციანელები, არიან აგრეთვე ქრისტიანები.
თერაპია (მკურნალობა)
ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет - თერაპია (მკურნალობა) მოახლემ წამალი და წვნიანი მოუტანა გაციებულ ბ...
-
ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет - აფრო-ამერიკელები აფრო-მარეკილების ჯგუფი 1905-10წწ არიან ამ...