суббота, 9 апреля 2022 г.
ორიონი (უსა) უპილოტო საფრენი აპარატი
пятница, 8 апреля 2022 г.
SpaceX AX-1
ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -
SpaceX AX-1
მიმოზა
ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -
მიმოზა
(ლათ. Mimosa) — მცენარეთა გვარი მიმოზისებრთა ოჯახისა. მრავალწლოვანი ბალახები, ბუჩქები, ლიანები და ხეებია. აქვთ თავაკებად ან თავთავისებრ ყვავილებად შეკრებილი წვრილი ყვავილები და პარკი ნაყოფი. თანაფოთლები ხშირად ეკლებად არის ქცეული.
მიმოზას 450-500 სახეობა უმთავრესად გავრცელებულია ტროპიკულ და სუბტროპიკულ ამერიკაში. მორცხვი მიმოზა (ლათ. Mimosa pudica) ბუჩქი ან ნახევრად ბუჩქია. გავრცელებულია ორივე ნახევარსფეროს ტროპიკებში. შეხების ან დარტყმის საპასუხოდ, აგრეთვე შებინდებისას ფოთოლაკებს კეცავს და ქვევით ხრის.
ზოგჯერ მიმოზას ეძახიან შავი ზღვის სანაპიროზე მოშენებულ აკაციის გვარის სახეობებსაც, განსაკუთრებით კი ლეგა აკაციას.
четверг, 7 апреля 2022 г.
ლენდ-ლიზი
ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -
ლენდ-ლიზი
(ინგლ. lend — გასესხება და lease — იჯარით გაცემა) — სახელმწიფო პროგრამა, რომლის ფარგლებშიც ამერიკის შეერთებული შტატები ამარაგებდა გაერთიანებულ სამეფოს, საბჭოთა კავშირს, ჩინეთს, საფრანგეთს და სხვა მოკავშირე სახელმწიფოებს დიდი რაოდენობით საბრძოლო მასალით, იარაღით, სურსათით და სტრატეგიული ნედლეულით. სანაცვლოდ, ბრიტანეთისაგან შტატებმა მიიღო სამხედრო ბაზები ნიუფაუნდლენდში, ბერმუდასა და კარიბის ზღვაში. პროგრამა დაიწყო 1941 წლის მარტში, ომის დაწყებიდან 18 თვის შემდეგ.
პროგრამის ფარგლებში ამერიკამ გასცა 50,1 მილიარდი დოლარის (2007 წლის ფასებით, დაახლოებით 700 მილიარდის ეკვივალენტი) ღირებულების დახმარება: 31,4 მილიარდი ბრიტანეთს, 11,3 მილიარდი საბჭოთა კავშირს, 3,2 მილიარდი საფრანგეთს და 1,6 მილიარდი ჩინეთს. საპირისპიროდ ლენდ–ლიზმა (მოკავშირეთა მიერ აშშ–სთვის გაწეული დახმარება) შეადგინა 7,8 მილიარდი დოლარი, აქედან 6,8 მილიარდი მოდის ბრიტანეთსა და თანამეგობრობის ქვეყნებზე.
საერთაშორისო სასესხო-იჯარის ხელშეკრულებები
სსრკ-სა და აშშ-ს მთავრობებმა ხელი მოაწერეს „შეთანხმებას აგრესიის წინააღმდეგ ომის წარმოებისას ურთიერთდახმარების პრინციპების შესახებ“, სადაც გამოაცხადეს მხარეთა განზრახვები. ამ შეთანხმების მიხედვით, სსრკ-ს უფლება ჰქონდა მიეღო მასალები, რესურსები და ინფორმაცია ამერიკული ლენდ-იჯარის კანონის საფუძველზე.
იხ. ვიდეო ამერიკამ მიიღო კანონპროექტი ლენდ -ლიზი რაც ბაიდენს ხელს უხსნის განუსაზღვრელი რაოდენობის იარაღი მიაწოდოს უკრაინას ომში რუსეთის წინაამღდეგ როგორც ეს მოხდა მეორე მსოფლიო ომის დროს - Switchblade უკვე უკრაინის შეიარაღებულ ძალებთანაა, ჯავშანტექნიკა მიდის უკრაინაში, რუსული ავიაცია უკან დაიხია, კრემლი კარგავს ტანკებს, ლავროვი იტყუება.
მყარი სხეული
ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -
მყარი სხეული
ნივთიერების ერთ-ერთი აგრეგატული მდგომარეობა, რომელიც დანარჩენი აგრეგატული მდგომარეობებისაგან (თხევადი, აირისებრი, პლაზმური) განსხვავდება ფორმის მდგრადობითა და ატომების სითბური მოძრაობის ხასიათით (ატომები ირხევა მცირე ამპლიტუდით წონასწორული მდებარეობის მახლობლად). მყარი სხეული შეიძლება იყოს კრისტალური ან ამორფული. კრისტალური სხეულები ხასიათდება შორი წესრიგით ატომთა განლაგებაში, ამორფულ სხეულებში კი შორი წესრიგი არ არსებობს.
ატომური ნაწილაკების შედგენილი სისტემის ენერგიის უმცირესი მნიშვნელობა შეესაბამება ნაწილაკთა ერთნაირი ჯგუფების პერიოდულ განლაგებას, ე. ი. კრისტალურ სტრუქტურას. ამიტომ თერმოდინამიკური თვალსაზრისით ამორფული მდგომარეობა არ არის წონასწორული და დროთა განმავლობაში უნდა გადავიდეს კრისტალურში. ჩვეულებრივ პირობებში ასეთი გადასვლის დრო შეიძლება იმდენად დიდი იყოს, რომ უწონასწორობა არ გამომჟღავნდეს და ამორფული სხეული პრაქტიკულად მდგრადი აღმოჩნდეს. კრისტალურ მყარ სხეულსა და სითხეს შორის განსხვავება თვისებრივია, ამორფულ მყარ სხეულსა და სითხეს შორის კი განსხვავება მხოლოდ რაოდენობრივია. ამორფული მყარი სხეული შეიძლება განხილულ იქნას როგორც ძალიან დიდი (პრაქტიკულად უსასრულო) სიბლანტის მქონე სითხე.
ბუნებაში არსებული ყველა ნივთიერება (ჰელიუმის გარდა) ტემპერატურის დაწევის შემდეგ გადადის მყარ მდგომარეობაში ნორმალური ატმოსფერული წნევის დროს. ჰელიუმი ასეთ პირობებში თხევადი რჩება რაგინდ მცირე ტემპერატურამდე. მისი კრისტალიზაციისათვის აუცილებელია დამატებითი წნევა. მაგალითად, T = 1,5 K ტემპერატურაზე ჰელიუმი გადადის მყარ მდგომარეობაში 24 ატმ წნევის დროს. ეს უნიკალური თვისება აიხსნება კვანტური თეორიით.
მყარი სხეულის თვისებების ახსნა შესაძლებელია მისი ატომურ-მოლეკულური აღნაგობისა და ატომური ნაწილაკების (ატომები, მოლეკულები, იონები), აგრეთვე სუბატომური ნაწილაკების (ელექტრონები, ატომთა ბირთვები) მოძრაობის კანონების საფუძველზე. მყარ სხეულთა თვისებებსა და მათში ნაწილაკთა მოძრაობას სწავლობს მყარი სხეულის ფიზიკა. მყარი სხეულის ფიზიკის განვითარება მჭიდროდაა დაკავშირებული პრაქტიკის ძირითად ტექნიკურ მოთხოვნილებებთან.
იხ. ვიდეო - მყარი სხეული
კვანტური წარმოდგენები მყარი სხეულის ფიზიკაში
მყარ სხეულთა თვისებების ახსნა შესაძლებელია მხოლოდ კვანტური მექანიკის საფუძველზე. კრისტალური სხეულების კვანტური თეორია საკმარისად დაწვრილებითაა დამუშავებული, ამორფული სხეულებისა კი — შედარებით სუსტად. კვანტური აღწერის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შედეგია წარმოდგენა კვაზინაწილაკების შესახებ. კრისტალის ენერგია ძირითადი მდგომარეობის მახლობლად შეიძლება წარმოდგენილ იქნას როგორც ელემენტარულ აგზნებათა ჯამი — ცალკეულ კვაზინაწილაკთა ენერგიების ჯამი. ეს საშუალებას იძლევა შემოტანილ იქნას წარმოდგენა „კვაზინაწილაკების აირის“ შესახებ და მყარი სხეულის სითბური, მაგნიტური და სხვა თვისებების შესწავლისას გამოვიყენოთ აირთა კვანტური ფიზიკური მეთოდები. მყარი სხეულის მაკროსკოპული მახასიათებლები ამ დროს გამოისახება კვაზინაწილაკების მახასიათებელი სიდიდეებით (განარბენის სიგრძე, სიჩქარე, ეფექტური მასა და ა. შ.).
მყარ სხეულს, როგორც ნაწილაკთა ძალიან დიდი რიცხვისაგან შედგენილ ფიზიკურ ობიექტს, ახასიათებს მრავალი თავისებურება, რომელთაგან შეიძლება გამოიყოს ზოგიერთი. მაგალითად:
- მყარი სხეულის სტრუქტურული ერთეულების (ატომები, მოლეკულები და იონები) ურთიერთქმედების ენერგია ნაკლებია იმ ენერგიაზე, რომელშიც საჭიროა თვით სტრუქტურული ერთეულების დასაშლელად (მოლეკულისა — ატომად, ატომისა — იონად და ა. შ.), მაგრამ მეტია სითბურ ენერგიაზე (აირებში პირიქითაა). როცა სითბური მოძრაობის ენერგია სტრუქტურულ ერთეულებს შორის ურთიერთქმედების ენერგიის რიგისაა ან უფრო მეტია, ხდება სტრუქტურის გადაკეთება (ფაზური გადასვლები), რომელსაც თან ახლავს თავისუფალი ენერგიის შემცირება.
- ტემპერატურის დაწევით შესაძლებელია გარკვეული ტიპის მოძრაობის „გაყინვა“. ამიტომ სხვადასხვა ხასიათის მოძრაობა მყარ სხეულში შეიძლება მნიშვნელოვანი იყოს სხვადასხვა ტემპერატურაზე.
- მყარ სხეულში შესაძლებელია არსებობდეს სტატიკური აგზნებები (კრისტალთა დეფექტები).
- ნაწილაკთა შორის მოქმედი ძალების მრავალფეროვნების შედეგად განსაზღვრულ პირობებში მყარი სხეული შეიძლება ამჟღავნებდეს აირის, სითხის ან პლაზმის თვისებებს.
- მყარი სხეულის სხვადასხვა თვისების დროს თავს იჩენს ატომური ნაწილაკების სხვადასხვა ხასიათის მოძრაობა: ა) ატომთა ფლუქტუაციური გადაადგილება თავიანთ მიერ დაკავებული მდებარეობიდან მეზობელ, თავისუფალ მდებარეობაში (დიფუზია). ბ) ნაწილაკთა კოლექტიური მოძრაობა (კრისტალური მესრის რხევა). გ) ძალიან დაბალ ტემპერატურაზე ზოგიერთ მყარ სხეულში შესაძლებელია მოძრაობა, რომელიც კვანტურია ბუნებით, ხოლო მაკროსკოპულია თავისი მასშტაბით (ზეგამტარობა, ზედენადობა).
- სხვადასხვა მოვლენა ან თვისება შეიძლება განპირობებული იყოს სხვადასხვა კვაზინაწილაკით. მაგალითად, ლითონთა მაღალ ელექტროგამტარობას განაპირობებს გამტარობის ელექტრონები, თბოგამტარობას — ექსიტონები, ფერომაგნიტურ რეზონანსს — მაგნონები და სხვ.
- ყველა მყარი სხეული ტემპერატურის აწევისას დნება (ან ქროლდება). დნობის ტემპერატურა, რომელიც ახასიათებს მყარ სხეულში ატომურ ნაწილაკთა შორის ბმის ძალებს, სხვადასხვა ნივთიერებისათვის სხვადასხვაა.
- ბევრ შემთხვევაში გარკვეულ ტემპერატურაზე მყარ სხეულში ატომური ნაწილაკების ყველა თავისუფლების ხარისხი შეიძლება ორ კატეგორიად დაიყოს: ზოგიერთებისათვის KT დიდია მათი ურთიერთქმედების დამახასიათებელ ენერგიაზე. სხვა თავისუფლების ხარისხისათვის KT მცირეა ურთიერთქმედების ენერგიასთან შედარებით. თავისუფლების ხარისხები, რომელთათვისაც KT>>U შეიძლება აიწეროს „ნაწილაკთა აირის“ ტერმინებით. თავისუფლების ხარისხები, რომლებისთვისაც KT<<U იმყოფებიან აგზნების უდაბლეს დონეზე, რის გამოც მათი შესაბამისი მოძრაობები შეიძლება აიწეროს ერთმანეთთან სუსტად ურთიერთმოქმედი კვაზინაწილაკების შემოყვანის გზით. ამრიგად, ბევრ შემთხვევაში მყარი სხეულის თვისებები შეიძლება „დავიყვანოთ“ ნაწილაკების ან კვაზინაწილაკების აირთა თვისებებზე, ამასთან, ძლიერი ურთიერთქმედება არ „ისპობა“, იგი განსაზღვრავს მყარი სხეულის სტრუქტურას (მაგალითად, კრისტალურ მესერს) და ცალკეული კვაზინაწილაკის თვისებებს. კვაზინაწილაკები არსებობს არა თავისუფალ სივრცეში (როგორც ნაწილაკები რეალურ აირებში), არამედ კრისტალურ მესერში, რომლის სტრუქტურა აისახება კვაზინაწილაკების თვისებებით. მეორე გვარის ფაზური გადასვლის წერტილების მახლობლად ასეთი „დაყვანა“ შეუძლებელია, რადგან მყარი სხეულის ატომური ნაწილაკების მოძრაობა ასეთ პირობებში კორელირებულია (კვაზინაწილაკების „ენაზე“ ეს იმას ნიშნავს, რომ არ შეიძლება მათი ურთიერთქმედების უგულებელყოფა).
მყარი სხეულის ატომურ-მოლეკულური სტრუქტურის, მისი შემადგენელი ნაწილაკების მოძრაობის ხასიათის ცოდნა ხსნის დასაკვირვებელ მოვლენებს და საშუალებას გვაძლევს ვიწინასწარმეტყველოთ მყარი სხეულის ჯერ აღმოუჩენელი თვისებები, აგრეთვე მიზანდასახულად შევცვალოდ მყარი სხეულის სტრუქტურა და სხვა.
მყარი სხეულის ატომურ-კრისტალური სტრუქტურა დამოკიდებულია ატომის ნაწილაკებს შორის მოქმედ ძალებზე. გარე წნევის გავლენით ატომებს შორის საშუალო მანძილის ცვლილებით შეიძლება არსებითად შევცვალოთ სხვადასხვა ბუნების ატომთშორისი ძალების წვლილი და ამის გამო — კრისტალური სტრუქტურაც.
მყარი სხეულის მექანიკური თვისებები
მყარი სხეულის მექანიკური თვისებები, რომლებიც გამოიხატება რეაქციებში გარე მექანიკურ ზემოქმედებებზე — გაჭიმვასა და კუმშვაზე, ღუნვაზე, გრეხაზე და სხვა — განისაზღვრება მის სტრუქტურულ ნაწილაკებს შორის ბმების ძალებით, რომელთა მრავალსახეობა იწვევს მექანიკური თვისებების მრავალგვარობას: ზოგი მყარი სხეული პლასტიკურია, ზოგი — მყიფე. მექანიკური მახასიათებლები იცვლება ტემპერატურის ცვლილებით, მაგალითად ამაღლებით პლასტიკურობა ჩვეულებრივ იზრდება.
მცირე სტატიკური დატვირთვის დროს ყველა მყარი სხეულის ძაბვასა და დეფორმაციას შორის არსებობს წრფივი დამოკიდებულება (ჰუკის კანონი). დიდი დატვირთვის დროს რეალური მყარი სხეულის რეაქცია არსებითადაა დამოკიდებული ნიმუშის დეფექტურობაზე (დისლოკაციების არსებობაზე, კრისტალების მარცვლების ზომებზე და ა. შ.).
მყარი სხეულის მექანიკური თვისებები დამოკიდებულია მის დამუშავებაზე (გამოწვა, წრთობა, ლეგირება და ა. შ.).
ელექტრონები მყარ სხეულში, ზონური თეორია
მყარ სხეულში ატომთა მიახლოება თვით ატომთა ზომების რიგის მანძილებზე იწვევს იმას, რომ გარე (სავალენტო) ელექტრონები კარგავს კავშირს გარკვეულ ატომთან და მოძრაობს მთელ მყარ სხეულში, რის გამოც ენერგიის დისკრეტული ატომური დონეები ფართოვდება ზოლებად. დასაშვებ ენერგიათა ზონები შეიძლება ერთმანეთისაგან განცალკევებული იყოს აკრძალულ ენერგიათა ზონებით, მაგრამ შეიძლება გადაფარონ კიდეც ერთმანეთი).
მყარი სხეული ელექტრული თვისებების მიხედვით იყოფა დიელექტრიკებად, ნახევრად გამტარებად და ლითონებად. მაგნიტური თვისებების მიხედვით — დიამაგნეტიკებად, პარამაგნეტიკებად, ფერომაგნეტიკებად, ანტიფერომაგნეტიკებად და ფერიმაგნეტიკებად.
მყარი სხეულის ფიზიკა ახალი მასალების შექმნის უწყვეტად მოქმედი წყაროა. მყარი სხეულის ფიზიკაში ჩასახულმა ახალმა იდეებმა შეაღწიეს ბირთვულ ფიზიკაში, ასტროფიზიკაში, ელემენტარული ნაწილაკების ფიზიკაში, მოლეკულურ ბიოლოგიაში, გეოლოგიაში და სხვა.
იხ. ვიდეო - Физика 10 класс (Урок№22 - Жидкости и твердые тела.)
ახალშობილი
ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -
ახალშობილი
вторник, 5 апреля 2022 г.
თავის ტვინი
ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -
თავის ტვინი
დამიანის თავის ტვინი რთული აგებულებისაა.იგი ყველაზე პლასტიკური ორგანოა ორგანიზმში. ახალშობილის ტვინი 300–400 გრამს იწონის,ზრდასრულის კი 1400–1500 გრამია. თავის ტვინი მოთავსებულია თავის ქალაში.თავის ტვინს დაზიანებებისგან თავის ქალის გარდა ასევე იცავს მენინგიალური გარსი,რომელიც აკრავს მას გარედან. ეს გარსი 3 შრისგან შედგება:შიგნითა შუა და გარეთა შრისგან.
- შიგნითა შრე–შედგება სისხლძარღვებისგან და ჟანგბადითა და საკვებით ამარაგებს თავის ტვინს.
- შუა შრე–ელასტიურია და დარტყმების დროს ამორტიზატორივით მოქმედებს.
გარეთა შრე–უშუალოდ ეხება ქალას ძვლებს,ის მაგარი და მტკიცეა.
თავის ტვინის განყოფილებებია: მოგრძო ტვინი, ხიდი, ნათხემი, შუა ტვინი, შუამდებარე ტვინი, და დიდი ნახევარსფეროები. თავის ტვინში გამოყოფენ უკანა ტვინს,შუა ტვინს და წინა ტვინს. უკანა ტვინი აერთიანებს მოგრძო ტვინს,ხიდსა და ნათხემს. წინა ტვინი შუამდებარე ტვინსა და დიდ ნახევარსფეროებს. თავის ტვინში, ისევე როგორც ზურგის ტვინში მოთავსებულია თეთრი და რუხი ნივთიერებები. თეთრი ნივთიერება გამტარ გზებს წარმოქმნის. ისინი თავის ტვინს ზურგის ტვინთან აკავშირებს და აგრეთვე თავის ტვინის ნაწილებს ერთმანეთთან. რუხი ნივთიერება ცალკეული გროვების — ბირთვების სახით თეთრი ნივთიერების შიგნით განლაგდება. გარდა ამისა რუხი ნივთიერება გარს ეკვრის დიდ ნახევარსფეროებს,ნათხემს და ქერქს ქმნის.
მოგრძო ტვინი და ხიდი ზურგის ტვინის გაგრძელებაა,რომლებიც არეგულირებენ–საჭმლის მონელებას,სუნთქვას,გულის მოქმედებას,ასევე უპირობო რეფლექსებს:ღეჭვას, ყლაპვას, წოვას. აგრეთვე დამცველობით რეფლექსებს: გულისრევას, ცემინებას,ხველას,სლოკინსა და ცრემლდენას.
|
|
|
ნათხემი
ნათხემი უშუალოდ მოგრძო ტვინის ზემოთ მდებარეობს . მისი ზედაპირი წარმოქმნილია რუხი ნივთიერებით — ქერქით, რომლის შიგნით თეთრი ნივთიერებაა. ნათხემი აკონტროლებს სხეულის წონასწორობას,მისი დაზიანება სასიკვდილო არაა,თუმცა დაღვევის შემთხვევაში ადამიანს არამყარი სიარული აქვს და ზედმეტად იქნევს ხელეფსა და ფეხებს, უჭირს წონასწორობის შენარჩუნება, ვერ უყრის ნემსში ძაფს და სხვა.
შუა ტვინი (მეზენცეფალონი)
შუა ტვინი ჩონჩხის კუნთებს მუდმივად უგზავნის იმპულსებს და მათ ტონუსს უნარჩუნებსაქ გადის მხედველობისა და ბგერის გაღიზიანებებისსაორიენტაციო რეფლექსების რკალები.მაგ.ხმის გაგონებაზე თავისა და სხეულის შებრუნება. შუა ტვინში გადის ყველა გზა,რომელიც დიდ ნახევარსფეროებსა და ნათხემს აკავშირებს მოგრძო და ზურის ტვინთან. იგი ახორციელებს უპირობო "რა არის" რესფლექსს, დამცველობით რეფლექსებს: ოტოლიტების გზით გაღიზიანებული რეცეპტორები ნერვულ იმპულსებს გადასცემენ ნერვული გზებით, რომელიც გაივლის შუა ტვინში, ნათხემსა და დიდი ნახევარსფეროების ქერქში. შუა ტვინის იმ ნეირონების განადგურება, რომლებიც დოფამინს გამოყოფს, პარკინსონს იწვევს. დოფამინი ნეირომედიატორია, რომელიც აკონტროლებს ჩონჩხის კუნთების მოქმედებას.
მოგრძო ტვინი
მოგრძო ტვინი, ხიდი და შუა ტვინი ქმნის ტვინის ღეროს,რომელშიც გადის აღმავალი და დაღმავალი გზები.ტვინის ღერო თავის მხრივ დაკავშირებულია ზურგის ტვინთან,ნათხემთან და დიდ ნახევარსფეროებთან. ტვინის ღეროდან გამოდის 12 წყვილი ნერვი. ნერვები ტვნს თავში განლაგებულ გრძნობათა ორგანოებთან, კუნთებთან და ჯირკვლებთან აკავშირებს. ერთი წყვილი,რომელსაც ცდომილ ნევრს უწოდებენ,ტვინს შინაგან ორგანოებთან,გულთან,ფილტვებთან,კუჭთან,ნაწლავებთან აკავშირებს. აქ რუხი ნივთიერება განლაგებულია გროვებად - ბირთვებად. მასში მოთავსებულია სუნთქვის, გულის მუშაობის, საჭმლის მომნელებელი სისტემის, ყლაპვის, წოვის, ღეჭვის, ხველების, ცემინების, სლოკინის, ღებინების, ცრემლდენის, ნერწყვის გამოყოფის ცენტრები.
- ფუნქციები
- რეფლექსური;
- გამტარი.
შუამდებარე ტვინი
შუამდებარე ტვინის მეშვეობით ყველა რეცეპტორიდან იმპულსები დიდი ნახევარსფეროების ქერქს გადაეცემა, რთული მამოძრავებელი რეფლექსების უმეტესი ნაწილი, როგორიცაა სიარული, სირბილი, ცურვა დაკავშირებულია შუამდებარე ტვინთან. იგი არეგულირებს:ნივთიერებათა ცვლას,სხეულის მუდმივი ტემპერატურის შენარჩუნებას(ჰომეოსტაზს),საკვების,წყლის მოხმარების,შიმშილისა და წყურვილის შეგრძნებას,გამოყოფს ბიოლოგიურად აქტიურ ნივთიერებებს და ამით ჰუმორულ რეგულაციას ახორციელებს.
თავის ტვინის დიდი ნახევარსფეროები
ადამიანის ტვინის კარგად განვითარებული დიდი ნახევარსფეროები შუა და შუამდებარე ტვინს ფარავს. დიდი ნახევარსფეროების ზედაპირი — ქერქი — რუხი ნივთიერებებისგან არის წარმოქმნილი. ქერქის ქვეშ მოთავსებულია თეთრი ნივთიერება, რომლის სისქეში განლაგებულია ქერქქვეშა ბირთვები. ნახევარსფეროების ზედაპირი დანაოჭებულია. ღარები და ხვეულები საშუალოდ 2000—2500 სმ² — მდე ადიდებს ქერქის ზედაპირის ფართობს. ამ ფართობის 2/3-ზე მეტი ჩამალულია ღარებში. ქერქში 14 მილიარდამდე ნერონია.
ყოველი ნახევარსფერო ღარებით დაყოფილია შუბლის, თხემის, საფეთქლისა და კეფის წილებად. ყველაზე ღრმაა ცენტრალური ღარი, რომელიც შუბლის წილს თხემის წილისგან გამოყოფს და გვერდითი ღარი, რომელიც საფეთქლის წილს შემოსაზღვრავს.
იხ.ვიდეო
ასაკი
ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет - ასაკი ჯორჯიონე. სამი ასაკის კაცი. 1500-1510 წწ. პალაცო...
-
ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет - აფრო-ამერიკელები აფრო-მარეკილების ჯგუფი 1905-10წწ არიან ამ...