ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -
ლენდ-ლიზი
(ინგლ. lend — გასესხება და lease — იჯარით გაცემა) — სახელმწიფო პროგრამა, რომლის ფარგლებშიც ამერიკის შეერთებული შტატები ამარაგებდა გაერთიანებულ სამეფოს, საბჭოთა კავშირს, ჩინეთს, საფრანგეთს და სხვა მოკავშირე სახელმწიფოებს დიდი რაოდენობით საბრძოლო მასალით, იარაღით, სურსათით და სტრატეგიული ნედლეულით. სანაცვლოდ, ბრიტანეთისაგან შტატებმა მიიღო სამხედრო ბაზები ნიუფაუნდლენდში, ბერმუდასა და კარიბის ზღვაში. პროგრამა დაიწყო 1941 წლის მარტში, ომის დაწყებიდან 18 თვის შემდეგ.
პროგრამის ფარგლებში ამერიკამ გასცა 50,1 მილიარდი დოლარის (2007 წლის ფასებით, დაახლოებით 700 მილიარდის ეკვივალენტი) ღირებულების დახმარება: 31,4 მილიარდი ბრიტანეთს, 11,3 მილიარდი საბჭოთა კავშირს, 3,2 მილიარდი საფრანგეთს და 1,6 მილიარდი ჩინეთს. საპირისპიროდ ლენდ–ლიზმა (მოკავშირეთა მიერ აშშ–სთვის გაწეული დახმარება) შეადგინა 7,8 მილიარდი დოლარი, აქედან 6,8 მილიარდი მოდის ბრიტანეთსა და თანამეგობრობის ქვეყნებზე.
საერთაშორისო სასესხო-იჯარის ხელშეკრულებები
სსრკ-სა და აშშ-ს მთავრობებმა ხელი მოაწერეს „შეთანხმებას აგრესიის წინააღმდეგ ომის წარმოებისას ურთიერთდახმარების პრინციპების შესახებ“, სადაც გამოაცხადეს მხარეთა განზრახვები. ამ შეთანხმების მიხედვით, სსრკ-ს უფლება ჰქონდა მიეღო მასალები, რესურსები და ინფორმაცია ამერიკული ლენდ-იჯარის კანონის საფუძველზე.
იხ. ვიდეო ამერიკამ მიიღო კანონპროექტი ლენდ -ლიზი რაც ბაიდენს ხელს უხსნის განუსაზღვრელი რაოდენობის იარაღი მიაწოდოს უკრაინას ომში რუსეთის წინაამღდეგ როგორც ეს მოხდა მეორე მსოფლიო ომის დროს - Switchblade უკვე უკრაინის შეიარაღებულ ძალებთანაა, ჯავშანტექნიკა მიდის უკრაინაში, რუსული ავიაცია უკან დაიხია, კრემლი კარგავს ტანკებს, ლავროვი იტყუება.
Комментариев нет:
Отправить комментарий