ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -
ზამბახი
(ლათ. Iris) — მცენარეთა გვარი ზამბახისებრთა ოჯახისა. მრავალწლოვანი ფესურიანი ბალახია. აქვს ხმლისებრი, იშვიათად ხაზური ფოთლები და დიდი, თეთრი, კაშკაშა იისფერი, ლურჯი ან ყვითელი ყვავილები, 3-წახნაგოვანი მრავალთესლიანი კოლოფი ნაყოფი.
ცნობილია 200-მდე სახეობა. ძირითადად გავრცელებულია ჩრდილოეთ ნახევარსფეროში. საქართველოში 11 სახეობა გვხვდება. იზრდება მდელოზე, ველსა და ნახევრად უდაბნოში, ზოგი — ჭაობსა და ტენიან ადგილას. ფართოდ გავრცელებული დეკორატიული მცენარეა.
ჩვენში განსაკუთრებით გამოირჩევა ქართული ზამბახი, რომელიც ქართლსა და აზერბაიჯანში ნახევრად უდაბნოებში იზრდება. ზამბახის ზოგი სახეობის ფესურას იის სუნი აქვს და მედიცინასა და პარფიუმერიაში იყენებენ.
ქართული ზამბახი
(ლათ. Iris iberica) — მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარე ერთლებნიანთა ოჯახისა. ყვავილსაფრის გარეთა ფოთლებს შიგნიდან სიგრძეზე ბანჯგვლიანი ზოლი ჩასდევს, ან მრავალი გაფანტული ბეწვითაა მოფენილი. ყვავილსაფრის გარეთა ფოთლები მომრგვალოა, ქვევით დახრილი, ჩაზნექილი, მკრთალ ყვითელ ფონზე ხშირი მღვრიე წაბლისფერი ზოლებითაა დაქსელილი. ყვავილსაფრის შიგნითა ფოთლები თეთრია ან ოდნავ მოცისფრო, ხშირად მკრთალი სოსანი ძარღვებით დაქსელილი. ფოთლები ლეგაა, ნამგალივით მოღუნული. იზრდება გაშლილ ადგილებზე ქართლსა და აზერბაიჯანში. კახეთში მისი ნახვა შესაძლებელია ივრის აღკვეთილში
იხ. ვიდეო - ზამბახები ეზოსთვის და კოსმეტიკაში-როგორ მოვუაროთ და გავამრავლოთ ეს ყვავილი
Комментариев нет:
Отправить комментарий