пятница, 1 апреля 2022 г.

ბუნებრივი რესურსები

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -  

                    ბუნებრივი რესურსები

წვიმის ტყეები

 ბუნებრივი გარემოს შემადგენელი ბუნებრივი ელემენტები, რომლებსაც იყენებენ საწარმოო ძალთა განვითარების მოცემულ ეტაპზე ადამიანთა საზოგადოების მატერიალურ მოთხოვნილებათა დასაკმაყოფილებლად. ბუნებრივი რესურსების ძირითადი სახეობებია: წიაღისეულიკლიმატურიწყლისნიადაგისმცენარეულიფაუნისტური რესურსები. XX საუკუნის 2 ნახევრიდან მათ მიემატა ატომური პლანეტურ-კოსმოსური რესურსებიც: როგორც ბირთვული, გეოთერმული, ზღვის მიმოქცევისა და სხვა ენერგიის წყაროები. კაცობრიობის ისტორია მოწმობს, რომ საწარმოო ძალთა განვითარების კვალდაკვალ ხდებოდა ბუნებრივი რესურსების სახეობათა განუხრელი ზრდა. იზრდებოდა არა მხოლოდ რაოდენობა, არამედ თითოეულის მოხმარების წილიც და საზოგადოების სარგებლიანობაც.

                                                                 

ოკეანე

XIX საუკუნეში ძრავების გავრცელებამ, რომლებიც სითბურ ენერგიას მექანიკურ და ელექტრულ ენერგიად გარდაქმნის, გამოიწვია წიაღისეული რესურსების მოხმარების არნახული ზრდა. ჩვენს ეპოქაში ბირთვული ენერგეტიკული, რაკეტული ტექნოლოგიური, რადიოელექტრონიკის სწრაფმა განვითარებამ ბუნებრივი რესურსების უმნიშვნელოვანეს სახეობად აქცია რადიოაქტიური, ლითონური და არალითონური ელემენტები (ურანიგერმანიუმისილიციუმი და სხვა). ტექნიკური პროგრესი ზოგჯერ თიშავს კიდეც ამა თუ იმ ბუნების ელემენტს ბუნებრივი რესურსების შემადგენლობიდან, მაგალითად, მცირე საბადოებმა, წყლის ნაკადებმა, მიწის პატარა სავარგულებმა და ა.შ. თანამედროვე ტექნიკურ პირობებში დაკარგეს თავიანთი პირვანდელი მნიშვნელობა.

                                                                   

ქარი არის ბუნებრივი რესურსი, რომელიც შეიძლება გამოყენებულ იქნას ელექტროენერგიის გამოსამუშავებლად, როგორც ეს 5 მეგავატიანი ქარის ტურბინებით თორნტონბანკის ქარის ქარხანაში ბელგიის სანაპიროდან 28 კმ (17 მილი) დაშორებით. 

მატერიალური დოვლათის წარმოების პროცესში ადამიანი აქტიურად ზემოქმედებს ბუნების ცალკეულ ელემენტზე და ცვლის ბუნებრივი რესურსების მთელ კომპლექსს. ბუნებრივი რესურსების ერთი ნაწილი გამოულეველია, რადგან მათ სწორი ექსპლუატაციის კვალდაკვალ თვითგანახლებაც ხდება. არის ისეთი ბუნებრივი რესურსებიც, რომელთა მარაგი თანდათან კლებულობს და საბოლოოდ ამოიწურება. ამიტომ ბუნებრივი რესურსების რაციონალური გამოყენება კაცობრიობის უპირველესი საზრუნავია. თანამედროვე სამეცნიერო-ტექნოლოგიური რევოლუცია კიდევ უფრო აფართოებს ბუნებრივი რესურსების გამოყენების სფეროს და საშუალებას გვაძლევს გამოვავლინოთ ბუნებრივი რესურსების ახალ-ახალი სახეობები.

იხ. ვიდეო - დედამიწის ბუნებრივი რესურსები





Комментариев нет:

უძველესი უცხოპლანეტელები (სერიალი)

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -   უძველესი უცხოპლანეტელები (სერიალი) ინგლ. Ancient Aliens Ancient Aliens არის ამერიკული...