четверг, 21 апреля 2022 г.

ქამასოკო

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -  

                          ქამასოკო

(ლათ. Agaricus) — ქუდიანი სოკოების გვარი. გვარის ყველა სახეობა ქამასოკოს სახელწოდებით არის ცნობილი. 300-მდე სახეობა გავრცელებულია მთელ დედამიწაზე. საქართველოში ქამასოკოს 12 სახეობა გვხვდება, რომელთაგან აღსანიშნავია მინდვრის ქამა, კულტურული ქამა, ტყის ქამასოკო, მინდვრის ქამა, ქალაქის ანუ ტროტუარის ქამა, მეჭეჭებიანი ქამასოკო და სხვა.

ქამასოკოს სახეობები ერთმანეთისაგან ხშირად ძნელად გასარჩევია. ყველაზე ფართოდ არის გავრცელებული ჩვეულებრივი ქამასოკო (ლათ. Agaricus campestris), რომლის ქუდის დიამეტრია 3—10 სმ. ნაცრისფერია, ხორცოვანი; ქუდის რბილობი გადატეხისას ჰაერზე ვარდისფერდება. იზრდება ადრე გაზაფხულიდან ზამთრის პირამდე, ზოგჯერ მთელი წლის განმავლობაში ბაღებში, ბოსტნებში, ეზოებში, მინდვრებზე და ა. შ.
იხ. ვიდეო  - ქამა სოკოს ჩაშუშული



საქართველოში გავრცელებული სახეობებიდან ორი ლათ. Agaricus xanthodermus და ლათ. Agaricus placomyces — შხამიანია, სხვები იჭმება. ზოგჯერ ქამასოკოს (უფრო ზუსტად ორსპორიან ქამასოკოს) საგანგებოდაც აშენებენ სათბურებში, გაუქმებულ შახტებში ან სარდაფებში.
იხ. ვიდეო - ქამა სოკო კეცზე სულგუნით



Комментариев нет:

უძველესი უცხოპლანეტელები (სერიალი)

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -   უძველესი უცხოპლანეტელები (სერიალი) ინგლ. Ancient Aliens Ancient Aliens არის ამერიკული...