вторник, 5 апреля 2022 г.

თავის ტვინი

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -  

                              თავის ტვინი

ადამიანის ნერვული სისტემის ცენტრი. მდებარეობს თავის ქალაში. ადამიანის თავის ტვინი და სხვა ძუძუმწოვრის ტვინი რაიმე ძირეულით არ განსხვავდება, მაგრამ არის სამჯერ დიდი, ვიდრე სხეულით იმავე ზომის სხვა ძუძუმწოვრზე.

დამიანის თავის ტვინი რთული აგებულებისაა.იგი ყველაზე პლასტიკური ორგანოა ორგანიზმში. ახალშობილის ტვინი 300–400 გრამს იწონის,ზრდასრულის კი 1400–1500 გრამია. თავის ტვინი მოთავსებულია თავის ქალაში.თავის ტვინს დაზიანებებისგან თავის ქალის გარდა ასევე იცავს მენინგიალური გარსი,რომელიც აკრავს მას გარედან. ეს გარსი 3 შრისგან შედგება:შიგნითა შუა და გარეთა შრისგან.

  • შიგნითა შრე–შედგება სისხლძარღვებისგან და ჟანგბადითა და საკვებით ამარაგებს თავის ტვინს.
  • შუა შრე–ელასტიურია და დარტყმების დროს ამორტიზატორივით მოქმედებს.

გარეთა შრე–უშუალოდ ეხება ქალას ძვლებს,ის მაგარი და მტკიცეა.

თავის ტვინის განყოფილებებია: მოგრძო ტვინიხიდინათხემიშუა ტვინიშუამდებარე ტვინი, და დიდი ნახევარსფეროები. თავის ტვინში გამოყოფენ უკანა ტვინს,შუა ტვინს და წინა ტვინს. უკანა ტვინი აერთიანებს მოგრძო ტვინს,ხიდსა და ნათხემს. წინა ტვინი შუამდებარე ტვინსა და დიდ ნახევარსფეროებს. თავის ტვინში, ისევე როგორც ზურგის ტვინში მოთავსებულია თეთრი და რუხი ნივთიერებები. თეთრი ნივთიერება გამტარ გზებს წარმოქმნის. ისინი თავის ტვინს ზურგის ტვინთან აკავშირებს და აგრეთვე თავის ტვინის ნაწილებს ერთმანეთთან. რუხი ნივთიერება ცალკეული გროვების — ბირთვების სახით თეთრი ნივთიერების შიგნით განლაგდება. გარდა ამისა რუხი ნივთიერება გარს ეკვრის დიდ ნახევარსფეროებს,ნათხემს და ქერქს ქმნის.

მოგრძო ტვინი და ხიდი ზურგის ტვინის გაგრძელებაა,რომლებიც არეგულირებენ–საჭმლის მონელებას,სუნთქვას,გულის მოქმედებას,ასევე უპირობო რეფლექსებს:ღეჭვას, ყლაპვას, წოვას. აგრეთვე დამცველობით რეფლექსებს: გულისრევას, ცემინებას,ხველას,სლოკინსა და ცრემლდენას.

ჯგუფიტვინის ნასა,გ
კაშალოტი7800
ფინვალი6930
სპილო4783
ცალნამგალა ვეშაპი5620
კუზა ვეშაპი 4675
ნაცრიფერი ვეშაპი4317
გრალანდიური ვეშაპი2738
გრინდი2670
აფალინა1500—1600
ზრდასრული ადამიანი1300—1400
მარჟი1020—1126
პითეკანთროპი850—1000
აქლემი762
ჟირაფი680
ბეგემოტი582
ზღვის ლეოპარდი542
ცხენი532
გორილა465—540
თეთრი დათვი498
ძროხა425—458
შიმპაზე420
ახალდაბადებული ადამიანი350—400
ჯგუფიტვინის მასა , გ
ორანგუტანი370
ზღვის ლომი363
ლამანტინისებრი360
ვეფხვი263,5
ლომი240
გრიზლი234
ღორი180
იაგუარი157
შინაური ცხვარი140
პავიანი137
რეზუსი90—97
ძაღლი72
მილკბილა72
მთახვი45
დიდი თეთრი ზვიგენი34
ულაშა ზიგენი32
კატა30
მაჩვზღარბასებრი25
საიმირი22
ვირზაზუნა17
კურდღელი10—13
იხვნისკსკარტა9
ჯგუფიტვინის მასა,გ
ალიგატორი8,4
ციყვი7,6
ოპუსიმებრი6
ფრთამატყლიანები6
ჭანჭველაამეასებრი4,4
ზღვის ღორი4
ხოხობი4,0
ზღარბი3,35

Treeshrew

3

Cingulata

2,5
ბუსებრნი2,2
თაგვი(მასა400 გრ)2
გნოლი1,9
ზაზუნები1,4
ხტუნისებრი 9ძუძუმწოვრები)1,3
ყვავი1,0
მწყერი0,9
კუ0,3—0,7
ბაყაყი0,24
გველგესლასებრი0,1
ოქროს თევზი0,097
მწვანე ხვლიკი0,08

ნათხემი

ნათხემი უშუალოდ მოგრძო ტვინის ზემოთ მდებარეობს . მისი ზედაპირი წარმოქმნილია რუხი ნივთიერებით — ქერქით, რომლის შიგნით თეთრი ნივთიერებაა. ნათხემი აკონტროლებს სხეულის წონასწორობას,მისი დაზიანება სასიკვდილო არაა,თუმცა დაღვევის შემთხვევაში ადამიანს არამყარი სიარული აქვს და ზედმეტად იქნევს ხელეფსა და ფეხებს, უჭირს წონასწორობის შენარჩუნება, ვერ უყრის ნემსში ძაფს და სხვა.

შუა ტვინი (მეზენცეფალონი)

შუა ტვინი ჩონჩხის კუნთებს მუდმივად უგზავნის იმპულსებს და მათ ტონუსს უნარჩუნებსაქ გადის მხედველობისა და ბგერის გაღიზიანებებისსაორიენტაციო რეფლექსების რკალები.მაგ.ხმის გაგონებაზე თავისა და სხეულის შებრუნება. შუა ტვინში გადის ყველა გზა,რომელიც დიდ ნახევარსფეროებსა და ნათხემს აკავშირებს მოგრძო და ზურის ტვინთან. იგი ახორციელებს უპირობო "რა არის" რესფლექსს, დამცველობით რეფლექსებს: ოტოლიტების გზით გაღიზიანებული რეცეპტორები ნერვულ იმპულსებს გადასცემენ ნერვული გზებით, რომელიც გაივლის შუა ტვინში, ნათხემსა და დიდი ნახევარსფეროების ქერქში. შუა ტვინის იმ ნეირონების განადგურება, რომლებიც დოფამინს გამოყოფს, პარკინსონს იწვევს. დოფამინი ნეირომედიატორია, რომელიც აკონტროლებს ჩონჩხის კუნთების მოქმედებას.

მოგრძო ტვინი

მოგრძო ტვინი, ხიდი და შუა ტვინი ქმნის ტვინის ღეროს,რომელშიც გადის აღმავალი და დაღმავალი გზები.ტვინის ღერო თავის მხრივ დაკავშირებულია ზურგის ტვინთან,ნათხემთან და დიდ ნახევარსფეროებთან. ტვინის ღეროდან გამოდის 12 წყვილი ნერვი. ნერვები ტვნს თავში განლაგებულ გრძნობათა ორგანოებთან, კუნთებთან და ჯირკვლებთან აკავშირებს. ერთი წყვილი,რომელსაც ცდომილ ნევრს უწოდებენ,ტვინს შინაგან ორგანოებთან,გულთან,ფილტვებთან,კუჭთან,ნაწლავებთან აკავშირებს. აქ რუხი ნივთიერება განლაგებულია გროვებად - ბირთვებად. მასში მოთავსებულია სუნთქვის, გულის მუშაობის, საჭმლის მომნელებელი სისტემის, ყლაპვის, წოვის, ღეჭვის, ხველების, ცემინების, სლოკინის, ღებინების, ცრემლდენის, ნერწყვის გამოყოფის ცენტრები.

ფუნქციები
  • რეფლექსური;
  • გამტარი.

შუამდებარე ტვინი

შუამდებარე ტვინის მეშვეობით ყველა რეცეპტორიდან იმპულსები დიდი ნახევარსფეროების ქერქს გადაეცემა, რთული მამოძრავებელი რეფლექსების უმეტესი ნაწილი, როგორიცაა სიარული, სირბილი, ცურვა დაკავშირებულია შუამდებარე ტვინთან. იგი არეგულირებს:ნივთიერებათა ცვლას,სხეულის მუდმივი ტემპერატურის შენარჩუნებას(ჰომეოსტაზს),საკვების,წყლის მოხმარების,შიმშილისა და წყურვილის შეგრძნებას,გამოყოფს ბიოლოგიურად აქტიურ ნივთიერებებს და ამით ჰუმორულ რეგულაციას ახორციელებს.

თავის ტვინის დიდი ნახევარსფეროები

ადამიანის ტვინის კარგად განვითარებული დიდი ნახევარსფეროები შუა და შუამდებარე ტვინს ფარავს. დიდი ნახევარსფეროების ზედაპირი — ქერქი — რუხი ნივთიერებებისგან არის წარმოქმნილი. ქერქის ქვეშ მოთავსებულია თეთრი ნივთიერება, რომლის სისქეში განლაგებულია ქერქქვეშა ბირთვები. ნახევარსფეროების ზედაპირი დანაოჭებულია. ღარები და ხვეულები საშუალოდ 2000—2500 სმ² — მდე ადიდებს ქერქის ზედაპირის ფართობს. ამ ფართობის 2/3-ზე მეტი ჩამალულია ღარებში. ქერქში 14 მილიარდამდე ნერონია.

ყოველი ნახევარსფერო ღარებით დაყოფილია შუბლის, თხემის, საფეთქლისა და კეფის წილებად. ყველაზე ღრმაა ცენტრალური ღარი, რომელიც შუბლის წილს თხემის წილისგან გამოყოფს და გვერდითი ღარი, რომელიც საფეთქლის წილს შემოსაზღვრავს.

იხ.ვიდეო



Комментариев нет:

უძველესი უცხოპლანეტელები (სერიალი)

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -   უძველესი უცხოპლანეტელები (სერიალი) ინგლ. Ancient Aliens Ancient Aliens არის ამერიკული...