ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -
Starstreak
Starstreak მსუბუქი მრავალჯერადი გამშვების (LML) პოზიცია წვრთნების დროს დარტმურში. სამიდან ერთი რაკეტა გასროლილია.
რაკეტაზე მუშაობის პროცესი ადრეულ 1980-იან წლებში დაიწყო, მას შემდეგ, რაც საჰაერო თავდაცვის შესაძლებლობათა კვლევამ აჩვენა, რომ მაღალი სიჩქარის რაკეტა საუკეთესოდ უპასუხებდა არსებულ გამოწვევებს და შესაძლოა, არსებული, მხრიდან გასაშვები სისტემებიც ჩაენაცვლებინა. ჩამოყალიბდა გენერალური შტაბის მოთხოვნა GSR 3979, სადაც მითითებული იყო სპეციფიკური საჭიროებები და სამი სხვადასხვა პლატფორმა:
- თვითმავალი გამშვები დანადგარი.
- სამმაგი გამშვებით აღჭურვილი მსუბუქი დანადგარი.
- გადასატანი გამშვები.
1984 წელს გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის სამინისტრომ სამუშაო კონტრაქტები გაუფორმა ორ კომპანიას – British Aerospace (BAe) და Shorts Missile Systems. BAe-ს შემოთავაზებული რაკეტის სახელწოდება იყო Thunderbolt HVM. კონკურის შემდეგი ეტაპი Shorts-მა მოიგო და საბოლოოდ, £356 მილიონის ღირებულების კონტრაქტიც მასთან გაფორმდა. აქტიური მუშაობა 1986 წლის ნოემბერში დაიწყო, ხოლო რაკეტები შეიარაღებაში 1997 წლის სექტემბერში მიიღეს. ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს მიზანი იყო შეიარაღებაში არსებული Javelin-ის ტიპის მიწა-ჰაერი რაკეტების ჩანაცვლება. სამმაგი გამშვების და გადასატანი ვარიანტები შეიარაღებაში 2000 წლიდან მიიღეს.
2001 წლის ივლისში Thales-მა მიიღო კონტრაქტი Starstreak-ის შემდეგი თაობის მოდელებზე, რომლებიც „ჩემი-სხვისი“ ამომცნობი სისტემებითაა აღჭურვილი.
2007 წლის შუაში Thales-მა განაცხადა, რომ ჩრდილოეთ ირლანდიაში შექმნა Starstreak II, გაცილებით გაუმჯობესებული ვარიანტი. მის უპირატესობათაგან აღინიშნა 7 კილომეტრამდე გაზრდილი მოქმედების მანძილი, გაზრდილი ლეტალურობა, გაუმჯობესებული დამიზნების სისტემა და გაცილებით დიდ სიმაღლეზე (5 კმ) მოქმედების შესაძლებლობა
2011 წელს Thales-მა მოიგო კონტრაქტი მსუბუქ მრავალფუნქციურ რაკეტაზე (Lightweight Multirole Missile, LMM), რის შემდეგაც კომპანიამ განაცხადა, რომ პროექტზე სამუშაოდ, სამინისტროსთან შეთანხმებით, წინა კონტრაქტებით მიღებული ბიუჯეტის გადამისამართება მოხდებოდა. გავრცელებული მოსაზრებით, ამაში Starstreak-თან დაკავშირებული კონტრაქტები იგულისხმებოდა.
მსუბუქი, ანუ გადასატანი ფორმით გამოყეებისას Starstreak-ის რაკეტა დახურულ გამშვებ მილშია მოთავსებული. გამოყენებისას გამშვები მილი მაგრდება სამიზნე დანადგარზე. ოპერატორი ახორციელებს მიზანზე მიდევნებას სამიზნე დანადგარზე არსებული ოპტიკურად სტაბილიზებული სამიზნით. მიდევნების პროცესი საშუალებას აძლევს სამიზნე დანადგარს, გამოთვალოს შესაბამისი ტრაექტორია რაკეტის მიზანთან მიყვანისთვის. ოპერატორს შეუძლია სამიზნე დანადგარში შეიყვანოს ინფორმაცია ქარის სიჩქარის და შორ მანძილზე დამიზნების შემთხვევაში, სიმაღლეთა შორის სხვაობის შესახებ. მიდევნების დასრულებისას ოპერატორი რაკეტის გაშვებას ღილაკზე დაჭერით ახორციელებს.
ამ დროს მოქმედებაში მოდის რაკეტის საწყისი ძრავა, რომელიც უზრუნველყოფს რაკეტის გატყორცნას გამშვები მილიდან, თუმცა, ოპერატორის უსაფრთხოების მიზნით მილიდან გაშვებამდე საწყისი ძრავა მთლიანად იწვება. მას შემდეგ, რაც რაკეტა ოპერატორს უსაფრთხო მანძილზე (4 მეტრი) მოშორდება, მოქმედებაში მოდის მეორე ძრავა, რომელიც რაკეტის მკვეთრ აქსელერაციას ახდენს, იმდენად, რომ ძრავის წვის დასრულებისას სიჩქარე 4 მახს (1372 მ/წმ) აღემატება. მეორე ძრავის დაწვისთანავე რაკეტა სამ მცირე რაკეტას („შუბს“) უშვებს.
„შუბის“ კორპუსი ვოლფრამის შენადნობისგანაა დამზადებული. თითოეული მათგანის სიგრძე 396 მმ-ია, დიამეტრი 22 მმ, ხოლო წონა – 900 გრამი. ამ წონის დაახლოებით ნახევარი, თითქმის 450 გრამი, ფეთქებადი მუხტია, რომლის დეტონაციასაც შეყოვნებული მოქმედების, შეხებით აქტივირებადი ამფეთქი უზრუნველყოფს. „შუბი“ ორი ფრთით აღჭურვილი მბრუნავი წინა ნაწილის და ოთხი ფრთით აღჭურვილი უძრავი უკანა ნაწილისგან შედგება. უკანა ნაწილშია განთავსებული მიზნამდე მიყვანის ელექტრონული მართვის სისტემაც უკან მიმართული სენსორით.
„შუბები“ არ ემიზნებიან მიზნიდან არეკლილ ლაზერულ ენერგიას. ნაცვლად ამისა, Starstreak-ის სამიზნე დანადგარი მიზანზე მიმართავს ორ ლაზერულ სხივს, რომელიც მასზე ორგანზომილებიან მატრიცულ გამოსახულებას ხატავს. ლაზერების მოდულირების გაზომვით „შუბის“ სენსორი მატრიცაზე თავის ადგილს განსაზღვრავს, რომელზე დასარჩენადაც მისივე ელექტრონული სისტემა მიმართულებას აკორექტირებს. კორექტირებისთვის წინა ნაწილის ბრუნვის სიჩქარე მყისიერად მცირდება, რის შემდეგაც წინა ფრთები „შუბს“ შესაბამისი მიმართულებით აბრუნებს. სამივე „შუბი“ ერთად, დაახლოებით 1.5 მ რადიუსის ფორმაციით მიფრინავს და საკმარისი კინეტიკური ენერგია გააჩნია, რათა 7,000 მეტრის სიშორეზე 9 g ძალით მოძრავ მიზანს მოხვდეს.
ლაზერული დამიზნების ადრეული სისტემები იყენებდა ერთ სხივს, რომელიც მუდმივად მიზანზე უნდა ყოფილიყო მიმართული. რაკეტა ამ სხივის ანარეკლს ემიზნებოდა, რის გამოც, მისი დაკარგვის შემთხვევაში მართვაც იკარგებოდა მანამ, სანამ არ აღდგებოდა ლაზერული სხივი მიზანზე. პრობლემას გარკვეულწილად ამსუბუქებდა ლაზერული სხივის გაფართოება, თუმცა, ეს ამცირებდა როგორც სიზუსტეს, ისე არეკლილი ენერგიის რაოდენობასაც. Starstreak-ში გამოყენებული სისტემა მიზანზე გაცილებით ფართო მატრიცას ხატავს, თუმცა, ეს სიზუსტის შემცირების გარეშეა შესაძლებელი.
მიზანზე მოხვედრებისას მოქმედებაში მოდის შეყოვნებული მოქმედების ამფეთქი. ამგვარი ამფეთქი „შუბს“ აძლევს დროს, ღრმად შევიდეს მიზანში, ვიდრე მისი ქობინი აფეთქდება. ვოლფრამის კორპუსი სპეციალურადაა შექმნილი ფრაგმენტაციის და მაქსიმალური ზიანის გამოწვევის მიზნით.
1999 წლის სექტემბერში ჩატარდა ექსპერიმენტი, რომელშიც Starstreak რაკეტა სახმელეთო მიზნის, კერძოდ, FV432 ტიპის ჯავშანტრანსპორტიორის წინააღმდეგ გამოიყენეს, რათა შეემოწმებინათ მისი ეფექტურობა მიწა-მიწა რაკეტის როლში. თითოეულ „შუბს“, რომლის სიჩქარეც 4,500 კმ/სთ-ს აღწევდა, იგივე კინეტიკური ენერგია გააჩნდა, რაც Bofors-ის 40 მმ L/70 ტიპის ავტომატური ქვემეხის გასროლას. მიუხედავად ამისა, მას არ გააჩნია ჯავშანგამტანი თვისებები, რომელიც ტანკსაწინააღმდეგო ან ორმაგი დანიშნულების (მიწა-მიწა, მიწა-ჰაერი) ტიპის მართვად რაკეტებს აქვთ.

იხ. ვიდეო - Ukraine Used For the First Time British Starstreak MANPADS Destroying Russian Helicopter
Starstreak-ს ინფრაწითელი დამიზნების, რადარული მართვის ან რადიოსიგნალებით მართვად სისტემებთან შედარებით არაერთი უპირატესობა აქვს:
- შეუძლებელია მისი ჩახშობა ინფრაწითელი ან რადიოსიგნალების ჩამხშობი მოწყობილობებით.
- მის წინააღმდეგ არაეფექტურია ანტისარადარო რაკეტები.
გამოყენების ისტორია
რაკეტა პირველად 1997 წელს, სამეფო არტილერიის მე-12 და 47-ე პოლკების შეიარაღებაში გამოჩნდა. კომპლექტში შედიოდა საჰაერო თავდაცვის გაცილების ხელსაწყო (Air Defence Acquisition Device, ADAD) და ×60 თერმული ხედვის სამიზნე. თითოეულ პოლკს გადაეცა 108 ერთეული თვითმავალი შეჯავშნული გამშვები, რომელიც Stormer-ის ტიპის ჯავშანტრანსპორტიორტის მუხლუხიან შასიზე იყო დამონტაჟებული. თითოეულ შასიზე გასაშვებად გამზადებული 8 და საბრძოლო მარაგში არსებული 8 რაკეტა იყო განთავსებული (თავდაპირველად, 12-12, თუმცა, შემდეგომ მოდიფიკაციებში ეს რაოდენობა შემცირდა). ამან ზემოთაღნიშნული ორი პოლკი ბრიტანეთის არმიაში ყველაზე მძლავრად აღჭურვილ ქვედანაყოფებად აქცია. გამშვებები, თავდაპირველად, აკუმულატორების საშუალებით მუშაობდა, რაც მათ ენერგიას და გამოსხივებას ამცირებდა, თუმცა, მოგვიანებით, სხვადასხვა სახის მოდიფიკაციების დამატებამ ენერგიის მოხმარება მკვეთრად გაზარდა. მსუბუქი, სამგამშვებიანი ვარიანტი (LML) შეიარაღებაში მალევე გამოჩნდა და მათი პირველი პარტიები სამეფო საზღვაო ქვეითების ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის ქვედანაყოფებმა და მე-16 საჰაერო შეტევის ბრიგადაზე მიმაგრებულმა სამეფო არტილერიის საჰაერო შეტევის ბატარეამ მიიღო. ზემოხსენებული, Stormer-ზე დამონტაჟებული ვარიანტები ბრიტანულ ძალებს ერაყშიც ჰქონდათ, თუმცა, მათი გასროლა არ მომხდარა. ბრიტანეთის არმია ამჟამად A5 ტიპის, მე-5 თაობის რაკეტებს იყენებს, როგორც წესი, მსუბუქ მრავალფუნქციურ რაკეტასთან (Lightweight Multirole Missile) კომბინაციაში.
2012 წელს ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ Starstreak A4 რაკეტების რამდენიმე დანაყოფს ლონდონში, რამდენიმე კორპუსის სახურავზე განათავსებდა, რაც 2012 წლის ლონდონის ოლიმპიური თამაშებისთვის მზადებას უკავშირდებოდა. განცხადებამ მცხოვრებთა ნაწილის უკმაყოფილება გამოიწვია, რადგან ისინი მსგავსი ზომების აუცილებლობაში დარწმუნებული არ იყვნენ. 2013 წელს სამინისტრომ დამატებით 200 ერთეული რაკეტა შეუკვეთა.
2022 წლის 16 მარტს, უკრაინაში მიმდინარე ომის დროს, დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სახელმწიფო მდივანმა, ბენ უოლესმა განაცხადა, რომ რუსეთის საჰაერო უპირატესობის დასაძლევად ბრიტანეთი უკრაინას Starstreak-ის რაკეტებს მიაწვდიდა, რის შემდეგაც, ბრიტანელმა სამხედროებმა უკრაინული ძალების წვრთნა დაიწყეს სისტემების გამოყენებაში. რამდენიმე თვითმავალი სისტემა განთავსდა პოლონეთშიც, როგორც დროებითი თავდაცვის ზომა Sky Sabre სისტემების განთავსებამდე.
ვარიანტები
- ATASK (Air To Air Starstreak): ჰაერი-ჰაერი ტიპის მოდიფიკაცია, რომლის გაშვებაც შვეულმფრენიდან ხდება. იგი 1995-1998 წლებში, McDonnell-Douglas-სა და Lockheed Martin-ს შორის თანამშრომლობით შეიქმნა სპეციალურად AH-64 Apache-ზე გამოყენების მიზნით. ეს ვარიანტი ჯერ არაა შეიარაღებაში მიღებული.[6]
- LML: მსუბუქი მრავალჯერადი გამშვები, რომელიც სამ რაკეტას იტევს. შესაძლებელია მისი გამოყენება დამოუკიდებლად, სადგარიანი გამშვების სახით, ან მისი დამონტაჟება მსუბუქ სატრანსპორტო საშუალებაზე, როგორიცაა Land Rover ან HMMWV (Humvee). LML-ს იდეა არმიის შემოთავაზებიდან მოდის, რომელიც მოძველებულ Javelin-ის მიწა-ჰაერი სისტემას ეხებოდა.
- Seastreak: არსებობს საზღვაო ხომალდებზე დასამონტაჟებელი ვარიანტის ორი ვერსია — მსუბუქი, LML-ის მსგავსი, რომელიც 6 რაკეტას იტევს და CIWS (close in weapon system, „ახლო მოქმედების შეიარაღების სისტემა“) 24 რაკეტით.
- თვითმავალი სისტემა (SP HVM): მუხლუხიანი Alvis Stormer-ტიპის ჯავშანტრანსპორტიორის სახურავზე დამონტაჟებულია გასაშვებად გამზადებული 8 რაკეტა, ხოლო ტრანსპორტში ინახება დამატებით 8 ხელახალი დატენვისთვის. თვითმავალი სისტემა ყველაზე გავრცელებულ ვარიანტს წარმოადგენს.
- Starstreak Avenger: ეს ვარიანტი 1990-იანი წლების დასაწყისში, აშშ არმიის მოთხოვნების გათვალისწინებით შეიქმნა. იგი წარმოადგენს Boeing-ის წარმოების AN/TWQ-1 Avenger ტიპის მობილურ ჰაერსაწინააღმდეგო სისტემას, სადაც 1 FIM-92 Stinger-ის გამშვები ჩანაცვლებულია Starstreak-ის 1 გამშვებით, რომელიც 4 რაკეტას შეიცავს. შესაბამისად, შეცვლილია ცეცხლის კონტროლის სისტემაც.
- Starstreak Mark II: Starstreak-ის გაუმჯობესებული ვარიანტი.
- THOR/Multi Mission System (MMS): ოთხრაკეტიანი კოშკურა, რომელიც Pinzgauer-ის ტიპის 6×6 შასიზეა დამაგრებული. პირველად 2005 წელს გამოჩნდა.
- RapidRanger: ზემოხსენებულის მსგავსი სისტემა, რომელიც ესპანური წარმოების URO VAMTAC მსუბუქ სამხედრო მანქანაზეა დამონტაჟებული.
ოპერატორები
- გაერთიანებული სამეფო
- HVM SP (თვითმავალი) – დაახლოებით 40 სისტემა, საბრძოლო გამოყენებისთვის განსაზღვრულია 36 (თავდაპირველად შეძენილ იქნა 156 ერთეული).
- HVM LML – დაახლოებით 16 სისტემა.
- სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა
- LML – 8 სისტემა. სტოკჰოლმის საერთაშორისო მშვიდობის კვლევის ინსტიტუტის თანახმად, მიღებული გადასატანი სისტემების რაოდენობა 96, ხოლო დამატებით შეკვეთილისა – 82 იყო.
- ტაილანდი
- ტაილანდის სამეფო არმია – შეუკვეთა 2012 წელს, რაოდენობა უცნობია.
- ინდონეზია
- ინდონეზიის არმია – პირველი შეკვეთა 2011 წლის ნოემბერში გაფორმდა, რასაც მალე მეორეც მოჰყვა, თუმცა, მიწოდება არ განხორციელებულა და 2014 წლის იანვარში შედგა ხელახალი მოლაპარაკება, რომლის მიხედვითაც 5 ბატარეა უნდა შეიარაღებულიყო Starstreak რაკეტებით, ControlMaster200 ტიპის რადარებით და კოორდინაციის სისტემებით, ხოლო Land Rover Defender-ის და URO VAMTAC ტიპის მსუბუქი მანქანები LML ტიპის გამშვებებით უნდა აღჭურვილიყო. საერთო ღირებულება £100 მილიონს აჭარბებდა.
- მალაიზია
- მალაიზიის შეიარაღებული ძალები – 2015 წლის ივლისში მსუბუქი და თვითმავალი ვარიანტების უცნობი რაოდენობა შეუკვეთა. მიზანი Starburst რაკეტების ჩანაცვლებაა.
- უკრაინა
- უკრაინის შეიარაღებული ძალები – 2022 წლის მარტში გაკეთდა განცხადება სისტემების მიწოდების და პირადი შემადგენლობის მომზადების თაობაზე, რაც რუსეთ-უკრაინის ომში ბრიტანეთის სამხედრო დახმარების ნაწილია.
იხ. ვიდეო - Первая работа Starstreak в Украине: без шансов для российского пилота. ВСУ получат наступательное
Комментариев нет:
Отправить комментарий