четверг, 21 апреля 2022 г.

შხამიანი მცენარეები

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -  

                     შხამიანი მცენარეები

ფუტკარას ყვავილი

 მცენარეები, რომლებიც გამოიმუშავებენ და აგროვებენ შხამიან ნივთიერებებს (ძირითადად ალკალოიდებს, ეთერ-ზეთებს, ორგანულ მჟავებს და სხვა). შხამიანი მცენარეები ფართოდაა გავრცელებული მცენარეთა სამყაროში (სოკოებში, გვიმრანაირებში, შვიტებში, ლიკოპოდიუმებში, შიშველთესლოვანებში, ფარულთესლოვანებში).
დედამიწაზე შხამიანი მცენარეების 10 ათასამდე სახეობაა ცნობილი. შხამიანი ნივთიერებები, ჩვეულებრივ, მცენარის ყველა ნაწილშია, მაგრამ სხვადასხვა რაოდენობით. ამიტომ მცენარის სხვადასხვა ნაწილი ერთნაირად შხამიანი არ არის. მაგალითად, კარტოფილში ყველაზე შხამიანია ყვავილი, სოფორასა და ჰელიოტროპში — თესლები, ფუტკარაში — ფოთლები და სხვა. ზოგჯერ შხამი გროვდება მცენარის ერთ რომელიმე ორგანოში (მაგალითად, გლიკოზიდი ამიგდალინი — მწარე ნუშის, ალუბლის, ქლიავის თესლში). შხამიანი მცენარეების ზოგიერთი ნაწილი შეიძლება უშხამო და, ამდენად, სრულიად უვნებელი იყოს (მაგალითად, კარტოფილის ტუბერი). მცენარეში შხამის შემცველობა დამოკიდებულია საარსებო გარემოსა და მცენარის განვითარების ფაზებზე.
                                                                        
შავი ლენცოფა (Hyoscyamus niger)
შხამის გამომუშავება და დაგროვება, ჩრდილოეთისგან განსხვავებით, სამხრეთში უფრო ინტენსიურია. ზოგი მცენარე უფრო შხამიანია ყვავილობამდე, ზოგი — ყვავილობისას, ზოგი — ნაყოფმსხმოიარობისას. ნედლი მცენარე უფრო შხამიანია. გაშრობისას, ხარშვისას, დასილოსებისას შხამის მოქმედება ქვეითდება ან სავსებით ქრება. ზოგი მცენარე ამგვარი გადამუშავების შემდეგაც ტოქსიკურია, რასაც განსაკუთრებული ყურადღება ექცევა სილოსის დამზადებისას. აბსოლუტურად შხამიანი მცენარეები ბუნებაში, როგორც ჩანს, არ არსებობს. მაგალითად, ადამიანისათვის შხამიანი ბელადონა და ლემა უვნებელია მღრღნელებისა და ქათმებისათვის, ზღვის ხახვი წამლავს მღრღნელებს, მაგრამ უვნებელია სხვა ცხოველებისთვის, მწერებისათვის შხამიანი გვირილა უვნებელია ხერხემლიანებისათვის და სხვა.
იხ. ვიდეო - ყველაზე შხამიანი და საშიში მცენარეები - მსოფლიოში მრავალი შხამიანი და საშიში მცენარეა, რომლებსაც ადამიანის მოკვლა შეუძლიათ:
00:27 გიგანტური კოკისებური მცენარე-მიირთმევს მღრღნელებსა და მწერებს
01:12 კასტორის ცერცვი - მცენარე რომელიც მოიპოვება ბაღებში, მის ტესლს იყენებენ იარაღებში
01:40 დასავლეთის წყლის კონიო-შეუძლია ადამიანის ნერვული 
სისტემის მწყობრიდან გამოყვანა
02:22 თეთრი გველისძირა-ამ მცენარით გარდაიცვალა აბრაამ ლინკოლნის დედა ნენსი ჰენქსი
03:13 აკონიტი-მცენარე რომელსაც საკვებში ურევდნენ და კლავდნენ სტუმრებს
03:48  მცენარე წყლის პატარა ცხოველებს ჭამს
04:19 ვენერას ბუზიჭერია - მცენარე რომლელსაც დიდი კბილები აქვს და სიამოვნებიტ მიირთმევს მწერებს
05:25 ანგელოზის საყვირი - მიუხედავად სახელისა ამ მცენარეს შეუძლია ადამიანი რამოდენიმე წამში გვამად აქციოს 
06:00 ოლეანდრი - ერთი შეხედვით ლამაზი ბუჩქი  რომელიც გულს აჩერებს
06:34 ყველაზე მწველი და მტკივნეული მცენარე



მცენარეული შხამით მოწამვლა ხდება პირის ღრუთი, სასუნთქი გზებით ან კანზე შხამის მოხვედრისას. ხშირად იწამლებიან ბავშვები შხამიანი მცენარის მიმზიდველი ნაყოფებით. ამ დროს მოწამვლა შეიძლება გამოვლინდეს რამდენიმე წუთში, დღეში ან კვირაში. ზოგი მცენარის შხამის მოქმედება ვლინდება ხანგრძლივი ხმარებისას, რადგან ორგანიზმში ეს შხამი კი არ იშლება და გამოიყოფა, არამედ გროვდება. შხამი მოქმედებს მთელ ორგანიზმზე, მაგრამ, ჩვეულებრივ, რომელიმე ორგანო უფრო ზიანდება. მაგალითად, ლენცოფა, კონიო, ფრინტა, ციკუტა და სხვ. აზიანებს ცხოველის ცენტრალურ ნერვულ სისტემას, ფუტკარა, ღვედკეცი და სხვა — გულს, ჰელიოტროპის, თავყვითელას, ხანჭკოლას ზოგიერთი სახეობა და სხვა — ღვიძლს, მინდვრის მდოგვი და სხვა - სუნთქვისა და საჭმლის მომნელებელ ორგანოებს.
მცენარეული შხამი მცირე დოზით ძვირფასი სამკურნალო საშუალებაა (მორფინი, სტრიქნინი, ატროპინი, ფიზოსტიგმინი და სხვა). ზოგი შხამიანი მცენარესგან იღებენ ინსექტიციდებს (მაგალითად, დალმაციური გვირილასაგან — პირეთრინს).
იხ. ვიდეო - 10 მომაკვდინებელი და შხამიანი მცენარე - ვიდეოში ვისაუბრებთ ყველაზე საშიშ მცენარეებზე, შეიძლება ჩათვალოთ, რომ ეს თემა არც თუ ისე საინტერესოა, თუმცა გავიგებთ ისეთ სახეობებზე, რომლებსაც აქვთ საშიში ტოქსინები, რომლებსაც შეუძლიათ ადამიანის მოკვლა.








Комментариев нет:

ანწლი (გვარი)

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -                             ანწლი (გვარი) ანწლი  ( ლათ.   Sambucus ) —  ყვავილოვან მცენ...