среда, 13 мая 2020 г.

ერიხ მარია რემარკი


                    ერიხ მარია რემარკი

                            Erich Maria Remarque1.jpg
(გერმ. Erich Maria Remarque ნამდვილი სახელი ერიხ პაულ რემარკი (გერმ. Erich Paul Remark; დ. 22 ივნისი1898ოსნაბრიუკი— გ. 25 სექტემბერი1970ლოკარნო) — გერმანელი მწერალი და გერმანული კულტურის ერთ-ერთი საუკეთესო ლიტერატორი.  მისმა ანტიფაშისტურმა რომანებმა დიდი გავლენა მოახდინა და დღესაც ახდენს მრავალ თაობასა თუ საზოგადოებაზე. მის რომანებში უმეტესად ასახულია ომის შემდგომი (როგორც პირველი, ასევე მეორე მსოფლიო ომი) გერმანიის ცხოვრება და საოცარი რეალიზმით არის გადმოცემული მაშინდელი მძიმე სოციალური მდგომარეობა. რემარკის საუკეთესო ნაწარმოებებად ითვლება: „დასავლეთის ფრონტი უცვლელია“„სამი მეგობარი“ და „ტრიუმფალური თაღი“.
ერიხ პაულ რემარკი პროვინციულ ქალაქ ოსნაბრიუკეში კათოლიკე მუშების ოჯახში დაიბადა. ბავშვობაში მისი ოჯახი ხშირად იცვლიდა ბინას. ორი და და ერთი ძმა ჰყავდა, თუმცა ძმა ადრევე გარდაეცვალა.
იხ. ვიდეო

1904-1912 წლებში რემარკი სახალხო სკოლაში სწავლობდა, სკოლის დამთავრების შემდეგ კი – 3 წელი კათოლიკურ სამასწავლებლო სემინარიაში, სადაც სახალხო სკოლების მასწავლებლებს ამზადებდნენ.
1915 წელს ახალგაზრდულ წრეში „სიზმრების მანსარდა“ გაწევრიანდა. იმავე წელს დაამთავრა სამასწავლებლო სემინარიის მოსამზადებელი კურსი და სამეფო სამასწავლებლო სემინარიაში ჩაირიცხა. 1916 წლის 21 ნოემბერს რემარკი ჯარში გაიწვიეს. 1917 წლიდან კი უკვე ფრონტზე გადაიყვანეს. ომის დროს რამდენიმეჯერ დაიჭრა. ამავე წელს გარდაიცვალა მისი დედა ანა მარია რემარკი. 1918 წელს იგი რკინის ჯვრის ორდენით დააჯილდოვეს.
პირველი მსოფლიო ომის დამთავრების შემდეგ რემარკი მშობლიურ ქალაქში დაბრუნდა. რემარკების ოჯახი ხაკენშტრასეს ქუჩაზე ცხოვრობდა, სადაც მისი რომანების მოქმედებები ვითარდება. 1919 წლიდან სამასწავლებლო სემინარიაში აგრძელებს სწავლას და მოსწავლეთა გაერთიანების მდივანი ხდება. ამავე წელს ჯარიდან დაეთხოვა და ჯილდოებზეც უარი თქვა.
სახალხო სკოლის მასწავლებლის დიპლომის მიღების შემდეგ 1920 წელს ჯერ მასწავლებლად მუშაობს, მაგრამ ამ საქმეს მალევე ანებებს თავს და საფლავის ქვებით სავაჭრო კომპანიაში ბუღალტრად იწყებს მუშაობას; შემდეგ ფორტეპიანოზე დაკვრას ასწავლიდა და ორღანისტადაც მუშაობდა. ამ პერიოდში დაიწყო რემარკმა თავისი ჩანახატების გამოცემა ფსევდონიმით ერიხ მარია რემარკი.
1925 წლიდან რემარკი საცხოვრებლად ბერლინში გადადის, სადაც გაზეთის რედაქტორად იწყებს მუშაობას. იმავე წლის 14 ოქტომბერს ილზა ჯინ ცამბიზე იქორწინა. 1927 წელს ცოლთან ერთად კათოლიკური ეკლესიიდან გამოდის. ამავე წლის შემოდგომაზე იწყებს მუშაობას თავის პირველ რომანზე „დასავლეთის ფრონტი უცვლელია“ (Im Western nichts Neues). რომანი ჯერ გაზეთში დაიბეჭდა 1928 წელს, და მხოლოდ შემდეგ წელს გამოვიდა წიგნად.
გერმანული საზოგადოება ამ რომანს არაერთგვაროვნად შეხვდა, ზოგი თვლიდა, რომ ის საუკეთესოდ აღწერდა პირველ მსოფლიო ომს, ხოლო სხვები ამ რომანს გერმანიის ღალატად მიიჩნევდნენ. ამ წლიდან გავრცელდა პრესაში მისი თითქოს და ებრაული წარმოშობის შესახებ ჭორები. რემარკს ჭორების არ შეშინებია და რომანზე „გზა შინისაკენ“ (Der Weg Zurück) იწყებს მუშაობას.
1930 წელს რემარკი რუტ ალბუს რჩევით სურათებსა და ხელოვნების ნიმუშებს ყიდულობს. ამავე წელს იგი გაეყარა პირველ ცოლს. 1931 წელს ხდება ნაწარმოების „დასავლეთის ფრონტი უცვლელია“ პირველი ეკრანიზაცია. მის პრემიერაზე ბერლინში მოეწყო ნაციონალ-სოციალისტების აქცია ფილმის აკრძალვის მოთხოვნით, საბოლოოდ ფილმი გერმანიაში აიკრძალა. რემარკი მშობლიურ ქალაქში ბრუნდება ,სადაც მუშაობას დაბრუნებაზე აგრძელებს. წლის ბოლოს გაზეთში „გზა შინისაკენ“ გამოქვეყნდა.
1931 წელს გერმანიაში გაიმართა ფართომასშტაბიანი ბატალიები რემარკის მომხრეებსა და მოწინააღმდეგეებს შორის. რემარკმა გამოსცა პუბლიკაცია „რემარკი და სინამდვილე“ სადაც ასახა თავისი პოზიცია. იმავე წელს რუთ ალბუს ინიციატივით მან იყიდა შვეიცარიაში ვილა, სადაც მალევე გადასახლდა. 1932 წლიდან მან დაიწყო რომან „პატზე“ მუშაობა, რომელიც შემდგომ „სამი მეგობარის“ სახელწოდებით გამოვიდა.
1933 წლიდან, როდესაც გერმანიაში ნაციონალ-სოციალისტები მოვიდნენ ხელისუფლებაში, რემარკის ვილაში შვეიცარიაში თავს აფარებენ გერმანიიდან დევნილები. ამ დროს გერმანიაში მოხდა მისი რომანის „დასავლეთის ფრონტი უცვლელიას“ საჯარო დაწვა და მისი რომანების გაყიდვიდან ამოღება. 1935 წელს მას მოსთხოვეს გერმანიაში დაბრუნება, რაზეც რემარკმა უარი განაცხადა. იგი ამ პერიოდში ხშირად მოგზაურობდა პარიზში, სადაც მონაწილეობა მიიღო დევნილ მწერალთა კონფერენციაში.
იხ. ვიდეო ნასესხები სიცოცხლე

1936 წელს პირველად გამოვიდა რომანი „სამი მეგობარი“ დანიურ ენაზე კოპენჰაგენში1937 წელს მოხდა „გზა შინისაკენ“ ეკრანიზაციაც. ამავე წელს რემარკმა და მისმა პირველმა ცოლმა მიიღეს პანამის რესპუბლიკის პასპორტი. ამავე დროს რემარკსა და მარლენ დიტრიხს შორის დაიწყო რომანი.
1938 წელს რემარკი და მისი პირველი ცოლი ხელმეორედ დაქორწინდნენ, მიუხედავად ამისა მისი რომანები მარლენ დიტრიხთან და რუთ ალბუსთან გრძელდებოდა. იმავე წელს მან დაიწყო მუშაობა რომანებზე „შეიყვარე მოყვასი შენი“ და „ტრიუმფალური თაღი“. „სამი მეგობარის“ პირველი ეკრანიზაცია მოხდა პარიზში. გერმანიის მთავრობამ კი ცოლ-ქმარ რემარკებს მოქალაქეობა ჩამოართვა.
1939 წელს, როდესაც ევროპა ომის ალში გაეხვა, რემარკი, როგორც ბევრი სხვა გერმანელი, აშშ-ში წავიდა ემიგრაციაში, სადაც პირველად გამოიცა მისი „გიყვარდეს მოყვასი შენი“ ინგლისურ ენაზე, რომანის ეკრანიზაცია კი 1941 წელს მოხდა სახელით „ასე სრულდება ჩვენი ღამე“. 1942 წელს რემარკი აშშ-ში აქტიურ ანტინაცისტურ მოღვაწეობას ეწევა, იგი ასევე ყველაფრით ცდილობს გერმანიიდან ემიგრანტებისთვის დახმარებას. 1943 წელს რემარკი იტყობს, რომ მისი და ელფრიდა გერმანიაში გაასამართლეს და სიკვდილით დასაჯეს. შემდეგ წელს იგი აქტიურად მუშაობს ამერიკის სახელმწიფო სტრუქტურებთან გერმანიაში ნაციზმის დაცემის შემდეგ ჩასატარებელ აღმზრდელობით სამუშაოებზე.
1945 წელს რემარკმა დაიწყო მუშაობა მორიგ რომანზე „ჟამი სიცოცხლისა და ჟამი სიკვდილისა“, იმავე წელს პირველად გამოქვეყნდა „ტრიუმფალური თაღი“ ინგლისურ ენაზე. ომის შემდეგ, 1947 წელს რემარკმა და მისმა მეუღლემ ამერიკის მოქალაქეობა მიიღეს. 1948 წელს მოხდა „ტრიუმფალური თაღის“ ეკრანიზაცია. ამავე წელს იგი პირველად, ამერიკაში ემიგრაციის შემდეგ, დაბრუნდა ევროპაში.
შემდეგი წლები დატვირთული იყო მოგზაურობებითა და ახალ რომანებზე მუშაობით. 1952 წელს გამოვიდა მისი რომანი „სიცოცხლის ნაპერწკალი“. ამ პერიოდში იგი უშედეგოდ ცდილობს გერმანიის მოქალაქეობის აღდგენას. 1953 წელს იგი პირველად ომის შემდეგ ჩავიდა მშობლიურ ქალაქში, სადაც და და მამა მოინახულა. 1954 წელს გამოვიდა რომანი „ჟამი სიცოცხლისა, ჟამი სიკვდილისა“. ამ დროს იგი იწყებს მუშაობას რომანზე „შავი ობელისკი“.
1958 წელს რემარკმა და პოლეტ გოდარდმა იქორწინეს. ნანატრი მოქალაქეობა რემარკს მხოლოდ გარდაცვალების წელს მისცეს. 1970 წელს რემარკი აორტის ანევრიზმით გარდაიცვალა.

       ტრიუმფალური თაღი (რომანი)

                                                  ArchOfTriumph.jpg
ერიხ მარია რემარკის რომანი, რომელიც გამოიცა 1945 წელს. მწერალი მასში აღწერს გერმანელი ლტოლვილის ცხოვრებას, რომელიც არალეგალურად გადმოვიდა გერმანიიდან პარიზში მეორე მსოფლიო ომამდე. რომანის „დასავლეთის ფრონტი უცვლელია“ შემდეგ, „ტრიუმფალური თაღი“ გახდა მწერლის რიგით მეორე ბესტსელერი მსოფლიოს მასშტაბით.ტრიუმფალური თაღი არის ტრიადის დასასრული, რომელიც დაიწყო რემარკმა სამი მეგობრით. მთავარ გმირ რავიკს აწუხებს ეგზისტენციალური პრობლემები, რომელიც მეოცე საუკუნის დასაწყისიდან იღებს სათავეს, იგი მოსვენებას ვერ პოვებს ვერც პარიზში.
ეკრანიზაცია - ფილმი 1948 წ-ს  მთავარ როლებში ინგრიდ ბერგმანი და შარლემ ბუაი იხ ბმულზე კინო 
მეორე ფილმი - 1985 წ- ს მთავარ როლებში - ენტონი ჰოპკინსი და ლესლი-ენ-დაუნი
იხ. ვიდეო


Комментариев нет:

მუსიკალური პაუზა

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -                         მუსიკალური პაუზა  ჩვენ ვიკლევთ სამყაროს აგებულებას ოღონდ ჩვენი ...