воскресенье, 4 августа 2019 г.

თათრეთი

                                თათრეთი

                                                        
 (რუს. Респу́блика Татарста́нთათრ. Татарстан Республикасы) — რუსეთის ფედერაციისფედერალური სუბიექტი. სუვენერული რესპუბლიკა (სახელწიფო) შედის ვოლგისპირეთის ფედერალურ ოკრუგში.
დედაქალაქი - ქ. ყაზანი. ჩამოყალიბდა 1920წ-ის 27 მაისი ავტონომიის სახით. 1990წ-ის 30 აგვისტოს დეკლარილებული სუვერენული  სახელწიფო.
რესურსი გააჩნია ნავთობი.
ისტორია VIII ს-ში ჩვ.წ. აღ. მოგვიანებით ამვე ტერიტორიაზე არსებობდა შუა საუკუნეებრივი სახელმწიფო ბულგარეთი (ვოლგა-კამა). XIII წ-ში დაპყრეს მონღოლებმა, ხოლო ჩინგიზ-ყაენის შემდეგ  იმპერიის გაყოფის მერე შევიდა ოქროს უდოში ჯუჩის ულო
                                        .  Ð ÐµÑÐ¿ÑƒÐ±Ð»Ð¸ÐºÐ° Татарстан на карте
                                                        
 XVს-დასაწყისში ულუ-მუხამედმა ხანმა გამოცხადა ყაზანის სახანო ოქრის ურდოს დაშლის შემდეგ. ახალი სახანოს ურთიერთობა ჰქონდა მეის მეზიბლებთან მატ შორის მოსკოვის სახელმწიფოსთან. ხოლო XVIს-ში ივან მეოთხე გროზნის მართველობის დროს 1552წ-ს ყაზანი იყო დაპყრობილი მოსკოვის მიერ.
თათრები  ხალხითათარსტანის ძირითადი მოსახლენი (1,765 მლნ). ცხოვრობენ აგრეთვე ბაშკირეთშიმარეთის რესპუბლიკაშიმორდოვეთშიუდმურტეთშიჩუვაშეთშიდა რუსეთის ფედერაციის სხვა რეგიონებში. თათრებს უწოდებენ აგრეთვე სხვა თურქულენოვან ხალხებსაც: ციმბირელი თათრები, ყირიმელი თათრები და ა. შ.
თათრული ენა  (თათრულად, კირილური ანბანით татар теле, татарча; ლათინური ანბანით tatar tele, tatarça) არის თათარი ხალხის ეროვნული ენა და ერთ-ერთი ოფიციალური ენა (რუსულთან ერთად) თათრეთის რესპუბლიკაში.
იხ.ვიდეო

თათრული მიეკუთვნება თურქულ ენათა ჩრდილოაღმოსავლურ (ყივჩაღურ) ჯგუფს. მასში შედის ე.წ. "ვოლგის თათრული" და "ყაზანის თათრული". რაც შეეხება ყირიმის თათრულს, მას ენათმეცნიერებაშითათრულის მონათესავე, ცალკე ენად განიხილავენ. 
VIII და XIII საუკუნეებამდე თათრეთის ტერიტორიაზე ცხოვრობდა ხალხი, რომელიც ბოლგარების, ან ბოლღარების სახელითაა ცნობილი. ბოლგარების ენას ოგურული ("r"-თურქული) ერქვა. ისინი ჯერ ძველთურქულ დამწერლობას, ხოლო ისლამიზაციის შემდგომ კი, დაახლოებით IX-დან საუკუნიდან, არაბულ დამწერლობას გამოიყენებდნენ. XI-XIV საუკუნეებში, როცა ამ გეოგრაფიულ სივრცეში კუმანებიყივჩაღები და პაჭანიკები დასახლდნენ, წარმოიშვა ახალი ენა, რომელიც შეიცავდა ბოლგარულისა და ყივჩაღურის ელემენტებს: თათრული ენა არის ყაზანური თათრულის წინაპარი ენა. არაბული ანბანის მქონე ეს ენა ოქროს ურდოსა და ყაზანის სახანოს ენა იყო. ჩაგატაიურისაზერბაიჯანულისთურქმენულისა და ოსმალურის მსგავსად თათრულიც ერთ-ერთი თურქული ენაა, რომელსაც შუა საუკუნეებში საკმაოდ მდიდარი ლიტერატურა ჰქონდა. თათრული ლიტერატურის მწვერვალად მიიჩნევა XII საუკუნის პოემა "ყოლ-ღალიელი ყისა-ი-იოსიფი
1552 წელს, როცა რუსებმა დაიპყრეს ყაზანი, თათრულმა ენამ დაკარგა ოფიციალური სტატუსი, რომლის მოპოვება მხოლოდ 1917 წელს გახდა შესაძლებელი. საბჭოურ ხანაში თათრულმა ევრო-რუსული ნასესხობები აითვისა, მაგრამ თავის მხრივ გავლენა მოახდინა მეზობელ ენებზეც. თურქული ძირის სიტყვები რუსულში ძირითადად თათრული ენის შუალობით დამკვიდრდა. ასე მაგალითად; "утюг" (უთო) = > "ütüg"-დან, ხოლო "изюм" (ქიშმიში) = > "üzüm"-დან მომდინარეობს. თათრულმა ენამ წარსულში მნიშვნელოვანი კვალი დაამჩნია კავკასიურსლავურ, ვოლგისპირა ფინურ-უგრულ, ან მადიარულ ენებს
1927 წლამდე თათრები ლათინურ ანბანს იყენებდნენ, 1938 წლიდან კი — კირილურს1995 წლიდან არსებობს ახალი, ლათინური ანბანი, რომელსაც თურქეთისფინეთისპოლონეთისა და იაპონიისთათრები იყენებენ. საზოგადოებრივი წარწერები თათრეთში ორ, თათრულ და რუსულ ენებზეა შესრულებული. იხ. ვიდეო

             ბულგარეთი (ვოლგა-კამა)

ვოლგის ბულგარეთი — შუავოლგისპირეთისა და კამისპირეთის ხალხების პირველი ადრინდელი ფეოდალური სახელმწიფო. ჩამოყალიბდა VII საუკუნეში. მნიშვნელოვანი როლი შეასრულა აღმოსავლეთ ევროპის შუა საუკუნეების ისტორიაში. XII საუკუნისთვის მოიცავდა ჩრდილოეთ ჩუვაშეთამდე და სამხრეთ ურალისპირეთამდე. ბულგარეთის შესახებ წერილობით ცნობებს გვაწვდიან არაბი და სპარსელი ავტორები (იბნ ფადლანიიბნ ჰაუკალიალ-ისტახრიიბნ რუსთაალ-გარდიზი და სხვები), რაშიდ ალ-დინი, ხაზარული საბუთები, რუსეთის მატიანეები, ბულგართა ეპიგრაფიკული ძეგლები. დიდი მასალაა მოპოვებული არქეოლოგიური კვლევის შედეგად (ბოლგარისა და სუვარის გათხრები).
სახელმწიფოს ჩამოყალიბებაში მრავალი ფინურ-უნგრული ტომი მონაწილეობდა. ადგილობრივი მოსახლეობის განვითარება დააჩქარა XII საუკუნეში ბულგართა თურქულენოვანი ტომების მოსვლამ აზოვისპირეთიდან. X საუკუნისთვის მომთაბარე ბულგარელები ბინადარ ცხოვრებაზე გადავიდნენ, მათი მეურნეობის საფუძველი გახდა მიწათმოქმედება.
იხ. ვიდეო

X საუკუნებამდე ხაზართა სახაკანოს ემორჩილებოდნენ. მათს წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით ბულგართა ხანები არაბებს დაუკავშირდნენ, ისლამი აღიარეს და ნომინალურად დაემორჩილნენ სახალიფოს. 965 წელს სვიატოსლავ იგორის ძემხაზართა სახელმწიფო გაანადგურა და ბულგარებმა დამოუკიდებლობა მოიპოვეს. X საუკუნის ბოლოს აქ ფეოდალური ურთიერთობანი გაბატონდა. ბულგარეთზე გადიოდა აღმოსავლეთი ევროპისა და აზიის შემაერთებელი სავაჭრო გზები, რაც ხელს უწყობდა აღებ-მიცემობის განვითარებას და მნიშვნელოვანი სავაჭრო და სახელოსნო ცენტრების წარმოქმნას. X-XII საუკუნეებში ბულგარეთი ხშირად ეომებოდა რუსეთის სამთავროებს. ამის გამო სატახტო ქალაქი ბოლგარიდან აღმოსავლეთისკენ, ბილიარში გადაიტანეს. 1223 წელს ბულგარებმა მოიგერიეს მონღოლთა პირველი თავდასხმა. 1236 წელს მონღოლებმა ბილიარი აიღეს, 1241 წელს კი მთლიანად დაიპყრეს ქვეყანა, რომელიც ამიერიდან ოქროს ურდოს შემადგენლობაში შევიდა, მაგრამ გარკვეული ავტონომია მიიღო.
XIII საუკუნის II ნახევარში დაიწყო ახალი ეკონომიკური აღმავლობა, ქალაქების ზრდა, გამოცოცხლდა საერთაშორისო ვაჭრობა. ამან ბულგარეთის მთავრებს დამოუკიდებლობისაკენ მისწრაფებს გაუღვიძა, რასაც მონღოლთა რამდენიმე დამსჯელი ლაშქრობა მოჰყვა. მკვლევართა ნაწილი ვარაუდობს, რომ XIV საუკუნის 90-იანი წლების შუა ხანებში ბულგარეთი ოქროს ურდოსთან ერთად გაანადგურა თემურლენგმა. XV საუკუნის 30-იან წლებში მდინარე ლამის სამხრეთით მდებარე მიწები რუსმა ფეოდალებმა დაიპყრეს. დამოუკიდებლობა შეინარჩუნა მხოლოდ ყაზანმა, რომელიც ყაზანის სახანოსსატახტო ქალაქი გახდა. იხ ვიდეო



Комментариев нет:

უძველესი უცხოპლანეტელები (სერიალი)

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -   უძველესი უცხოპლანეტელები (სერიალი) ინგლ. Ancient Aliens Ancient Aliens არის ამერიკული...