კატატუმბოს ელვა
ელვა ღამით
(ესპ. Relámpago del Catatumbo)— ბუნებრივი მოვლენა, რომელიც წარმოიქმნება მდინარე კატატუმბოს შესართავთან, მარაკაიბოს ტბაში.
ფენომენი გამოიხატება ზედაპირიდან დაახლოებით 5 კმ-ის სიმაღლეზე წარმოქმნილი ელვარებით, რომელსაც აკუსტიკური ეფექტები არ მოყვება. ელვა ჩნდება ღამით (წელიწადში 140–160 დღე), სადაც განმუხტვა გრძელდება 10 საათის განმავლობაში. ჯამში გამოდის დაახლოებით 1,2 მლნ. განმუხტვა წელიწადში. კატატუმბოს ელვა შეინიშნება დაახლოებით 400 კმ-ის მანძილზე. ელვარებას ნავიგაციისთვისაც იყენებდნენ, რის გამოც იგი ცნობილია ასევე როგორც „კატატუმბოს შუქურა“. საინტერესოა, რომ 2010 წელს ელვა იანვრიდან აპრილის ჩათვლით არ შეინიშნებოდა, რაც სავარაუდოდ გვალვიანობით იყო განპირობებული.
იხ. ვიდეო
მიიჩნევა, რომ კატატუმბოს ელვა არის მსოფლიოს უდიდესი ცალკეული ოზონის ტროპოსფერული ნაწილის გენერატორი.
(ესპ. Río Catatumbo) — მდინარე სამხრეთ ამერიკაში, კოლუმბიასა და ვენესუელაში. სათავეს იღებს კოლუმბიის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში (ნორტე-დე-სანტანდერის დეპარტამენტი). ერთვის მარაკაიბოს ტბას ვენესუელის ტერიტორიდან. სიგრძე 500 კილომეტრი, აუზის ფართობი 22,317 კმ², რომელთაგან 16 626 კმ² კოლუმბიის ტერიტორიაზეა, დანარჩენი — ვენესუელაში. მდინარე იბადება აღმოსავლეთ კორდილიერას ჩრდილოეთ ნაწილში, ზღვის დონიდან 3850 მ სიმაღლეზე. კატატუმბოს გასწვრივ დასახლებულები არიან ხალხი — ბარები. მდინარე კატატუმბო უპირველეს ყოვლისა ცნობილია თავისი განთქმული ატმოსფერული მოვლენით, რომელიც ლიტერატურაში ცნობილია როგორც კატატუმბოს ელვა. აღნიშნული ფენომენი ფიქსირდება მდინარე კატატუმბოს შესართავთან, მარაკაიბოს ტბაში.
იხ.ვიდეო
(ესპ. Lago de Maracaibo) — მარილიანი ყურე ვენესუელაში, ვენესუელის ყურის (კარიბის ზღვა) სამხრეთით, რომელთანაც შეერთებულია წყალმარჩხი სრუტით. მდებარეობს სიერა-დე-პერიხის (დასავლეთი) და კორდილიერა-მერიდის (აღმოსავლეთი) ქედების მთათაშუა ქვაბულში. სამხრეთ ნაწილში წყალი მტკნარია, ჩრდილოეთში – მომლაშო. მარაკაიბოს ნაპირები დაბალია და დაჭაობებული. საზრდოობს მრავალრიცხოვანი მდინარეებით, რომელთაგან უდიდესია კატატუმბო. მარაკაიბო ჩვეულებრივ განიხილება როგორც ტბა, და არა ყურე ან ლაგუნა. ფართობი 13,210 კმ². მოცულობა 280 კმ³. გეოლოგიური მონაცემების საფუძველზე ცნობილია, რომ მარაკაიბო წარსულში ტბას წარმოადგენდა, რომლის ქვაბულის ასაკი ერთ-ერთი უძველესია მსოფლიოში (მარაკაიბოს ასაკი განისაზღვრება 20-36 მლნ. წლით). საპორტო ქალაქების მარაკაიბოსა და კაბიმასისთვის ტბა წარმოადგენს სავაჭრო გემების მთავარ მარშრუტს. მარაკაიბოს აუზში არის ნავთობის დიდი მარაგი, რითაც ტბას ეკონომიკური თვალსაზრისით ვენესუელის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ცენტრად აქცევს. მარაკაიბოს ტბაში მდებარეობს გენერალ რაფაელ ურდანეტას სახელობის ხიდი (სიგრძე 8.7 კმ), რომელიც მარაკაიბოს აკავშირებს ქვეყნის დანარჩენ დიდ ნაწილთან.
მდინარე კატატუმბოს შესართავთან, მარაკაიბოს ტბაში წარმოიქმნება ატმოსფერული ფენომენი – კატატუმბოს ელვა. სანაპიროზე გაშენებულია ქალაქები: მარაკაიბო, კაბიმასი, სიუდად-ოხედა და სხვ.
იხ. ვიდეო
ევროპელთაგან პირველმა მარაკაიბოს ტბა მოინახულა ალონსო დე ოხედამ 1499 წელს. 1529 წელს ტბის დასავლეთ სანაპიროსთან დაარსდა ქალაქი მარაკაიბო. 1821 წელს ტბასთან გაიმართა ბრძოლა, რომელმაც დიდი როლი ითამაშა ქვეყნის დამოუკიდებლობის მოპოვების საქმეში. ნავთობის წარმოება დაიწყო 1914 წელს პატარა ჭაბურღილებით, რომელიც გაითხარა კომპანია „Bataafsche Petroleum Maatschappij“-ის მიერ. 1964 წლის 6 აპრილს 236 000 ბარელის ტევადობის დატვირთულმა სუპერტანკერმა „Esso Maracaibo“ გენერალ რაფაელ ურდანეტას სახელობის ხიდთან ავარია განიცადა. ტანკერი ხიდს შეეჯახა, რომლის შედეგად ჩამოიქცა ხიდის 259 მეტრიანი სექცია. ტანკერს სერიოზული დაზიანება არ მიუღია. სამაგიეროდ დაზიანდა ხიდი.
2004 წლის მონაცემებით ტბის ზედაპირის 18% დაფარულია წყლის პერით