вторник, 12 марта 2024 г.

ხურტკმელი

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -  

                         ხურტკმელი

(ლათ. Grossularia) — მცენარეთა გვარი ხურტკმელისებრთა ოჯახისა (ადრე ხუნწისებრთა ოჯახი). ეკლიანი ბუჩქებია. მორიგეობით განლაგებული 3–5-ფოთოლაკიანი ფოთლები და მტევნებად შეკრებილი ორსქესიანი ყვავილები აქვთ. ნაყოფი ნაირფერი (თეთრი, ყვითელი, მწვანე, წითელი ან შავი), მრავალთესლიანი ცრუ კენკრაა. გვარში გაერთიანებულია 50-მდე სახეობა, რომლებიც ბუნებრივადაა გავრცელებული ჩრდილოეთ ამერიკაში, ევროპასა და აზიაში. ყოფილ სსრკ-ში ხურტკმელის სამი სახეობა იზრდებოდა, მათგან საქართველოში 1 — Grossularia reclinata იზრდება; გვხვდება მთის ზედა სარტყლის ტყეებში, ზღვის დონიდან 1500–2000 მ. ეს სახეობა ხურტკმელის მრავალი კულტურული ფორმის წინაპრად ითვლება.

თანამედროვე კლასიფიკაციაში ხურტკმელი, როგორც გვარი აღარ გამოიყენება და მისი სახეობები მოცხარის გვარში ერთიანდება. ხურტკმელი მიიჩნევა ქვეგვარად (ლათ. Ribes subg. Grossularia).

ხურტკმელი ერთ-ერთი ადრეულა კენკროვანი კულტურაა. მსხმოიარობას იწყებს დარგვიდან მე-2–მე-3 წელს. ზრდასრულ ნარგაობათა მოსავლიანობა 25–30 ტ/ჰა აღწევს. ხურტკმელის კენკრა შეიცავს (%-ობით): შაქრებს 8 — 11, ორგანულ მჟავებს 1,2–1,7, პექტინოვან ნივთიერებებს 0,88; C (30– 60 მგ 100 გ წვენში), B6, P ვიტამინებს, A პროვიტამინს (კაროტინი), რკინის მარილებს, ფოსფორს. ხურტკმელის მწიფე და მკვახე კენკრას იყენებენ გადასამუშავებლად (მურაბა, კომპოტი), მწიფეს — საჭმელად (როგორც ნედლად, ისე გაყინულს), აგრეთვე საღვინედ და წვენებისათვის.

ცნობილია ხურტკმელის 1500-მდე ჯიში, რომლებიც იყოფა ევროპული და ამერერიკული წარმოშობის ჯიშებად. ყოფილ სსრკ-ში დარაიონებული იყო 100-ზე მეტი ჯიში. ხურტკმელს შედარებით დიდ ზიანს აყენებენ ხერხიები.
იხ. ვიდეო - ✔ხურტკმელის და მოცხარის ნიღაბ-პილინგი👀 ჯანმრთელი კანის საიდუმლო.

ხურტკმელის მურაბა - ხუტკმელი კენკრის სახეობა, რ-იც საქართველოში მრავლად მოიპოვება. იგი დიდი რაოდენობით ვიტამინებს შეიცავს და ძალიან არომატულია.
  ინგრეიდენტები - ხუტკმელი 1კგ შაქარი 1,5კგ წყალი 3 ჭ
 გავრეცხოთ, გავასუტავოტ ხუტკმელი შუა-შუა გავჭრათ ან ბოლოები დავუსეროთ, დავაყაროთ შაქარი და დავასხათ  წყალი. დავდგათ მთელი ღამე და დაბალ ცეხლზე ვხარშოთ ხანდახან ამოურიოთ, რომ არ მიწვას ვადუროთ 5 წუთი და გვაციოთ ოთახის ტემპ-ზე შემდეგ  კვლავ დავაბრუნო ცეცხლზე 15წთ ვადუღოთ. დუღილის დროს გამუდმებით ვურიოთ მურაბას ცხელი მურაბა გავავსოთ ქილები და გავუკეთოთ სახურავები. 
 თუ ხერტკმელის კანი ძალიან მაგარია, შეგვიძლია წინსწარ 5 წუთი მდუღარე მოვათავსოთ, შემდეგ კი გადავწუროთ და დავაყაროთ შაქარი.
ხურტკმელისებრნი - (ლათ. Grossulariaceae) — ორლებნიან მცენარეთა ოჯახი. ბუჩქებია, მორიგეობით განლაგებული, თათისებრ დანაკვთული ფოთლები აქვთ. ყვავილები აქტინომორფულია ორ- ან ერთსქესიანი, უმეტესად შეკრებილია მტევნებად, იშვიათად მცირეყვავილიან პატარა ქოლგებად ან კონებად, ზოგჯერ მარტოულია. ნაყოფი კენკრისებრია და მრავალთესლიანი. ოჯახში 2 (ან 1; იხ. ხურტკმელი) გვარია (150-მდე სახეობა), რომლებიც გავრცელებულია ევრაზიის, ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკის ზომიერ სარტყელში. კავკასიაში ამ ოჯახის 5 სახეობა გვხვდება, საქართველოში — 4. ცნობილია მოცხარისა და ხურტკმელის უამრავი კულტურული ფორმა.

Комментариев нет:

უძველესი უცხოპლანეტელები (სერიალი)

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -   უძველესი უცხოპლანეტელები (სერიალი) ინგლ. Ancient Aliens Ancient Aliens არის ამერიკული...