ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -
ლაოსის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკა ສາທາລະນະລັດ ປະຊາທິປະໄຕ ປະຊາຊົນລາວ ლაოსი | ||||||
---|---|---|---|---|---|---|
| ||||||
ჰიმნი: Pheng Xat Lao | ||||||
დედაქალაქი (და უდიდესი ქალაქი) | ვიენტიანი 17°58′ ჩ. გ. 102°36′ ა. გ. | |||||
ოფიციალური ენა | ლაოსური ენა | |||||
მთავრობა | კომუნიზმი | |||||
- | პრეზიდენტი | ჩოუმალი საიასონე | ||||
ფართობი | ||||||
- | სულ | 236 800 კმ2 (83-ე) | ||||
- | წყალი (%) | 2 | ||||
მოსახლეობა | ||||||
- | 2016 შეფასებით | 6 758 353 (104-ე) | ||||
- | 4 574 848 აღწერა | 1995 | ||||
- | სიმჭიდროვე | 26.7 კაცი/კმ2 (177-ე) | ||||
მშპ (მუპ) | 2006 შეფასებით | |||||
- | სულ | $13,75 მილიარდი (129-ე) | ||||
- | ერთ მოსახლეზე | $2 200 (138-ე) | ||||
აგი (2007) | 0.601 (საშუალო) (130-ე) | |||||
ვალუტა | კიპი (LAK ) | |||||
დროის სარტყელი | UTC+07:00 | |||||
ქვეყნის კოდი | LAO | |||||
Internet TLD | .la | |||||
სატელეფონო კოდი | 856 |
ლაოსი (ლაოს. ປະເທດລາວ) ოფიციალური სახელწოდება ლაოსის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკა (ლაოს. ສາທາລະນະລັດ ປະຊາທິປະໄຕ ປະຊາຊົນລາວ) — ზღვაზე გასასვლელის არმქონე სახელმწიფო სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში, დედაქალაქი ვიენტიანი.
ქვეყანას ესაზღვრება:
- ჩრდილოეთიდან — ჩინეთი
- სამხრეთიდან — კამბოჯა
- აღმოსავლეთიდან — ვიეტნამი
- დასავლეთიდან — ტაილანდი და მიანმარი
ქვეყანა ლაოსი, ცნობილი არის როგორც ლაოსის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკა,მაგრამ მიუხედავად სახელისა, ქვეყანაში არის კომუნისტური მმართვლობა და ქვეყანას მართავს ერთი კომუნისტური პარტია. ლაოსი მდებარეოობს ინდოჩინეთის ნახევარკუნძულზე. ლაოსი არის ჩეკეტილი ქვეყანა, ანუ არ აქვს ზღვაზე გასასვლელი. ქვეყანა საზღვერბს იყოფს სამხრეთით კამბოჯასთან, დასავლეთით ტაილანდთან, აღმოსავლეთით ვიეტნამთან ხოლო ჩრდილოეთით ჩინეთთან და ბრუმსათან.
ლაოსის ფართობი არის 236,800 კვადრატული კილომეტრი. მთლიანი ტერიტორიის სამოცდაათი პროცენტი უკავია მთებს და პლატოებს. ანამატის მთათა სისტემა მთლიანად მიუყვება ვიეტნამის საზღვარს, რომლის სიმაღლე ზღვის დონიდან 1,200 მეტრს აღემატება. მდინარე მეკონგი, რომელიც მსოფლიოს ერთ-ერთი უგრძესი მდინარეა, მიუყვება ტაილანდის საზღვარს. მდინარე ლაოსის ტერიტორიაზე 1900-ზე მეტ კილომეტრს გადის და თითქმის ყოველთვის წარმოადგენდა მოსახლეობის სასიცოცხლე წყაროს. მეკონგი ხალხს ამარაგებდა თევზით, ასევე ხალხი მას იყნებდა ტრანსპორტირებისთვის და აგრარული კულტურის განვითარებისთვის. დღესდღეობითაც ლაოსის ძირითადი ჰიდრო-ელექტრო სადგურები სწორედ ზემოთ აღნიშნულ მდინარეზეა აშენებული.
ლაოსის მოსახლეობა დაახლოებით 4.6 მილიონ ადამიანს შეადგენს. მთლიანი მოსახლეობის უმეტესობა დაახლოებით 250,000 ადამიანი ცხოვრობს დედაქალაქ ვიენტაინში. შედარებით სხვა აზიური ქვეყნებისგან, ლაოის ძალიან მეჩხერად არის დასახლებული. მოსახლეობის 80% ცხოვრობს სოფლად. უახლესი ყოვლისმომველი კვლევები ადასტურებს, რომ ქვეყანაში დაახლოებით ცხოვრობს 47 ეთნიკური ჯგუფი. მაგრამ სხავდასხვა კველევების მიხედვით ეს რიცხვი 68-ის ტოლია. აღნიშნული ეთნიკური ჯგუფები, იყოფა სამ ძირითად ეთნკურ კათეგორიად: ლაო ლოუმი (lao loum, lao landers), ლაო თეუნგი (lao theung, lower mountain dwellers), და ლაო სოუნგი (lao soung, highlenders). ლაო ლოუმი არის ყველაზე მარავალრიცხვანი ეთნიკური ჯგუფი. ისინი ტრადიციულად ცნობილნი არიან როგორც ბრინჯის მომყავნი ეთნიკური ჯგუფი. სწორედ ბრინჯი წარმოადგენს მათ ძირითად საკვებ საშუალებას. მათ ბრინჯის პლანტაციები გაშენებული აქვთ მდინარე მეკონგის სანაპიროებთან. რაც შეეხება ლაო თეუნგს ისინი ძირითადად ცხოვრობენ მთებში. მათი ძირითადი საარსებო წყარო არის ბარტერული გაცვლა. ისინი ვაჭრობის ძირითად პროდუქტებს წარმოადგენს: ყავა, თამბაქო, მთის ბრინჯი, ბამბა და სხვა. ლაო სოუნგის ეთნიკური ჯგუფი ძირითადად მოიცავს მთის ტომებს, რომლებიც ქვეყანა ბრუმიდან, ტიბეტიდან, და ჩინეთიდან არაიან ჩამოსახლებულები. ისინი ძირითადად ცხოვრობენ მთებში და ეწევიან მეცხოველებოას. ასევე აღსანიშნავია, რომ მოსახლეობის 60%-ზე მეტი ტერევადა ბუდიზმის მიმდევვარია.
ლაოსის დემოკრატიული რესპუპლიკის ოფიციალური ენა არის ლაოსური. მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ლაოსური ენა ქვეყნის ყველა რეგიონში ერთდაიგივეა. მაგალითად ფაქტობრივად შეუძლებელია ერთმანეთს მიამსგავსო სამხრეთ და ჩრდილო ლაოსელის საუბარი. ასევე საერთაშორის ენებად ქვეყანაში აღიარებულია ინგლისური და ფრანგული. რაც არ უნდა გასაკვირი იყოს დედაქალაქ ვიენტაინში ძალიან ბევრი ადამიანი საუბრობს ინგლისურად და ფრანგულად. ასევე ქვეყანაში გავრცელებულია გერმანული და იაპონური ენები.
ლაოსს აქვს ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული და ლამაზი ფლორა და ფაუნა, როგორც სამხრეთ აზიაში ასევე ზოგადად მთელ მსოფლიოში. ლაოსი გამორჩეულია თავისი ულამზესი ტყეებით, დედებული ჯიშის ხეებით, სხავადსხა სახის ბუჩქებითა და ბამბუკის ტყეებით. ლაოსი ასევე ცნობილია თავისი ეგზოთიკური ცხოვლებეით, მაგალითად: ლეოპარდი,ანტილოპა, შავი დათვი და კიდევ ბერვი სხვა ცხოვლევით. ასევე ლაოსი მდიდარია ფრინველთა სამყაროთი.
ლაოსის ეკონომიკა უდიდესად დამაყარებული არის ინვესტიციებსა და მეზობელ ქვეყნებთან ვაჭრობაზე, მაგალითად: ტაილანდი, ვიეტნამი, ჩინეთი და სხვ. მოსახლეობის 80% ჩართული არის სოფლის მეურნეობაში, ძირითადად გავრცელებული არის ბრინჯის კულტურა. ლაოსი მდიდარი არის მინერალური რესურსით და ახდენს ბენზინისა და გაზის იმპორტს. ასევე მეტალურგია არის საკმაოდ მნიშვნელოვანი ინდუსტრია ლაოსში. მთავრობას იმედი აქვს რომ სწორედ მეტალურგიამ უნდა მოიზიდოს უცხოელი ინვეტორები, რომ განვითარდეს მნიშვნელოვანი დეპოზიტები, მაგალითად: ქვანახშირი, ოქრო, ბოქსიტები და სხვა ღირებული მეტალები..
ისტორია
ლაოსის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკა, იგივე რაც მუნგალო ლაო მდებარეობს ინდოჩინეთის ნახევარკუნძულზე. მისი მოსაზღვრე ქვეყნებია: ჩინეთი, კამბოჯა, ტაილანდი, მიანმარი და ვიეტნამი. ლაოსს არ გააჩნია ზღვაზე გასასვლელი, მისი დედაქალაქი არის ვიენტიანი. 4 საუკუნის განმავლობაში ამ ტერიტორიაზე არსებობდა ლან ჰანგის სახელმწიფო, რომელიც იყო უდიდესი სამხრეთ აზიაში. იგი გამოირჩეოდა ეკონომიკური სიძლიერითაც. სხვადასხვა პრობლემებისა და კონფლიკტების გამო ლან ჰანგის სახელმწიფო დაიშალა 3 ნაწილად. (ვიენტიანი, ჩამფასაკი და ლაუნგ პრაფანგი). 1893 წელს ეს სახელმწიფოები შევიდნენ საფრანგეთის დაცვის ქვეშ და ამ სამი სახელმწიფოს გაერთიანებით ჩამოყალიბდა ქვეყანა ლაოსი. 1945 წელს ქვეყანამ მოიპოვა დამოუკიდებლობა, თუმცა დაუბრუნდა საფრანგეთის დაქვემდებარებას 1949 წლამდე სანამ მოიპოვებდა ავტონომიას. დამოუკიდებლობა ლაოსმა 1953 წელს კონსტიტუციური მონარქიით მიიღო (Sisavang Phoulivong). თუმცა ლაოსში მალევე დაიწყო ცივი ომი და 1975 წელს მონარქი ჩაანაცვლა კომუნისტურმა პარტიამ. ლაოსი ერთპარტიული სოციალისტური ქვეყანაა და პარტია რომელიც მართავს ქვეყანას შედგება მაღალი რანგის სამხედროებისგან. ვიეტნამს დიდი გავლენა აქვს ლაოსზე და როგორც აღვნიშნეთ მისი დედაქალაქია ვიენტიანი. ოფიციალური ენაა ლაოსური. 19 საუკუნის ბოლოს ლუანგი ერთ-ერთი იმ სამი სახელმწიფოსგან, გაძარცვა ჩინურმა არმიამ. საფრანგეთმა გადაარჩინა მეფე ოუნკ ჰამი და ლუანგის პროტექტორატი გახდა. მალევე ვიენტიანიც და ჩამფასაკიც შეუერთდნენ ლუანგს. ამის შემდეგ მეფე სისავანგი გახდა გაერთიანებული ლაოსის მეფე. ფრანგებმა ლაოსში შემოიღეს კორვეს სისტემა რომელიც აიძულებდა ყოველ მამაკაცს ლაოსში წელიწადში 10 დღე დაეთმო კოლონიური სამუშაოსათვის. ლაოსი აწარმოებდა თუნუქს ყავასა და რეზინს. მიუხედავად ამისა საფრანგეთისთვის მას დიდი მნიშვნელობა და როლი არასდროს ჰქონია. 1940 წელს მხოლოდ 600 ფრანგი ცხოვრობდა ლაოსში. მეორე მსოფლიო ომის დროს ლაოსს ბევრი მტერი ჰყავდა როგორიცაა იაპონია ჩინეთი საფრანგეთი. მაგრამ 1945 წლის 9 მარტს ლაოსის ნაციონალისტურმა პარტიამ კიდევ ერთხელ გამოაცხადა დამოუკიდებლობა თუმცა 7 აპრილს იაპონიის არმიამ ლაოსის ოკუპაცია მოახდინა. მეორე მსოფლიო ომის დასრულებასთან ერთად ლაოსის ოკუპაციასაც ბოლო მოეღო, თუმცა ახლა საფრანგეთმა დაიბრუნა ლაოსი თავის კლანჭებში. დიდი ძალისხმევის შემდეგ ლაოსმა 22 ოქტომბერს 1953 წელს შესძლო და მიიღო დამოუკიდებლობა.
დემოგრაფია
ტერმინი „ლაოსი“ საერთოდ არ განიხილავს ლაოსურ ენას ან ეთნიკას. ეს არის პოლიტიკური ტერმინი, რაც გულისხმობს არაეთნიკურ ლაოსელთა ჯგუფს და მათი პოლიტიკური მოქალაქეობრიობა გაიგივებულია „ლაოსურ ენასთან“. ლაოსელებს ჰყავთ ყველაზე ახალგაზრდა მოსახლეობა მთელი აზიის მასშტაბით. გარდა ამისა საშუალო ასაკი არის 21.6 წელი.
ლაოსელთა მოსახლეობა შეფასებული იყო 6.5 მილიონით 2012 წელში, რომელიც არათანაბრად იყო მიმოფანტული. ხალხის უმეტესობა ცხოვრობს მდინარე მეკონგის ველში და მის შენაკადებთან. ვიენტიანის პრეფექტურას, დედაქალაქსა და უდიდეს ქალაქს, ჰყავდა 740,010 მოსახლე 2008 წლის აღწერით. ქვეყნის მოსახლეობის სიმჭიდროვე იყო 27/კმ2.
საშუალო ასაკი აქ 21 წელია. 2008 წელს ლაოსის დედაქალაქში დაახლოებით 740 000 ადამიანი ცხოვრობდა. ოფიციალური ენა არის ლაოსური, მაგრამ მხოლოდ ნახევარს თუ შეუძლია ამ ენაზე საუბარი. ფრანგულს ასევე დიდი როლი უკავია ლაოსში. მოსახლეობის დიდი ნაწილი საუბრობს ამ ენაზე. თითქმის მესამედი ლაოსის სტუდენტებისა განათლებას იღებს ფრანგულად და ყველა ლაოსელი სტუდენტისთვის ფრანგული სავალდებულო ენაა. ლაოსელთა 67% ბუდისტია, 1.5 % ქრისტიანი, ხოლო დანარჩენი 31.5% სხვადასხვა რელიგიას განეკუთვნებიან. 2012 წლის მონაცემებით სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა მამაკაცებში 60 წელი დაფიქსირდა ხოლო ქალებში ეს ციფრი 64 უტოლდება. აღსანიშნავია ის ფაქტიც რომ 2008 წლისათვის 47 % მოსახლეობისა არ ჰქონდა სუფთა წყალთან წვდომა. 2010 წელს ეს ციფრი 33%-მდე დაეცა. ლაოსში გავრცელებულია სპორტის სახეობა - მუია ლაო, რომელიც წააგავს ტაილანდურ კრივს. ასევე ქვეყანაში დიდი პოპულარობით სარგებლობს ფეხბურთი. ის არის ერთ-ერთი მთავარი სპორტის სახეობა. „ლაოს ლიგა“ არის უმაღლესი საფეხბურთო პროფესიონალური ლიგა ამ მხარეში. Lao Army FC არის ყველაზე ძლიერი გუნდი, რომელსაც მოპოვებული აქვს ამ ლიგის 8 თასი.
ლაოსში ჩატარდა გამოკვლევა ადრეული ასაკის ბავშვების მოვლის შესახებ. ეთნიკურ ლაოსელთა შორის ახალშობილი ბავშვები მუდმივად არიან დედების მზრუნველობის ქვეშ და მათი გამოკვება ხდება მოთხოვნის მიხედვით. ახალშობილი და მოზარდი ბავშვების განცალკევება არ ხდება. ჩვეულებრივ მთელ ოჯახს ერთად სძინავს სანამ ბავშვები მიაღწევენ სქესობრივი მომწიფების ასაკს. თანამედროვე სახლებშიც კი სადაც ბავშვებს აქვთ თავიანთი ოთახი, მაინც ერთად იძინებენ. უფროსი ბავშვები კი არიან პასუხისმგებელნი იზრუნონ მათ უმცროს და-ძმაზე.
მთავრობა და პოლიტიკა
ლაოსი დემოკრატიული რესპუბლიკა, ჩინეთთან, კუბასთან და ვიეტნამთან ერთად, მსოფლიოში 4 ქვეყნიდან ერთ-ერთია, რომელიც დარჩა სოციალურ რესპუბლიკად და ღიად იღებს კომუნიზმს. ერთადერთი სამართლებრივი პოლიტიკური პარტია არის „ლაოსის სახალხო რევოლუციური პარტია“. სახელმწიფოს მეთაური პრეზიდენტი ბოუნნჰანგ ვორაჩისია, ის ასევე არის „სახალხო რევოლუციური პარტიის“ მთავარი მდივანი.
მთავრობის ხელმძღვანელი ანუ პრემიერ-მინისტრია ტჰონგლოუნ სისოულისი,რომელიც ასევე არის ლაოსის კომუნისტური პარტიის პოლიტბიუროს წევრი. მთავრობის პოლითიკა განისაზღვრება „ლაოსის სახალხო რევოლუციური პარტიის“ 11 ყველაზე ძლიერი წევრებისა და 61 კაციანი ცენტრალური კომიტეტის მიერ. მნიშვნელოვან სამთავრობო გადაწყვეტილებებს იღებს შემოწმების მინისტრთა საბჭო.ვიეტნამის სოციალისტური რესპუბლიკა ინარჩეუნებს გავლენას ლაოსის პოლიტბიუროზე, კომუნისტურ სახელმწიფო აპარატზე და ჯარზე.
ლაოსის პირველი, ფრანგულად დაწერილი მონარქიული კონსტიტუცია მიიღეს 1947 წლის 11 მაისს, და მან განაცხადა, რომ ლაოსი უნდა ყოფილიყო დამოუკიდებელი დახელმწიფო საფრანგეთის კავშირში. 1957 წლის 11 მაისი შესწორებული კონსტიტუციის მიხედვით, რომელშიც გამოტოვებული იყო საფრანგეთის კავშირის მითითებები, ლაოსი უფრო ახლოს იყო განათლების, ჯანდაცვისა და ტექნიკური კავშირების, ყოფილი კოლონიური ძალაუფლების არსებობასთან. 1957 წლის დოკუმენტი გააუქმეს 1975 წლის 3 დეკემბერს და ლაოსი კომუნისტურ სახალხო რესპიბლიკად იქნა გამოცხადებული. ახალი კონსტიტუცია მიიღეს 1991 წელს. 1990 წელს მეცნიერებისა და ტექნოლოგიის მინისტრის მოადგილე, ტჰონგსოუკ საისანგჰი, გადადგა მთავრობიდან და პარტიას მოუწოდა პოლიტიკური რეფორმებისკენ. ის 1998 წელს გარდაიცვალა ტყვეობაში.
1992 წელს ჩატარდა არჩევნები, 85 ადგილიანი ეროვნული ასამბლეის წევრებთანან ერთად წარადგინეს ერთპარტიულ კომუნისტურ მთავრობა, რომელიც ფარული კენჭისყრით 5 წლის ვადით აირჩიეს. 1997წელს ასამბლიეს 99 წევრი ჰყავდა, 2006 წელს უკვე მას 115 წევრი ჰყავდა, ხოლო ბოლო არჩევნებში, რომელიც 2011 წლის აპრილში ჩატარდა ჰყავდა 132 ასამბლეის წევრი.[4]
სამხედრო მდგომარეობა
ლაოსის სახალხო შეიარაღებული ძალები (LOAF) არის პატარა, ცუდად დაფინანსებული და არაეფექტურად რესურსების. მას ძირითადი აქცენტი გადატანილი აქვს სასაზღვრო და შნაგან კონფლიქტებზე,პირველ რიგში ჰმონგის მეამბოხეთა და ოპოზიციის ჯგუფებთან. ლაოსის სახალხო რევოლუციური პარტიის და მთავრობის წევრებთან ერთად ლაოსის არმიის (LPA) დანიშნულება არის, აღკვეთოს პოლიტიკური და სამოქალაქო არეულობა. LPA-მ განაახა თავისი შესაძლებლობები, რათა უპასუხოს ფრინველის გრიპის ეპიდემიას. ლაოსს არ აქვს გარე საფრთხე, რადგან ინარჩუნებს მჭიდრო კავშირს მეზობელ ვიეტნამთან.
ლაოსს ჰყავს 130,000 კაციანი არმია და 25 ძირითადი საბრძოლო ტანკი. არმიის საზღვაო განყოფილება აღჭურვილია 16 საპატრულო ხომალდით და 600 კაციანი პერსონალით. საჰაერო ძალაში შედის 3,500 კაციანი პერსონალი, რომელიც აღჭურვილია საზენიტო რაკეტებით და 24 საბრძოლო თვითმფრინავი. თავდაცვის ძალების რაოდენობა შეადგენს დაახლოებით 100,000 იან ორგანიძებულ ჯარს. არმიის შეიარაღებაში შედის: AKM-ისა და PKM-ის ტიპის ავტომატებს, მაკაროვის პისტოლეტს და RPD-ს მსუბუქ ავტომატებს.
მას შემდეგ რაც დაარსდა ლაოსის არმია, მან მიიღო მნიშვნელოვანი მხარდაჭერა დაუჩირა ვიეტნამის სოციალისტურმა რესპუბლიკამ და ვიეტნამის სახალხო არმიამ,რომელთაგანაც ლაოსი იღებდა რჩვებს სამხედრო პოლიტიკაზე.
ჯანდაცვა
2012 წელს მამაკაცების ცხოვრების ხანგძივობა შეადგენდა 60.85 წელს და ქალების კი 64.74 -ს.ჯანსაღი ცხოვრების წესის ხანგძლივობა შეადგენდა 54 წელს 2007-ში.2008 წელს მოსახლეობის 43% არ მიუწვდებოდა ხელი სანიტარული ნორმებით დაცული წყლის რესურსებისკენ. 2010 წლისთვის ამ პროცენტმა დაიკლო 33-მდე. მთავრობის ხარჯები ჯანდაცვაზე შეადგენს 4%-ს GDP, რაც 2006 წელს დაახლოებით 18$ (PPP) ტოლია.
საერთო ჯანდაცვის მაჩვენებელი (ლაო პდრს) 3 საუკუნის განმავლობაში ნელ-ნელა უმჯობესდება. ლაოსი არის ერთ-ერთი კრიზისული ქვეყანა ჯანდაცვასთან დაკავშირებით. აქვს ძალიან ცუდი ჯანდაცვის სისტემა, ჯანმრთელობის დაზღვევის, დაფინანსების, ჯანდაცვის ინფორმაციის სისტემის, ჯანდაცვის ინფრასტრუქტურის, დაგეგმარების მენეჯმენტის სერვისის ჩათვლით. ლაოსის მოსახლეობის თითქმის ნახევარი (55%) არის 20 წლამდე ასაკის. მთლიანი მოსახლეობიდან რაც შეადგენს 6.6 მილიონ ადამიანს, 32 % ცხოვრობს ქალაქის დასახლებაში. მოსახლეობის დანარჩენი ნაწილი არის მიმოფანტული მთიან ადგილებში, საიდანაც ძნელია ქალაქებამდე ჩაღწევა. სოფლებში არის გავრცელებული სიღარიბე. წყალთან და სანიტარიასთან წვდომა ძალიან ჭირს სოფლებში. ქალები და გოგოები სტერეოტიპული დამოკიდებულების ტრადიციულ გენდერულ როლთან დაკავშირებით ხვდებიან გამოწვევებს. დაუგეგმავი ბავსვის გაჩენა, მძიმე დატვირთვა და სეზღუდული შესაძლებლობები უკეთესი განათლებისთვის განსაკუთრებით გვხვდება სოფლის არეალებში. მთავარი მიზეზი სიკვდილიანობისა და ავადმყოფობის, ჯერ კდიევ გადამდები ვირუსებია, ხოლო 5 წლამდე ბავშვების გარდაცვალების მიზეზი არის სასუნთქი ინფექციები. ლაოსის მდგომარეობა კვლავ საჭიროებს დონორულ დახმარებას.
პოლიგამია
ლაოსში პოლიგამია ითვლება დანაშაულად, თუმცა სასჯელი არის მინიმალური. კონსტიტუციისა და საოჯახო კოდექსის თანახმად ქვეყანაში მიღებულია მონოგამია. მიუხედავად ამისა ხალხს შორის პოლიგამია მაინც არსებობს. მათ ასევე აქვთ საკუთარი თავისი ჟურნალი „Mae Ying“, რომლის მიზანიცაა ხალხს გააცნოს მარქსისტულ-ლენინისტური იდეოლოგია.
ადამიანთა უფლებები
ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტები რჩება დიდ პრობლემად ლაოსში.ცნობილი სამოქალაქო საზოგადოების დამცველები, ადამიანის უფლებათა დამცველები, პოლიტიკური და რელიგიური დისიდენტები და ჰმონგის ლტოლვილები გაქნენ ლაოსის სამხედრო და უსაფრთხოების ძალების მიერ. სომატჰ სომპჰონის მიერ გაქრა ლაოსის საიდუმლო პოლიცია და უშიშროების ძალები 2012 წელს, რამაც საერთაშორისო აღშფოთება გამოიწვია.
ლაოსის კონსტიტუცა, რომელიც გამოქვეყნდა 1991 წელს და შესწორებული იქნა 2003 წელს, შეიცავს გარანტიებს ადამიანების უფლებების შესახევ. მაგალითად, მე-8 ცხადყოფს, რომ ლაოსი არის მრავალეთნიკური სახელმწიფო და მოუწოდებს თანასწორობას ეთნიუკრ ჯგუფებს შორის. კონსტიტუციაში ასევე წერია დებულებები გენდერულ თანასწორობაზე, რელიგიის თავისუფლებაზე, სიტყვის თავისუფლებაზე და ფრესის და სამბლეის თავისუფლებაზე. 2009 წლის 25 სექტემბერს, ლაოსი ამტკიცებს აქტს ლაერთაშორისო სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ, ხელის მოწერიდან ცხრა წლის შემდეგ. ამის შემდეგ ლაოსმა თავისი კურსი აიღო მდგრადი ეკონომიკური ძრდისკენ და სიღარიბის შემცირებისკენ. თუმცა, ლაოსის ხელისუფლება ხშირად არღვევს საკუთარ კონსიტუციას და ჯანონის უზენაეობას, მას შემდეგ, რაც სასამართლოში ინიშნებიან მმართველი კომუნისტური პარტიის არადამოუკიდებელი მოსამართლეები. რის შედეგადაც ხდება ადამიანის უფლებების სერიოზული დარღვევები.
1999 წლის ოქტომბერში, 30 ახალგაზრდა დააკავედ პლაკატების გამოკვრისთვის, რომელიც მოუწოდებდნენ მშვიდობიანი ეკონომიკური, პოლიტიკური და სოციალური ცვლილებებისკენ ლასოსში. 5 მათგანი დააკავეს და მათ მიესაჯათ 10 წლით თავისუფლების აღკვეთა ღალატის ბრალდებით. ერთი წლის შემდეგ ერთი მათგანი გარდაიცვალა ციხის თანამშრომლების მკურნალობის შემდეგ.ერთი გაანთავისუფლეს.დანარჩენი სამი მამკაცი უნდა გათავისუფლებულიყო 2009 წლის ოქტომბერში, მაგრამ მათი ადგილსამყოფელი უცნობი რჩება.
2011 წელს დაფიქსირდა 4 ქრისტიანი ქალის გაუპატიურება და მკვლელობა ლაოსისა და ვიეტნამის ჯარის მიერ. ასევე ფიქსირდებოდა ქრისტიანებისა და ბუდისტების დევნა.
საჯარო პოლიტიკის ანალიზის ცენტის, საერთაშორისო ამინისტიის, ადამინთა უფლებების დამკვირვებლევის, აშშ კომისიის საერთაშორისო რელიგიური თავისუფლების, ლაოსური ამერიკელი ვეტერანების და სხვა არასამთავრობო ორგანიზაციების ინფორმაციით აღმაშფოთებელი ადამიანის უფლებათა დარღვევა, რელიგიური დევნა, დაკავება და დაპატიმრება პოლიტიკური და რელიგიური დისიდენტები, ისევე როგორც მკვლელობები, ლაოსილ ხელისუფლების მიერ სამხედრო და უსაფრთხოების ძალების მეშვეობით. ადამინაის უფლებათა დამცველები შეშფოთებულები არიან ადამიანის უფლებათა დარღვევით, დაკავებით, პოლიტიკური პატიმრებით. ასევე დაკავეს ლაოსის სამოქალაქო აქტივისტი რამონ მეგსეისეისი,რომელიც დააკავეს უსაფრთხოების ძალებმა 2012 წლის 15 დეკემბერს.
კულტურა
ლაოსმა, ათასწლეულების განმავლობაში, თავისი კულტურა და ადათწესები ისევე განავითარა, როგორც სავაჭრო შიდა გზაჯვარედინები და მიგრაცია სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში. 2012 წლისთვის ლაოსის მოსახლეობა დაახლოებით 6.4 მილიონს აღწევდა, რომელიც გავრცელებული იყო 236,888 კმ2-ზე, ეს იყო აზიის ყველაზე მცირე სიხშირის მოსახლეობა. ამჟამად, ქვეყანა ლაოსს ოფიციალურად ჰყავს 47 ეროვნების მქონე მოსახლე, რომელიც იყოფა 149 ქვე-ჯგუფად და არსებობს 80 სხვადასხვა ენა. სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში ლაოსის კულტურას განიხილავენ ისევე, როგორც ინდოეთის ერთ-ერთ კულტურად (მასთან ერთად ბურმას, ტაილანდსა და კამბოჯას).
ლაოსი გეოგრაფიულად იზოლირებულ და მაღალმთიან ადგილასაა განთავსებული, ის აღმოსავლეთით შემოსაზღვრულია ანამიტის მთებით, რომელიც წარმოქმნის ტრადიციულ პოლიტიკურ და კულტურულ საზღვარს ვიეტნამთან. ლაოსის დასავლეთ საზღვრების უმეტესობა ფორმირებულია მეკონგის მდინარის საშუალებით, რომელიც მდინარის სიგრძის გამო შეზღუდული ნაოსნობის მიუხედავად გათვალისწინებულია შიდა სავაჭრო ძირითად საშუალებად. მე-20 საუკუნემდე ლაოსის სამთავროები და ლან ჰან-ის სამეფო გადაჭიმული იყო სიპსონ პანა (ჩინეთი), სიპსონ ჩაუ ტაი (ვიეტნამი) და ხორატ პლატო (დღეს ჩრდილოეთ ტალიანდი)-ზე, სადაც მდინარეს იყენებდნენ როგორც ტრანსპორტირების მთავარ არტერიად, რომელიც აკავშირებდა ლაოსის ხალხს მარჯვენა და მარცხენა სანაპიროებზე. თუმცა, ლაოსის პოლიტიკური ისტორია გართულდა ხშირი ომებითა და კოლონიური დაპყრობებით ევროპელებისა და რეგიონული კონკურენტების მიერ. დღესდღეობით ლაოსის კულტურას ემჩნევა საფრანგეთის, ტაილანდის, ჩინეთის, ვიეტნამის, ბურმისა და კამბოჯიის ზეგავლენა. ლაოსის ისტორია უნიკალურია მისი ეროვნული ხასიათით, რომელიც განისაზღვრება მრავალფეროვანი კულტურითა და წეს-ჩვეულებებით.
ეთნიკა
2012 წლისთვის, ლაოსის მოსახლეობამ 6.9 მილიონს მიაღწია. ლაოსის ხელისუფლება 47 განსხვავებულ ეროვნებას აღიარებს, რომლებიც შემდგომ 149 ქვეჯგუფად იყობა. ლაოსის საზოგადოება ეთნიკური ნიშნითა და ადგილმდებარეობით სამ ფართო ჯგუფად იყოფა. დაახლოებით, მოსახლეობის 60% ლაოსის ეროვნებისაა; 24% კი არის ლაო ტენის ან „ზედა ლაოსის“, რომლებიც ძირითადად მონ ან ქმერისის წინაპრები არიან; 10%-ს კი შეადგენს ლაო სანის ან „ლაოსის მთის“, რომლებსაც „მთის ტომის“ სახელითაც მოიხსენიებენ. „მთის ტომის“ ხალხში შედის ჰმონი, იაო (მიენი), აქა და ლაო. ლაოსი ისეთი მნიშვნელოვანი თემების სახლია, როგორიცაა ვიეტმანელი და ჩინელი ხალხი, რომელიც დარჩენილ 6%-ს შეადგენენ.
ანთროპოლოგისტები „Lao Loum-ს“ განიხილავენ, როგორც უფრო ფართო ეთნიკური ჯგუფის - ტაის ქვეკატეგორიას, რომელიც იზიარებს საერთო გენეტიკურ, ენობრივ და კულტურულ მემკვიდრეობას. ტაის ოჯახი შეიცავს, როგორც ლაოსელებს და ტაილანდელებს ისე, პატარა ჯგუფებს, რომლებიც ზოგადად ტრადიციული კაბებით გამოირჩევიან და შეიცავენ Tai Dam (შავი ტაი), Tai Deung (წითელი ტაი), and Tai Khao (თეთრი ტაი). ტერმინი „ლაოსელი“ ძირითადად გამოიყენება ლაოსში ეთნიკისა და ეროვნების განსასაზღვრად. შემდეგი გართულება გეოპოლიტიკურ ისტორიაში ლაოსსა და ტაილანდს შორის გაჩნდა ჩრდილო ტაილანდში, სადაც დაახლოებით 19 მილიონი ადამიანი ცხოვრობს, რომელიც ლაოსის ენაზე საუბრობს, ლაოსში კი მხოლოდ 3 მილიონი. შედეგად, იდენტობის პოლიტიკამ „Lao Loum-ის“ განსაზღვრაში ძირითადი როლი თამაშა. ლაოსის ხელისუფლება არ განასხვავებს მოსაზღვრე ჯგუფებს და მათ განიხილავს, როგორც საერთო იდენტობის გამზიარებლებს, თუმცა ტაილანდის ხელისუფლება მონაწილეობდა პროცესში, რომელიც ცნობილია როგორც „Thaification“, ანუ ლაოსელები მცხოვრები ისანში. „The Lao Loum“ ლაოსები განსაზღვრავენ საკუთარ თავს ადგილმდებარეობაზე, სასოფლო-სამეურნეო პრაქტიკაზე, ენასა და რელიგიაზე დაყრდნობით. „The Lao Loum-ს“ ოკუპირებული აქვს მეკონგის მდინარის ხეობები და ამუშავებს სველი ბრინჯის ნათესებს, ისინი, ძირითადად არიან ტერავადა ბუდისტები, თუმცა ლაოსელებს აქვთ ძლიერი სინკრეტიზმი ტრადიციული ანიმისტური რწმენით.
„Lao Theung“ კულტურულად განსხვავდება „Lao Loum-სა“ და Lao Sung-საგან. ის ძირითადად შეიცავს მონ-ქმერის ხალხს, რომელთა შორის არიან მეკონგის მდინარის ხეობის ძირძველი ხალხი. ყველაზე დიდი ეული ჯგუფი (11% ან 500,000 ადამიანი) არის „Khmu“ (Khmou, Kmhmu, Khammu, Khamu, Kammu). „Lao Theung-ის“ მოსახლეობაში ასევე შედის Katang, Bru, Kui, Laven, Mal, Phai, Katu, Lave, Ngae, Jeh, Khuen, Jeng, Alak, Ir, Kasseng, Khlor, Aheu, Bo, Halang, Doan, Hung, Xinh Mul, Khua, Arem, Bit, Chut, Maleng და Mlabri. „Lao Theung-ის“ ხალხი გამოირჩევა მშრალი ბრინჯის მოყვანითა და animist რწმენით.
„The Lao Sung“ ცნობილია, როგორც „მთის ტომელი“ ხალხი და ცნობილია, როგორც ბოლო დროის მასობრივი მოსახლეობა, რომელმაც მიგრაცია განიცადა ლაოსში, მეცხრამეტე საუკუნეში სამხრეთ ჩინეთიდან და ვიეტნამიდან. „Hmong“ არის ყველაზე დიდი ჯგუფი, რომელიც ძირითადად გამოირჩევა ტრადიციული თეთრი, წითელი, შავი და ზოლებიანი კაბით. „Yao“ (მიენი და ლუ მიენი) „Lao Sung-ის“ კიდევ ერთი დიდი ჯგუფია, რომლებიც შერეულნი არიან Taoistdeities-თან თავიანთი animist რწმენით. Lao Sung-ის სხვა ჯგუფები მოიცავს Akha, Kaw, Lahu, Kaduo, Lisu, Hani, Phana, Si La, and Kado. The Lao Sung-ის ხალხი და მათი მოკავშირეები შეერთებულმა შტატებმა გამოიწვიეს ჯარში კომუნისტების წინააღმდეგ 1960 წლებში. ლაოსის მოსახლეობის 10%, ხოლო Lao Sung-ის 50% გაიქცა, მაშინ როცა ლაოსს იპყრობდნენ კომუნისტები 1975 წელს. Lao Sung-ის დარჩენილი მოსახლეობა სახელმწიფოს ეჭვის დაბალი ინტენსივობის მქონე კონფლიქტის სამიზნედ იქცა. არსებობს Hmong-ის მნიშვნელოვანი მოსახლეობა შეერთებულ შტატებსა და საფრანგეთში. The Lao Sung ძირითადად გამოირჩევა საკუთარი ენით, მშრალი ბრინჯის პროდუქციით, სოფლის მეურნეობა, ტრადიციული ოპიუმის პროდუქციითა და ანიმისტური რწმენით.
ენა
ოფიციალური და დომინანტური ენა არის ლაოსური. ქვეყნის მოსახლეობის ნახევარზე მეტი ლაპარაკობს ლაოსურად. დანარჩენი, განსაკუთრებით სოფლებში, საუბრობს ეთნიკური უმრავლესობების ენებზე. ლაოსური ანბანი, რომელიც მე-13 და მე-14 საუკუნეებში, მომდინარეობს უძველესი ქმერული დამწერლობიდან. „Khmu“ და „Hmong“ ენებზე საუბრობენ უმცირესობები, ძირითადად ქვეყნის შიდა და მაღალმთიან რეგიონებში. ლაოსელების მიმიკური ენა გამოიყენება იმ რეგიონში, სადაც მაღალია თანდაყოლილი სიყრუის მაჩვენებელი.
აქ არსებობს დაახლოებით 80 განსხვავებული დამახასიათებელი ენა, რომელზეც ლაოსის განსხვავებული ეროვნების მქონე ადამიანები ლაპარაკობენ. ლაოსური, ლაოსის ოფიციალური ენა, არის ერთმარცვლიან ჟღერადობაზე დაფუძნებული ტაი-კადაის ოჯახიდან. ამ ენაზე საუბრობენ ვიენტიანშიც. ტაილანდში ლაოსურ ენაზე საუბრობს 19 მილიონი ადამიანი, ხოლო ლაოსში-3 მილიონი, რაც პოლიტიკური ისტორიის გამომხატველია. ლაოსური შეიძლება დავყოთ ისეთ რეგიონულ დიალექტებად, როგორებიცაა ჩრდილოეთ, ჩრდილო, ცენტრალური და სამხრეთ ვიენტიანი.
ჩრდილოეთის დიალექტით საუბრობენ Sainyabuli, Bokeo, Phongsali, Luang Nam Tha, Udomxai, და Luang Prabang-ში. ჩრდილო ლაოსურად კი ძირითადად საუბრობენ Xiang Khoang-სა და Houa Phan-ში. ცენტრალურ ლაოსურს კი აღმოაჩენთ Khammuan-სა და Bolikhamsai-ში. სამხრეთის დიალექტი გამოიყენება Champasak, Salavan, Savannakhet, Attapeu, და Sekong-ში.
რადგან ორივე ტაი-კადაის ოჯახიდანაა, ტაი ძალიან ჰგავს ლაოსურს, თუმცა არის რამდენიმე განსხვავება. ლაოსურში არსებობს ექვსი ჟღერადობა, ხოლო ტაის აქვს ხუთი. სტანდარტული ლექსიკონი, გრამატიკა, გამოყენება და გამოთქმებიც ასევე განსხვავებულია. ეს ორი ენა ერთმანეთს არ ჰგავს, თუმცა ლაოსურად მოლაპარაკე ადამიანს ადვილად ესმის ტაილანდური, რადგან ტაილანდური მედია საშუალებები და რადიო ფართოდ არის გავრცელებული ლაოსში.
სხვა ძირითადი ენის ოჯახს მიეკუთვნება ავსტრაზიული ენები, რომელზეც მონ-ქმერის (Lao Theung) ხალხები ლაპარაკობენ, ჰმონგ-მიენი და ტიბეტურ-ბირმული (Lao Sung). ჩინურ და ვიეტნამურ ენებზე ლაპარაკობს თავიანთი ეთნიკური მოსახლეობა.
დასავლურ ენებს შორის, ძველ თაობას ყველაზე კარგად ფრანგული ესმის და დღესაც, ოღონდ შეზღუდულად, გამოიყენება აკადემიური და ოფიციალური კორესპონდენციისთვის. ინგლისური ადვილად ათვისებადია ბიზნესსა და ტურიზმში და ახალი თაობისთვის ანაცვლებს ფრანგულს და არაოფიციალურ მეორე ენად აქცევს.
მედია
ყველა გაზეთს აქვეყნებს მთავრობა, ორი უცხოური ენის გაზეთის ჩათვლით: ინგლისური ყოველდღიური vientiane times და ფრანგული ყოველკვირეული le renovateur. დღესდღეობით ლაოსში არსებობს 9 ყოველდღიური გაზეთი, 90 ჟურნალი, 43 რადიო სადგური და 32 სატელივიზიო არხი. ლაოსის მთავრობა მსუბუქად აკონტროლებს ყველა მედია არხს, რათა ყველა კრიტიკული ქმედების პრევენცია მოახდინონ. ლაოსის მოსახლეობა, რომელიც აპროტესტებდა მთავრობის ამ ქმედებას მწარედ ისჯებოდა დაპატიმრებითა და წამებით.
ინტერნეტ კაფეები მდებარეობს ძირითადად ქალაქის ცენტრებში და განსაკუთრებით პოპულარულია ახალგაზრდა თაობისთვის.
ცერემონეიბი
საინტერესო და ზოგისთვის უცნაურიც კი არის ლაოსის დამოკიდებულება ცერემონიებისადმი, ცეკვები ძალიან უყვართ ლაოსში, ცეკვები ძირითადად მიმდინარეობს გონგების და დოლების თანხლებით, რაც საკმაოდ ხშირად ტარდება ლაოსში, უცნაური ფაქტია ის, რომ დასაფლავების სცენებიც ცეკვებით და მხიარულებით მიმდინარეობს, ეს სცენა მიმდინარეობს მარიონეტებით, რომლებიც გაკეთებულია თიხისგან, ეს მარიონეტები დასაფლავების რიტუალის ნაწილია, გადაადგილება კიბის გასწვრივ - ესეც ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია ამ რიტუალისა, ასევე, როგორც ვახსენეთ სპეციალური ცეკვები და კიდევ ღორის დაკვლა. ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ცერემონიალი „Mewun-ში“ ტარდებოდა სახელწოდებით - „არსება კაცებისგან“, ეს ცერემონია პერიოდულად სრულდებოდა და მაცხოვრებლები თვლიდნენ, რომ ამ ცერემონიალმა გაზარდა მოსახლეობაში სიმშვიდე, ძალა და ჯანმრთელობა.
ეკონომიკა
ლაოსის ეკონომიკა დამოკიდებული მეზობელი ქვეყნების ინვესტიციებზე. ეს ქვეყნებია: ტაილანდი, ვიეტნამი და ყველაზე მთავარი ჩინეთი. ასევე ლაოსს აქვს ტრანსსასაზღვრო ვაჭრობა ტაილანდთან და ვიეტნამთან. 2009 წელს, მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლება დღემდე ოფიციალურად კომუნისტურია, ობამას ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ ლაოსი აღარ იყო მარქსისტულ-ლენინური სახელმწიფო და გააუქმა აკრძალვა ლაოსის კომპანიების მიღებაზე საექსპორტო-საიმპორტო ბანკში. 2011 წელს ლაოსში ფასიანი ქაღალდის ბირჟაზე დაიწყო ვაჭრობა. 2012 წელს,მთავრობამ შექმნა საოსის სავაჭრო პორტალი, ვებგვერდი უყრის ყველა ინფორმაციას თავს იმორთ ექსპორტის შესახებ.
საარსებო სოფლის მეურნეობა მაინც შეადგენს ქვეყნის მშპ-ს ნახევარს და უზრუნველყოფს მოსახლეობის 80%-ის დასაქმებას. მხოლოდ 4.01% არის სახნავი და მხოლოდ 0.34% როგორც მუდმივი მოსავლის მიწა. ბრინჯი დომინირებს სოფლის მეურნეობის დაახლოებით 80%-ზე.
განვითარების მეშვეობით, მოსახლეობა აუმჯობესებს ბრინჯის ჯიშებს. ბრინჯის ექსპორტზე გატანა აბალანსირებს ეკონომიკურ მდგომარეობას ლაოსში. 1995 წლიდან ლაოსის მთავრობა უკვე მუშაობს საერთაშორისო ბრინჯის კვლევით ინსტიტუტში და ფილიპინების მეშვეობიტ აგროვებს ათასობით თესლის ნიმუშები, რომელიც იპოვეს ლაოსში.
ტურიზმი
ტურიზმის სექტორი ლაოსში სწრაფად გაიზარდა,1990 წლის მაჩვენებლით წელიწადში ლაოს ჰყავდა 80,000 ტურისტი, ხოლო 2010 წლის მაჩვენებლით მას 1.876 მილიონი სტუმარი ჰყავს წელიწადში. 2010 წელს ტურიზმით ქვეყანაში შევიდა 679.1 მილიონი ამერიკული დოლარი, რომელიც 2020 წლისთვის 1.5857 მილიარდ დოლარამდე გაიზრდგება. 2010 წელს, სამსახურების 10.9% ტურისტულ სექტორში იყო.
ლაოსის ოფიციალური ტურისტული სლოგანი არის „უბრალოდ მშვენიერი“. მთავარ სანახაობას წარმოადგენს ბუსისტური ბუდისტური ტაძრები და კოლონიური არქიტექტურა ლუანგ პრაბაგში. გასტრონომიისა და უძველესი ტაძრების დედაქალაქად ითვლება ვიენტაინი. ასევე ლაოსი ცნობილია ულამაზესი ველური ბუნებითა და ჩანჩქერებით. 2013 წელს ტურისტულ დაჯილდოვებაში ლაოსს მიენიჭა საუკეთესო ტურისტული დანიშნულების ტიტული არქიტექტურის და ისტორისს ასეთი კომბინაციისთვის.
ლუანგ პრაბანგი და ვატ ფჰუ ორივე იუნესკოს მსოფლიოს მემკვიდრეობად ითვლება. ლაოსში ძირითადი ფესტივალები აღინიშნება საახალწლოდ და გრძელდება 13-დან 15 აპრილამდე. ლაოსი ცნობილია თავისი აბრეშუმის და ადგილობრივი ბეწვის პროდუქციით, რომელიც გამოფენილია ლუანგ პრაბანგის ღამის ბაზარზე და სხვა ადგილებში. ასევე ლაოსში ჩასული ტურისტისთვის გასაოცარია იქ დამზადებული თუთის ჩაი.
ინფრასტრუქტურა
საერთოდ, ლაოსს სუსტიინფრასტრუქტურა აქვს, ქალაქში არ არსებობს რკინიგზის (მატარებლის) სადგური, მოგზაურობა შორეულ პროვინციებში დაშვებულია მხოლოდ ვერტმფრენით ან თვითმფრინავით, წვიმიანი ამინდების დროს კი გზები შორ ტერიტორიებზე შეიძლება იყოს გაუვალი, რაც მეტყველებს ცხოვრების რთულ პირობებზე, ხოლო ნორმალური ამინდის პირობებში, იაფიანი ტრანსპორტით მოგზაურობა დაშვებულია ნებისმიერი ადამიანისათვის, რათა ქვეყანას უფრო კარგად გაეცნონ.
ქვეყანა სერვირებულია 21.534 კილომეტრიანი (13,381 მილი) ქსელით, რომელთა 16.5 პროცენტიც კი მოკირწყლულია. 1996-2000 წლების ნაციონალური გეგმის მთავარი ნაწილი იყო საგზაო სამუშაოები, რომელმაც უნდა განამტკიცოს ქვეყნის გზების ინფრასტრუქტურა. პროექტი გულისხმობს მეცამეტე გზატკეცილის რეკონსტრუქციას, რომელიც უკავშურდება ჩინეთის ჩრდილოეთ ნაწილს, ხოლო პაკსეს სამხრეთ ნაწილს.
ლაოსი ღებულობს საკმაოდ მნიშვნელოვან საერთაშორისო დახმარებას იმისათვის, რომ განავითაროს საკუთარი ინფრასტრუქტურა, მაგალითად იაპონელებმა დახმარების ხელი გაუწოდეს მათ აეროპორტის აშენებაში, რომელიც აშენებულ იქნა ვიენტიანში, ტაილანდელების დახმარებით კი მათ შექმნეს ახალი აეროპორტი „ლუანს პრაბანგ-ში“, თუმცა ამის მიუხედავად ქალაქის გზების სუსტი ინფრასტქუქტურა უარყოფითად მოქმედებს ქვეყნის განვითარებაზე, ეს ფაქტი ზეგავლენას ახდენს ბუნებრივ რესურსებზე, როგორიცაა მაგალითად მინერალები და ტყის პროდუქტი.
1994 წლის აპრილში, ააგეს მეგობრობის ხიდი, რომელიც კვეთდა მდინარე მეკონგის დაბლობს, ხიდის მშენებლობა დაფინანსებულ იქნა 40 მილიონი ამერიკული დოლარით ავსტრალიის მიერ. ხიდის გასრულების შემდეგ ლაოსმა გამოსცა ხელახალი რეგულაცია, რომ არ დაეშვათ კერძო მანქანები ხიდზე, მთავრობას ეშინოდა კერძო მანქანების შემოსვლის, რომელიც მოდიოდა ტაილანდიდან და შეეძლო გამოეწვია, ავარიები, საცობები, ხშირი გამონაბოლქვი და მსგავსი არა სასიამოვნო ფაქტები. ამგვარად ეს ხიდი გამოიყენებოდა ავტობუსის გადასასვლელ - გადმოსასვლელად და ასევე გაცვლითი ვაჭრობის საწარმოებლად, რაც ძალიან ეხმარება თითქმის ყველა მხრიდან ხმელეთით გარშემორტყმულ, დახშულ ლაოსს, რომ ეკონომიური ურთიერთობა დაამყაროს მისი რეგიონის მეზობლებთან. მეორე ახალი ხიდი მეკონგის მახლობლად აიგო, ამ ხიდს მოიხსენიებენ „ლაო-ნიპონის“ სახელწოდებით. ლაო ნიპონი მდებარეობს სამხრეთით, „პაკსეს“ მახლობლად, რა თქმა უნდა ხიდის აშენება დიდ ფინანსებთანაა დაკავშირებული და გამომდინარე იქიდან, რომ ლაოსს არ გააჩნდა საკმარისი სახსრები, ამ შემთხვევაში იაპონიამ გადაწყვიტა დახმარებოდა და სრული ხარჯები საკუთარ თავზე აიღო, მშენებლობა დასრულებულ იქნა 2000 წლის აგვისტოში. მესამე ხიდი კი მეკონგის მოპირდაპირე ქალაქში, სევანახეთში აშენდა 2003 წელს, ხიდი უერთდება 9 გზას, ლაოსის ორივე ცენტრალურს, ასევე ჩრდილოეთ ტაილანდსა და ვიეტნამს. ეს ხიდები, რა თქმა უნდა, კარგი და მნიშვნელოვანია ლაოსის ინფრასტრუქტურისათვის და ასევე განავითარებს კავშირებს ტაილანდისა და ვიეტნამის მსხვილ ნავსადგურებთან.
იხ. ვიდეო - LAOS TRAVEL (2024) | 10 Beautiful Places To Visit In Laos - Laos is a landlocked country situated in the center of Southeast Asia. It’s a hidden gem compared to its more popular neighbors of Thailand, Vietnam, and Cambodia. But with its remote lush landscapes, laid-back atmosphere, and rich cultural diversity, Laos stands out as a unique destination with an enchanting charm like no other. We spent a month traveling around the country and absolutely loved it. In this video, we highlight 10 beautiful places to visit in Laos.
მეკონგის მდინარის მიმდებარე ტერიტორია მდიდარია ულამაზესი მთებით, ასე რომ ლაოსს აქვს შესანიშნავი ჰიდროელეტქრული ძალა. ქვეყნის ტოტალური ჰიდროელექტრული ძალის პოტენციალი შეფასებულია, რომ იქნება 25.000 მილიონი ვატი. ლაოსი განიხილება, როგორც პოტენციური წყარო ჰიდროელექტრული ძალისა, სამხრეთ აზიის. ამჟამინდელი მონაცემებით ქვეყანას აქვს 10 უმსხვილესი ელექტრო ენერგიის ქარხანა, რომელთა გამტარუნარიანობაც არის 1329.5 მილიონი ვატი. 1998 წელს ლაოსმა მოიხმარა 1.34 მილიარდი კილოვატი ელექტრო ენერგია საათში, ამის შემდეგ ლაოსის მთავრობა გეგმავს რომ ააგოს 12 კაშხალი, შემდგომი 10 წლისათვის, რამაც გამოიწვია დიდი მსჯელობა და აზრთა სხვა და სხვაობა საერთაშორისო გარემოს დაცვის საზოგადოებაში. ძირითად პრობლემას წარმოადგენს ლაოსის სოფლის მოსახლეობის გადაადგილება, თევზის პოპულაცია მდინარე მეკონგსა და მის შენადაკებში, ასევე უნებლიე შედეგები კამბოჯის და ვიეტნამის საზოგადოებაზე, რომლებიც მნიშვნელოვნად არიან დამოკიდებულნი მდინარე მეკონგის ბუნებრივ რესურსებზე.
რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს 21 საუკუნეში, ტექნიკის საუკუნეში, ლაოსში მხოლოდ მაღალი სოციალურ-ეკონომიკური სტატუსის ხალხს აქვთ სახლის ტელეფონები, თუმცა მობილური ტელეფონები უფრო და უფრო პოპულარული ხდება ამ მაღალი სოციალურ-ეკონომიკური სტატუსის ხალხისთვის, ქვეყანას აქვს 18.139 სტანდარტული სატელეფონო ხაზი, რომლის 71.8 პროცენტი კაპიტალშია, ტელეფონის ბრათებიც უკვე ხელმისაწვდომია, „Lao Télécommunications“ მიზანია 2001 წლისთვი ჰქონოდა 4900 სატელეფონო ხაზი, რაც შეეხება ტელევიზიას, ტელევიზორი ფართოდ გამოიყენება იმ ადგილებში სადაც ელექტრო ენერგია მიეწოდება. რაც შეეხება პროცენტულად ტელევიზორის მომხარებლებს ასე გამოიყურება: დაახლოებით 72 % უყურებს ტელევიზორს ქალაქში, ხოლო სოფელში 22%, მოსახლეობის დიდი ნაწილი ცხოვრობს ქვეყნის დაბლობში, ტაილანდთან ახლოს, ამ გზით მათ აქვთ წვდომა ტაილანდურ ტელევიზიასთან, რომელიც აჩვენებს მრავალ არხს, ლაოსელებს შეუძლიათ უყურონ ტაილანდურ პოპულარულ ტვ - პროგრამებს, Shinawatra (ტაიური ტელეკომუნიკაციური კონგლომერატი) აქტიურად ეხმარებოდა ლაოსს ამ საკითხში, ისინი ამუშავებდნენ თავიანთ ტელეკომუნიკაციურ სისტემას მეზობელ ქვეყანაშიც. თუმცა ლაოსი არ შეუერთდა მსოფლიო ინტერნეტს, (სუფიქსი ლაო არ არსებობს ინტერნეტ სივრცეში, მაგალითად როგორც საქართველოში გამოიყენება GE მსგავსი აღნიშვნა ლაოსური ინტერნეტ სივრცეში არ არსებობს), ქვეყანას ბევრი ინტერნეტ მომხმარებელი არ ჰყავს, მაგრამ ზოგიერთი ლაოსელი, განსაკუთრებით კი ქალაქელები, მაინც იყენებენ ინტერნეტს, საზოგადოებრივ ინტერნეტ-სერვისში შესულია ვიენტიანის კიბერ მაღაზიების უამრავი შეთავაზება.
ვიენტიანი ღირსშესანიშნაობებით არ გამოირჩევა, აქ სანახავი ბევრი არაფერია, ტაძრები ძირითადად ტაილანდში არსებული ტაძრების ანალოგია, ხოლო ერთადერთი სტუპა არც ისე მიმზიდველია, თუმცა პარიზის ტრიუმფალური თაღის ასლის ნახვა აუცილებლად ღირს. 1960 წელს, თაღი ომებში დაღუპულთა პატივსაცემად აიგო. ზემოთ ასულს კი თვალწინ ვიენტიანის პანორამული ხედი გეშლება. გარდა ამისა, დედაქალაქიდან 25 კილომეტრის მოშორებით, ბუდა პარკი მდებარეობს - ზუსტად ისეთი, როგორიც ტაილანდში არსებობს. პარკი 1958 წელსაა აშენებული და ტაილანდისგან განსხვავებით, აქ ბევრად პატარა სკულპტურებია, პატარა ფართობის გამო ვიზიტორები კი ფეხებში გედებიან. ქვეყანაში არსებულ ღირსშესანიშნაობას მხოლოდ ტრანსპორტით თუ მოინახულებ: ვან ვიენგეში, რომელიც ძირითადად ახალგაზრდების გასართობი ადგილია , რამდენიმე ლამაზი გამოქვაბული, ადგილობრივი სასტუმროდან 2 კილომეტრში მდებაორებს, ნიშნულები მწირია, თუმცა, არსებობს.
განსაკუთრებით გამოირჩევა ურთეირთობა ჩინეთთან, რომლებიც ყველაზე მეტ ინვესტირებას ახდენს ლაოსის ეკონომიკაში, ჩინური ფულით აშენდა ქვეყნის საგზაო ინფრასტრუქტრუის უდიდესი ნაწილი, რითაც ორივე ქვეყანა არის დაინტერესებული, დაგეგმლია ჩინეთის ქალაქ კუნ-მინსა და ვიენტიენს შორის, მაღალ სიჩქარიანი სარკინოგზო მაგისტრალსი მშენებლობა, რაც ჩინეთს შეართებს სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიასთან.
საერთო ჯამში ქვეყანამ 2005 წელს 300 მლნ აშშ $ ინვესტიციის მოზიდვა მოახერხა, ხოლო 2011 წელს უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 1,5 მლრდ აშშ $-ს მიაღწია. ინვესტიციების 80 % ელექტროენერგიის წარმოებაში და სამთო მოპოვებით მრეწველობაშ იქნა ჩადებული.
ლაოსში მთავარი საერთაშორისო აეროპორტებია: ვატტაისა და ლუანგ პრაბანგის საერთაშორისო აეროპორტები. ნაციონალური ავიახაზებს ჰქვია „Lao Airlines“. ასევე ლაოსში ავიარეისები აქვთ: ბანგკოკს, ვიეტნამს, საერთაშორისო ავიახაზებსა და აღმოსავლეთ ჩინეთს.
ლაოსს არ გააჩნია კარგი ინფრასტრუქტურა. ლაოსში არ არის რკინიგზა, გარდა მოკლე ბმულისა, რომელიც აკავშირებს ვიენტიანს ტაილანდთან, ეს გზა გადის ეგრეთ წოდებულ „ტაილანდურ-ლაოსურ მეგობრულ ხიდზე“. ლაოსში ბევრი მცდელობა იყო სარკინიგზო გზის გასაყვანად, მაგრამ ეს მცდელობები წარუმატებელი იყო. დღეს-დღეისობით ძირითადი გზები აკავშირებს ურბანულ ცენტრებს, ხოლო სოფლებში მისასვლელი გზა არის ძალიან ცუდი, გზა შეიძლება მთელი წლის განმავლობაში გაუსვლელი იყოს.
ლაოსში არსებობს შეზღუდული შიდა და გარე ტელეკომუნიკაცია, მაგრამ მობილური ტელეფონები ძალიან არის გავრცელებული ურბანულ ცენტრებში. სოფლებს ელექტროენერგია რთულად მიეწოდებათ.ქვეყანაში საქალაქთაშორისო და ადგილობრივ საზოგადოებრივ ტრანსპორტად გამოიყენება პიკაპის ტიბის ამტომანქანები.
განათლება
მშობლები ზრდიან და გვერდში უდგანან მათ შვილებს, შვილები თავიანთი მხრივ მადლობის სახით სამაგიეროს უხდიან. ეს ქმნის ძლიერ ოჯახურ კავშირს. მიიჩნევა, რომ მშობლების სურვილი ყოველთვის გამართლებულია შვილების მიმართებაში. თუ ისინი მოუწოდებენ თავიანთ შვილებს ჩაერთონ სხვადასხვა აქტივობაში ან თუნდაც დაქორწინდნენ, ამას კეთილი სურვილით აკეთებენ. ბუდისტთა მთავარი ტრადიცია მამაკაცებისთვის არის მონასტერში შესვლა და ლოცვა. თუმცა იგივე არ შეუცლიათ მდედრობითი სქესის წარმომადგენლებს. მიუხედავად ამისა, მათთვის უმნიშვნელოვანესი როლი აქვს ოჯახის შექმნას და შთამომავლობის დატოვებას. ბუდისტი ბიჭები განათლებას ტაძრებში იღებდნენ, თუმცა დღეისათვის ისინი სკოლებში სწავლობენ.
ეზოთერული განათლება ბუდისტებისთვის ძალზედ ძვირფასია და უმაღლესი განათლების მიღების მნიშვნელობა ყოველდღიურად იზრდება. ბავშვები სინა-ლაოდან მიიჩნევიან როგორც საუკეთესო ბაზის მქონე მოსწავლეებად. მათ სპეციალური სკოლები აქვთ. ძირითადად უმაღლეს განათლებას უცხოეთში იღებენ. აღსანიშნავია, რომ აქ პირველი უნივერსიტეტი 1970 წელს დაარსდა თუმცა ის რევოლუციამ შეიწირა.
რელიგია
როგორც უკვე ავღნიშნეთ, ლაოსის მოსახლეობა 4.6 მილიონ ადამინას შეადგენს. მოსახლებოს 67% არის ტერევადა ბუდიზმის მიმდევარი. ასევე საკამოდ დიდი პროცენტული წილი აქვს ანამიზმის მიდევრებს - 30.9. ხოლო მოსახლეობის 1.5% კი არის ქრისტიანი, ასევე ქვეყანაში ცხოვორბენ მუსლიმები და ბაჰაის მომდევრები., მაგრამ მათი ერთიანი რაოდენობა 1%-ზე ნაკლებია. 0.6% კი არის კათოლიკე ქრისტიანი.
ლაოსში თითქმის ყველა ქალქსა და სოფელში არის ბუდისტური ტაძარი, რომლბეშიც მოღვაწოებენ საფრანა-მანტიაში გამოწყობილი ბერები. ასევე ლაოსელების უმრავლეოსაბას სწამს სულების. ლაოსელი ბუდისტების და ზოგი ტომური ჯგუფების უმრავლესობა ცხოვორბს ქვეყნის დაბლობებში. მთების ტომები (რომლებიც მოსახლეობის 15%-ს შეადგენე) ძირითადად არიან ანამიზმის მიმდევრები. ხოლო პატარა ნაწილი მოქცეულია ქრისტიანული მოძღვრების ქვეშ. ქვეყნის ელიტურე (მოსახლეობა, რომლებსაც განათლება მიღებული აქვთ ფრანგულად) მოსახლეობა არის ასევე ქრისტიანი. ასევე ქვეყანაში გავრცელებული არის პროსელტალიზმი (როდესაც ადამიანს აიძულებ შეიცვალოს აზრი. ამ შემთხვევაში რეიგია). რაც უნდა გასაკვირი იყოს პროსელტალიზმს მთავრობაც ხელს უწყობს. ქვეყანაში არიან მუსლიმებიც, ისინი ძირითადად ჩამოსახლებულები არიან არაბეთიდან და სამხრეთ აზიიდან.
ბარის და ცენტრალური ნაწილი მოსხლებოს აბსოლუტური უმრავლესობა არის ტერევადა ბუდიზმის მიმდევარი. მაგრამ მათ ასევე სწამთ სულების და გარდაცვალების შემდეგ სიცოცხლის. ცენტრალურ და მთიან რეგიონში დასახლებული ეთნიკური ჯფუგების ურავლესაბა არის ანამიზმის მიმდევარი.
ტერევადა ბუდიზმი არის ბარიში დასახლებული ეთნიკური ჯგუფების უმრაველოსბის რწმენა. მათი რაოდენობა მთლიანი მოსახლეობის 40-50%-ს შეადგენს. ხოლო დანარჩენი მოსახლებოა მიეკუთვნება 48 ეთნიკურ უმცირესობებს. ამ ეთნიკური უმცირესობების უმრავლესობა არის ანიმიზმისა და წინაპრების თაყვანისცემის (ancestor worship) მიმდევარი. ანენიზმური მოძღვრება არის პრედომინანტი სინო-ტაის (Sino-Thai) ჯგუფში, ისევე როგორც ტაი დემსა (Tai Dam) და ტაი დეანგში (Thai Deang), ასევე მონ-ქმერისა (Mon-Khomer) და ტიბეტურ-ბირმულ (Tibeto-Burman) ჯგუფებში. ასევე ქვეყნაში ცხოვრობენ რომაული კათოლიციზმისა და პროტესტანტიზმის მიმდევრები, რომლებიც შეადგენენ მოსახლეობის 2%-ს. ასევე ქვეყანაში არის უამრავი რელიგიური უმცირესობების მიმდევრები, მაგალითად: ბაჰაის რწმენა (Bahai Faith), ისლამი, მაჰაიანა მუდიზმი, კონფუციონიზმი. ასევე მოსახლეობის ძალიან მცირე ნაწილი არის ისეთი, რომელიც არ აღიარებს არც ერთ რეალიგიას, ანუ არიან ათეისტები.
ქვეყანაში სხავადასხვა რელიგიის მიმდევრები ცხოვორბენ მშვიდობიანად და მეგობრულად. ქვეყნის საზიგადოება წარმოადგენს ჰარმონიული ცხოვრების საწინადრს. ბუდიზმი, რომელიც არის დომინანტი რეალიგია, მიუხედავად ამისა, ის საკმაოდ ტოლერანტულია სხვადასხვა რელიგიების მიმართ.
ბუდიზმი და ყველა სხვა რელიგია ზედამხედველობის ქვეშ ჰყავს აყვანილი რელიგიურ საქმეთა დეპარტამენტს. ზოგადად კომუნიზმი ტრადიციულად შეუთავესბელია რელიგიასთან, რადგან ცომუნისტური მმაერთველობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ელემენტი ათეიზმია. მაგრამ მიუხედავად ამისა ლაოსის კომუნისტური პარტია ასე თუ ისე ტოლერანტულია ბუდიზმის მიმართ, მაგრამ ცოტათი ხელს უშლის ანიმისტურ რიტუალებს.
ლაოსის კონსტიტუცია უზრუნველყობს რელიგიის თავისუფლებას. მიუხედავად ამისა სხვა კანონები, ასევე პოლიცია ხშირად არღვევს იმ წესებს, რომლის საშუალებითც იცავს კონსტიტუცია რელიგიას. ქვეყნის მთავრობას ინტერპრეტირებული აქვს ის პუნქტი, რომელიც ამართლებს შეზღუდვებს რელიგიურ მოძღვრებებზე. ეს პუნქტები ეხება ყველა რელიგიას, რომელსაც ერთი მიმდევარი მიანც ჰყავს ქვეყანაში. კონსტიტუცია ასევე კონსტიტუცია იცავს ბუდისტ ბერებს, რომლებასაც ხშირად ავიწროვებს პოლიცია და სხვა არასამთავრობო ორგანიზაციები.
ლაოსის მთავრობა ქვეყნის ოფიციალურ რელიგიებად ასახელებს ოთხ რელიგიას: ბუდიზმი, ქრისტიანობა, ისლამი და ბაჰაის რწმენა. ქრისტიანულ რელიგიაში იგულისხმება კათოლიკური ეკლესაიც ასევე THE LEC და SEVENTH-DAY ADVENTIST CHURCH. ქვეყნის მთავრობის სურვილია რელიგიური მიმდინარეობების კონსოლიდაცია, მისი უფრო მარტივი კონტროლისთვის. 2004 წლიდან ქვეყნის მოსახლეობის პროტესტანტული ნაწილი გახდა THE LEC და SEVENTH-DAY ADVENTIST CHURCH-ის ნაწილი. შემდეგ კი მთავრობა დაამტკიცა პუნქტი რომლის მიხედვითაც არცერთი (ზემოთ აღნიშნულის გარდა) ქრისტიანული რელიგია აღარ იქნებოდა ლაოსში დარეგისტრირებული როგორც ოფიციალური რელიგია.
ახლა ცოტა ვრცლად ვისაუბროთ ქრისტიანულ რელიგიაზე ლაოსში. ზოგადად, როგორც უკვე ავღნიშნეთ ლაოსში მოსახლეობის 1.5 % არის ქრისტიანი. ხოლო 0.6% კი უშუალოდ კათოლიკე.
კათოლიკური ეკლესიის აღრიცხვით, მათი მრევლი დაახლოებით 45,000 ადამიანს მოიცავს. მათი უმრავლესობა არის ეთნიკური ვიეტნამელი. მათი უმრავლესობა ცხვორობს, ქვეყნის ცენტრალურ და სამხრეთ ნაწილში, მდინარე მეკონგის სიახლოვეს. კათოლიური ეკლესია მოქმედებს ხუთ ყველაზე დასახლებულ ცენტრალურ და სამხრეთ პროვინციებში, კათოლიკეებს როგორც წესი ნება აქვთ დართული თაყვანი სცენ თავიანთ რელიგიას ღიად. ლაოსურ კათოლიკურ ეკლესიას ჰყავს ოთხი ეპისკოპოსი, ორი მათგანი მოღვაწოებს დედაქალაქ ვიენტიანში, ხოლო დანარჩნები კი თახეკ სითიში, რომლელიც მდებარეობს ხამოუმანის პროვინციაში და პაკსე სითიში, ჩამპასეკის პროვინციაში. ერთი ეპისკოპოსი მოღვაწოებს ვიენტიანის ეპარქიაში და პასუხისმგებელი არის ქალაქის ცენტრალურ ნაწილის. ხოლო მეორე ეპოსკოპოსი კი არის ვიენტიანის რეზიდენტი და არის ასევე ლუანგ პრაბანგის ეპისკოპოსი. კათოლიკური ეკლესიის ქონება ლუანგ პრაბანგში, ჩამორთმეული იქნა, მას შემდეგ რაცა ახალი მთავრობა მოვიდა სათავეში 1975 წელს.
უკანასკნელი ათწლეულის განმავლობაში კათოლიკეთა რიცხვი ლაოსში ძალიან სწრაფად გაიზარდა. LEC-ის ინფორმაციით დრესდღეობით კათოლიკეთა რიცხვი 100,000 აღემატება. პროტესტანტების უმრავლესობა ერთიანდება ეთნიკური მონ-ხომერის ჯგუფში. როგორც კათოლიკეთა მიმდევარი, ასევე პროტესტანტების მიმდევარებიც ძალიან სწრაფად გაზიარდნენ.
არქიტექტურა
ლაოსი არის სამხრეთ აზიის ერთ-ერთი ყველაზე ნაკლებად ურბანიზებული ქვეყანა. ლაოსის დედაქალაქ ვიენტიანში ცხოვრობს 500 000 ადამიანი, უმეტესი მათგანი სოფლის ტიპის დასახლებაში. ასევე მნიშვნელოვანი ქალაქებია სავანაქეტი და პაქსანი, ხოლო ლუანგპრაბანგი არის ყველაზე მნიშვნელოვანი ისტორიული ქალაქი.
ამ ქალაქების არქიტექტურა წარმოადგენს სხვადასხვა სტილის არქიტექტურის ნაზავს, რომელშიც გაერთიანებულია ფრანგული კოლონიალური სტილი, ბუდისტური არქიტექტურა, ტრადიციული ლაოსური, 1950-1960-იან წლებში აშენებული ამერიკული სტილის და თანამედროვე, ტაილანდური სტილის სახლები. ყველა ეს ქალაქი აშენებულია მდინარეების გაყოლებაზე, რომელთა სანაპიროები მათთვის წარმოადგენს მთავარ რეკრეაციულ ზონებს.
ლაოსელი ხალხის უმრავლესობა ცხოვრობს სოფლებში, რომლებიც გარშემორტყმულია ტაძრევით. ლაოსელები, ტაილანდელები და კიდევ სხვა ჯფუფები, როგორიცაა ხუმუ, ცხოვრობენ სახლებში რომელიც გამოძერწილია მიწისგან. ხუმუ სოფლებში, ტაძრების ნაცვლად, შეიძლება შეგვხვდეს საზოგადოებრივი სახლები შეხვედრებისთვის, ძირითადად მხოლოდ კაცებისთვის. ჰმონგ იუ მიენი და კიდევ სხვა ჩრდილოეთის ჯფუფები აშენებენ დიდ ძლეირ სახლებს მიწაზე. სამხრეთით ტა ოის შორის, ისევ სოფლებია. ტაძრები ლაოსური სოფლების უმრავლესობაში შეიცავს მთავარ ცენტრს სოციალური რეკრეაციული აქტივობებისთვის და ძირითადად დაკავშირებული არის რელიგიურ დღესასწაულებთან
იხ. ვიდეო - POSTV მოგზაურები საქართველოდან ლაოსი, ნაწილი 9
Комментариев нет:
Отправить комментарий