воскресенье, 10 ноября 2019 г.

ვედები

                                         ვედები

                                                                            Aum.svg
(სანსკრ. वेद „ცოდნა“) — უძველესი ინდური სიბრძნისმეტყველების წიგნები, რელიგიურ-ლიტერატურული ძეგლები, მორალისა და სამართლის კოდექსები, ფილოსოფიური, მხატვრული, მითოლოგიური შინაარსების შემცველნი, რომელთა შექმნის საიდუმლო ძვ. წ. მეორე ათასწლეულის მიღმა იკარგება.
                                                                
        რიგვედა, დავანარგარზე შესრულებული მანუსკრიპტი, ადრეული მეცხრამეტე საუკუნეში.

სულ ოთხი მთავარი წიგნია (ჩაწერა უფრო მოგვიანებით მოხდა, ძვ. წ. 1500-1000 წლებში): 3 წოდების ცოდნა: რიგვედა (ანუ ჰიმნების ვედა), იაჯურვედა (ეს არის მსხვერპლის შეწირვასთან დაკავშირებული ვედა), სამავედაათარვავედა (მოგვთა ვედას) მათ მიეკუთვნება და მათგან გამომდინარეობს ბრაჰმანა (ე. ი. ვედების კომენტარები), სუტრა, ეროვნული ეპოსების — მაჰაბჰარატას და რამაიანას ძირები და სხვა, შემდეგ მოდის გვიანი ვედის ლიტერატურა (დაახ. ძვ. წ. 500 წელი). ათარვავედა შეიცავდა ცეცხლის ქურუმთა მაგიურ ფორმულებსავსულთა განმარიდებელ შელოცვებს, სამავედა — სამსხვერპლო გალობას და მისთ.
იხ. ვიდეო

ვედები დაედო საფუძვლად ვედური რელიგიის შექმნას. ვედური ღმერთებიდან ცნობილია: ცის ღმერთი დიაუსი, ცეცხლის ღმერთი აგნი, წვიმის და მეხისა — ინდრა, მზის ღმერთი — სურია (ინდრას ორეულია რუდრა). ვედები ცნობენ ბოროტ დემონებს. მთავარი დემონი იყო წყლის გამტაცებელი ვრიტრაგვალვის განსახიერება. დედამიწას აქაც ქალღმერთი ჰყავს — პრითხივი, განთიადს — უშასი (ინდოელთა ეოსი), ღმერთების დედა იყო ადითი. ვედური რელიგიის კულტი ითხოვდა მსხვერპლთშეწირვას, მაგიური ადათ-წესების დაცვას. მისი შემდგომი განვითარების შედეგად შეიქმნა ბრაჰმანიზმი, რაც უკვე ცნობს უზენაეს ღმერთს — ბრაჰმას და წმინდა სამებას, ტრიმურტსბრაჰმა-ვიშნუ-შივა. ხელოვნების ძეგლებში სამთავიანი ელდის მომგვრელი ღვთაებაა.
ვედების კრებული ხალხთა ერთ-ერთი მთავარი რელიგიის თავისებური „კოდექსია“, „ინდუიზმის ბიბლია“. ქრისტიანობა თავიდანვე მტრულად შეხვდა, სხვა ინდურ რელიგიებთან ერთად, წარმართულ მწვალებლობად გამოაცხადა., „უაზრო სიგიჟე“ და „ღვთის გარეგანი“ უწოდა. ვედიზმი — ხალხური რელიგია (მთავარი ღმერთი — ინდრა). სამსხვერპლო კულტი, მითური სიმბოლიკა, მისნობა — მთავარი მოტივები.
სანსკრიტულად სიტყვა ვედა ნიშნავს ,, ცოდნას'' ,,სიბრძნეს'' და მომდინარეობს ძირი ვიდ ,,ცოდნა'' ვედები მიჩნეულია ყველა უძველესი წმინდა დამწერლობა მსოფლიოში. თანახმად თანამედროვე ინდოოლოგების მეცნიერების შეხდულებით, ვედებს ადგენდნენ ათასი წელი პერიოდით. ის დაიწყო რიდგერდით XVI ს ჩვ. წ. აღ. და მიაღწია თავის აპოგეას შექმნა რელიგიური შაქხა ჩრდ. ინდოეთში დასრულდა ბუდას და პინინით ს ჩვ. წ. აღ. უმრავლესობა მეციერები ფიქრობენ, რომ როცა ვედებს წერდნენ მრავალი საუკუნეების მანძილზე არსებობდა ზეპირი ტრადიცია მათი გადაცემის.
ხანგრძლივი გადაცემები ნაწერებს იყენებდნენ პალმის ფურცლებს. ჩვენამდე მოღწეული მანუსკრიპტები არ აჭარბებს რამდენიმე ასეულ წელს. უძველესი მანუსკრიპტია ,,რიგვედი'' და თარიღდება XI ს. იხ ვიდეო

მოწამე ქრისტეფორე

                                            მოწამე ქრისტეფორე
                              
                                                                     მოწამე ქრსტეფორეს ხატი
(გ. 250) – მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდანი, მისი ხსენების დღე არის ძველი სტილით 9 მაისი, ახალი სტილით - 22 მაისი.წმინდა მოწამე ქრისტეფორე აღესრულა იმპერატორ დეციუსის (249-251) დროს. იგი მაღალი, არაჩვეულებრივი ძაღლის კაცი იყო, სახე კი მხეცისმაგვარი ჰქონდა. გადმოცემით, წმინდანი თავიდან საოცრად ლამაზი იყო, მაგრამ არ სურდა თავისი გარეგნობით სხვები ეცდუნებინა და უფალს შეევედრა, მისთვის სახე დაემახინჯებინა. ერთხელ იმპერატორმა ბრძანა, მისთვის მოეგვარათ ქრისტიანთა ქომაგი რეპრევი (ასე ერქვა წმინდანს ნათლობამდე). იგი უსიტყვოდ დამორჩილდა ბრძანების შესასრულებლად გამოგზავნილ 200 მხედარს. გზად სასწაულები აღესრულა: წმიდანის ხელში გამხმარი ხელჯოხი აყვავდა, მისი ლოცვით პური გამრავლდა. სასწაულების ხილვით გაოგნებულმა რეპრევის მხლებელმა მეომრებმა ირწმუნეს ქრისტე და წმინდანთან ერთად მოინათლნენ ანტიოქიის ეპისკოპოსის ბაბილას მიერ.
                                              
                                                კინოკეფალი ,,ნიუბერგის ქრონიკიდან''
იმპერატორმა გადაწყვიტა, ცბიერებით მოედრიკა წმინდანი. მან ორი მეძავი - კალინიკია და აკვილინა მიუჩინა წმინდა ქრისტეფორეს და უბრძანა, კვლავ წარმართობისკენ მოექციათ წმინდანი, მაგრამ მან ქალები თავად გადმოდრიკა ქრისტეს სჯულზე. დეციუსმა წამებით მოაკვდინა ქალებიც და 200 მხედარიც. შემდეგ ბრძანა, გახურებულ ღუმელში ჩაეგდოთ წმინდა ქრისტეფორე, მაგრამ მოწამე ღვთისგან უვნებლად იქნა დაცული. ხანგრძლივი წამების შემდეგ წმინდა ქრისტეფორეს თავი მოჰკვეთეს. თავისი სასწაულებით წმინდა ქრისტეფორემ 50000 წარმართი მოაქცია. მოგვიანებით წმინდანის ნეშტი გადაასვენეს ტოლედოში, შემდგომ საფრანგეთში, სენდენის სააბატოში. ერთ ერთის ლეგენდის მიხედვით ქრისტოფერი იყო რომალი დიდი ზომის, თავდაპირველად სახელი მისი იყო რეპრევი. მან მიიღო ქრიტიანობა და შეუდგა ისეოსთან მსახურობა. სხვა ლეგენდის მიხედვით მისი სახელი იყო ოფფერო და ის დაიბადა ქანაანში. 
                                                       
                                                    
                                                               
                                                 კოლხური თეთრი ხარისთავიანი ადამინები

 (ბერძ. κῠνοκέφᾰλοι) — ძაღლისმგლის ან ტურის თავიანი ადამიანები, ფენომენი, რომელიც არსებობს მრავალ კონტექსტსა და ფორმაში. ძაღლისთავიან ადამიანებზე წერდნენ ჰესიოდეჰეროდოტემეგასთენეპლინიუსიქტესიასი და სხვები. მათი მტკიცებულებით, ისინი ცხოვრობდნენ ინდოეთსა და ლიბანში. მათი სიტყვებით: „თუმცაღა ჰქონდათ ძაღლის თავები, მაგრამ დანარჩენი სხეული ადამიანის ჰქონდათ“. ისინი სხვა ადამიანების მსგავსად აზროვნებდნენ, ჰქონდათ სამუშაო იარაღები, ატარებდნენ ტანსაცმელს და აქედან გამომდინარე, თეოლოგებმა ჩათვალეს, რომ მათაც გააჩნდათ სული. შუა საუკუნეებში მათზე იწერებოდნენ ნეტარი ავგუსტინემარკო პოლოპლანო კარპინიპორდენონე და სხვა მკვლევარები. დროთა განმავლობაში მათ გადაინაცვლეს ამერიკასა და ინდონეზიაში. მათ შესახებ ბოლო ცნობები მოიპოვება XVIII საუკუნეში.
იხ. ვიდეო
ცნობილი ძაღლთავიანი პერსონები
ანუბისი - უძველესი ეგვიპტური ზოომორფული ღმერთი.
პოლკანი -  პერსონაჟი ანდრეა და ბარბერინო .
არალეზი - სამხური მითოლოგიის სული წარმოადგენს ფრთიან არსებას რ-იც ციდან
იხ. ვიდეო


 მოფრინდება იხ. სურათზე.
წმინდა არქაი და არგუნი - კოპტური ეკლესიის წმინდა მერკური
 მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდანი, ხსენების დღე არის ძველი სტილით 24 ნოემბერი, ახალი სტილით - 7 დეკემბერი დიდმოწამე მერკური წარმოშობით სკვითი იყო და მხედრად მსახურობდა რომაელთა ლაშქარში. უსჯულო იმპერატორმა დეციუსმა (249-251) გამოსცა კანონი, რომელიც რომის მოქალაქეებისგან წარმართული ღვთაებების თაყვანისცემას მოითხოვდა, ქრისტიანებს კი სასიკვდილო სასჯელით ემუქრებოდა. ამ დროს იმპერიას ბარბაროსები დაესხნენ თავს და დეკიუსმა ლაშქრი შეკრიბა მათთან საბრძოლველად. ერთ-ერთი ბრძოლის დროს წმინდა მერკურის უფლის ანგელოზი გამოეცხადა, მახვილი გაუწოდა და უთხრა: „ნუ გეშინია, მხნედ შეებრძოლე მტერს და როცა გაიმარჯვებ, არ დაივიწყო უფალი ღმერთი შენი“. წმინდა მეომარმა ამ მახვილით გაბედულად გაიკაფა გზა მოწინააღმდეგის ურდოებს შორის, ბარბაროსთა მეფეც მოკლა და რომაელებს გამარჯვება მოუტანა. მადლიერმა იმპერატორმა სიმამაცისთვის წმინდა მერკური უხვად დააჯილდოვა და მხედართუფროსად დანიშნა.
წმინდა მხედარს კვლავ გამოეცხადა უფლის ანგელოზი, შეახსენა, ვისგან ებოძა გამარჯვება და ღვთის სამსახურისკენ მოუწოდა. მაშინ წმინდა მერკურის მოაგონდა, რომ მამამისი, გორდიანე, ქრისტიანულ სარწმუნოებას აღიარებდა და თავადაც მოინათლა. მან უარი განაცხადა საზეიმო წარმართულ მსხვერპლშეწირვაში მონაწილეობაზე, რისთვისაც მრისხანე იმპერატორმა თავისთან მოიხმო. მერკურიმ დაუფარავად აღიარა, რომ ქრისტიანი იყო, უღმრთო თვითმპყრობელს ფეხებთან მიუგდო მეომრის სარტყელი და მანტია და მიწიერ პატივზე უარი განაცხადა. საპყრობილეში წმინდანს კვლავ გამოეცხადა ანგელოზი, განამტკიცა და მოუწოდა, ყოველგვარი სატანჯველი გაბედულად დაეთმინა ქრისტესთვის.
ნეტარი მარტვილი ცეცხლის ზემოთ გაჭიმეს, დანებით დასერეს და წკნელებით დაუნდობლად სცემეს. რამდენჯერაც ასე სასტიკად ნაწამები წმიდანი საპყრობილეში ჩააგდეს, იმდენჯერ სასწაულებრივი კურნება მიემადლა უფლისგან, რაც ქრისტეს სარწმუნოების უძლეველობას უმტკიცებდა უსჯულოებს. სიკვდილმისჯილ მერკურის თავად უფალი გამოეცხადა და აღუთქვა, რომ მალე დაიხსნიდა სატანჯველთაგან. დიდმოწამეს კაბადოკიის კესარიაში მოჰკვეთეს თავი. მისი პატიოსანი ცხედარი მირონისა და საკმევლის სურნელს აფრქვევდა და მრავალ სნეულს კურნავდა.
ნეტარმა მერკურიმ სიკვდილის შემდეგაც აღასრულა მხედრული სამსახური მიწიერი ეკლესიის სასიკეთოდ: მღვდელმთავარი ბასილი დიდი (ხს. 14 იანვარს) მხურვალედ ლოცულობდა ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის წინ და უსჯულო იმპერატორის, იულიანე განდგომილისგან (361-363) მართლმორწმუნეთა დახსნას ითხოვდა. ზეციურმა დედოფალმა შეისმინა მისი ვედრება და მედღესასწაულე ეკლესიიდან წმიდა მხედარი მერკური გამოგზავნა მებრძოლი ეკლესიის დასაცავად: ხატზე ყოვლადწმინდა მარიამის გვერდით აღბეჭდილი დიდმოწამის გამოსახულება გაქრა, შემდეგ კი კვლავ გამოჩნდა გასისხლიანებული მახვილით ხელში. სწორედ ამ დროს სპარსელებთან ომში იულიანე განდგომილი სასიკვდილოდ დაჭრა უცნობმა მეომარმა, რომელიც იმავ წამს გაუჩინარდა. სულთმობრძავი ღვთისმგმობელის უკანასკნელი სიტყვები იყო: „შენ გაიმარჯვე, გალილეველო!“
                                                                     ჰიპერტრიქოზი
                                                         Fedor Jeftichew portrait.jpg
ლათ.  hypertrichosis  - ერძნ . ὑπερ- — ზედმეტად + θρίξрод. п. τριχός — თმა + -osis; სინ. . თმიანი. - ავადმყოფობა გამოიხატება თმების მაღალი გაზდაში სხეულზე რ-იც არ არის დაკავშირებული კანის ფერსა თუ სქესზე. უპირატესად მამაკაცებშია. ვიანიდან X-ქრომოსომა ინერტულია ანუ არ ატარებს გენებს, რ-იც გადადის შთამომავლობაში.ბიჭებში ჩნდება როცა 1 X-ქრომოსომის ხაზზე როცა გოგონებს შეუძლიათ შეცვალონ დაზიანებული ქრომოსომის გენი 2-ე  X ქრმოსომით. იხ. ვიდეო








რადიოქტიური დაბინძურება

             რადიოქტიური დაბინძურება
                            
                                                                 აღმოსავლეთ-ურალის სახელწიფო ნაკრძალი
დაბინძურება გარემოსი და და იქ მყოფი ობიექტების და ნივთიერებების. მიზეზი დაბინძურების წარმოიქნება: სხვადა სხვა მიზეზით პირველ რიგში კი ავარიების შედეგად თუ მოხდა ატომური ელ. სადგურის აფეთქება სადაც სადაც ჯაჭვური ბირთვული რეცია მიმდინარეობს ისე როგორც ფუკუსიმას და ჩერნობილის კატასტროფების შედეგად ჰაერში იაფანტება რადიაქტიური ღრუბელი რ-იც რადიქტიური იზოტოპებიოსგან შედგებან
იხ. ვიდეო
რადიაქტიური გამოსხივება მაინიზებელი გამოსხივება იხ. ლიკზე.  ასევე იზოტოპები იხ. ლიკზე   ძირითადი კომპონენტები რადიოქტიური დაბინძურების 
იოდი-131 - წარმოადგენს ბეტა და გამა-რადიოაქტიურს, ნახევარდაშლის პერიოდი - დაახლ. 8 დღ.ღ. ბეტა დაშლის გამო იწვევს მუაცია ურედების და სიკვდილს ურედების, რ-იც აც ისინი აღწევენ, ასევე - გარემოს ქსოვილებში რამდენიმე სიღრმის მილიმეტრში. კონცეტრირდება ძირითადად ფარისებულ ჯირკვალზე.
სტრონციუმ-90 - ნახევარდასლის პერიოდი - დაახლ. 28,8წ. გარემოში ის ხვდება ძირითადად  90Sr უმრვლეს შემთხვევაში აეს-ის ბირთვული აფეთქების შედეგად. უკიდურესად საშიშია ხვდება ძირითადად ძვლის ქსოვილებში (ძვლებში)
ცეზიუმ- 137 - ნახევარდაშლის პერიოდი - 30 წ ერტერთი მთავარი კომპონენტი რადიოქტიური დაბინძურების ბიოსფეროს. გატყორცნა 137Cs გარემოში ხდება ძირითადად ავარიების შედეგად ატმომურ სადგურებზე და გამცდისას ბირთვული იარაღის.
კობალტ-60 - ნახევარ დაშლის პერიოდი 5,3 წ.
ამერციუმი - 241 - ნახევარდაშლის პერიოდი ტოლია 433წ.
ჩერნობილის ავარიის შედეგად გამოტყორცნილი რადიოქტიური იზოტოპები დაახლ შედაგენს შემდეგს:
იოდი-131 - 1,8⋅1018 ბკ
ცეზიუმ - 137 - 8,5⋅1016 ბკ.
სტრონციუმ-90 - 1⋅1016 ბკ.
საერთო აქტიურობა ნავთიერებების, გატყორცნილი გარემოში, შედგენს სახდასხვა შეფასებით 
14⋅1018 ბკ.
ხოლო ფუკუსიმაზე ავარიის შედეგად იაპონელი ბირთვული უსაფრთხოების  კომიის მონაცემებით
(NSC) შეადგენს
იოდი - 131 - 1,5⋅1017 ბკ
ცეზიუმ - 137 - 1,5⋅1017 ბკ.
იხ. ვიდეო


суббота, 9 ноября 2019 г.

ავსტრო-პრუსო-იტალიური ომი

          ავსტრო-პრუსო-იტალიური ომი

                                                                                                          
                                   ,,სადოვის ბრძოლა'' გეორგ ბლასტერი. ზეთის ტილო, 1869წ    
                                                                 მოწინაამღდეგეები
გერმანული კავშირი, ავსტრიის იმპერია, გერმანიის სამეფო, საქსონიის სამეფო, ვიურტბერგის სამეფო, ჰესენის  დიდი საჰერცოგო, ბადენის საჰერცოგო, ნესაის საჰეროგო, როისის სამთავრო, საქსეს-მეინინგენის საჰერცოგო, შამბურ ლიპეს სამთავრო, ბრაუნშვეიგის საჰერცოგო, თავისუფალი ქალაქო ფრანკფურტი. - მოწინაამღდეგე მხარე პურსიის სამეფო, იტალიის სამეფო, მელენგბურგ-შტრელის საჰერციგო, ოლდერბურნგის საჰეცორგო, საქსენ-კობურგგ-ჰოტას საჰერცოგო, საქსენ-ალტენბურგის საჰერცოგო, ლიპე-დელმოლდის სამეფო, შვავბურგ-ზონდედსაუზენის სამეფო, ველდეკ-პირმონტის სამეფო, თავისუფალი ქალაქი ბრემენი, თავისუფალი ქალაქი ლიუბეკი.
                                                  1866 წლის ავსტრო-პრუსო-იტალიური ომი, გერმანიის ისტორიაში აგრეთვე ცნობილია სახელებით გერმანიის ომი, გაერთიანების ომი და შვიდკვირიანი ომი, იტალიაში ცნობილია, როგორც მესამე ომი იტალიის დამოუკიდებლობისთვის — პრუსიისა და იტალიის სამხედრო კონფლიქტი ავსტრიულ მონარქიასთან გერმანიაში ჰეგემონიისა და ვენეციის ოლქის კონტროლისათვის. ამ ომმა განსაზღვრა გერმანიის გაერთიანების მცირეგერმანული გზა და დაასრულა ომი იტალიის დამოუკიდებლობისათვის.
ომში თავდაპირველად მონაწილეობას იღებდა ორი კოალიცია, რომლებსაც ხელმძღვანელობდა გერმანიის ორი დიდი სახელმწიფო — ავსტრია და პრუსია შესაბამისად. ავსტრიის მხარეს გამოდიოდნენ ბავარიასაქსონიაბადენის დიდი საჰერცოგოვიურტემბერგი და ჰანოვერი, ხოლო პრუსიის მხარეს — იტალია. გარდა ამისა, თითოეულმა მოწინააღმდეგემ შეძლო თავის მხარეს რამდენიმე ნაკლებადმნიშვნელოვანი გერმანული სახელმწიფოს გადაბირება. ამ ომში უშუალოდ მონაწილეობდა სულ 29 სახელმწიფო, მათგან 13 ავსტრიის მხარეს, ხოლო 16 — პრუსიის მხარეს.
იხ. ვიდეო

სადოვის ბრძოლა — გადამწყვეტი ბრძოლა ავსტრია-საქსონიის ჩრდილოეთ არმიასა (სარდალი ლიუდვიგ ბენედეკი) და პრუსიის ჯარებს (სარდალი ვილჰელმ I) შორის. გაიმართა 1866 წლის 3 ივლისს ჩეხეთის ქალაქ სადოვის რაიონში ავსტრია-პრუსიის ომის დროს.
ავსტრიის არმიას, რომელიც სადოვასთან იცავდა თავს, პრუსიელებმა დასავლეთიდან და ჩრდილოეთიდან შეუტიეს. 3 ივლისს, დილით, პრინც ფრიდრიხ კარლის პრუსიის პირველმა არმიამ ავსტრიელთა ცენტრს შეუტია, შუადღისას პრუსიის მეორე არმიამ ჩრდილოეთიდან ავსტრიელთა ფლანგსა და ზურგს დაარტყა, რამაც ბრძოლის ბედი გადაწყვიტა.
ამ დამარცხებამ ავსტრიელები აიძულა დაედოთ პრაღის ზავი. სადოვასთან გამარჯვებაში დიდი როლი ითამაშა პრუსიელთა სტრატეგიის უპირატესობამ.
შედეგი პურსიისა და მისი მოკავშირეების  გამარჯვება ნიკოლბურგის ზავი, პრაღის ზავი (1866), ვენის საზავო სემშეკრულება (1866)
იხ.ვიდეო

воскресенье, 3 ноября 2019 г.

                                                        პენიცინილი
                          Penicillia on Petri dish.jpg
დამახასიათებელი მწვანე კოლონიები პენიცილინის პეტრის ფინჯანზე : ნათელი მატყლისებური კოლონია იხ. ლინკებზე -  Penicillium commune,, მუქი ბარხატისებული - 
Penicillium chrysogenum
 (ლათ. Penicillium) — უსრული სოკოების გვარი. მოიცავს 250-მდე სახეობას, რომელთაგანაც ზოგიერთს ჩანთიანი სტადია ახასიათებს და ამის გამო პლექტას კალესნაირთა რიგს ეკუთვნის. ერთ-ერთი ფართოდ გავცელებული მსოფლიოში გავცელებული სოკოა რ-იც სხვადასხვა ნიადაგში არსებობს, მცენარეებზე, ჰაერში, შენებებში, საჭმლის პრიდუქტებში, ზღვაში. მიცელიუმზე ვითარდება ფუნჯისებრ დატოტვილი კონიდიათმტარები, რომელზედაც წარმოიქმნება უფერული კონიდიუმების ძეწკვი. პენიცილიუმის სახეობები საპროფიტებია, გავრცელებულია ყველგან, განსაკუთრებით დიდი რაოდენობითაა ნიადაგში. ვითარდებიან მცენარეული და ცხოველური წარმოშობის პროდუქტებზე და აფუჭებენ მათ. ასეთია., მაგ., ციტრუსების ნაყოფის მწვანე ობი და სხვა. პენიცილიუმის ზოგიერთი სახეობა (ლათ. Penicillium chrysogenum და ლათ. Penicillium notatumპენიცილინის მისაღებად გამოიყენება, ზოგი (ლათ. Penicillium camemberti და ლათ. Penicillium roqueforti) — მეტყეობაში.
მას ასევე მიეკუთვნება ანტიბიოტიკი პენიცილინი - მათ შორის P. chrysogenum, წარმოადგენს ერთერთი გავცელებული სახეობას სოკოს მსოფლიოში. სხვა უკიდურესად გავცელებული სახეობა არის -   P. citrinum
იხ. ვიდეო
 (Penicillin; აბრევიატურა PCN) — ბეტა-ლაქტამური ანტიბიოტიკების ჯგუფი, რომლებსაც გრამ-პოზიტიური ორგანიზმების — ბაქტერიული ინფექციების სამკურნალოდ იყენებენ. პენიცილინი ბაქტერიოციდული ეფექტით გამოირჩევა კერძოდ ის წარმოაგდენს პეპტიდოკლიკენის სინთეზს, არის ძირითადი კომპონენტი უჯრედის კედელი ბაქტერიის ახშობს ბაქტერიას.  სახელს „პენიცილინი“ ასევე იყენებენ პენიცილინის ჯგუფის სპეციფიკური წევრის მიმართ, რომლის მოლეკულური ფორმულაა R-C9H11N2O4S, სადაც R ცვლადი გვერდითი ჯაჭვია. იხმარება უმთავრესად ჩირქოვან-სეფსისურ პროცესებთან დაკავშირებულ დაავადებათა წინააღმდეგ; აღმოაჩინა ინგლისელმა მიკრობიოლოგმა ელიგზანდერ ფლემინგმა 1929 წ. 
საკვები პრიდუქტების გაფუჭება ჩვეულბრივად გამოხატულია როგორც დამზადებული კერძებში ასევე გამომცხავარ პროდუქტებზე მაგ., პურზე ყველზე ასევე ვაშლზე,მსხალზე, ციტრუსებზე და სხვა. ორგანიზმში მოხვედრისას სპორების იწვევს ინტოქსიკაციას ასევე წარმოდგენილია კედელებზე და ბეტონზეც კი ამიტომ ყურადღებთ უნდ მოეკიდოთ. 
იხ. ვიდეო




суббота, 2 ноября 2019 г.

ოსმალეთის იმპერია

                   ოსმალეთის იმპერია

                                           
თანამედროვე თურქეთის მემკვიდრე  სუნიტურ-ისლამური სახელმწიფო, დაარსდა ოღუზი თურქების მიერ ოსმან I-ის მეთაურობით ჩრდილო-დასავლეთ ანატოლიაში 1299 წელს. აბსოლიტური მონარქია 1876წ-მდე 1878 - 1908 წწ მართველობა.   ო ს მ ა ლ ე ბ ი — ოსმალეთის სულთნების დინასტია. დააარსა ოსმან I გაზიმ. ცნობილი წარმომადგენლები იყვნენ: ბაიაზიდ I ილდირიმიმეჰმედ II ფათიჰისელიმ იავუზისულეიმან I კანუნისელიმ IIIმაჰმუდ IIაბდულჰამიდ II. უკანასკნელი ოსმანი სულთანი მეჰმედ VI ვაჰიდედინი (1918-1922 წწ.) ოსმალეთიდან გაიქცა სასულთნოს გაუქმების შემდეგ (1922 წ. 1 ნოემბერი). თურქეთის დიდმა ეროვნულმა კრებამ ხალიფად აირჩია ოსმანტა დინასტიის პრინცი - აბდულმეჯიდი. სახალიფოს გაუქმების შემდეგ (1924 წლის 3 მარტი) ოსმანების დინასტიის ყველა წევრი ქვეყნიდან განდევნესმურად I-ის მიერ ბალკანეთში წარმოებული დაპყრობითი ომებისა და მეჰმედ II-ის მიერ კონსტანტინოპოლის აღების შედეგად ოსმალეთის სასულთნო იმპერიად ჩამოყალიბდა.
                                   Ottoman Empire 16-17th century.jpg
                                                          1299 - 1923წწ
XVI-XVII საუკუნეებში, მისი ძლიერების მწვერვალზე სულთან სულეიმან კანონმდებლის მმართველობისას, ოსმალეთის იმპერია იყო მძლავრი მრავალეთნიკური და მრავალენოვანი იმპერია, რომელიც აკონტროლებდა სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპისდასავლეთი აზიისკავკასიისჩრდილოეთ აფრიკისა და სომალის ნახევარკუნძულის უმეტეს ნაწილს. XVII საუკუნის დასაწყისში იმპერია მოიცავდა 32 პროვინციასა და უამრავ ვასალურ სახელმწიფოს. ზოგიერთი მათგანი მოგვიანებით იმპერიის შემადგენლობაში შევიდა, ხოლო დანარჩენებმა საუკუნეთა მსვლელობისას სხვადასხვა სახის ავტონომია მიიღეს.
კონსტანტინოპოლის ფლობითა და ხმელთაშუა ზღვისპირა ტერიტორიების კონტროლით, ოსმალეთის იმპერია ექვსი საუკუნის განმავლობაში იყო დასავლური და აღმოსავლური სამყაროების ურთიერთობის ცენტრში. ევროპულ სახელმწიფოებთან ხანგრძლივი სამხედრო დაპირისპირებების შედეგად იმპერია მნიშვნელოვნად დასუსტდა და პირველი მსოფლიო ომის შედეგად საბოლოოდ დაიშალა. მის ტერიტორიაზე კი თურქეთის რესპუბლიკის გარდა წარმოიშვა ბალკანეთისა და ახლო აღმოსავლეთის სახელმწიფოთა უმეტესობა. იხ. ვიდეო
                                          ოსმალეთის იმპერიის წარმოშობა
 (თურქ. Osmanlı İmparatorluğu Kuruluş Dönemi1299 - 29 მაისი1453) — პერიოდი ოსმალეთის იმპერიის ისტორიაშიოსმან I გაზის დამოუკიდებელ მმართველად გახდომიდან, მეჰმედ II-ის მიერ კონსტანტინოპოლის აღებამდე, როცა ოსმალეთის იმპერია მხოლოდ ძლიერდებოდა და ფართოვდებოდა.
ოსმალეთმა პირველ რიგში ანატოლიას დაადგა თვალი, რადგან მისი აღება ძალიან მნიშვნელოვანი იქნებოდა მათთვის. სასულთნოს შეემატებოდა მრავალი სანჯაყი და ამასთან ერთად ეკონომიკა მნიშვნელოვნად გაძლიერდებოდა. ოსმალეთმა ანატოლიის დაპყრობა მოახერხა.
ოსმალეთის გაძლიერებასთან ერთად სუსტდებოდა ბიზანტიის იმპერია, რომელსაც დაცემის ხანა ოსმალეთის გაჩენამდე ჰქონდა დაწყებული და ოსმალეთის გაძლიერებამ, მისი რუქიდან გაქრობა უფრო მეტად დააჩქარა. თუმცა ყველაფრის მიუხედავად, ოსმალთა სულთანთათვის დიდი ხნის განმავლობაში აუღებელი რჩებოდა ბიზანტიის სატახტო ქალაქი კონსტანტინოპოლი, რომლის აღების მცდელობა მრავალჯერ ჰქონდათ ოსმალეთის სულთნებს, განსაკუთრებით ბაიაზიდ I-ს. კონსტანტინოპოლის აღებას ასეთი დიდი მნიშვნელობა იმიტომ ჰქონდა რომ, მისი აღებით ოსმალეთის სასულთნო იმპერიად ჩამოყალიბებდოდა და გახდებოდა აღმოსავლურ-დასავრული ურთიერთობების ცენტრში.
განვითარების პერიოდში ოსმალეთს ანარქიაც ახსოვს, რომელიც ბაიაზიდ I-ის დროს, თემურლენგის წინააღმდეგ გამართული ანგორის ბრძოლის შედეგად დაიწყო. თემურლენგმა ტყვედ წაიყვანა სულთან ბაიაზიდი და ამასთან ერთად, სულთნის ვაჟებმა ისედაც გაუბედურებული ოსმალეთი რამდენიმე ნაწილად გახლიჩეს და ერთმანეთს დაუწყეს ბრძოლა. იხ. ოსმალეთის იმპერიის უმეფობის ხანა.

უძველესი უცხოპლანეტელები (სერიალი)

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -   უძველესი უცხოპლანეტელები (სერიალი) ინგლ. Ancient Aliens Ancient Aliens არის ამერიკული...