среда, 1 сентября 2021 г.

ქლორი

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -  

                             ქლორი

                                                     
ქლორი (Chlorum) (ბერძნ.chlōros მწვანეს ნიშნავს ), Cl, ელემენტთა პერიოდული სისტემის VII ჯგუფის ქიმიური ელემენტი; ატომური ნომერი 17, ატომური მასა 35,453, tდნ- 101 °C, tდუღ - 34,05 °C, სიმკვრივე (აირადი ქლორისა)3,214 კმ/მ³, მოყვითალო-მომწვანო აირი; მიეკუთვნება ჰალოგენებს.
ქლორი
17 CI
35,4527
3s²3p5

ქლორი მომწამლავი, მოყვითალო მწვანე ფერის, მხრჩოლავი სუნის გაზია. 6,6 ატ. წნევაზე და 20 °C ქლორი ადვილად თხევადდება. 1 მოცულობა წყალში იხსნება 2,3 მოცულობა ქლორი.

აირადი ქლორი ჰაერზე 2,5–ჯერ მძიმეა. ქლორის რიგობრივი რიცხვი Z=17. მისი ატომის გარე გარსი შეიცავს 7 ელექტრონს. ქლორის მოლეკულაში ატომები კოვალენტური ბმით არის შეერთებული CI:Cl. ქლორის წყალხსნარს მომწვანო ფერი და სპეციფიკური მძაფრი სუნი აქვს.

ბუნებაში ქლორის ნაერთებში ქლორი თავის უარყოფით ვალენტობას ავლენს, ამიტომ თავისუფალი სახით მისაღებად საჭიროა მისი დაჟანგვა ელექტრონეიტრალურ მდგომარეობამდე. ლაბორატორიულ პირობებში ქლორი შეიძლება მივიღოთ კონცენტრირებული მარილმჟავას მოქმედებით რაიმე მჟანგავზე, როგორიცაა მაგალითად, MnO2, KMnO4, CaOCl2 და სხვა.

ქლორის მიღებისას მანგანუმის მინარალის პიროლუზიტის MnO2-ის გამოყენებისას რეაქცია მიმდინარეობს განტოლებით

4 HCl + MnO2 → MnCl2 + 2 H2O + Cl2

ეს რეაქცია ორ ფაზად მიმდინარეობს: ჯერ წარმოიქმნება შედარებთ ნაკლებად მდგრადი ოთხვალენტიანი მანგანუმის ქლორიდი – MnCl4, რომელიც გათბობისას იშლება ორვალენტიან მანგანუმის ქლორიდად და თავისუფალ ქლორად:

  1. 4HCl + MnCl2 → MnCl4 + 2H2O
  2. MnCl4 → MnCl2 + Cl2

ქლორის მიღების ეს რექცია გათბობას მოითხოვს. ამ რეაქციით ამჟამად იშვიათად იღებენ ქლორს

ზემო რეაქციაში ნაცვლად მარილმჟავასი გოგირდმჟავასთან ერთად შეიძლება შევიტანოთ NaCl

MnO2 + 2NaCl + 3H2SO4 → 2NaHSO4 + MnSO4 + 2 H2O + Cl2

ამ რეაქციის მიმდინარეობა მოითხოვს ნარევის გათბობას.

ბევრად უფრო ადვილად მიდის რეაქცია პერმანგანატსა და მარილმჟავას შორის:

2KaMnO4 + 16 HCl → 2MnCl2 + 2KCl + 8H2O + 5Cl2

ამ რეაქციის წარმართვისთვის გათბობა საჭირო არ არის, რადგან ქლორი ჰაერზე უფრო მძიმეა, ამირომ მისი შეგროვება თავღია ჭურჭელში შეიძლება.

მანგანუმის ორჟანგის ნაცვლად შეიძლება სხვა უმაღლესი ჟანგეულის გამოყენება. მაგალითად, ტყვიის ორჟანგთან (PbO2) რეაქცია იმავე გზით მიდის:

PbO2 + 4HCl → PbCl4 + 2H2O
PbCl4 → PbCl2 + Cl2

რეაქცია ქლორიან კირსა და მარილჟავას შორის მიდის შემდეგი გზით:

CaOCl2 + 2HCl → CaCl2 + H2O

ბერთოლეს მარილზე მარილმჟავას მოქმედებისას აგრეთვე მიიღება თავისუფალი ქლორი:

KClO3 + 6HCl → KCl + 3H2O + 3Cl2

ლაბორატორიულ პირობებში და ტექნიკაში ქლორს იღებენ ქლორნატრიუმის კონცენტრირებული ხსნარების ელექტროლიზით.

ელექტროლიზის პროცესს, როგორც ცნობილია, თან ახლავს ელექტრონების გადასვლა კათოდიდან კატიონებზე და ანიონებიდან ანოდზე. მაშასადამე, კათოდზე ხდება აღდგენის პროცესი, ანოდზე – კი დაჟანგვის, ამგვარად, ჟანგვა–აღდგენა შეიძლება ელექტროდენის საშუალებით.

ქლორნატრიუმის წყალხსნარის ელექტროლიზის დროს კათოდზე განიმუხტება წყალბად–იონები (აღდგენა), ანოდზე კი ქლორ–იონები(დაჟანგვა):

კათოდი – 2H+ + 2e = H2
ანოდი – 2Cl- - 2e = Cl2

ამის შედეგად გამოიყოფა თავისუფალი ქლორი და წყალბადი, ხოლო ხსნარში დარჩება ნატრიუმის ტუტე NaOH. არ შეიძლება ქლორი წყლის ზემოთ შევაგროვოთ, რადგან იგი იხსნება წყალში. თუ წყალში გავხსნით NaCl–ს გაჯერებამდე, მასში ქლორის ხსნადობა მცირე იქნება. ამიტომ მოხერხდება ქლორის შეგროვება გაზომეტრში, რომელშიც წყლის ნაცვლად სუფრის მარილის ნაჯერი ხსნარია.

წარმოებაში მიღებულ ქლორს რკინის ბალონებში ინახავენ მაღალი წნევის ქვეშ. ჩაწნევის წინ ქლორს გააშრობენ, რადგან ტენიანი ქლორი რკინის ძლიერ კოროზიას იწვევს.

ქლორი მომწამლავია, ამიტომ მასთან მუშაობისას დიდი სიფრთხილეა საჭირო.

იხ. ვიდეო

ქლორი გამოიყენება მრავალი ნაერთის მისაღებად და კერძოდ, ქლორიანი კირის მოსამზადებლად, რომელიც ფართო გამოყენებას პოულობს სხვადასხვა მიზნებისათვის. თავისუფალი ქლორის მცირე მინარევი საკმარისია დაავადებათა გამომწვევი მიკრობების მოსასპობად. ამიტომ წყალსადენის წყალს დააქლორებენ. დაქროლებულ წყალში წარმოქმნილი მცირეოდენი მარილმჟავა სრულიად უვნებელია. თავისუფალი ქლორი და ქლორიანი წყალი გამოიყენება როგორც გამათეთრებელი საშუალება. ქლორით ათეთრებენ ქსოვილებს და ქაღალდს. ქლორის ნაერთები გამოიყენებასოფლის მეურნეობის მავნებლებთან საბრძოლველად.

მეტალურგიაში ქლორი გამოიყენება იშვიათი და ფერადი მეტალების მისაღებად. ქლორის დიდი რაოდენობით ხმარებას მარილმჟავას წარმოქმნის.

ქლორი, სხვა ჰალოგენების მსგავსად, უშუალოდ არ უერთდება ჟანგბადს, ამიტომაც ქლორის ჟანგბადოვანი ნაერთები არაპირდაპირი გზით მიიღება. ქლორის ჟანგბადნაერთები არამდგრადია, არამდგრადია მისი ჟანგბადობანი მჟავებიც. ყველაზე მეტად მდგრადია ქლორის ჟანგბადოვანი მჟავების მარილები. ჟანგბადოვან ნაერთბში ქლორი დადებით ვალენტობას იჩენს.

ქვექლოროვანმჟავა და მისი მარილები – ჰიპოქლორიტები – უმდგრადობის გამო ადვილად გამოყოფენ ატომურ ჟანგბადს, რის გამოც ისინი ძლიერ მჟანგავებს მიეკუთვნებიან. ჰიპოქლორიტებიდან ყველაზე ფართო გამოყენება მოიპოვა კალციუმის მარილმა, რომელიც ქლორიანი კირის შემადგენლობაში შედის.

ქლორის ყველა ჟანგბადოვანი ნაერთი მჟანგავია.





ნახშირწყლები

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -

                              ნახშირწყლები


ლაქტოზა რ-იც რძეშია

რთული ორგანული ნაერთები, რომელთა შედგენილობაში შედის ნახშირბადისჟანგბადისა და წყალბადის ატომები. განასხვავებენ მარტივსა და რთულ ნახშირწყლებს. მარტივ ნახშირწყლებს მონოსაქარიდები ეწოდება. რთული ნახშირწყლები არის პოლიმერები, რომლებშიც მონოსაქარიდები მონომერის როლს ასრულებენ. ორი მონოსაქარიდისაგან წარმოიქმნება დისაქარიდი, სამისაგან - ტრისაქარიდი, მრავლისაგან — პოლისაქარიდი. ყველა მონოსაქარიდი უფერო ნივთიერებაა, წყალში კარგად იხსნება; თითქმის ყველას აქვს ტკბილი, სასიამოვნო გემო. ყველაზე გავრცელებული მონოსაქარიდებია გლუკოზაფრუქტოზარიბოზა და დეზოქსირიბოზა. ისინი შედიან ნუკლეინის მჟავებისა და ატმოსფეროს შემადგენლობაში.

დი- და ტრისაქარიდები მონოსაქარიდის მსგავსად, კარგად იხსნება წყალში, აქვთ ტკბილი გემო. მონომერული რგოლების რიცხვის ზრდასთან ერთად პოლისაქარიდების ხსნადობა კლებულობს, ტკბილი გემო ქრება. დისაქარიდებიდან განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჭარხლისა და რძის შაქრები. პოლისაქარიდებიდან ფართოდაა გავრცელებული სახამებელიგლიკოგენი, უჯრედის ცელულოზა. მერქანი თითქმის წმინდა ცელულოზაა. ამ პოლისაქარიდების მონომერი გლუკოზაა.

იხ. ვიდეო



ნახშირწყალბადი

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -

                             ნახშირწყალბადი

ოქტანი - ნახშირწყალბადი, რომელიც გვხდება ნავთობში, სურ. შავი სფეროები გამოსახავენ ნახშირბადის ატომებს, ხოლო თეთრი - წყალბადის
 (HC) ეწოდება ქიმიურ ნაერთებს, რომლებიც მხოლოდ ნახშირბადისა (C) და წყალბადის (Hატომებისაგან შედგებიან. ნახშირწყალბადების ემპირიული ფორმულაა CnHm, სადაც n და m მთელი ნატურალური რიცხვებია.

ახშირწყალბადების დასახარისხებლად გამოიყენება მათი განდასება აღნაგობისა და შედგენილობის მიხედვით. შედგენილობის მიხედვით ნახშირყალბადები ორ დიდ ჯგუფად იყოფიან :

  • ნაჯერი ნახშირწყალბადები — მათი ნახშირბადოვანი ჯაჭვი მხოლოდ მარტივი ბმებისაგან შედგება. ნაჯერი ნახშირწყალბადების წარმომადგენლებია ალკანები;
  • უჯერი ნახშირწყალბადები — მათი ნახშირბადოვანი ჯაჭვი შეიცავს ერთ ან მეტ ჯერად (ორმაგ ან სამმაგ) ბმას. უჯერ ნახშირწყალბადებს მიეკუთვნებიან ალკენებიალკინებიარომატული ნაერთები და ა.შ.

აღნაგობის მიხედვით გამოყოფენ ნახშირწყალბადების შემდეგ ჯგუფებს:

  • წრფივი ნახშირყალბადები — წრფივ ნახშირწყალბადებში ნახშირბადის არც ერთი ატომი არაა დაკავშირებული ნახშირბადის ორზე მეტ სხვა ატომთან (მაგ.: ალენები);
  • განტოტვილი ნახშირწყალბადები —  განტოტვილ ნახშირწყალბადებში ნახშირბადის თუნდაც ერთ ატომს დამყარებული აქვს ბმა ორზე მეტ ნახშირბადის სხვა ატომთან (მაგ.: იზოოქტანი);
  • ციკლური ნახშირწყალბადები — ციკლურ ნახშირწყალბადებში ნახშირბადოვანი ჯაჭვი იხშვება საკუთარ თავთან და წარმოქმნის რგოლს (მაგ.: ციკლოჰექსანი).
იხ. ვიდეო

ნაჯერი წრფივი და განტოტვილი ნახშირწყალბადების ემპირიული ფორმულაა CnH(2n+2), სადაც n ნულისაგან განსხვავებული მთელი ნატურალური რიცხვია.

ნაჯერ ციკლურ ნახშირწყალბადებს არ აქვთ საერთო ემპირიული ფორმულა ვინაიდან მათში წყალბადის ატომების რაოდენობის თანაფარდობა ნახშირბადის ატომების რაოდენობასთან დამოკიდებულია მოლეკულაში ციკლების რაოდენობაზე. ერთციკლიანი ნაჯერი ციკლური ნახშირწყალბადების ემპირიული ფორმულაა CnH2n, ორციკლიანებისა — CnH(2n-2).

შეიძლება ითქვას, რომ ნაჯერი ციკლური ნახშირწყალბადების ზოგადი ემპირიული ფორმულაა CnH(2(n-c)+2), სადა c ციკლების რაოდენობას უდრის.

უჯერი წრფივი და განტოტვილი ნახშირწყალბადების ემპირიული ფორმულაა CnH(2(n-i)+2), სადაც i უჯერობის რიცხვია.

უჯერი ციკლური ნახშირწყალბადების ემპირიული ფორმულაა CnH(2(n-i-c)+2), სადაც i უჯერობის რიცხვია, ხოლო c კი — ციკლების რაოდენობა.

იხ. ვიდეო

ნახშირწყალბადები, როგორც წესი წყალში არ იხსნებიან და მას არ ერევიან. ეს განპირობებულია ნახშირწყალბადებში ბმების დაბალი პოლარულობით, რაც თავის მხრივ გამოწვეულია ნახშირბადისა და წყალბადის დაბალი ელექტროუარყოფითობით.

ნახშირწყალბადები ბუნებაში ფართოდაა გავრცელებული. ნახშირწყალბადებისაგან შედგება ისეთი წიაღისეული როგორიცაა ნავთობიბუნებრივი აირიასფალტი და ა.შ.

ნახშირწყალბადები ყველაზე უფრო გავრცელებული და ხელმისაწვდომი ენერგიის წყაროა, ამიტომ ნახშირწყალბადები ფართოდ გამოიყენება საწვავად.

მათ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვთ ქიმიურ მრეწველობაშიც, რადგანაც მრავალი ქიმიური ნაწარმის საწყის ნედლეულად გამოიყენებიან.









დათა თუთაშხია (ფილმი)

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -

           დათა თუთაშხია (ფილმი)

 კინოსტუდია „ქართული ფილმის“ 1978 წლის ქართული სატელევიზიო შვიდსერიიანი მხატვრული ფილმი, რომლის რეჟისორია გიგა ლორთქიფანიძე და გიზო გაბესკირია. კომპოზიტორები: ბიძინა კვერნაძე და ჯანსუღ კახიძე. გადაღებულია ჭაბუა ამირეჯიბის ამავე სახელწოდების რომანის მიხედვით, რომელიც შეიქმნა 1973-1975 წლებში. „დათა თუთაშხიას“ ბეჭდვა 1971-1972 წლებში ჟურნალმა „ცისკარმა“ დაიწყო და საქართველოში მაშინვე პოპულარული გახდა.

იხ. ვიდეო



ფილმში მონაწილეობენ: ოთარ მეღვინეთუხუცესითენგიზ არჩვაძეიური იარვეტიკარლო საკანდელიძესოფიკო ჭიაურელიიმედა კახიანიიპოლიტე ხვიჩიაგივი ბერიკაშვილიგურამ საღარაძეგივი ბერიკაშვილიდოდო აბაშიძესესილია თაყაიშვილიოთარ კობერიძეზინაიდა კვერენჩხილაძევასილ ჩხაიძე და სხვები.

იხ. ვიდეო



ფილმში გაშუქებულია საქართველო, სადაც ადგილი აქვს რუსეთის იმპერიის ბატონობის ბოლო პერიოდს. ფილმის მოქმედება ვითარდება XIX საუკუნის ბოლოსა და XX საუკუნის დასაწყისში. მთავარი გმირია დათა თუთაშხია (ოთარ მეღვინეთუხუცესი), რომელიც კანონგარეშე ცხოვრების გზას ირჩევს, აბრაგი ხდება და წლების მანძილზე ახერხებს მეფის ჟანდარმერიას დაემალოს. მისი ბიძაშვილი მუშნი ზარანდია (თენგიზ არჩვაძე) სხვა არჩევანს აკეთებს — ის კანონის სამსახურს ამჯობინებს და ჟანდარმერიის ჩინოვნიკი ხდება. ფილმის მოქმედება ამ ორი ადამიანის რთული ურთიერთობის გარშემო ვითარდება.

იხ. ვიდეო



აღსანიშნავია, რომ დათა თუთაშხია ჯერ კიდევ სსრკ-ის დროს რუსეთში „ნაპირების“ (რუს. Берега) სახელწოდებით გახდა ცნობილი. ეს რუსების მოთხოვნა იყო. „დათა“ რუსულად „დატად“ (რუს. Дата) გამოითქმის, რაც თარგმანში „თარიღს“ ნიშნავს. ნაწარმოების იდეა გახდა შემდეგნაირი: დათა ხან ერთ გზას ირჩევს, ხან — მეორეს, თავისი ცხოვრების კრედოდ, ხან — ჩაურევლობას, ხან — ჩარევას, ხანაც — მმარგვლელის როლის აუცილებლობას; სხვადასხვა ნაპირს აწყდება იმის ძიებაში, თუ როგორ უნდა იცხოვროს. ამიტომაც დაერქვა ფილმს „ნაპირები“

იხ. ვიდეო

                             დათა თუთაშხია

 ჭაბუა ამირეჯიბის ყველაზე განთქმული რომანი. იგი შეიქმნა 1973-1975 წლებში. რომანის მოქმედება წარმოებს XIX საუკუნის დასასრულსა და XX საუკუნის დამდეგს საქართველოში. სიუჟეტი აგებულია მწვავე სიტუაციებზე და ეხება მრავალ ეთიკურ პრობლემას.
იხ. ვიდეო


თავარი გმირია დათა თუთაშხია (რეალური პიროვნება: გუძა შელია), რომელიც კანონგარეშე ცხოვრების გზას ირჩევს, აბრაგი ხდება და წლების მანძილზე ახერხებს მეფის ჟანდარმერიას დაემალოს. მისი მამიდაშვილი მუშნი ზარანდია სხვა არჩევანს აკეთებს — ის კანონის სამსახურს ამჯობინებს და ჟანდარმერიის ჩინოვნიკი ხდება. რომანში მოქმედება ამ ორი ადამიანის რთული ურთიერთობის გარშემო ვითარდება.

რომანი - დაწერილია რეალურ პიროვნებაზე - გუძა შელია - დაიბადა სამეგრელოში, კონკრეტულად წალენჯიხის რაიონ სოფელ საჩინოში, აბრაგს შეგნებულად უყრიდნენ ჭორებს, რადგან ხალხში გამოეწვიათ მისდამი ზიზღი და იმ დონემდეც კი მივიდნენ, რომ საკუთარ შვილს შეეზიზღა მამა და საბოლოო გასროლაც მან მოახდინა (გუდუ პერტია), თუმცა რეალურად ეს ხელისუფლების ჩანერგილი სიძულვილი იყო რომელიც ამ ტყვიაში განხორციელდა, მაგრამ თუთაშხიას სიკვდილის ფაქტი ვერავინ დაადასტურა. თვით გუდუ პერტიამაც არ დაადასტურა მისი სიკვდილი, მან და მჭედელმა, რომელმაც თუთაშხია ბოლოს ნახა დაჟინებით ირწმუნებოდნენ, რომ აბრაგი თურქეთში გაემგზავრა. ამგვარად საქმე ვერ დაიხურა.

იხ. ვიდეო



ომანი დაყოფილია 4 ნაწილად და მოთხრობილია მისი გმირის მორალური ევოლუციის შესახებ იმ პიროვნებების გადმოსახედიდან, რომლებთანაც წარსულში კავშირი ჰქონდა. დათა თუთაშხია არის ადამიანი, რომელიც დაბადებიდან ვერ იტანს უსამართლობას და უკანონობას. თავიდანვე, რომანში ვიგებთ, რომ იგი იყო ბრალდებული შემთხვევითი მკვლელობის თანამონაწილეობისათვის. მას შემდეგ დაიწყო ცხოვრება, როგორც ტყეში გასულმა და სასოწარკვეთილი ჟანდარმერიის მუდმივად დევნილმა. მთელი რომანის განმავლობაში, თუთაშხია იცვლის ადგილსამყოფელს, ხედავს ბოროტებას და ცდილობს როგორმე დასძლიოს იგი.

რომანის პირველი ნაწილის ძირითადი თავი მოსე ზამთარაძის მონათხრობს ეთმობა. თუთაშხია და ზამთარაძე (ორი აბრაგი) თავს საირმის ტყეს შეაფარებენ და საოცარ ამბავში გაეხვევიან. ბელადად და მამა-მარჩენალად წოდებული არქიფო სეთურისგან ხალხის ხსნის ცდა საწინააღმდეგოდ შემოუტრიალდებათ და გალახულებს გამოყრიან სოფლიდან. ამ ნაწილის დამამახსოვრებელი თავია იგავი ვირთხების შესახებ, რომლებიც შიმშილობის ნიადაგზე ერთმანეთის ჭამას იწყებენ და უძლიერესს ბოლოს გამოავლენენ.

რომანის მეორე ნაწილში დათა თუთაშხია, მისი წინა გამოცდილებიდან გამომდინარე, გადაწყვეტს, რომ აღარ ჩაერიოს სოციალურ საკითხებში, თუ სრულიად არ იქნება დარწმუნებული, რომ მისი ქმედებები კარგის მომტანი იქნება. მისი ახალი პოზიციის შედეგად ხალხი ივიწყებს ყველა მის კარგ საქმეს წარსულში, რაც გარდამტეხი აღმოჩნდება მისი გულგრილობისა.

იხ. ვიდეო



რომანის მესამე ნაწილში, თუთაშხია, რომელმაც ამ ეტაპზე დაკარგა თავისი გზა, ცდილობს გაერიოს საზოგადოებაში, რათა თვითონ განსაზღვროს ცხოვრების მნიშვნელობა და ფილოსოფია. ის უერთდება ადვოკატის, საიდუმლოებით მოცული ქალის პატარა საზოგადოებრივ წრეს და ესწრება სხვადასხვა სუფრებს, სადაც იმართება დებატები ფილოსოფიურ თემებზე. ერთ-ერთ ასეთ საღამოზე მათ გრაფი სეგედიც კი ეწვევათ, თუმცა თუთაშხიას დაჭერას ვერ შეძლებენ.

რომანის მეოთხე ნაწილში, დათა თუთაშხია მიხვდება, რომ ბოროტების დაძლევა მხოლოდ და მხოლოდ ძალით შეიძლება. ამავდროულად მისი ბიძაშვილი ერთ-ერთი რუსული იმპერიული ჟანდარმერიის საუკეთესო თანამშრომელია. მუშნი ზარანდია სრულიად „ერთგულია“ მისი სამუშაოს მიმართ და „ობიექტურად“ და გულმოდგინედ მეთვალყურეობს რეგიონში „სახიფათო“ დამნაშავეების ძიებას, როგორიცაა მისი ბიძაშვილი. ორივე ბიძაშვილის საუბედუროდ მათ შეხვედრის შესაძლებლობაც კი არ ეძლევათ. თუთაშხია გადაწყვეტს მუშნის სასიკეთოდ ციხეში ნებით ჩაჯდეს.

წიგნის უკანასკნელ ნაწილში, თუთაშხია თავისი წარსული გამოცდილებით საბოლოოდ მიხვდება, რომ საუკეთესო გზა აარიდო მსოფლიოს ბოროტება, არის იყო კარგი ადამიანი და აკეთო სიკეთე. მიუხედევად ყველაფრისა,როგორც ყველა გმირის, ისევე თუთაშხიას ბედი ერთია - სიკვდილი.

რომანის გამოსვლამ თავიდანვე დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია და ბესტსელერი გახდა.აი რას წერს რომანის შესახებ პოლ ვერლენი: „დათა თუთაშხიას“ ხალხი თავდავიწყებით კითხულობდა. ადამიანის არსებობაში კეთილ და ბოროტ საწყისთა ჭიდილი, ეს ის თემაა, რომლის მიმართ მკითხველი არასდროს ყოფილა გულგრილი. მაგრამ, როდესაც „კეთილი“ და „ბოროტი“ ისტორიული პროცესის დრამატურგიას განსაზღვრავს, როცა კეთილ და ბოროტ საწყისთა ჭიდილი ეპოქის შინაარსის გამომხატველი ხდება, ნაწარმოები, რომელიც ამ ორ საწყისს აშიშვლებს, მკითხველმა, შესაძლებელია, „ახალ სახარებად“ აღიქვას. მითუმეტეს, როცა ამისთვის მას ნაწარმოების გმირი უბიძგებს, როცა სიკეთის კეთება გმირისთვის წამებად იქცევა, როცა გმირი მთელი სამყაროს ტკივილს ატარებს თავის თავში.

ლია სტურუას თქმით, „ჭაბუა ამირეჯიბის დიდი რომანები პოეზიაა, თუმცა პროზითაა დაწერილი იმიტომ, რომ უფრო რაღაც ახლობელი და მისაღები გახდეს ჩვეულებრივი ადამიანებისთვის... ჩვენ ხომ ვიცით ყველამ, რომ დათა თუთაშხიას მსგავსი ადამიანები არ არსებობენ, მაგრამ ბრმად გვჯერა მწერლის, გვინდა, რომ დავუჯეროთ, ის კი არადა, ყველა უარყოფით გმირს იმდენი კარგი თვისება აქვს, რომ ჩვენს შავ-თეთრ ცხოვრებას ლამის მზისკენ ატრიალებენ, მაგრამ მზეც რომ კვდება ზოგჯერ უმწეოდ, მოკრძალებით და გახელილი თვალებით...“ 1972 წელს ქართულ საზოგადოებას ასეთი გმირი სჭირდებოდა. საბჭოთა ინტელიგენცია ხვდებოდა, რომ „სამოციანელთა მზე“ ნელ-ნელა, მართლაც, კვდებოდა. საბჭოთა კავშირში ლიბერალიზმის ხანა დასრულდა, საქართველოს კი მოევლინა ედუარდ შევარდნაძე, რომელმაც ჩვენი „სამოციანელების“ აბსოლუტური ნდობა დაიმსახურა. კულტურა და ხელისუფლება ახლა უკვე „შეთანხმებულად“ მოქმედებდნენ. ანუ 70-იან წლებში საქართველოში ის პროცესები დაიწყო, რომელიც მოსკოვში სწორედ ამ დროს დასრულდა.

ჯანსუღ ჩარკვიანი ეუბნებოდა ამირეჯიბს: „შენ არ გჯეროდა, რომ „დათა თუთაშხია“ დაიბეჭდებოდა „ცისკარში“ და მე მითხარი, სანამ ესენი იქნებიან, ეს რომანი არ დაიბეჭდებაო, ბოლოს დაგარწმუნე და შევთანხმდით, რომ „სამოციანელები“, ე. ი. „ცისკრელები“ სხვა თაობაა და ეგრე ადვილად ვერავინ მოგვერევა. შევთანხმდით, ჩვენს თავზე ავიღეთ და დავბეჭდეთ...“

„დათა თუთაშხიას“ დაბეჭდვის გამო მთავრობას „ცისკრელებთან“ ბრძოლა არ დაუწყია. 1973 წელს რომანი უკვე ცალკე წიგნად გამოიცა, მოგვიანებით რუსულ ენაზე ითარგმნა. თუმცა რომანის პოპულარობამ, ცოტა არ იყოს, შეაშინა ხელისუფლება. „სუკის“ ძალისხმევით, საქართველოში გავრცელდა ჭორი - „ეს წიგნი ამირეჯიბის დაწერილი არ არისო“. მრავალი ისტორია შეთხზეს, რას არ ამბობდნენ. მაგრამ ამ ჭორებმა კიდევ უფრო გაზარდა ჭაბუა ამირეჯიბის პოპულარობა. მოგვიანებით, როცა გაირკვა, რომ ყველაზე პოპულარული თანამედროვე ქართული რომანის ავტორი, ადამიანი, რომელმაც ცხოვრების დიდი ნაწილი საპყრობილეში გაატარა, ხელისუფლებასთან კონფრონტაციას ერიდება, რომ ჭაბუა ამირეჯიბი არ აპირებს გახდეს “ქართველი სოლჟენიცინი”, საქართველოს ხელისუფლებამ თავად შეუწყო ხელი „დათა თუთაშხიას“ პოპულარიზაციას. გიგა ლორთქიფანიძისა და გიზო გაბესკირიას მრავალსერიანი ფილმი ამ პროცესის დაგვირგვინება იყო. იგავი კაცზე, რომელიც არასოდეს დაპირისპირებია ბოროტებას ბოროტებით, საზოგადოებას დესტრუქციულ ვნებებს არ უღვიძებდა.

ლია სტურუას ამბობდა: „მე არ მეგულება ადამიანი, რომელიც „დათა თუთაშხიას“ ბოლომდე წაიკითხავს და ეს საოცარი ფინალი არ დაარწმუნებს სიკეთისა და ლმობიერების უპირატესობაში შურისძიებაზე, ბოღმაზე, ინტრიგებზე...“ მითუმეტეს, რომ „დათა თუთაშხია“ არა თანამედროვეობას, არამედ ცარიზმის ეპოქას ასახავდა... უბრალო მკითხველს, შესაძლოა, ამ სამყაროს თანამონაწილედ არც ეგრძნო თავი. ანუ რომანი, რომელშიც პუბლიცისტური პათოსი პოეტური სახეებით, საინტერესო თავგადასავლითა და დადებითი გმირითაა „შერბილებული“, ვერ იქნებოდა „საშიში“ ხელისუფლებისთვის.




понедельник, 30 августа 2021 г.

ჰაინრიხ რუდოლფ ჰერცი

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -  

                ჰაინრიხ რუდოლფ ჰერცი

 (დ. 22 თებერვალი1857ჰამბურგი — გ. 1 იანვარი1894ბონი) — გერმანელი ფიზიკოსიელექტროდინამიკის ერთ-ერთი ფუძემდებელი.

სწავლობდა დრეზდენის უმაღლეს ტექნიკურ სკოლაში, მიუნხენისა და შემდეგ ბერლინის უნივერსიტეტებში. 1880-იდან იყო ჰ.ჰელმპოლცის ასისტენტი. 1883-1885 — კილის უნივერსიტეტის დოცენტი, 1885-1889 — კარლსრუეს უმაღლესი ტექნიკური სკოლის პროფესორი, 1889-იდან — ბონის უნივერსიტეტის პროფესორი, ძირითადი შრომები აქვს ელექტროდინ. საკითხებზე.

მაქსველის განტოლებებიდან გამომდინარე, ჰერცმა 1886-1889 წლებში ექსპერიმენტულად დაამტკიცა ელექტრომაგნიტური ტალღების არსებობა და გამოიკვლია მათი თვისებები (სარკიდან არეკვლა, გარდატეხა პრიზმებში და ა.შ.). ელექტრომაგნიტურ ტალღებს ჰერცი იღებდა თავის მიერ გამოგონებული ვიბრატორით. ჰერცმა ექსპერიმენტულად დაადასტურა მაქსველის თეორიის დასკვნა იმის შესახებ, რომ ელექტრომაგნიტური ტალღების გავრცელების სიჩქარე ჰაერში ტოლია სინათლის სიჩქარისა, დაადგინა ელექტრომაგნ. და სინათლის ტალღების თვისებათა იგივეობა, შეისწავლა აგრეთვე გამტარში ელექტრომაგნიტური ტალღების გავრცელება და აჩვენა მათი გავრცელების სიჩქარის გაზომვის წესი. განავითარა რა მაქსველის თეორია, ელექტროდინ. განტოლებებს მისცა სიმეტრიული ფორმა, რომელიც კარგად წარმოაჩენს სრულ ურთიერთკავშირს ელექტულსა და მაგნიტურ მოვლენებს შორის. იმ ჰიპოტეზიდან გამომდინარე, რომ ეთერს წარიტაცებს მოძრავი სხეულები, ააგო მოძრავი სხეულების ელექტროდინამიკა, მაგრამ მისი ელექტროდინამიკა ცდასთან წინააღმდეგობაში აღმოჩნდა და მოგვიანებით ადგილი დაუთმო ჰ.ლორენცის ელექტრონულ თეორიას.

1887-1889 წლებში ჰერცი პირველი დააკვირდა გარე ფოტოეფექტს და აღწერა იგი. დაამუშავა რეზონატორული კონტურის თეორია, შეისწავლა კათოდური სხივების თვისება და სხვ. წიგნში, რომელსაც "მექანიკის პრინციპები" (1894) ეწოდება, ერთიანი პრინციპიდან (რომელსაც ჰერცის პრინციპი ეწოდება) გამომდინარე, გამოიყვანა მექან. ზოგადი თეორემები (უმცირესი სიმრუდის პრინციპი). ჰერცის სახელი უწოდეს რხევათა სიხშირის ერთეულს.

ჰერცის შრომებმა განაპირობა უმავთულო ტელეგრაფიისრადიოკავშირისტელევიზიის, რადიოლოკაციისა და სხვ. დარგების შექმნა.

იხ. ვიდეო

                         ჰერცი (ერთეული)


სინუსოიდური ტალღა ცვლადი სიხშირით

(აღნიშვნა: ჰცHz) — რხევის სიხშირის საზომი (წარმოებული) ერთეული ერთეულთა საერთაშორისო სისტემაში. სახელი უწოდეს ჰ. ჰერცის პატივსაცემად.

1 ჰერცი არის იმ პერიოდული რხევის სიხშირე, რომლის დროსაც 1 წამის განმავლობაში პროცესის 1 ციკლი სრულდება. ფართოდ გამოიყენება ჰერცის ჯერადი ერთეულები: კილოჰერცი (10³ ჰც), მეგაჰერცი (106 ჰც) და სხვა.

დიაპაზონი სიხშირის ხმის რხევის, რ-იც აღიქვავს ადამიანი, შეიცავს 20ჰერცი-დან 20კჰერცა-მდე.
ადამიანის გული მშვიდ მდგომარეობაში ცემას გამოცემს სიხშირეზე დაახლ. 1ჰერც.
საინტერესოა, რომ ჰერცი გადათარგნით გერმანულიდან ნიშნავს ,, გულს'' და გვარსი უდიდედსი მეცნიერისა  ჰერცი იწერება როგორც - Hertz
პირველი ოქტავის ლა საერთაშორისო სტანდარტის მიხედვით შეადგენს 440ჰ. ეს სიხშირე წარმოადგენს ძირიათად ბგერას კამერტონის (ნოტა ლა პირველი ოქტავის წარმოადგენს ეტალონს  მუსიკალური ინსტრუმენტების ასაწყობად) ამავე დროს არც თუ იშვიატად გამოიყენება სხვა მოწყობილობებიც ნოტა ლა , როგორც მაღალი, ასევე დაბალი სიხშირე 440ჰ.

რხევის სიხშირე ელექტრომაგნიტური ველის, რ-საც აღიქვამს ადამიანი როგორც ხილული გამოსხივება (სინათლე) შეიცავს სიაპაზონს 390- დან 790ტრჰ.

სიხშირე ელექტომაგნიტური გამოსხივების, რ-საც მიკროტალღური ღუმელებში იყენებენ პროდუქტების გასათბობად, ჩვეულებრივ ტოლია 2,45მჰ

დედამიწა მზის გარშემო მოძრაობს დაახლ 33ნჰ

მზსი სისტემა თავის გალაქტიკის ცენტრის გარშემო მოძრაობს სიხშირით 130ამჰ



უძველესი უცხოპლანეტელები (სერიალი)

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -   უძველესი უცხოპლანეტელები (სერიალი) ინგლ. Ancient Aliens Ancient Aliens არის ამერიკული...