вторник, 25 сентября 2018 г.

ყაბარდო-ბალყარეთი

                      ყაბარდო-ბალყარეთი

                                                      კავკვასიური პოლიტიკა
                                             
                                                             ყაბარდოს  ოჯახი , 1900 წელი 

  (საკუთარი სახელწოდება адыгэ ადიღე) — ხალხი, ცხოვრობენ ძირითადად ყაბარდო-ბალყარეთის რესპუბლიკისჩრდილოეთსა და ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში. საერთო რაოდენობა რუსეთის ფედერაციაში 520 000 კაცი (2002).[1] სახლობენ აგრეთვე ახლო აღმოსავლეთისზოგიერთ ქვეყანაში. ენა ყაბარდოული. განეკუთვნება კავკასიური ენების აფხაზურ-ადიღურ ჯგუფს.
მორწმუნე მუსლიმანები არიან (XVIII საუკუნემდე გავრცელებული იყო ქრისტიანობა და წარმართულ რწმენათა ნაშთები). ეთნოგენეზი საერთო აქვთ სხვა ადიღეებთან. ყაბარდოელების ხალხად ჩამოყალიბება დაკავშირებულია ფეოდალურ ურთიერთობების განვითარებასთან (XII-XIV საუკუნეებში). 1557წელს შეუერთდნენ რუსეთს. ყაბარდოელების ძირითადი საქმიანობა — მიწათმოქმედებამესაქონლეობა, ხელოსნობა (ხის კვეთა, მეიარაღეობა, მეუნაგირეობა, მექეჩეობა, მენაბდეობა, ოქრომჭედლობა
ყაბარდო-ბალყარეთის რესპუბლიკა
Къэбэрдей-Балъкъэр Республикэ
Къабарты-Малкъар Республика
Flag of Kabardino-Balkaria.svgCoat of Arms of Kabardino-Balkaria.svg
დროშაერბი
 (ყაბ. Къэбэрдей-Балъкъэр Республикэბალყ. Къабарты-Малкъар Республикаრუს. Кабардино-Балкария) — რუსეთის ფედერაციის სუბიექტი, შედის ჩრდილოეთ კავკასიის ფედერალური ოკრუგის შემადგენლობაში
საქართველოს მოსაზღვრე ყაბარდო-ბალყარეთში ეთნიკურ ნიადაგზე შეტაკებები გრძელდება. არიან დაჭრილები და დაშავებულები. რა გახდა დაპირისპირების მიზეზი? რატომ არის რუსეთი დაინტერესებული, ერთის მხრივ, კავკასიურ ეთნოსებს შორის მუდმივი დაძაბულობის შენარჩუნებით, მეორეს მხრივ კი კონფლიქტის „გაყინვით“? იხ.ბმული 
ესაზღვრება ჩრდილოეთით სტავროპოლის მხარეს, სამხრეთით ჩრდილოეთ ოსეთს და საქართველოს, დასავლეთით ყარაჩაი-ჩერქეზეთს.
შეიქმნა 1921 წლის 1 სექტემბერს.ყაბარდო-ბალყარეთის სახელმწიფო ენებია – ყაბარდული (ყაბარდო-ჩერქეზული), ბალყარული (ყარაჩაი-ბალყარული) და რუსული.
ყაბარდო-ჩერქეზული ენა, კავკასიური ენების აფხაზურ-ადიღეურ ჯგუფს მიეკუთვნება. ერთ-ერთ ოფიციალურ ენას ყაბარდო-ბალყარული და ყარაჩაი-ჩერქეზული წარმოადგენს.
                                                         
                                                                    ყაბადრო ეროვნუ;  სამოსში
ზოგიერთი ენათმეცნიერი მიიჩნევს, რომ ყაბარდო-ჩერქეზულ ენას ადიღეურ ენასთან აქვს კავშირი. თავად ადიღეებიყაბარდოელები და ჩერქეზები თავიანთ ენას „адыгэбзэ“-ს უწოდებენ, რაც „ადიღეურ ენას“ ნიშნავს. იგი სამი დიალექტისგან შედგება. ყაბარდოელების უმრავლესობა თერგულ-ყაბარდულ დიალექტზე საუბრობს, უმცირესობა - ყუბან-ყაბარდინულზე და ე. წ. ბესლანურ დიალექტზე.
1924 წლამდე დამწერლობაში, ძირითადად, არაბულ ანბანს და კირილიცას იყენებდნენ, 1924-1936 წლებში ლათინურს, ხოლო 1936 წლიდან კვლავ კირილიცა გამოიყენება.
ყარაჩაი-ბალყარული ენა თურქული ენის ჩრდილო-დასავლურ შტოს მიეკუთვნება, რომელიც ყაბარდო-ბალყარეთის და ყარაჩაი-ჩერქეზეთის ერთ-ერთ სახელმწიფო ენას წარმოადგენს. მას მშობლიურ ენაზე ბალყარელები “малкъар тил”-ს უწოდებენ, ხოლო ყარაჩაელები - “къарачай тил”-ს.
ყარაჩაი-ბალყარულ ენას აქვს ორი დიალექტი - ყარაჩაი-ბაკსანო-ჩეგემის (чокающий) და მალკარიული (цокающий), ასევე, ხოლამო-ბიზინგიური კილო-კავი. ყარაჩაი-ბალყარული ლიტერატურული ენა ეფუძნება ყარაჩაი-ბაკსანო-ჩეგემის დიალექტს.
1920-1924 წლებში ძირითადად არაბულ დამწერლობას იყენებდნენ, 1924-1936 წლებში ლათინურს, ხოლო 1936 წლიდან კირილიცას.
                                                            ბალყარელები 
 ყარაჩაელების მონათესავე თურქულენოვანი ხალხია, რომლებიც კავკასიის ჩრდილოეთის ქედის ცენტრალური ნაწილის მთიან მონაკვეთში მკვიდრობენ. მკვლევარები თვლიან, რომ ბალყარელები და ყარაჩაელები ერთ ენაზე ლაპარაკობენ, რომელიც ალთაურ ენათა ოჯახის თურქული ჯგუფის ყივჩაღურ ჯგუფში შედის. ყარაჩაელებს ბალყარელებისაგან იალბუზის მთა ყოფს. დასავლეთი ნაწილი ყარაჩაელებს უკავიათ, აღმოსავლეთ მხარეს კი ბალყარელები ცხოვრობენ. 1980-იან წლებში ყაბარდო-ბალყარეთში 59,7 ათასი ბალყარელი მკვიდრობდა, მთელ საბჭოთა კავშირში კი 66 ათასი
ბალყარულ ენაზე დამწერლობა 1924 წელს შეიქმნა (თავდაპირველად ლათინურ, შემდეგ _ რუსულ გრაფიკზე დაყრდნობით). ბალყარული ლიტერატურული ენის საფუძველს ბაქსანურ-ჩეგემური დიალექტი წარმოადგენს.
რუსულ წყაროებში ბალყარელები (ბოლხარები) პირველად XVII საუკუნეში არიან მოხსენიებულნი. თუმცა სახელწოდება ბალყარელები მხოლოდ მდ. ჩერეკზე მცხოვრებ მოსახლეობას აღნიშნავდა. ბალყარელები დასახელებული არიან 1768 წლის დოკუმენტშიც. ბალყარელები პირველად დასავლეთევროპულ წყაროებში XVIII საუკუნის დასაწყისში არიან დაფიქსირებულნი. 1718 წელს გოტლიბ შ ობერი ბალყარელ თათრებს მოიხსენიებს. გიულდენშტედტი და პალასი ბალყარის და ყარაჩაის ოკრუგებს ახსენებენ.
                                                        
                  ბალყარელები ნაციანული კოსტუმებში მე-20-ს -ში

ბალყარეთის ყველა სოფლის მცხოვრებს მჭიდრო კავშირი ჰქონდა მეზობელ ხალხებთან: ყაბარდოელებთან, ყარაჩაელებთან, ქართველ მთიელებთან (სვანებთან, რაჭველებთან). XIX საუკუნის პირველ მესამედში ბალყარული საზოგადოებები რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში შევიდნენ.
ბალყარელები ძველისძველი მეცხოველეები არიან. მესაქონლეობა ბალყარელების მეურნეობის წამყვანი ტრადიციული დარგი იყო. მისდევდნენ მეცხვარეობას, მსხვილფეხარქოსანი საქონლის მოშენებას, მეცხენეობას; ჰყავდათ თხები. XVIII საუკუნის ბოლომდე მისდევდნენ მეღორეობასაც. მეღორეობა ისლამის გავრცელებასთან ერთად გაქრა. მაისიდან ოქტომბრამდე საქონელს მთის საზაფხულო საძოვრებზე აბალახებდნენ. გვიან შემოდგომაზე კი ყაბარდოს ველის საზამთრო საძოვრებზე მიერეკებოდნენ. ბალყარელებს მსხვილფეხარქოსანი საქონლის ნაწილი ბაგურ კვებაზე ჰყავდათ. სამეცნიერო ლიტერატურაში აღნიშნულია ბალყარული ცხენების ამტანობის, გამძლეობის შესახებ. პატარა ბალყარული ცხენები მთის პირობებში შეუცვლელი იყვნენ.
მესაქონლეობასთან ერთად ბალყარელები მიწათმოქმედებასაც მისდევდნენ, რომელსაც აქ დამხმარე ხასიათი ჰქონდა. სახვნელი ნაკვეთები ტერასებზე ჰქონდათ მოწყობილი. თესავდნენ ქერს, ხორბალს, შვრიას. ხნავდნენ ხის სახვნელით, რომელსაც რკინის სახნისი ჰქონდა. მკიდნენ ნამგლით. მარცვლის გალეწვას საქონლის ფეხით ახდენდნენ. ბალყარელები არა მხოლოდ სახვნელ მინდვრებს, არამედ სათიბებსაც რწყავდნენ. სახვნელ ნაკვეთებს 2-3 წელიწადში ერთხელ ნაკელით ანოყიერებდნენ. ბალყარელთა შინამრეწველობიდან და ხელოსნობიდან აღსანიშნავია ქეჩების, ნაბდების წარმოება, ტყავისა და ხის დამუშავება (ამზადებდნენ ავეჯსა და ჭურჭელს). დიდი მნიშვნელობა ჰქონდა მონადირეობასა და მეფუტკრეობას. მოპოვებულ მელიის, მგლის, კვერნის ბეწვს ჩრდილოეთ კავკასიის ქალაქებსა და დასავლეთ საქართველოში ჰყიდნენ. ვაჭრობდნენ თაფლითა და ცვილით. ფუტკარი მსუბუქ დაწნულ სკებში ჰყავდათ. ბალყარელები ძირითადად ვაჭრობდნენ ყაბარდოელებთან და დასავლეთ საქართველოს მთიანეთის _ სვანეთის და რაჭის მოსახლეობასთან. ონში გასაყიდად ნაბდები, თექა, ყაბალახები გადმოჰქონდათ, რასაც თამბაქოზე, სპილენძის ქვაბებზე, ჭურჭელზე და სხვა საგნებზე ცვლიდნენ. ბალყარელებმა XVIII საუკუნის მეორე ნახევრიდან ვაჭრობა რუსეთთან გააცხოველეს. კავკასიის ხაზზე და შავიზღვისპირეთში ბალყარელები ძირითადად მარილს იძენდნენ.
რეფორმის პერიოდში განავითარეს სარძევე მრეწველობა. თავადმა ურუსბაევებმა ბაქსანის მარცხენა ნაპირზე ააშენეს ყველის ქარხანა, სადაც შვეიცარულ ყველს ამზადებდნენ.
ბალყარელები XX საუკუნემდე ერთმანეთს და სხვა მეზობელ ხალხებს ვიწრო და ციცაბო ბილიკებით უკავშირდებოდნენ. მათზე მხოლოდ ფეხით ან ცხენით თუ გადაადგილდებოდნენ. ბორბლიან ტრანსპორტს ბალყარელები არ იცნობდნენ

Комментариев нет:

მუსიკალური პაუზა

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -                         მუსიკალური პაუზა  ჩვენ ვიკლევთ სამყაროს აგებულებას ოღონდ ჩვენი ...