воскресенье, 2 сентября 2018 г.

ინტერსტელარი

                           ინტერსტელარი

                                ვარსკვლავთშორისი 


                                               ÐŸÐ¾ÑÑ‚ер фильма
ერთერთი საუკეთესო სამეცნიერო-ფანტასტიკის ფილმი ასეთი ჟანრის  მოყვარულებისთვის  საინეტერესო ხედვით
 (ინგლ. Interstellar) — 2014 წლის სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრის ფილმი, რომლის რეჟისორია კრისტოფერ ნოლანი. ფილმში მთავარ როლებს ასრულებენ მეთიუ მაკ-კონეჰიენ ჰეთეუეიჯესიკა ჩესტეინიმაკკენზი ფოი და მაიკლ კეინი. სიუჟეტის მიხედვით, ასტრონავტების გუნდი „თხუნელის სოროში“ მიემგზავრება, სადაც ახალ დასახლებულ პლანეტას ეძებს. სცენარის ავტორები არიან კრისტოფერ და ჯონათან ნოლანები. იგი დაიწერა სხვა სცენართან შერწყმით, რომელიც ჯონათანმა 2007 წელს, კრისტოფერ მიერ შემოთავაზებული იდეების საფუძველზე შექმნა. ფილმის პროდიუსერები არიან კრისტოფერი, მისი მეუღლე ემა თომასი და ლინდა ობსტი. სამეცნიერო მრჩეველი და აღმასრულებელი პროდიუსერია კიპ თორნი.
იხ.ვიდეო ქართულად გახმოვანებული ნაწყვეტი ფილმიდან



ფილმი დაფინანსდა Warner Bros.-ის Paramount Pictures-ის და Legendary Pictures-ის მიერ, ხოლო აწარმოებდნენ Syncopy და Lynda Obst Productions. მთავარი ოპერატორი იყო ჰოიტე ვან ჰოიტემა. ფილმი გადაღებული იქნა ანამორფულ (35 მმ.) და IMAX-ის 70 მმ-იან ფორმატებში. გადაღება მიმდინარეობდა 2013 წლის ბოლოდან ალბერტაში (კანადა), ისლანდიაში და ლოს-ანჯელესში. ვიზუალური ეფექტები შეიქმნა Double Negative-ის მიერ.
ვარსკვლავთშორისის პრემიერა გაიმართა 2014 წლის 26 ოქტომბერს ლოს-ანჯელესში, შემდეგ კი - მთელ მსოფლიოში. ფილმი თავდაპირველად ნაჩვენები იქნა ჩრდილოეთ ამერიკის ძველ, ფირიანი პროექტორებით აღჭურვილ ამერიკის კინოთეატრებში. მოგვიანებით კი - ციფრული პროექტორებით აღჭურვილებში. ფილმს კომერციული წარმატება და უმეტესწილად კრიტიკოსთა დადებითი შეფასებები ხვდა წილად. კერძოდ, მათ აღნიშნეს ფილმის მეცნიერული სიზუსტე, ვიზუალური ეფექტები და მსახიობთა, განსაკუთრებით მაკ-კონეჰის, ფოისა და ჩესტეინის შესრულება.
ოსკარის 87-ე დაჯილდოებაზე ფილმმა გაიმარჯვა საუკეთესო ვიზუალური ეფექტების კატეგორიაში, ასევე ნომინირებული იყო საუკეთესო ორიგინალური სცენარის, ხმის მონტაჟის, ხმისა და მხატვრული გაფორმების კატეგორიებში.
იხ. ვიდეო 



Комментариев нет:

ათეროსკლეროზი

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -                         ათეროსკლეროზი ძარრვებში ცვლილებები (ათეროსკლეროზის განვითარების...