суббота, 22 сентября 2018 г.

                     ნიურნბერგის პროცესი

                                                 
                                                       სასამრთლო შენობა . ნიუმბერგში
 (გერმ.Nürnberger Prozesseინგლ.Nuremberg trialsრუს.Нюрнбергский процессფრანგ.Procès de Nuremberg) — საერთაშორის სასასმართლო II მსოფლიო ომში გერმანელი ომის მთავარი დამნაშავეების გასამართლება საერთაშორისო სამხედრო ტრიბუნალის მიერ ქალაქ ნიურნბერგში (გერმანია). ეს ტრიბუნალი შეიქმნა სსრკ-ის, აშშ-ის, დიდი ბრიტანეთისა და საფრანგეთის შეთანხმებით ლონდონში1945 წლის 8 აგვისტოს. სამართალში მიცემული იყო ჰიტლერისეული გერმანიის 24 ხელმძღვანელი. ნიურნბერგის პროცესი მიმდინარეობდა 1945 წლის 20 ნოემბრიდან 1946 წლის 1 ოქტომბრამდე. ტრიბუნალის განაჩენით განსასჯელები ცნობილ იქნენ დამნაშავეებად შეთქმულებაში აგრესიული ომის მომზადებისა და წარმოებაში. ტრიბუნალმა ასევე დანაშაულებრივ ორგანიზაციად ცნო ნაციონალ-სოციალისტური პარტიის დამცველი რაზმები: სს, უშიშროების სამსახური (სდ), გესტაპო და ნაცისტური პარტიის შემადგენლობა. ნიურნბერგის პროცესის საერთაშორისო მნიშვნელობა ისაა, რომ მან მთელ მსოფლიოს ამცნო გერმანული ნაციზმისა და მილიტარიზმის საზარელი ბოროტმოქმედება. პირველად განხორციელდა სახელმწიფოს ხელმძღვანელ პირთა სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა უმძიმესი საერთაშორისო დანაშაულის ჩადენისათვის. 1946 წლის 11 დეკემბერს გაეროს გენერალურმა ასამბლეამ დაადასტურა საერთაშორისო სამართლის პრინციპები, რომლებიც აღიარებულია ნიურნბერგის ტრიბუნალის წესდებით და ასახულია მის განაჩენში.

სულ იყო ჩატარებული 403 სასამართლო მოსმენა თავჯდომარე მოსამართლე იყო ჯ. ლოურენსი დიდ ბრიტანეთიდან, მათ შორის იყო ,,საიდუმლო პროტოკოლი'' მოლოტოვ-რიბერნტროპის პაქტი, სსრკ- სა და დასავლეთს შორის დაქძაბულობის გამო მოსმენები ტარდებოდა დაძაბულობიშ ფონზე, რაც იმედს აძლევდა ბრალდებულებს პროცესების ჩაშლის. განსაკუთრებით დაიძაბ ურთიერთობა ფულტონის გამოსვლა ჩერცილის (ფაქტიურად ეს იყო სიგნალი ცივი ომის დასაცყისის) პროცესის ბოლოს საბჭოეთმა წარმოადგინა ფილმები მაიჯდანეკი, ზაკსენჰაუზენი,  ოსვენციმი (საკოცენტრაციო ბანაკები) გადაღებული საფრონტო კინოოპერატორების მიერ.
განაჩენი საერთაშორისო სამხედრო ტრიბუნალის
სიკვდილით დასჟა ჩამოხრჩობით: ჰერმან გერინგი, მარტინი ბორმანი, ერნესტ კალტენბრუნერი, იოახიმ ფონ რიბენტროპი, ალფრედ როზენბერგი, ჰანს ფრანკი, ვილჰელმ ფრინკი, არტურ- ზაიას-ინკვარტი, ალფრედ იოდლი
სამუდამო პატიმრობა მიესაჯა: რუდოლფ ჰესი, ვალტერ ფუნკი და ერიიხ რეიდერი
20 წლით ციხე მიესაჯა: ბალდაუ ფონ შირახი და ალბერტ შპეერი
10 წლით კი კარლ დენიცი
გამართლდნენ: ფრიჩე, ფრანც ფონ პაპენი, ჰიალმარ შახტი



Defendants in the dock at the Nuremberg Trials.jpg
მსჯავრდებულები თვაის ლოჟაში პირველი რიგში მარცხნივ მარჯვნიდან: ჰერმაჰ გერინგი, რუდოლფ ჰესი, იოჰან ფონ რიბერტოპი, ვილჰემ კაიტელი, მეორე რიგში მარცხნივ მარკვნიდან: კარლ დენიცი, ერიხ რეიდერი,ბალდურ ფონ შიხარი, ფრიშ ზაუკელი

Комментариев нет:

მუსიკალური პაუზა

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -                         მუსიკალური პაუზა  ჩვენ ვიკლევთ სამყაროს აგებულებას ოღონდ ჩვენი ...