суббота, 1 сентября 2018 г.

                                                             ჩერქეზები
                                                             კავკასიური პოლიტიკა                             
   
ჩერქეზები
Адыгэ
черкесы
Flag of Adygea.svg
ადიღეს დროშა
(საკ. სახ. ადიღე) — ადიღეების საერთო სახელწოდება. წერილობით ძეგლებში პირველად იხსენიება XIII საუკუნეში. ჩერქეზებს რუსეთში უწოდებენ ყარაჩაი-ჩერქეზეთის მოსახლეობას (მ. შ. ყაბარდოელების წინაპრებსაც, რომლებიც ყუბანში გადასახლდნენ XIX საუკუნეში). ლაპარაკობენ ყაბარდოულ-ჩერქეზულ ენაზე, რომელიც განეკუთვნება კავკასიური ენების აფხაზურ-ადიღეურ ჯგუფს. საერთო რაოდენობა 50,8 ათასი კაცი. ცხოვრობენ ყარაჩაი-ჩერქეზეთის 17 აულში. ასევე ახლო აღმოსავლეთში, სადაც გადაასახლეს XIX საუკუნის მეორე ნახევარში. აქ ჩერქეზებს უწოდებენ ადიღეებსაც, აფხაზებსაც და ოსებსაც.

ჩერქეზების გენოციდი რუსეთის იმპერიის მიერ მე-19 საუკუნეში, რუსეთ-კავკასიის ომის დროს განხორციელდა ადიღე-ჩერქეზეთის მიზანმიმართული ეთნიკური წმენდა, გამოთავისუფლებულ ტერიტორიებზე კაზაკების და რუსების ჩასახლების მიზნით. სულ ამ მოვლენებში განადგურებულ და გადასახლებულ იქნა მილიონ ნახევრამდე ჩერქეზული მოსახლეობის 90%–ზე მეტი. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ, კავკასიოლოგ მერაბ ჩუხუას კვლევების თანახმად, „დამპყრობლური ომების პერიოდში ჩერქეზი ხალხის გენოფონდის საერთო დანაკარგმა, მოკლულის სახის შეადგინა ამ ხალხის მთლიანი მოსახლეობის 20%–ზე ბევრად მეტი“, რის გამოც ექსპერტები ამ ფაქტს გენოციდად აფასებენ
2011 წლის 21 მაისს, საქართველოს პარლამენტმა მიიღო სპეციალური დადგენილება, რომლითაც მე–19 საუკუნეში რუსეთის იმპერიის მიერ ჩერქეზი ხალხის ეთნიკური წმნედა „გენოციდის აქტად“ აღიარა. გადაწყვეტილებას მხარი, დამსწრე 95 დეპუტატიდან ყველამ ერთხმად დაუჭირა, რითაც საქართველო პირველი ქვეყანა გახდა ჩერქეზების გენოციდის აღიარებაში

რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ ეს ფაქტი საქართველოს „კონიუქტურულ–პოლიტიკური“ მიზნებით ახსნა და არა ჩერქეზი ხალხის „ტრაგიკული ბედის“ გაზიარების სურვილით

ამჯად ჯაიმუხა (დ. მაისი, 1962?) — იორდანიელი ისტორიკოსიფილოლოგი და პუბლიცისტი, წარმოშობით ჩერქეზი. ავტორი წიგნებისა კავკასიის, განსაკუთრებით ჩერქეზული და ჩეჩნური, კულტურისა და ფოლკლორის შესახებ. ჩერქეზული ენციკლოპედიის (ინგ. Circassian Encyclopaedia, M. Mamser, 2009) თანახმად, ჯაიმუხა შეიძლება ჩაითვალოს ჩერქეზულ საკითხებში ბოლო დროის ყველაზე მნიშვნელოვან ავტორად.

Комментариев нет:

მუსიკალური პაუზა

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -                         მუსიკალური პაუზა  ჩვენ ვიკლევთ სამყაროს აგებულებას ოღონდ ჩვენი ...