пятница, 21 сентября 2018 г.

ანტარქტიდა

                            ანტარქტიდა

                                       
                                              ანტარქტიდის რუკა
 (ბერძნ. ἀνταρκτικός — არქტიკის საპირისპირო) — კონტინენტია დედამიწის სამხრეთ გეოგრაფიული პოლუსისგარშემო. დედამიწის ყველაზე ცივი ადგილი და ყინულით თითქმის სრულად დაფარული, რომლის სისქეც 1,6 კილომეტრს (1 მილი) აღწევს. ამასთან ის დედამიწის უდიდესი უდაბნოა. მას გარს აკრავს სამხრეთის ოკეანის წყლები (აგრეთვე ინდოეთისწყნარი და ატლანტის ოკეანეების სამხრეთი ნაწილები). კონტინენტის ფართობი შეადგენს 14 მლნ კვ. კმ-ს (ასევე 1,6 მლნ. კვ. კმ-ს შეადგენს შელფური ყინულები, 75 500 კმ²-ს კუნძულები). ანტარქტიდის ცენტრი თითქმის ემთხვევა სამხრეთ გეოგრაფიულ პოლუსს. ანტარქტიდას მუდმივი მოსახლეობა არ ჰყავს, თუმცა ზოგი მეცნიერი აქ რამდენიმე თვის განმავლობაში ცხოვრობს და კვლევებს ატარებს. იხ. ვიდეობი  ქვემოთ საინეტრესო ხედვა და ვერსია.
ანტარქტიდის ყინულის საფარი ყველაზე დიდია ჩვენს პლანეტაზე და ზომით მის უახლოეს მეზობელ გრენლანდიისყინულის საფარის ფართობს აჭარბებს დაახლოებით 10-ჯერ. მასში თავმოყრილია ყინულის ~30 მილიონი კმ³, ანუ ხმელეთის ყველა ყინულის 90 %. ყინულის სიმძიმის გამო, როგორც ამას გეოფიზიკოსების გამოკვლევები აჩვენებს, კონტინენტმა ჩაიწია საშუალოდ 0,5 კმ-ით, რასაც ადასტურებს მისი შედარებით ღრმა შელფი. ბრიტანეთის ანტარქტიდის კვლევის საზოგადოებრივი ორგანიზაციის მიერ ჩატარებული კვლევების თანახმად, 1963 წლიდან 2013 წლის ჩათვლით პერიოდში, ყინულის მარაგმა შეადგინა 26,5 მილიონი კმ³.
ანტარქტიდაში ყინულის საფარი შეიცავს პლანეტაზე არსებული მთელი მტკნარი წყლის დაახლოებით 80 %-ს; თუ ის მთლიანად დადნება, მსოფლიო ოკეანის დონე აიწევს თითქმის 60 მეტრით (შედარებისათვის: თუ გადნებოდა გრენლანდიის ყინულის საფარი, ოკეანის დონე სულ აიწეოდა 8 მეტრით).
ყინულის საფარს აქვს გუმბათის ფორმა ზედაპირის დახრილობის ზრდით სანაპიროსკენ, სადაც ის ბევრ ადგილებში გარშემორტყმულია შელფური მყინვარებით. ყინულის ფენის საშუალო სისქეა — 2500-2800 მეტრი, რომელიც მაქსიმალურ მნიშვნელობას აღწევს აღმოსავლეთ ანტარქტიდის ზოგიერთ რაიონში — 4800 მეტრი. ყინულის დაგროვებას ყინულის საფარზე მოაქვს, როგორც სხვა მყინვარების შემთხვევაში, ყინულის გადაადგილება აბლიაციის(ლათ. ablatio — ნგრევა) ზონაში, რომლის როლსაც ასრულებს კონტინენტის სანაპირო; ყინული მოტყდება აისბერგისსახით. აბლიაციის წლიური მოცულობა შეფასებულია 2500 კმ³-ით.
ანტარქტიდის განსაკუთრებულობაა შელფური მყინვარების (დასავლეთ ავსტრალიის დაბალი (ცისფერი) რაიონები) დიდი ფართობი, რომელიც შეადგენს ზღვის დონიდან ამაღლებული ფართობის ~10 %-ს; ეს მყინვარები რეკორდული ზომის აისბერგების წყაროა, რომლებიც მნიშვნელოვნად სჭარბობს გრენლანდიის მყინვარებიდან მოწყვეტილი აისბერგების ზომებს; ასე მაგალითად, 2000 წელს როსის შელფურ მყინვარს მოწყდა დღეისათვის ყველაზე უფრო ცნობილი (2005 წელი) აისბერგი ბ-15 ფართით 10 ათას კმ²-ზე მეტი. ზამთრის პერიოდში (ზაფხული ჩრდილოეთ ნახევარსფეროში) ანტარქტიდის გარშემო არსებული ზღვის ყინულების ფართობი იზრდება 18 მილიონ კმ²-მდე, ხოლო ზაფხულის პერიოდში მცირდება 3—4 მილიონ კმ²-მდე.
ყინულის საფარის ასაკი ზემოთა ნაწილში შეიძლება განვსაზღვროთ წლიური ფენების საშუალებით, რომელიც შედგება ზამთრის და ზაფხულის დანალექებით, ასევე მარკირებული ჰორიზონტებით, რომლებსაც ინფორმაცია მოაქვთ გლობალურ მოვლენებზე (მაგალითად, ვულკანების ამოფრქვევა). მაგრამ დიდ სიღრმეებში ასაკის გამოსავლენად იყენებენ ყინულის განვითარების ციფრულ მოდელირებას, რომელიც აგებულია რელიეფის, ტემპერატურის, თოვლის დაგროვების სიჩქარის და სხვა პარამეტრების ცოდნაზე
ანტარქტიდის საშუალო ზამთრის (მარცხნივ) და ზაფხულის (მარჯვნივ) ტემპერატურა
ანტარქტიდა გამოირჩევა უკიდურესად მკაცრი ცივი კლიმატით. აღმოსავლეთ ანტარქტიდაში საბჭოთა ანტარქტიდულ სადგურ ვოსტოკში 1983 წლის 21 ივლისს დარეგისტრირდა ჰაერის ყველაზე დაბალი ტემპერატურა დედამიწაზე მეტეროლოგიური გაზომვების მთელი ისტორიის მანძილზე — -89,2 °C. რაიონი ითვლება დედამიწის სიცივის პოლუსად. 2013 წლის 9 დეკემბერს ამერიკის გეოფიზიკური კავშირის კონფერენციაზე ამერიკელი მკვლევარების ჯგუფმა აღმოაჩინა, რომ 2010 წლის 10 აგვისტოს ანტარქტიდის ერთ-ერთ წერტილში ჰაერის ტემპერატურა დაეცა −93,2 °С-მდე (-135,8 F). ეს ინფორმაცია გამოაშკარავდა ნასას თანამგზავრული მონაცემების ანალიზის შედეგად. მაგრამ, ამ ინფორმაციის ერთ-ერთი ავტორის ტ. სკამბოსის (ინგლ. Ted Scambos) აზრით მიღებული მონაცემი არ იქნება დარეგისტრირებული, როგორც რეკორდული, რადგანაც ის გამოვლინდა თანამგზავრული გასინჯვის შედეგად და არა თერმომეტრის მეშვეობით   ზამთრის თვეების საშუალო ტემპერატურაა — -60 °С-დან -75 °С-მდე, ხოლო ზაფხულის თვეების — -30 °С-დან -50 °С-მდე; სანაპიროზე ზამთარში -8 °С-დან -35 °С-მდე, ხოლო ზაფხულში 0-5 °С. უნდა აღინიშნოს, რომ ანტარქტიდაში ზამთრის თვეებია (როგორც მთელ სამხრეთ ნახევარსფეროში) ივნისი, ივლისი და აგვისტო, ხოლო ზაფხულის — დეკემბერი, იანვარი და თებერვალი.
აღმოსავლეთ ანტარქტიდის მეტეოროლოგიის მეორე განსაკუთრებული თვისებაა კატაბატიკური ქარი, რომელიც გამოწვეულია მისი გუმბათისებრი რელიეფით. ეს სამხრეთის მიმართულების მდგრადი ქარები ყალიბდება ყინულის ფარის საკმაოდ დახრილ ფერდოებზე ყინულის ზედაპირთან ჰაერის მასის გაცივების გამო, ზედაპირისზედა ფენის სიმჭიდროვე იზრდება და ის გრავიტაციის მოქმედების შედეგად ფერდოს მეშვეობით ეშვება დაბლა. როგორც წესი ჰაერის ჩამონადენის ფენის სისქე შეადგენს 200—300 მეტრს; ქარის მოტანილი ყინულოვანი მტვრის დიდი რაოდენობის გამო, ჰორიზონტალური მხედველობა ასეთი ქარების დროს საკმაოდ დაბალია. კატაბატიკური ქარის ძალა პროპორციულია ფერდოს ქანობისა და ყველაზე უფრო დიდ მნიშვნელობას აღწევს ზღვისკენ დიდი დახრის მქონე სანაპირო რაიონებში. კატაბატიკური ქარები მაქსიმალურ ძალას აღწევენ ანტარქტიდულ ზამთარში — აპრილიდან ნოემბრის ჩათვლით ისინი ქრიან თითქმის შეუწყვეტლივ მთელი დღის განმავლობაში, ნოემბრიდან მარტის ჩათვლით — ღამის საათებში ან როდესაც მზე მდებარეობს ჰორიზონტზე დაბლა. ზაფხულში დღის საათებში მზის მიერ ზედაპირისზედა ჰაერის ფენის გათბობის მეშვეობით კატაბატიკური ქარები სანაპიროსთან წყდება.


ტემპერატურის აზომვის მონაცემები 1981 წლიდან 2007 წლამდე აჩვენებენ, რომ ტემპერატურული ფონი ანტარქტიდაში იცვლებოდა არათანაბრად. საერთოდ დასავლეთი ანტარქტიდისთვის აღინიშნება ტემპერატურის მატება, მაშინ როდესაც აღმოსავლეთი ანტარქტიდისთვის დათბობა არ შეინიშნება, პირიქით შეინიშნება გარკვეული ვარდნა. ნაკლებსავარაუდოა, რომ XXI საუკუნეში ანტარქტიდის მყინვარების დნობის პროცესი მნიშვნელოვნად მოიმატებს. პირიქით, მოსალოდნელია, რომ ტემპერატურის ზრდასთან ერთად იზრდება ანტარქტიდის ყინულის საფარზე მოსული თოვლის რაოდენობა. მაგრამ დათბობასთან დაკავშირებით შესაძლებელია შელფური მყინვარების უფრო ინტენსიური ნგრევა
ანტარქტიდის შესახებ შეთანხმების თანახმად, რომელსაც ხელი მოეწერა 1959 წლის 1 დეკემბერს და ძალაში შევიდა 1961 წლის 23 ივნისს, ანტარქტიდა არ ეკუთვნის არც ერთ სახელმწიფოს. იქ ნებადართულია მხოლოდ სამეცნიერო საქმიანობა.
სამხედრო ობიექტების განლაგება, ასევე სამხედრო და შეიარაღებული გემების შესვლა სამხრეთი განედის 60-ე გრადუსის სამხრეთით აკრძალულია.
1980-იან წლებში ანტარქტიდა გამოაცხადეს უბირთვო ზონად, რამაც გამორიცხა მის ტერიტორიალურ წყლებში გემ-ატომმავლების გამოჩენა, ხოლო მატერიკზე — ატომური ენერგობლოკების გამოჩენა.
დღეისათვის ხელშეკრულების მონაწილეებია 50 სახელმწიფო (ხმის უფლებით) და ათობით ქვეყანა-დამკვირვებელ


ტერიტორიული პრეტენზიები ანტარქტიდაზე
ანტარქტიდის შესახებ დადებული შეთანხმება არ ნიშნავს, რომ ამ შეთანხმებაზე ხელმოწერილმა ქვეყნებმა უარი თქვეს საკუთარ ტერიტორიალურ პრეტენზიებზე კონტინენტის და მის ირგვლივ არსებული სივრცის მიმართ. პირიქით, ზოგიერთი ქვეყნის ტერიტორიული პრეტენზიები საკმაოდ დიდია.

მაგალითად, ნორვეგია პრეტენზიას აცხადებს ტერიტორიაზე, რომელიც თავად მის ტერიტორიას აღემატება ათჯერ (მათ შორის ფადეი ბელინსგაუზენის და მიხეილ ლაზარევის ექსპედიციის მიერ აღმოჩენილი პეტრე I-ის კუნძული). საკმაოდ დიდი ტერიტორიები თავის საკუთრებად გამოაცხადა დიდმა ბრიტანეთმა. ბრიტანელები აპირებენ მოიპოვონ მადნის და ნახშირწყალბადის რესურსები ანტარქტიდის შელფზე. ავსტრალია საკუთრად მიიჩნევს ავსტრალიის ანტარქტიდულ ტერიტორიას, რომელშიც, სოლივით შეჭრილია «ფრანგული» ადელის მიწა. ტერიტორიალური პრეტენზიები გამოთქვა ახალმა ზელანდიამაც და იგი თავისად მიიჩნევს როსის ტერიტორიასდიდი ბრიტანეთიჩილე და არგენტინა პრეტენზიას აცხადებენ პრაქტიკულად ერთი და იგივე ტერიტორიაზე, რომელშიც ასევე შედის ანტარქტიდის ნახევარკუნძული და სამხრეთ შეტლანდის კუნძულებიმერი ბერდის მიწაზე არც ერთ სახელმწიფოს ოფიციალურად არ გამოუთქვია ტერიტორიული პრეტენზიები. მაგრამ აშშ-ის მინიშნებები ამ ტერიტორიის უფლებებზე შეიცავენ არაოფიციალური ამერიკული წყაროები. ჩინეთს ჯერ არ გამოუთქვავს ტერიტორიალური პრეტენზიები, მაგრამ როგორც რუსეთი ახორციელებს რესურსების დაზვერვას, რისთვისაც იყენებს საკუთარ პოლარულ სადგურებს.
განსაკუთრებული პოზიცია დაიკავეს აშშ-მა და რუსეთმა, რომლებმაც გამოაცხადეს, რომ პრინციპში შეუძლიათ გამოთქვან საკუთარი ტერიტორიალური პრეტენზიები ანტარქტიდაში, თუმცა ამას ჯერ არ აკეთებენ. თანაც ორივე ქვეყანა არ სცნობს სხვა ქვეყნების პრეტენზიებს ანტარქტიდაზე.



Комментариев нет:

მუსიკალური პაუზა

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -                         მუსიკალური პაუზა  ჩვენ ვიკლევთ სამყაროს აგებულებას ოღონდ ჩვენი ...