суббота, 1 сентября 2018 г.

ციცერონი

                                                       

                                    ციცერონი

                         
მარკ ტულიუს ციცერონი 
Marcus Tullius Cicerō
Марк Туллий Цицерон
ბიუსტი  ციცერონის  კაპიტოლიუმიდან  მუზეომი რომში 

  (ლათ. Marcus Tullius Cicero; დ. 3 იანვარიძვ. წ. 106არპინუმიიტალია — გ. 7 დეკემბერიძვ. წ. 43ფორმიაიტალია) — რომაელი პოლიტიკოსი, ადვოკატი და პოლიტიკური მოაზროვნე, ძველი რომის ყველაზე სახელგანთქმული ორატორი და კონსული ძვ. წ. 63 წელს


გამოჩენილი რომაელი სახელმწიფ

 მოღვაწემეცნიერიფილოლოგიმწერალიპოეტიფილოსოფოსიმხედართმთავარიორატორი და ადვოკატი - მარკუს ტულიუს ციცერონი დაიბადა ძვ. წ. 106 წლის 3 იანვარს, იტალიის პროვინციულ ქ. არპინუმში. ჩვენამდე მოღწეულია მრავალი მისი სიტყვა, ფილოსოფიური ნაშრომი და კერძო წერილი. მიტილენელი ფილოსოფოსი კრატიპე მოღვაწეობდა ათენში. იგი ზრდიდა ციცერონის შვილს — მარკუს ტულიუს ციცერონ უმცროსს.

პოლიტიკური მოღვაწეობა

ძვ. წ. 78 სულას სიკვდილის შემდეგ ციცერონი კვლავ დაბრუნდა რომში, სადაც პოლიტიკური მოღვაწეობა დაიწყო. 75 წელს იგი ქვესტორის თანამდებობაზე დაინიშნა სიცილიაში. თავიდან, მას შევიწროვებული და დაჩაგრული მოსახლეობა უნდობლობით შეხვდა, მაგრამ, მერე, როდესაც გამოსცადეს ციცერონის უწყინარი ხასიათი, მისი მზრუნველობა და სამართლიანობა, ისეთი პატივიცემით ეპყრობოდნენ, როგორიც არასდროს არ ღირსებია სხვა რომელიმე თანამდებობის პირს (Plut. Cicero, 6). ქვესტორის მოვალეობის კეთილსინდისიერად შესრულებას უდავო მნიშვნელობა ჰქონდა ციცერონის მოღვაწეობის მომდევნო პერიოდში. ძვ. წ. 69 ციცერონი ედილად იქნა არჩეული. აღსანიშნავია ციცერონის გამოსვლა სიცილიის ყოფილი გამგებლის ვერესის წინააღმდეგ. ვერესი 3 წლის განმავლობაში პროპრეტორის მოვალეობას ასრულებდა სიცილიაში და ამ დროის განმავლობაში ხალხის სამართლიანი უკმაყოფილება და დიდი სიძულვილი დაიმსახურა. ვერესი განსაკუთრებით 

გამოირჩეოდა ადგილობრივი მოსახლეობისადმი უხეში მოპყრობით, ძალმომრეობითა და სისასტიკით; მრუშობით, ტაძართა ძარცვით და სხვ. სიცილიელებმა თხოვნით მიმართეს ციცერონს დაეცვა მათი ინტერესები და გამოსულიყო ამ ბოროტმოქმედი პროპრეტორის ბრალმდებლად. ციცერონმა თავისი მოვალეობა ბრწყინვალედ შეასრულა. მისი სიტყვები ვერესის წინაღმდეგ გამოირჩევა გონებანახვილობით, ღრმა შინაარსით და მაღალმხატვრულობით. "ჩვენ, პროვინციაშიხანდახან ისეთ გამგებლებს ვაგზავნიდით, რომ მათი მოქმედება მცირედ თუ განსხვავდებოდა მტერთა შემოსევებისაგან..." აღნიშნავს ერთგან ციცერონი. ციცერონმა ვერესის პროცესზე მხოლოდ ორი დივინაციო და ერთი სიტყვა წარმოთქვა, დანარჩენი ხუთი კი ლიტერატურულად დაამუშავა და შემდგომში გამოსცა სათაურით "Actio Secunda In Verrem". ვერესის პროცესმა ციცერონს უფრო მეტად განუთქვა სახელი. ამ პერიოდში ციცერონი დაუახლოვდა გამოჩენილ სარდალსა და სახელმწიფო მოღვაწეს - გნეუს პომპეუსს, რომელთანაც მან მეგობრული ურთიერთობა ჯერ კიდევ ჯარში სამსახურის დროს დაამყარა. 66 წელს პომპეუსის 

მომხრეთა დახმარებით და პირადი პოპულარობის წყალობით ციცერონი პრეტორად იქნა არჩეული. ამ პერიოდში ძალზედ დაძაბული ვითარება შეიქმნა აღმოსავლეთში. 74 წლიდან მიმდინარეობდა მითრიდატეს მესამე ომი. რომაელთა პირველი გამარჯვებანი თანდათან მარცხმა შეცვალა. სახალხო ტრიბუნბა მანილიუსმა კომიციებში წინადადება შეიტანა მითრიდატესთან ომში უმაღლესი მთავარსარდლობა პომპეუსისთვის გადაეცათ. ციცერონმა აქტიურად დაუჭირა მხარი მანილიუსის კანონს (De Imperio Pompeii). ციცერონმა სენატში ბრწყინვალე სიტყვა წარმოთქვა პომპეუსის მხარდასაჭერად. საბოლოოდ, მანილიუსის კანონი ძალაში შევიდა და პომპეუსმა დაიწყო სამხედრო მოქმედებები აღმოსავლეთში (ძვ. წ. 65 პომპეუსმა იბერიასა და კოლხეთშიც გაილაშქრა).


Комментариев нет:

მუსიკალური პაუზა

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -                         მუსიკალური პაუზა  ჩვენ ვიკლევთ სამყაროს აგებულებას ოღონდ ჩვენი ...