понедельник, 16 марта 2020 г.

რადიოასტრონომია

                         რადიოასტრონომია

                                               
                                                         რადიოგამოსახივება გალქატიკა M87
           მეცნიერება -  ასტრონომია შეიცანი სამყარო
ასტრონომიის ნაწილი, რომელიც იკვლევს მზესვარსკვლავებსგალაქტიკებს და სხვა ციურ ობიექტებს მათ მიერ გამოსხივებულ რადიოტალღებზე დაკვირვების გზით. ასტრონომიული ობიექტის საწყისი რადიოტალღები გამოვლინდა კარლ ჯანსკის მიერ 1932 წელს. 
იხ.ვიდეო

მან შეამჩნია რადიაცია, რომელიც მოდიოდა ირმის ნახტომიდან. შემდგომში განხორციელებულმა დაკვირვებებმა მიაკვლიეს რადიაციის გაფრქვევის რამდენიმე წყაროს. ასეთ წყაროებს წარმოადგენდა ისეთი ობიექტები, როგორიცაა:გალაქტიკები, ვარსკვლავები, რადიოგალაქტიკებიკვაზარებიპულსარები და ასტროფიზიკური მაზერებიკოსმოსური მიკროტალღოვანი ფონის გამოსხივების აღმოჩენამ, რომელიც მიიჩნევა დიდი აფეთქების თეორიის მტკიცებულებად შექმნა მეცნიერება რადიოასტრონომია.
                                   
   The Very Large Array, რადიო ინტერფერომეტრი ნიუ მექსიკა  შეერთებული შტატები
რადიოასტრონიმიის ძირითად ხელსაწყოს წარმოადგენს რადიოტელესკოპი. ასევე ფართო გამოყენება ჰქონდა რადიომეტრებსრადიოსპექტრომეტრებსრადიოპოლამეტრებს და რადიოინტერფერომეტრებს. უფრო მაღალი სიხშირებს  იკვლევენ სითბული ტელესკოპები, ხილული, ულტრაისფერი, რენდგენის და გამა გამოსხივების.
მზის რადიოასტრონომია შეისწავლის მზის ატმოსფეროს. მისი მიზანია მზის აქტიურობისა და ბუნების კვლევა. რადიოგამოსხივება მილიმეტრულ დიაპაზონში განპირობებულია მზის ქრომოსფეროს პლაზმაში ელექტრონების მუხრუჭა გამოსხივებით და არის შედარებით სტაბულური. მეტრულ დიაპაზონში მზის რადიოგამოსხივება არასტაბილურია ცალკეული რადიო-ჩქეფის ხასიათს ატარებს. 
ჩქეფის წარმოშობა უნდა მიეწეროს მზის ატმოსფეროში სწრაფ ნაწილაკთა ნაკადების გავლას. რადიოასტრონომია ასევე შეისწავლის მზისიერ ქარსაც.
იგი იკვლევს პლანეტებისა და მათ თანამგზავრების ზედაპირის, პლანეტების ატმოსფეროს და რადიაციული სარტყელების ელექტრულ და თბურ თვისებებს. პლანეტების ზედაპირული თვისებების შესწავლა რომელთა ოპტიკურ დიაპაზონში დაკვირვება შეუძლებელია, რადიოასტრონომიური განსაზღვრების საშუალებით მეტად საჭირო ინფორმაციას გვაწვდის.
                                                   
            შერეული გამოსახულება რადიგალაქტიკის 3c219 ოპტიკაში (ლურჯი) და რადიო (წითელი)
ეს ქვედარგი შეისწავლის ირმის ნახტომის სტრუქტურას, მისი ცენტრალური ნაწილის აქტიურობას, გალაქტიკის მაგნიტური ველის სტრუქტურას და გალაქტიკური რადიოგამოსხივების სხვადასხვა წყაროს ბუნებას. გალაქტიკური რადიოგამოსხივების მძლავრი წყაროებია:ზეახალ ვარსკვლავთა ნარჩენები, დაიონებული აირების ღრუბლები, პულსარები, ვარსკვლავთა მჭიდრო ორმაგი სისტემები. გალაქტიკური რადიოგამოსხივების მეშვეობით ასევე შეისწავლიან კოსმოსური სხივების წარმოშობის პრობლემასაც.
იხ. ვიდეო

Комментариев нет:

მუსიკალური პაუზა

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -                         მუსიკალური პაუზა  ჩვენ ვიკლევთ სამყაროს აგებულებას ოღონდ ჩვენი ...