გაბრიელ გარსია მარკესი
(ესპ. Gabriel José de la Concordia García Márquez; დ. 6 მარტი, 1927, არაკატაკა — გ. 17 აპრილი 2014, მეხიკო) — კოლუმბიელი მწერალი, სცენარისტი, ჟურნალისტი, გამომცემელი, ლათინურ ამერიკაში სიყვარულით ცნობილი, როგორც გაბო. მიჩნეულია XX საუკუნის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან მწერლად. 1972 წელს მან მიიღო ნეიშტადტის საერთაშორისო ლიტერატურული პრემია, 1982 წელს კი ნობელის პრემია ლიტერატურაში. იგი მხარს უჭერდა თვითგანათლებას, რაც იმით დასრულდა, რომ სამართლის სკოლას თავი დაანება და ჟურნალისტური კარიერის გაკეთებას შეუდგა. ამ სფეროში, საწყის ეტაპზე, აკრძალვების გარეშე აკრიტიკებდა კოლუმბიისა და უცხოურ პოლიტიკას. 1958 წელს მარკესი დაქორწინდა მერსედეს ბარჩაზე; მათ ორი ვაჟი შეეძინათ — როდრიგო და გონსალო.
იხ. ვიდეო
მას შემდეგ, რაც გარსია მარკესმა ჟურნალისტად დაიწყო მუშაობა, წერდა ბევრ ხმაურიან არამხატვრულ ნაშრომსა და მოთხრობას. თუმცა, იგი უფრო ცნობილია თავისი რომანებით, როგორებიცაა „მარტოობის ასი წელიწადი“ (1967), „პატრიარქის შემოდგომა“ (1975) და „სიყვარული ჟამიანობის დროს“ (1985). მისმა ნამუშევრებმა მნიშვნელოვანი კრიტიკა გამოიწვია და ფართომასშტაბიან კომერციული წარმატებას მიაღწია, ძირითადად ლიტერატურის იმ სტილის პოპულარიზაციისთვის, რომელსაც მაგიური რეალიზმი უწოდეს. ეს სტილი ჩვეულებრივ, რეალისტურ სიტუაციებთან ერთად იყენებს მაგიურ ელემენტებსა და მოვლენებს. მარკესის ზოგიერთი ნამუშევრის მოქმედება ხდება გამოგონილ სოფელ მაკონდოში (რომელიც ძირითადად შთაგონებულია მარკესის მშობლიურ ქალაქ არაკატაკათი) და მათი უმრავლესობა მარტოობის თემატიკას მიჰყვება.
2014 წლის აპრილში მწერლის გარდაცვალების შემდეგ, კოლუმბიის პრეზიდენტმა ხუან მანუელ სანტოსმა მარკესს უწოდა „ყველა დროის ყველაზე დიდი კოლუმბიელი
იხ. ვიდეო
ფოთოლცვენა
„ფოთოლცვენა“ (La Hojarasca) გაბრიელ გარსია მარკესის პირველი ნოველაა, რომლის დასაბეჭდადაც გამომცემელს ის შვიდი წლის მანძილზე ეძებდა; საბოლოოდ ნაწარმოები 1955 წელს დაიბეჭდა. როგორც მარკესი აღნიშნავს, „მათ შორის, რაც კი მას დაუწერია (1973 წლისთვის), ფოთოლცვენა მისთვის ყველაზე საყვარელი იყო, რადგან ის გრძნობდა, რომ ეს ნოველა ყველაზე გულწრფელი და სპონტანური იყო“.[60] მთელი ნოველის მოქმედება ერთ ოთახში ხდება, 1928 წლის 12 სექტემბერს, ოთხშაბათი დღის ნახევარი საათის მანძილზე. ეს არის მოხუცი გენერლის ისტორია (მარკესის პაპის მსგავსის), რომელიც ცდილობს ჩვეული ქრისტიანული წესით დაასაფლაოს არაპოპულარული ფრანგი ექიმი. გენერალს მხარს მხოლოდ ქალიშვილი და უფროსი ვაჟი უჭერენ. ნოველა იკვლევს ბავშვის პირველ გამოცდილებას სიკვდილთან მიმართებაში, რასაც მოსდევს მისი შემდგომი ცნობიერების ნაკადი. ნოველა ასევე ააშკარავებს გენერლის ქალიშვილის, ისაბელას პერსპექტივას, რომელიც ფემინისტური ხედვებითაა განმსჭვალული.
იხ. ვიდეო
მარტოობის ასი წელიწადი
ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც გარსია მარკესი თვრამეტი წლის იყო, სურდა დაეწერა რომანი, რომელიც დაფუძნებული იქნებოდა თავის პაპა-ბებიის სახლის ამბებზე, სადაც ის გაიზარდა. იგი მტკიცედ განაგრძობდა ბრძოლას აზრებთან, ფიქრობდა წერის ხელსაყრელ სტილსა და იდეაზე. ერთ დღესაც, მან ამ ყველაფერზე პასუხი მაშინ მიიღო, როდესაც ოჯახთან ერთად მანქანით აკაპულკოსკენ მიემართებოდა. მარკესმა მანქანა გზიდან მოატრიალა და ოჯახი სახლში დაბრუნდა, რათა მას წერა დაეწყო. ავტომობილიც გაყიდა, რადგან იმ პერიოდში, როცა ის წერით იქნებოდა დაკავაბული, ოჯახს საარსებოდ ფული ესაჭიროებოდა. მაგრამ რომანმა იმაზე მეტი დრო წაიღო, ვიდრე ის ვარაუდობდა, თვრამეტი თვის მანძილზე მარკესი ყოველდღე წერდა. მისი მეუღლე საკვებს ნისიად იღებდა, ბინის მეპატრონისთვის კი ცხრა თვის ქირა დაუგროვდათ გადასახდელი. მას შემდეგ, რაც 1967 წელს წიგნი დაიბეჭდა, იგი მისი კომერციულად ყველაზე წარმატებული რომანი გამოდგა — მარტოობის ასი წელიწადი; გაიყიდა ნაწარმობის დაახლოებით 30 მილიონი ასლი. სიუჟეტი აღწერს ბუენდიების ოჯახის რამდენიმე თაობის ქრონიკებს, იმ დროიდან, რაც მათ ფიქციური სამხრეთამერიკული სოფელი მაკონდო დააარსეს, მათ ცხოვრებას და სირთულეებს, ინცესტის მაგალითებს, დაბადებებსა და გარდაცვალებებს. კრიტიკოსების მიერ მაკონდო ხშირად განზოგადებულია ლათინური ამერიკის სასოფლო დასახლებებთან ან მარკესის მშობლიურ ქალაქ არაკატაკასთან.
რომანმა საყოველთაო პოპულარობა მოიპოვა, ავტორს კი 1972 წელს ნობელისა და რომულო გალიეგოსის პრემიები მოუტანა. რომანს ამერიკელი მწერალი უილიამ კენედი უწოდებდა „პირველ ლიტარატურულ ნაწარმოებს, ბიბლიის ერთ-ერთი წიგნის, „დაბადების“ შემდეგ, რომელიც მთელმა კაცობრიობამ უნდა წაიკითხოს“. „მარტოობის ასი წელიწადის“ საპასუხოდ გამოქვეყნდა ლიტერატურული კრიტიკის ასობით სტატია და წიგნი. მიუხედავად იმისა, რომ წიგნმა მრავალი აღიარება მოიპოვა, გარსია მარკესს მის წარმატებაში მაინც ეჭვი ეპარებოდა. ერთხელ მან შენიშნა: „ბევრ კრიტიკოსს ავიწყდება, რომ ისეთი რომანი, როგორიცაა „მარტოობის ასი წელიწადი“, სულ მცირედითაა ოხუნჯობა, მაგრამ სავსეა ახლო მეგობრობის სიგნალებით; აქედან გამომდინარე, წიგნის შეფასებასთან ერთად, ისინი იღებენ მისი შიგთავსის გაშიფვრის პასუხისმგებლობას და საკუთარი თავების გასულელების რისკს.
რომანები
- 1962 – ავბედითი საათი (La mala hora)
- 1967 – მარტოობის ასი წელიწადი (Cien años de soledad)
- 1975 – პატრიარქის შემოდგომა (El otoño del patriarca)
- 1985 – სიყვარული ჟამიანობის დროს (El amor en los tiempos del cólera)
- 1989 – გენერალი თავის ლაბირინთში (El general en su laberinto)
- 1994 – სიყვარულისა და სხვა დემონების შესახებ (Del amor y otros demonios)
ნოველები
- 1955 – ფოთოლცვენა (La hojarasca)
- 1961 – გენერალს არავინ სწერს (El coronel no tiene quien le escriba) (თარგმნა თეა გვასალიამ)
- 1968 – ძალიან მოხუცი კაცი უზარმაზარი ფრთებით (Un señor muy viejo con unas alas enormes)
- 1981 – გამოცხადებული სიკვდილის ქრონიკა (Crónica de una muerte anunciada)
- 2004 – ჩემი ნაღვლიანი მეძავების გახსენების ჟამს (Memoria de mis putas tristes)
მოთხრობები
- 1947 – ცისფერი ძაღლის თვალები (Ojos de perro azul)
- 1962 – დიდედის დასაფლავება (Los funerales de la Mamá Grande)
- 1978 – დაუჯერებელი და სამწუხარო ამბავი უმწიკვლო ერენდირასი და მისი გულქვა ბებიისა (La increíble y triste historia de la cándida Eréndira y de su abuela desalmada)
- 1993 – ყარიბი პირიგრიმები (Doce cuentos peregrinos)
არამხატვრული
- 1970 – დამხრჩვალი მეზღვაურის ამბავი (Relato de un náufrago)
- 1982 - ლათინური ამერიკის მარტოობა
- 1982 - გუავის სურნელი (პლინიო აპულეიო მენდოსასთან ერთად)
- 1986 – მიგელ ლიტინის იატაქვეშა თავგადასავლები ჩილეში (Las Aventuras de Miguel Littín Clandestino en Chile)
- 1996 – ადამიანის გატაცების უწყება (Noticia de un secuestro)
- 1998 – ქვეყანა ბავშვისთვის
- 2002 – იცხოვრო, რათა მოყვე (Vivir para contarla)
Комментариев нет:
Отправить комментарий