суббота, 21 марта 2020 г.

საგანგებო სიტუაცია

                   საგანგებო მდგომარეობა

                                              
სამეფო მალაიელთა პოლკის წევრები 1949 წელს მალაიელთა სასწრაფო დახმარების დროს, რეიდის მიერ დატყვევებული აღჭურვილობის შემოწმებისას.

სახელმწიფო ხელისუფლებისა და მართვის ორგანოების, საწარმოების, დაწესებულებების და მისთ. ფუნქციონირების განსაკუთრებული საკანონმდებლო რეჟიმი, რომელიც ქვეყანაში ან მის გარკვეულ ნაწილში შემოაქვთ საშინაო ან საგარეო საშიშროების შემთხვევაში, საზგადოებრივი წესრიგის დასაცავად.
საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი მოიცავს მოქალაქეთა, იურიდიულ პირთა უფლებებისა და თავისუფლების შეზღუდვას, ასევე მათზე დამატებითი ვალდებულებების დაწესებას. ამგვარი მდგომარეობის გამოცხადების უფლება აქვს ქვეყნის მთავრობის ხელმძღვანელს (მაგ. პრეზიდენტს). ასეთი დეკლარაცია როგორც წესი კეთდება ბუნებრივი კატასტროფების, სამოქალაქო არეულობების პერიოდში, ან ომის გამოცხადების შემდეგ (შესაბამისად, დემოკრატიულ ქვეყნებში მას სამხედრო რეჟიმს უწოდებენ).
იხ. ვიდეო

საქართველოს მთავრობის
დადგენილება №452 
2017 წლის 6 ოქტომბერი
   ქ. თბილისი

საგანგებო მართვის გეგმის მომზადების წესების შემუშავების შესახებ
მუხლი 1
„სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის 56-ე მუხლის მე-9 პუნქტის „ჟ“
ქვეპუნქტის საფუძველზე, დამტკიცდეს თანდართული საგანგებო მართვის გეგმის მომზადების 
წესები. 
მუხლი 2
საგანგებო მართვის გეგმები საგანგებო სიტუაციების მართვის ერთიანი სისტემის სუბიექტებმა
კომპეტენციის ფარგლებში შეიმუშაონ და დაამტკიცონ არაუგვიანეს 2018 წლის 31 დეკემბრისა. 
მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი
საგანგებო მართვის გეგმის მომზადების წესები
მუხლი 1. ზოგადი დებულებები
1. საგანგებო მართვის გეგმის (შემდგომში – გეგმა) მომზადების წესები განსაზღვრავს გეგმის
მომზადების ძირითად მოთხოვნებსა და პირობებს.
2. გეგმას, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, შეიმუშავებენ და ამტკიცებენ საგანგებო სიტუაციების
მართვის ერთიანი სისტემის სუბიექტები საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის
სფეროში მოქმედი სსიპ – საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოსთან (შემდგომში – სააგენტო)
შეთანხმებით.
3. ამ წესების მოქმედება არ ვრცელდება სსიპ – ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოს
მფლობელობაში არსებული ობიექტების, ბირთვული და რადიაციული საქმიანობის ლიცენზიის მქონე
ფიზიკური/იურიდიული პირების მიერ შემუშავებულ გეგმებზე ბირთვული და რადიაციული
უსაფრთხოების სფეროში.
მუხლი 2. ტერმინთა განმარტება
ამ წესების მიზნებისათვის გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:
ა) ინდივიდუალური დაცვის საშუალებები – საგანგებო სიტუაციის დამაზიანებელი ზემოქმედებისაგან
ადამიანის, მისი სასუნთქი ორგანოების, სახისა და კანის დასაცავი ინდივიდუალური საშუალებები;
ბ) პირველი რიგის ამოცანები – საგანგებო სიტუაციის დროს პირველი 5 დღის განმავლობაში
ჩასატარებელ რეაგირების ღონისძიებებთან დაკავშირებული ამოცანები;
გ) მზადყოფნის ღონისძიებები – სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროში საგანგებო სიტუაციების
მართვის ერთიანი სისტემის სუბიექტებისა და მოსახლეობის მომზადების უწყვეტი პროცესის
უზრუნველყოფა და კომპლექსური კონტროლის ზომები;
დ) დომინოს ეფექტი – ერთმანეთთან ახლოს განლაგებული საწარმოებიდან მომდინარე საფრთხეების
თანმიმდევრული განვითარება, რა დროსაც არსებობს მასშტაბური ავარიის რისკი ან მოსალოდნელია
http://www.matsne.gov.ge 14007000010003020161უარყოფითი შედეგების გაზრდა;
ე) ექსტრემალური პირობები – ნგრევის დიდი მასშტაბები, წლისა და დღე-ღამის ყველაზე
არახელსაყრელი პერიოდი ან/და საგანგებო სიტუაციებზე რეაგირებისას გასათვალისწინებელი სხვა
განსაკუთრებული პირობა.
მუხლი 3. გეგმის მომზადების მოთხოვნები
1. გეგმის შედგენისას გათვალისწინებული უნდა იქნეს:
ა) ავარიების, კატასტროფებისა და სტიქიური უბედურების შედეგად შექმნილი ვითარებისა და
საგანგებო სიტუაციის წარმოქმნის რეალური საფრთხის პროგნოზი;
ბ) მოსალოდნელი საგანგებო სიტუაციის უარყოფითი შედეგები;
გ) არსებული მატერიალური და ადამიანური რესურსების ანალიზი და შეფასება;
დ) მოსალოდნელი საგანგებო სიტუაციების შედეგების საპროგნოზო რუკა;
ე) ექსტრემალური პირობები;
ვ) მოსალოდნელ საგანგებო სიტუაციაზე რეაგირების ეფექტიანი ღონისძიებები, განსაკუთრებით,
პირველი 5 დღის მანძილზე განსახორციელებელი მოქმედებები.
2. გეგმა ექვემდებარება ყოველწლიურ, ხოლო ახალი საფრთხის გამოვლენის ან/და გეგმაში ასახული
მონაცემების არსებითი ცვლილებების შემთხვევაში, დაუყოვნებლივ განახლებას.
3. გეგმის განახლებისას ხდება საგანგებო სიტუაციებზე რეაგირებისა და სწავლების დროს მიღებული
პრაქტიკული გამოცდილებისა და შედეგების გათვალისწინება.       
მუხლი 4. გეგმის მომზადების ეტაპები
1. გეგმის მომზადება მოიცავს ოთხ ეტაპს:
ა) პირველი ეტაპი – მოსალოდნელი საგანგებო სიტუაციის შეფასება და საგანგებო სიტუაციის
შედეგების პროგნოზირება;
ბ) მეორე ეტაპი – საგანგებო სიტუაციის პრევენციის, მასზე მზადყოფნის მდგომარეობის, საგანგებო
სიტუაციებზე რეაგირების ძალების (შემდგომში – რეაგირების ძალები) და  რესურსების შეფასება;
გ) მესამე ეტაპი – საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების დაგეგმვა;
დ) მეოთხე ეტაპი – აღდგენითი სამუშაოების დაგეგმვა.
2. პირველი ეტაპი მოიცავს:
ა) შესაბამისი ორგანოებიდან/ორგანიზაციებიდან მოსალოდნელი საგანგებო სიტუაციისა და
რესურსების შესახებ მონაცემების მოპოვებას, დამუშავებასა  და საინფორმაციო ბაზის შექმნას;
ბ) მოსალოდნელი საგანგებო სიტუაციის სახისა და მასშტაბის დადგენას;
გ) რისკის განსაზღვრას რისკის რუკის საფუძველზე. მოცემულ ტერიტორიაზე ნგრევისა და დაზიანების
სავარაუდო რაიონების განსაზღვრას ეკოლოგიური, სოციალური, ეკონომიკური, გეოლოგიური,
ჰიდრომეტეოროლოგიური, სეისმური და სხვა ადგილობრივი პირობების გათვალისწინებით;
დ) საინჟინრო გეოლოგიისა და ჰიდროლოგიის რუკების საფუძველზე კაბელების, მილსადენებისა და
სხვა საკომუნიკაციო ქსელების ყველაზე სუსტი ადგილების გამოვლენას;
http://www.matsne.gov.ge 14007000010003020161ე) მოსალოდნელი საგანგებო სიტუაციის მეორადი შედეგების პროგნოზირებას, რომელიც საფრთხეს
უქმნის ადამიანის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას;
ვ) ობიექტების, მათ შორის, წყალსადენის, ელექტრომომარაგების ხაზების, საავტომობილო გზების,
აეროპორტების შესაძლო დაზიანების მასშტაბის განსაზღვრას; 
ზ) მოსალოდნელი საგანგებო სიტუაციით დაზარალებულთა/ დაღუპულთა სავარაუდო რაოდენობის
განსაზღვრას.
3.  მეორე ეტაპი მოიცავს:
ა) პრევენციული ღონისძიებების შეფასებასა და შემუშავებას;
ბ) რეაგირების ძალების სახის, რაოდენობის, შესაძლებლობების, მათ შორის, საკომუნიკაციო
საშუალებების, ამოცანების, გადაადგილების მარშრუტების, დისლოკაციის ადგილების, საველე
ოპერაციების ცენტრების, „სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონით
გათვალისწინებული შესაბამისი ოპერატიული ცენტრებისა და აღმასრულებელი ხელისუფლების
დაწესებულებების ან/და ობიექტების საგანგებო შტაბის განსაზღვრას;
გ) რეაგირების ძალების მოქმედებების უზრუნველყოფისათვის აუცილებელი რესურსების, მათ შორის,
სამაშველო ტექნიკა-აღჭურვილობისა და მედიკამენტების საჭიროების განსაზღვრას;
დ) საგანგებო სიტუაციებზე მზადყოფნის ღონისძიებების შემუშავებას.
4.  მესამე ეტაპი მოიცავს:
ა) მოსალოდნელ საგანგებო სიტუაციაზე რეაგირების, მისი ლოკალიზაციის, აგრეთვე ადამიანთა
სიცოცხლისა და ჯანმრთელობის, სასოფლო-სამეურნეო ცხოველებისა და მცენარეების, მატერიალური
ფასეულობების დაცვის მიზნით, მეორადი შედეგების წარმოშობის თავიდან აცილებისა და
ლოკალიზაციისათვის საჭირო ღონისძიებების განსაზღვრას;
ბ) საგანგებო სიტუაციებით სავარაუდოდ მიყენებული ზარალისა და დანაკარგების თავიდან აცილების
ან შემცირების ღონისძიებებისა და ვადების განსაზღვრას;
გ) ობიექტის სტაბილური ფუნქციონირების უზრუნველყოფის ღონისძიებების განსაზღვრას;
დ) საგანგებო სიტუაციის შედეგების ლიკვიდაციისათვის აუცილებელი ღონისძიებების განსაზღვრას;
ე) სხვა გადაუდებელი სამუშაოების დაგეგმვას.
5. მეოთხე ეტაპი მოიცავს საგანგებო სიტუაციის ზონაში აღდგენითი სამუშაოების მოცულობისა და
ჩატარების ვადების განსაზღვრას.
მუხლი 5. გეგმის შინაარსი
1.  გეგმა დგება ამ წესების დანართ №1-ის შესაბამისად.
2. გეგმაში პრევენციული, მიტიგაციური, მზადყოფნის, რეაგირებისა და აღდგენითი სამუშაოების
ღონისძიებები განისაზღვრება მოსალოდნელი საგანგებო სიტუაციის სცენარების შესაბამისად.
3. გეგმაში რისკის განსაზღვრა ხორციელდება „საგანგებო სიტუაციის რისკის მართვის გეგმის
მომზადების წესების შემუშავების შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილების შესაბამისად.
4.  ყოველდღიური საქმიანობის რეჟიმში – საგანგებო სიტუაციის საფრთხის არარსებობის დროს გეგმა
ითვალისწინებს:
ა)  საგანგებო სიტუაციის რისკის შესახებ საგანგებო სიტუაციაზე რეაგირების მართვის ორგანოების,
მოსახლეობის შეტყობინების სისტემის ორგანიზებასა და სრულყოფას;
http://www.matsne.gov.ge 14007000010003020161ბ) მოსალოდნელი საგანგებო სიტუაციის თავიდან აცილების ღონისძიებებს, მათი განხორციელების
წესსა და ვადებს, რეაგირების ძალებსა და საშუალებებს;
გ) რეაგირების ძალებისა და საშუალებების, არსებული დამცავი ნაგებობებისა და დაცვისთვის
განკუთვნილი სხვა სათავსების მზადყოფნის უზრუნველყოფას, მიწისზედა დამცავი შენობა-
ნაგებობების ჰერმეტულობისა და მათი მუდმივი მზადყოფნის უზრუნველყოფას;
დ) ინდივიდუალური დაცვის საშუალებების მარაგის შექმნას;
ე) ევაკუაციის ღონისძიებების დაგეგმვას;
ვ) სამედიცინო და ეპიდემიის საწინააღმდეგო ღონისძიებების დაგეგმვას;
ზ) ხანძარსაწინააღმდეგო ღონისძიებებსა და წარმოების უსაფრთხოდ, ზიანის გარეშე გაჩერებისათვის
 მოსამზადებელი სამუშაოების დაგეგმვას;
თ) „დომინოს ეფექტის“ წარმოშობის საწინააღმდეგო პრევენციული ღონისძიებების დაგეგმვას.
5. გაძლიერებული მზადყოფნის რეჟიმში – საგანგებო სიტუაციის რისკის დროს გეგმა ითვალისწინებს:
ა) საგანგებო სიტუაციის რისკის შესახებ საგანგებო სიტუაციაზე რეაგირების მართვის ორგანოების,
საგანგებო სიტუაციებზე რეაგირებაში ჩართული ხელმძღვანელი პირებისა და მოსახლეობის
შეტყობინებას;
ბ) საგანგებო სიტუაციის მიტიგაციის ღონისძიებების, მათი განხორციელების ვადების, საჭირო
რეაგირების ძალებისა და საშუალებების განსაზღვრას;
გ) რეაგირების ძალებისა და საშუალებების, არსებული დამცავი ნაგებობების მზადყოფნაში მოყვანას;
დ) ინდივიდუალური დაცვის საშუალებების მოსახლეობაზე გაცემას;
ე) ავტოტრანსპორტისა და ევაკუაციის ან განცალკევების ადგილების მზადყოფნაში მოყვანას;
ვ) სამედიცინო და ეპიდემიის საწინააღმდეგო ღონისძიებების ჩატარებას;
ზ) ხანძარსაწინააღმდეგო ღონისძიებების ჩატარებასა და წარმოების უავარიო გაჩერების
უზრუნველყოფას.
6. საგანგებო რეჟიმში – საგანგებო სიტუაციის განვითარების დროს – გეგმა ითვალისწინებს:
ა) საგანგებო სიტუაციის წარმოქმნის შესახებ საგანგებო სიტუაციაზე რეაგირების მართვის
ორგანოებისა და მოსახლეობისათვის შეტყობინებას;
ბ) საგანგებო სიტუაციის განვითარების პროგნოზირებასა და მასზე მონიტორინგს;
გ) საგანგებო სიტუაციის ხასიათის, მასშტაბისა და სიძლიერის შეფასებას;
დ) პირველი რიგის ამოცანების, მათი განხორციელების წესისა და ვადების, რეაგირების ძალების
გადაადგილების მარშრუტების დაზუსტებას;
ე) რეაგირების ძალების მზადყოფნაში მოყვანას, მათი საქმიანობის ორგანიზებას, მათ შორის,
დაავადების თავიდან აცილების მიზნით მათი ტანსაცმლისა და ტრანსპორტის სანიტარიულ და სხვა
სპეციალურ დამუშავებას;
ვ) საგანგებო სიტუაციაზე რეაგირების ღონისძიებების დაგეგმვასა და განხორციელებას;
ზ) მოსახლეობის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვის ღონისძიებების, მათ შორის, ევაკუაციის
http://www.matsne.gov.ge 14007000010003020161განხორციელებას;
თ) სასოფლო-სამეურნეო ცხოველებისა და ფრინველების, მეცხოველეობისა და მემცენარეობის
შედეგად მიღებული პროდუქციის დაცვას;
ი) მატერიალური ფასეულობების დაცვას;
კ) ობიექტის სტაბილური ფუნქციონირების შენარჩუნებისა და აღდგენითი სამუშაოების
უზრუნველყოფას;
ლ) საგანგებო სიტუაციაზე რეაგირების მართვის შესაბამის ორგანოებთან ინფორმაციის გაცვლის
ორგანიზებას;
მ) სააგენტოს შესაბამის დანაყოფებთან კოორდინირებულ მუშაობას;
ნ) შედეგების ლიკვიდაციისა და აღდგენითი სამუშაოებისათვის აუცილებელი ღონისძიებების
დაგეგმვასა და განხორციელებას;
ო) მოსახლეობის/ობიექტის სასიცოცხლო რესურსებით  უზრუნველყოფას;
პ) საგანგებო სიტუაციის დროს გასატარებელი სხვა აუცილებელი ღონისძიებების შემუშავებასა და
განხორციელებას.
7. გეგმაში აგრეთვე აისახება სამოქალაქო უსაფრთხოების ეროვნული გეგმით განსაზღვრული
შესაბამისი საგანგებო დახმარების ფუნქციები და მათზე პასუხისმგებელი პირები.
8. გეგმის დანართებია:
ა) დოკუმენტი საგანგებო სიტუაციაზე რეაგირების მართვის შესაბამისი ორგანოს შექმნისა და მისი
წევრების ფუნქცია-მოვალეობების შესახებ;
ბ) ტერიტორიის/ობიექტის რუკა, საფრთხეებისა და რისკების გათვალისწინებით;
გ) „სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული შესაბამისი
ოპერატიული ცენტრის, აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებების ან/და ობიექტის
საგანგებო შტაბის შეტყობინების სქემა;
დ) ტერიტორიიდან/შენობებიდან ევაკუაციის გეგმები;
ე) საგანგებო სიტუაციების შესახებ მოსახლეობისათვის ადრეული, მათ შორის, ლოკალური
შეტყობინების სქემა;
ვ) ენერგომომარაგების ქსელისა და ლოგისტიკის უზრუნველყოფის სქემები;
ზ) სახანძრო-სამაშველო ტექნიკა-აღჭურვილობის ნუსხა;
თ) ინდივიდუალური დაცვის საშუალებების ნუსხა;
ი) იმ ობიექტების მიერ შემუშავებული ნავთობის ან ნავთობპროდუქტების დაღვრის პრევენციული და
სალიკვიდაციო ღონისძიებების გეგმა, რომლებიც „ნავთობისა და გაზის შესახებ“ საქართველოს
კანონის საფუძველზე ახორციელებენ ნავთობთან ან/და ნავთობპროდუქტებთან დაკავშირებულ 
ნავთობის ოპერაციებს.
მუხლი 6. საინფორმაციო რუკები
1. გეგმის შემუშავებისას შეიძლება გამოყენებულ იქნეს საგანგებო სიტუაციების საფრთხის,
ენერგომომარაგების ქსელის, ლოგისტიკის უზრუნველყოფისა და მოსალოდნელი საგანგებო
სიტუაციების შედეგების საპროგნოზო რუკები.
http://www.matsne.gov.ge 140070000100030201612. ენერგომომარაგების ქსელისა და ლოგისტიკის უზრუნველყოფის რუკები იქმნება საგანგებო
სიტუაციების დროს, ობიექტების ენერგო, წყლითა და სტაბილური ფუნქციონირებისათვის
აუცილებელი საშუალებებით მომარაგების უზრუნველყოფის მიზნით. აღნიშნულ რუკებზე
გრაფიკულად აისახება ის ტერიტორიული ზონები, საიდანაც ობიექტს შესაძლებელია შეუწყდეს
აუცილებელი რესურსების მიწოდება, აგრეთვე ოპტიმალური, ალტერნატიული მარშრუტები საჭირო
რესურსების მისაღებად. ენერგომომარაგების ქსელისა და  ლოგისტიკის უზრუნველყოფის რუკები
დგება ობიექტის ირგვლივ, არანაკლებ 10 კმ-იანი ზოლის რადიუსში.
3. მოსალოდნელი საგანგებო სიტუაციების შედეგების საპროგნოზო რუკა იქმნება საგანგებო
სიტუაციების რისკების რუკის საფუძველზე და მასზე აღინიშნება:
ა) შენობა-ნაგებობების ნგრევის სავარაუდო ადგილები;
ბ)  საკომუნიკაციო სისტემების სავარაუდო დაზიანების უბნები;
გ) ხანძარსაშიში და ფეთქებადსაშიში უბნები;
დ) ქიმიური და რადიაქტიური ნივთიერებებით შესაძლო დაბინძურების უბნები;
ე) გადაადგილების გზებისა და გასასვლელების შესაძლო ჩახერგვის ადგილები;
ვ) სანიაღვრე და საკანალიზაციო წყლების მიწის ზედაპირზე ამოსვლისა და მოსალოდნელი
დატბორვის ადგილები;
ზ) ადამიანთა სიცოცხლისათვის საშიში ზონები, მათ შორის, მაღალი ძაბვის სატრანსფორმატორო
სადგურები;
თ) სტრატეგიული მნიშვნელობის შენობა-ნაგებობები: ხიდები, გვირაბები, ავტომაგისტრალები,
რკინიგზა, პორტები, მეტროპოლიტენი, ელექტროსადგურები, დიდი წყალსაცავები.
მუხლი 7. საგანგებო მართვის გარე გეგმა
1. სამოქალაქო უსაფრთხოების პირველი კატეგორიის „ა“ და „ბ“ ჯგუფებს მიკუთვნებული ის
ობიექტები, რომელთა საქმიანობა დაკავშირებულია ობიექტის გარეთ საფრთხის გავრცელებასთან ან
სხვა ობიექტებზე „დომინოს ეფექტის“ შემცველი საფრთხის შესაძლო წარმოშობასთან,
უზრუნველყოფენ ობიექტის გარე აქტივობების შესახებ საგანგებო მართვის გარე გეგმის შემუშავებას.
2. საგანგებო მართვის გარე გეგმა დგება ამ წესების დანართ №1-ის შესაბამისად.
3. საგანგებო მართვის გარე გეგმაში გათვალისწინებულია:
ა) მასშტაბური სამრეწველო ავარიის განვითარების სცენარის აღწერა, რომელიც შესაძლოა წარმოიშვას
ობიექტზე და იმ შედეგების აღწერა, რომლებსაც შესაძლოა ადგილი ჰქონდეს ობიექტის გარეთ;
ბ) ადამიანების სიცოცხლესა და ჯანმრთელობაზე,  ცხოველებზე, გარემოსა და ობიექტზე, ასევე მის
ფარგლებს გარეთ არსებულ ქონებაზე მოსალოდნელი მასშტაბური სამრეწველო ავარიის  ზეგავლენა და
ამ ზეგავლენის აღმოფხვრის მექანიზმები და ზომები;
გ) მასშტაბური სამრეწველო ავარიის შესაძლო შედეგების შემცირების, უსაფრთხოების
უზრუნველყოფისა და ამ მიზნით საგანგებო მართვის გარე გეგმის დანერგვა-განხორციელებისათვის
აუცილებელი რესურსების კოორდინაციის ზომები;
დ) მასშტაბური სამრეწველო ავარიის შედეგების აღმოფხვრისათვის საჭირო ტექნიკური საშუალებების
ნუსხა და აღწერა, რომლებიც განთავსებულია ობიექტის გარეთ;
ე) ობიექტის გარეთ მოსახლეობის ადრეული შეტყობინების ზომები;
http://www.matsne.gov.ge 14007000010003020161ვ) მოსალოდნელი მასშტაბური სამრეწველო ავარიით გამოწვეული შედეგების ლიკვიდაციისა და
აღდგენითი სამუშაოების მხარდასაჭერად ობიექტის გარეთ გასატარებელი ზომები. აგრეთვე
მასშტაბური სამრეწველო ავარიის განვითარების სცენარებისა და შესაძლო „დომინოს ეფექტის“
პრევენციული ღონისძიებები;
ზ) ობიექტის მიმდებარედ მცხოვრები ან/და მომუშავე მოსახლეობის ინფორმირება პროგნოზირებადი
ან/და მოსალოდნელი საგანგებო სიტუაციისა და მისი გავრცელების საზღვრების შესახებ, შესაძლო
საგანგებო სიტუაციასთან დაკავშირებული ობიექტის საქმიანობის სფეროს შესახებ, ავარიის რისკის
ხასიათისა და ხარისხის, ადამიანსა და გარემოზე ზემოქმედების შესაძლებლობის შესახებ, საგანგებო
სიტუაციებში ქცევის წესებზე, ობიექტის ხელმძღვანელობის მიერ მოსახლეობის დასაცავად
განსახორციელებულ ღონისძიებებზე;
თ) მეზობელი ქვეყნების საგანგებო სიტუაციების მართვის შესაბამისი სამსახურებისათვის შესაძლო
ტრანსსასაზღვრო ზეგავლენის მქონე ფართომასშტაბიანი ინციდენტის შესახებ ინფორმაციის
მიწოდება.
მუხლი 8. საზოგადოების ინფორმირება
გეგმა და მისი დანართები ხელმისაწვდომი და საჯაროა, გარდა საიდუმლოების შემცველი
ინფორმაციისა.

საქართველოს მთავრობის დადგენილება №68



საქართველოს მთავრობის დადგენილება №68
21 მარტი, 2008
საგანგებო სიტუაციების კლასიფიკაციის განსაზღვრის წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე

1. ,,ბუნებრივი და ტექნოგენური ხასიათის საგანგებო სიტუაციებისაგან მოსახლეობისა და ტე­რი­ტორიის დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის 27-ე მუხლის ,,ა" ქვეპუნქტის შესა­ბამისად დამტკიცდეს საგანგებო სიტუაციების კლასი­ფიკაციის განსაზღვრის წესის შესახებ თანდართული დებუ­ლება.

2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ-მინისტრი ვლადიმერ გურგენიძე

დამტკიცებულია
საქართველოს მთავრობის
2008 წლის 21 მარტის
N68 დადგენილებით
დ ე ბ უ ლ ე ბ ა
საგანგებო სიტუაციების კლასიფიკაციის განსაზღვრის წესის შესახებ


მუხლი 1. ზოგადი დებულებანი

საგანგებო სიტუაციების კლასიფიკაციის განსაზღვრის წესის შესახებ დებულება (შემდგომში - დებულება) ,,ბუნებ­რივი და ტექნოგენური ხასიათის საგანგებო სიტუაციებისაგან მოსახლეობისა და ტერიტორიების დაცვის შესახებ" საქარ­თველოს კანონის შესაბამისად განსაზღრავს ბუნებრივი და ტექნოგენური ხასიათის საგანგებო სიტუაციების (შემდგომში - საგანგებო სიტუაციები) შეფასებისა და საგანგებო სიტუა­ციების ზონის განსაზღვრის ერთიან წესებს.


მუხლი 2. საგანგებო სიტუაციების კლასიფიკაცია

1. საგანებო სიტუაციების კლასიფიცირება დამოკიდე­ბულია ამ სიტუაციებში დაზარალებული ხალხის რაოდე­ნო­ბაზე, მატერიალური დანაკარგების ოდენობაზე, აგრეთვე სა­გან­გებო სიტუაციების დამაზიანებელი ფაქტორების გავრცელე­ბის საზღვრებზე. მისი სახეობა განისაზღვრება საგანგებო სიტუაციებთან დაკავშრებული ამოცანების გადასაწყვეტად სპე­ცია­ლურად უფლებამოსილი სახელმწიფო ორგანოს მიერ ზე­მ­დგომ ორგანოსთან შეთანხმებით და ეცნობება საქართვე­ლოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტს.

2. საგანგებო სიტუაციები იყოფა შემდეგ სახეობებად: სა­ო­ბიექტო, ადგილობრივი, ტერიტორიული, ეროვნული და ტრანს­სასაზღვრო. საგანგებო სიტუაციების კლასი, ჯგუფი და სახეობა განისაზღვრება საგანგებო სიტუაციების თანდარ­თული კოდირების მიხედვით საგანებო სიტუაციების შედეგე­ბის ლიკვიდაციის მიმდინარეობის პროცესში.

3. საობიექტო საგანგებო სიუტაციებს მიეკუთვნება სი­ტუაცია, რომლის გავრცელების ფარგლები არ სცდება საწარ­მოო და სოციალური დანიშნულების ობიექტის ტერიტო­რიის საზღვრებს, ან სატრანსპორტო ავარიები, რომელთა შე­დეგების ლიკვიდაციისათვის საკმარისია აღნიშნული ობიექტის სახან­ძრო-სამაშველო ძალები და საშუალებები, ხოლო დამხ­მარე ძა­­ლები ორ ეკიპაჟს არ აღემატება.

4. ადგილობრივი საგანგებო სიუტაციებს მიეკუთვნება სიტუაცია, რომლის გავრცელების ფარგლები არ სცდება და­სახ­ლებული პუნქტის (ქალაქის, მუნიციპალიტეტის) სა­ზღვ­რებს, ხოლო მისი შედეგების ლიკვიდაციისავთის საკმარისია აღნიშნული დასახლებული პუნქტის (ქალაქის, რაიონის) სა­ხანძ­რო-სამაშველო ძალები და საშუალებები, ხოლო დამხმარე ძალები ორ ეკიპაჟს არ აღემატება.

5. ტერიტორიულ საგანგებო სიტუაციებს მიეკუთვნება სი­ტუაცია, რომლის გავრცელების ფარგლები არ სცდება ავტო­ნომიური რესპუბლიკის (ან რეგიონის) ადმინისტრაციულ სა­ზღვრებს, ხოლო მისი შედეგების ლიკვიდაციისათვის საკმა­რი­სია აღნიშნული ავტონომიური რესპუბლიკის (ან რეგიონის) სა­ხანძრო-სამაშველო ძალები და საშუალებები.

6. ეროვნული საგანგებო სიტუაციებს მიეკუთვნება სი­ტუაცია, რომლის გავრცელების ფარგლები მოიცავს ორზე მეტი რეგიონის (ავტონომიური რესპუბლიკის და რეგიონის) საზ­ღვრებს, ხოლო მისი შედეგების ლიკვიდაციისათვის გამო­იყენება ქვეყნის სახანძრო-სამაშველო ძალები და სა­შუა­ლებები.

7. ტრანსსასაზღვრო საგანგებო სიტუაციებს მიეკუთვნება საგანგებო სიტუაცია, რომლის დამაზიანებელი ფაქტორები სცდება საქართველოს საზღვრებს, ხოლო მისი შედეგების ლიკ­ვიდაციისათვის გამოიყენება მეზობელი ქვეყნებისა და საერ­თაშორისო ორგანიზაციების სახანძრო-სამაშველო ძა­ლები და საშუალებები.


მუხლი 3. საგანგებო სიტუაციების შედეგების ლიკვიდა­ციის წესი

1. საგანგებო სიტუაციის შედეგების ლიკვიდაცია ხორ­ციელდება შესაბამისი საგანგებო სიტუაციებთან დაკავ­ში­რებული ამოცანების გადასაწყვეტად სპეციალურად უფლება­მოსილი სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების ხელმძღვანელობით.

2. საობიექტო საგანგებო სიტუაციების შედეგების ლიკ­ვიდაცია ხორციელდება იმ ორგანიზაციების ძალებითა და საშუალებებით, სადაც შექმნილია საგანგებო სიტუაცია, ხოლო სამუშაოთა წარმოების ხელმძღვანელობას ახორციე­ლებს ამავე ორგანიზაციის მიერ შექმნილი საგანგებო შტაბი.

3. ადგილობრივი საგანგებო სიტუაციის შედეგების ლიკ­ვი­დაცია ხორციელდება იმ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების ძალებითა და საშუალებებით, რომლის ტერი­ტორიაზეც წარმოიქმნა საგანგებო სიტუაცია, ხოლო სამუ­შაოთა წარმოების ხელმძღვანელობას ახორციელებენ ადგი­ლობრივი თვითმმართველობის ორგანოების საგანგებო სიტუა­ციების მართვის დანაყოფები.

4. ტერიტორიული საგანგებო სიტუაციის შედეგების ლიკვიდაცია ხორციელდება იმ ავტონომიური რესპუბლიკის ძალებითა და საშუალებებით, რომლის ტერიტორიაზეც წარ­მოიქმნა საგანგებო სიტუაცია, ხოლო სამუშაოთა წარმოების ხელმძღვანელობას ახორციელებენ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის დე­პარ­ტამენტის აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბ­ლიკების სტრუქტურული დანაყოფები.

5. ეროვნული საგანგებო სიტუაციების შედეგების ლიკვიდაცია ხორციელდება ქვეყანაში არსებული ძალებითა და საშუალებებით, ხოლო სამუშაოთა წარმოების ხელმძღვა­ნელობას ახორციელებს საქართველოს შინაგან საქმეთა სა­მინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტი.

6. საობიექტო, ადგილობრივი და ტერიტორიული საგან­გებო სიტუაციების შედეგების ლიკვიდაციის დროს, საკუთარი ძალებისა და საშუალებების უკმარისობის შემთხვევაში, საგანგებო სიტუაციებთან დაკავშირებული ამოცანების გადა­საწყვეტად სპეციალურად უფლებამოსილი სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს შეუძლიათ დახ­მარებისათვის მიმართონ ზემდგომ შესაბამის ორგანოებს თვითმმართველობის ხელმძღვანელობასთან შეთანხმებით.

7. ეროვნული საგანგებო სიტუაციების შედეგების ლიკვი­დაციის დროს, საკუთარი ძალებისა და საშუალებების უკმა­რი­სობის შემთხვევაში, საგანგებო სიტუაციებთან დაკავში­რებული ამოცანების გადასაწყვეტად სპეციალურად უფლება­მოსილი სახელმწიფო ორგანო, საქართველოს მთავრობის გადა­წყვეტილებით, დახმარებისათვის მიმართავს საერთაშო­რისო ორგანიზაციებსა და სხვა სახელმწიფოებს საერთაშო­რისო სამართლის ნორმებისა და საქართველოს საერთაშო­რისო ხელშეკრულებების შესაბამისად.

8. ტრანსსასაზღვრო საგანგებო სიტუაციების შედეგების ლიკვიდაცია ხორციელდება საქართველოს მთავრობის განკარ­გულებით საერთაშორისო სამართლის ნორმებისა და საქარ­თველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესაბამისად.

9. საგანგებო სიტუაციების ზონაში საევაკუაციო ღონის­ძიებათა განხორციელების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საგანგებო სიტუაციებთან დაკავშირებული ამოცანების გადა­საწყვეტად სპეციალურად უფლებამოსილი სახელმწიფო ორგა­ნო ზემდგომ ორგანოსთან შეთანხმებით.

10. სახანძრო-სამაშველო და სხვა გადაუდებელი სამუ­შაოების დასრულების შემდეგ საგანგებო სიტუაციის ლიკ­ვიდაცია ჩაითვლება დამთავრებულად.

11. სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მიერ ამ დებულებით გათვალისწინებული ღონის­ძიებების დაფინანსება განხორციელდება მათი მონაწილე სამინისტროებისა და უწყებებისთვის წლიური საბიუჯეტო ასიგ­ნებების ფარგლებში.

საგანგებო სიტუაციების კოდირება
პრეზიდენტი მირ გამოცხადებული საგანგებო სიტუაციია გამოცხადება იხ. ბმულზე

Комментариев нет:

მუსიკალური პაუზა

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -                         მუსიკალური პაუზა  ჩვენ ვიკლევთ სამყაროს აგებულებას ოღონდ ჩვენი ...