суббота, 7 марта 2020 г.

წითელი ქმერები

                       წითელი ქმერები

                                                          Banner of the Communist Party of Kampuchea.svg
                                             
                                           წითელი ქმერების მსხვერპლთა თავის ქალები
იდეოლოგია -  აგრალური სოციალიზმი, მაოიზმი
ეთნიკურობა - ქმერების
ლიდერები - ნაუნ ჩეა, პოლ პოტი, სონ სენი
შტაბი - პნიმენში
თარიღი ფორმირების - 1951წ-ის 29 ივლისი
მოკავშირეები - კომუნისტური პარტია კამბოჯის
მოწინაამღდეგე - ლონ ნოლას ხელისუფლება
მონაწიობა კონფლიქტში - ვიეტნამ-კამბოჯის კონფლიქტი
მსხვილი აქცია - კამბიჯის გენოციდი 
 შეიარაღებული კომუნისტური მოძრაობა კამბოჯაში.
მოძრაობა შეიქმნა 1968 წელს პოლ პოტის ინიციატივით და აერთიანებდა 30 000 ადამინიანს. ფართო სოციალური ბაზა მოძრაობას შეექმნა 1970 წელს, როდესაც ვიეტნამთან ომის დროს აშშ-ის ჯარის შენაერთებმა კამბოჯის ტერიტორიაზე მოახდინეს ოპერაცია, რასაც 100 ათასამდე მშვიდობიანი მოსახლის სიცოცხლე შეეწირა. ამ მოვლენის შემდეგ მოძრაობა შეავსეს მეტწილად 12–13 წლის ობოლმა ბავშვებმა, რომლებიც გამოირჩეოდნენ „ამერიკელთა მოყვარე“ ქალაქელი თანამემამულეების სიძულვილით.
                                                     
                                                              უნოფორმა წითელი ხმერების
1975 წელა პარტიზანებმა ხელში ჩაიგდეს ქვეყნის დედაქალაქი პნომპენი. ქვეყანაში დამყარდა დიქტატორული რეჟიმი, რომლის დროს სხვადასხვა წყაროს მიხედვით დაიღუპა 1–3 მილიონი ადამიანი. რეჟიმის მიხედვით აიკრძალა დამწერლობა, ფული, უცხო ენები. მთელი ქვეყანა გარდაიქმნა სამუშაო სასოფლო-სამეურნეო კომუნებად 18–20 საათიანი სამუშაო დღის გრაფიკით. სიკვდილით ისჯებოდა ნებისმიერი დაუმორჩილებლობა (მაგალითად, შვილის გაჩენა კომუნის ხელმძღვანელობის ნებართვის გარეშე). კამბოჯას გადაერქვა სახელი და ეწოდა „დემოკრატიული კამპუჩია“. ქვეყანამ კონტაქტი გაწყვიტა მსოფლიოს ყველა ქვეყანასთან, ჩინეთისა და იუგოსლავიის გარდა. ქვეყნის მმართველთა (პოლ პოტიიენგ სარიქიეუ სამფანი) სახელები და პორტრეტები მოსახლეობისგან დაფარული იყო.
არაეფექტური ეკონომიკური პოლიტიკის გამო ქვეყანა მალე დაეცა. ბიუჯეტის შესავსებად დაიწყო ომი ვიეტნამის წინააღმდეგ, თუმცა ვიეტნამის ჯარმა ადვილად მოიგერია აგრესია და მალევე კონტრშეტევაზე გადავიდა, რასაც ხელს უწყობდა „წითელი ქმერების“ რიგი დაჯგუფებების მათ მხარეს გადასვლა. ასე მაგალითად, ერთ-ერთი მაღალჩინოსანი პოლპოტელი ხენგ სამრინი პრო-ვიეტნამური მთავრობის სათავეში ჩადგა.
იხ.ვიდეო

ვიეტნამელი ინტერვენტების მიერ მათი დამარცხების შემდეგ, „წითელმა ქმერებმა“ დაიწყეს პარტიზანული ბრძოლა ხენგ სამრინისა და ხუნ სენის მთავრობის წინააღმდეგ. ქმერების მოძრაობა აშშ-ის ხელშეწყობით მიმდინარეობდა, რომლებიც პარტიზანებში ვიეტნამის საპირწონეს ხედავდნენ. ქმერები აშშ-ისგან იღებდნენ იარაღს, სანაცვლოდ კი დაუმუშავებელ ძვირფას ქვებს აწვდიდნენ.
1998 წელს პოლ პოტის გარდაცვალების შემდეგ მოძრაობა დაიშალა. მოძრაობის ფორმალური ლიდერი ქიეუ სამფანი ფაქტობრივად ძალაუფლების გარეშე დარჩა და ახლა მარტოობაში ცხოვრობს. აჯანყებულთა მცირერიცხოვანი ფორმირებები (2–3 ათასი ადამიანი) აგრძელებდნენ პარტიზანულ ომს, თუმცა ცოტა ხნის წინ მათი ახალი ლიდერი იენგ სარი კამბოჯის ხელისუფლებას დაუზავდა, რომლითაც აღიარა მთავრობის კონტროლი ქვეყნის დასავლეთ ნაწილზე. წითელი ქმერები ბოლო რადიკალური საველე მეთაური ტა მოკი 2000 წლის მარტში დააპატიმრეს. მისი დაჯგუფების წევრები ახლაც ტყეს აფარებენ თავს და ხე–ტყის მასალისა და ძვირფასი ქვების კონტრაბანდით საქმიანობენ. ამ ომის შედეგად კამბოჯის ტყეებში 8 მილიონამდე გაუნებელყოფილი ნაღმია დარჩენილი.
იხ.ვიდეო ნაცისტი ჰიტლერი და კომუნსტი პოლ პოტი 
კამბოჯის გენოციდი
განხორციელებული წითელი ქმერების მიერ რ-იც ხელისუფლებაში იმყოფებდნენ კამბოჯიაში 1975 - 79 წწ სრულ მოკლულული იყო 1,7- დან 3 მილნ ადამიანი (მეთხედი მთელი მოსახლეობის). მასობრივი პოლიტიკური რეპრესიები, დეპორტაცია და მოსაობრივი განადგურება მოახლეობის. მოტივიამ რეპრესიების მოქედებების იყო კამბოჯელთა საზოგადოების რადიკალური ცვილელების განხორციელება, იდეოლოგიური პრინციპების შესაბამისად სტალინიზმის და მაოიზმის. მსხვრეპლი ძირიტადიად იყო კამოჯელებთა ინტელიგენცია (ადამიანების აპატიმრესბდნენ იქამდე ვინც სათვალეებს ატარებდნენ) ასევე ეროვნული უმცირესობის, სასულიერო წარმომადგენლები



Комментариев нет:

მუსიკალური პაუზა

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -                         მუსიკალური პაუზა  ჩვენ ვიკლევთ სამყაროს აგებულებას ოღონდ ჩვენი ...