вторник, 31 марта 2020 г.

იბერები (ესპანეთი)

                       იბერები (ესპანეთი)

                                       
(ბერძნ. Ibēres, ლათ. Hiberi, Hiberes) — ესპანეთის უძველესი მოსახლეობა. თავდაპირველად ცხოვრობდნენ სამხრეთ და აღმოსავლეთ ესპანეთის ტერიტორიაზე. შემდეგ - (ძვ. წ. VII-III სს.) მთელ პირენეს ნახევარკუნძულზე. წარმოშობით ჩრდილოეთ აფრიკულ ტომებად მიიჩნევიან, ძველთაგანვე არსებობდა აზრი კავკასიის იბერებთა მათი ნათესაობის შესახებ (აპიანე ალექსანდრიელისტრაბონი), რაც ცნობილი იყო ქართველი მოღვაწეებისთვის ჯერ კიდევ შუა საუკუნეებში (გიორგი მთაწმიდელი).
ჰიპოთეზა იბერებისა და ქართველ ტომთა ნათესაობის შესახებ დღესაც გადაუჭრელია. იბერულ ტომთაგან დაწინაურებულნი 
                                            
                                                   ტერიტორია იბერების დასახლების
იყვნენ: ტურდეტანებიტურდულებიბასტეტანებიკარპეტანებიინდიგეტებიედეტანები და სხვა. ტომები ერთიანდებოდნენ ქალაქური ტიპის გამაგრებულ სამოსახლოთა გარშემო (ნუმანციასეგოვიატარაგონია და სხვა. იბერიის კულტურის მნიშვნელოვან ცენტრს ტურდეტანების მხარე (ახლანდელი ანდალუსია და მურსია) წარმოადგენდა, სადაც ანტიკურ ავტორთა მიხედვით, ტარტესის სახელმწიფო არსებობდა (დაარსდა ძვ. წ. 1100 წელს). იბერების კულტებთან შერწყმის შედეგად ძვ. წ. VI-III საუკუნეებში ჩამოყალუბდა კელტიბერთა ტომი. იბერებმა განიცადეს ფინიკიელებისა და ბერძნების გავლენა. ჰქონდათ საკუთარი დამწერლობა. ძვ. წ. V-III საუკუნეებში იბერია კართაგენელებმა დაიპყრეს, ძვ. წ. III-II საუკუნეებში - რომაელებმა (ძვ. წ. XIX-XVIII მთელი ესპანეთი დაიპყრეს), ძვ. წ. II ს. - ახ. წ. I საუკუნეში მოხდა იბერების რომანიზაცია.
იხ.ვიდეო

იბერების ხელოვნებამ ჩამოყალიბებული სახე მიიღო ძვ. წ. VIII საუკუნიდან; განსაკუთრებით განვითარდა იგი ძვ. წ. V-IV საუკუნეებში. ხუროთმოძღვრული ძეგლებიდან შემორჩენილია გორაკებზე აგებული ძველი ქალაქების კედლების, კოშკების, სამლოცველოებისა და სამაროვნების ნანგრევები. ძვ. წ. IV-III საუკუნეებში იყენებდნენ რეგულარულ წყობას. ქმნიდნენ ადამიანთა და ზოომორფულ ფიგურებს (ძირითადად ძვ. წ. V-IV სს. უმთავრესად კირქვა), მცირე ზომის ბრინჯაოს გოტიკურ ფიგურებს, განვითარებული იყო ლითონის მხატვრული დამუშავება, მოხატული კერამიკის დამზადება

                                ბასკები

                                           
                                                      ბასკების ავტონომიური დროშა
(ბასკ. euskaldunakესპ. vascosფრანგ. basques) — იზოლირებული ეთნოლინგვისტური ოჯახის მკვიდრი ხალხი ესპანეთში (950 ათ.) და საფრანგეთში (140 ათ.). ევროპის გარეთ არის მნიშვნელოვანი დიასპორები სამხრეთ ამერიკასა და ამერიკის შეერთებულ შტატებში.
ჩრდილო ეკოლოგიურ ზონებში არის ისეთი მთავარი ქალაქები, როგორებიცაა ბილბო/ბილბაო, დონასტია/სან სებასტიანი და ბაიონა/ბიონი, აგრეთვე დიდი მნიშვნელობის მქონე რეგიონალური წარმოების ცენტრები (ეიბარიმონდრაგონიირუნი). ასევე ბევრია სოფლები, რომლებიც სანაპირო თევჭერას მიზდევენ და მათი მოსახლეობა 5000-10000 მცხოვრებს შეადგენს. შიდა მთისწინეთში არის გლეხთა სოფლები 500-დან 3000-მდე მოსახლეობით. ჩვეულებრივ სოფელი მოიცავს რომელიმე მდინარის ხეობასა და მიმდებარე ფერდობებს. ცენტრალური, მთავარი ინფრასტრუქტურა, როგორებიცაა ეკლესია, სკოლა, ბარები, მუნიციპალიტეტი, ხელბურთის კორტი, მაღაზიები და ნაგებობები სხვადასხვა პროფესიონალებისთვის( ექიმი, ვეტერინარი, პარმაცევტი, ფოსტალიონი), განთავსებულია ხეობის ნაწილში. ხოლო მიმდებარე ფერდობებზე მდებარეობს ფერმერთა კარ-მიდამოები, რომლებიც ან ერთმანეთისგან სრულიად იზოლირებულია, ან დაჯგუფებულია ათი-თორმეტი საცხოვრებელი თავიანთი კოლექტიური მიწებით. ეს ფერმერთა სახლები უდიდესი ქვის ნაგებობებია, ხშირად სამსართულიანი. პირველი სართული ცხოველთა თავშესაფრებს უჭირავს, მეორე სართული არის საცხოვრებელი ადგილი, ხოლო მესამე სართული გამოიყენება თივისა და სხვა მოსავლის შესანახად
ბასკური ენის უნიკალურობას ხაზს უსვამს ბასკების წარმოშობის საიდუმლოებით მოცული ისტორია. ზოგიერთმა მეცნიერმა ივარაუდა, რომ შესაძლოა ბასკები პირდაპირი შთამომავლები ყოფილიყვნენ კრომანიონელი ადამიანისა. შუა საუკუნეების ბასკები, გარემოცულნი იყვნენ ტომებით, რომლებიც მესქონლეობას მისდევდნენ და ამვდროულად სისასტიკითაც გამოირჩეოდნენ, სწორედ ამიტომ მათ ბარბაროსებად მოიხსენიებდნენ. რომაელები, გოთები, ფრანკები, მავრები - თითოეული მათგანი აკონტროლებდა ბასკების ტერიტორიის გარკვეულ ნაწილს, თუმცა ბასკები ყოველთვის წინააღმდეგობას უწევდნენ მტერს და არ აძლევდნენ სრული გავლენის მოპოვების შესაძლებლობას. სწორედ ბასკები შეებრძოლნენ კარლოს დიდს რონსევალის ბრძოლაში.  ბასკებმა, რომლებიც არაბების მოკავშირეებად გამოდიოდნენ, სარაგოსის წარუმატებელი ალყის შემდეგ გაანადგურეს უკანდახეული ფრანკთა ჯარების არიერგარდი (ჯარის ან ფლოტის ნაწილი, რომელიც ფრონტიდან ზურგისაკენ მოძრაობისას მთავარ ძალებს ბოლოში მიჰყვება და იცავს მათ). ბრძოლისას დაიღუპა მხედართმთავარი როლანდი, რომლის გარდაცვალებასთან ერთად საფუძველი ჩაეყარა საგმირო ეპოსს სახელად „სიმღერა როლანდზე“.
იხ. ვიდეო

ჩვენი წელთაღრიცხვის პირველი ათასწლეულის შემდეგ, ბასკების ქვეყნის ზოგიერთი რეგიონი საკმაოდ მძიმე წნეხის ქვეშ აღმოჩნდა ინგლისელების, ფრანგებისა და ესპანელების მხრიდან. ისინი ბასკებს, როგორც პაიკებს ისე იყენებდნე ბრძოლის დროს. თუ ისინი შეძლებდნენ თავის წარმოჩენას სუვერენიტეტს მიიღებდნენ, რომელიც სინამდვილეში ფარსი იყო. ორივე მხარემ კარგად იცოდა, რომ ეს შეთანხმება იქამდე დარჩებოდა ძალაში, სანამ ახალი მოწინააღმდეგე არ გამოჩნდებოდა ჰორიზონტზე. მიუხედავად ყველა წინაპირობისა ბასკებმა მაინც მოახერხეს იდენტობის შენარჩუნება. აღადგინეს ძველი და შემოიღეს ახალი წესები, როგორც ეტიკეტის ასევე, სახელისუფლებო თვალსაზრისითაც. მაგალითისთვის კასტილის მეფე ტახტზე ასვლის შემდეგ ვალდებული იყო ჩასულიყო ქალაქ გერნიკაში და ფიცი დაედო წმინდა მუხის ძირას, რომ პატივს სცემდა ბასკურ კანონებს.
ბასკები გამოირჩეოდნენ გემთმშენებლობის კარგი ცოდნით, სწორედ მათ სახელს უკავშირდება ვეშაპებზე სანადირო გემის შექმნა. სანავიგაციო უნარების კარგად ფლობამ და გემით ზღვაში ოსტატურად მანევრირებამ ისინი პირენეს ნახევარკუნძულზე ყველაზე ცნობილ მეზღვაურებად აქცია.
XV საუკუნის დასაწყისში ბასკებმა უკვე გადაკვეთეს ატლანტიკა და ნადირობდნენ ვეშაპებზე ლაბრადორის სანაპიროზე. ბასკები ასევე შედიოდნენ კოლუმბისა და მაგელანის გემების ეკიპაჟს შემადგენლობაში. ბასკი მეზღვაურები, დაქირავებულები, ვაჭრები და მისიონერები ესპანური კოლონიალური ელიტის რიგებს ავსებდნენ, ისინი ამერიკაში მიმომავალი გემების უმრავლესობის კონტროლს ახდენდნენ. ასევე ბასკები აკონტროლებდნენ კოლონიების განვითარებისთვის გამოყოფილ სახსრებს. საფრანგეთის რევოლუციამ, თავისი ძლიერი ცენტრალისტური ტენდენციებით, გაანადგურა პოლიტიკური ავტონომია ლაპურდიის, ბიჰი-ნაფაროასა და ზუბეროას პოლიტიკური ავტონომია. მოსახლეობის დიდმა ნაწილმა მათ წინააღმდეგობა გაუწია, ისინი გილიოტინაზე აიყვანეს ან კონცენტრაციულ ბანაკებში  გადაანაწილეს. მე 19-ე საუკუნეში ბასკები ესპანეთის ომში წაგებული კარლისტების მხარეს იბრძოდნენ, რის გამოც მოუწიათ უამრავი პოლიტიკური ავტონომიების დათმობა. ამასთან ერთად მეცხრამეტე საუკუნეში ბასკებს შეუმცირდათ მუშების შემოდინება, რამაც მნიშვნელოვნად დააზარალა მრეწველობა და შეშფოთება გამოიწვია.
1990 წლისათვის შეიქმნა თანამედროვე ბასკების ნაციონალისტური მოძრაობა, რომელიც მიზნად ისახავდა მადრიდის პოლიტიკის შეზღუდვას ბასკების ქვეყანაში. ნაციონალისტებმა გააპროტესტეს არჩევნები და ამით კონტროლი მოიპოვეს ისეთ პროვინციულ მუნიციპალიტეტებზე როგორიცაა გიპუსკოა და ბისკაია. როცა ესპანეთში სამოქალაქო ომი გაჩაღდა 1936 წელს, ეს ორი პროვინცია რესპუბლიკის ერთგული რჩებოდა, მათ აირჩიეს ახალი ავტონომიური მთავრობა, და საკუთარი ვალუტაც კი გამოუშვეს. ცხრა თვეში კი ბასკები ფრანკომ დაამარცხა და მათი უმრავლესობა დახვრიტეს ან ციხეებში მოათავსეს, ათასობით ადამიანი გადაასახლეს, ბასკების მთავრობა კი პარიზში გადავიდა. ფრანკოს რეჟიმის დროს იყო სისტემატიური ზეწოლა ბასკურ კულტურაზე. აქედან გამომდინარე 1950 იანი წლების დასასრულში ახალგაზრდა ბასკებმა ჩამოაყალიბეს მოძრაობა ETA და ესპანეთიდან ბასკეთის გამოყოფა და სრული დამოუკიდებლობა მოითხოვეს. მათი და ფრანკოს დაპირისპირება მასიურ ძალადობაში გადაიზარდა,  და ამიტომაც ეს ორგანიზაცია ევროპაში ერთ-ერთ ყველაზე სახიფათო „ტერორისტულ“ ორგანიზაციად სახელდებოდა. ფრანკოს გარდაცვალებასთან ერთად 1975 წელს ესპანეთში დაიწყო დემოკრატიის ხანაც. ბასკების ნაციონალისტური მოძრაობები ღიად მონაწილეობდნენ ახალი კონსტიტუციის ჩამოყალიბებაში, რომელიც მეტ თავისუფლებას ანიჭებდა ავტონომიებს
იხ. ვიდეო

                                                         

                                 კორსიკა

(ფრანგ. Corse, კორს. Corsica) — კუნძული ხმელთაშუა ზღვაშისარდინიის ჩრდილოეთით. იგი საფრანგეთის ავტონომიური რეგიონია, რომელიც შედგება 2 დეპარტამენტისაგან: სამხრეთი კორსიკაჩრდილოეთი კორსიკა.
  • ფართობი – 8,68 ათასი.
  • მოსახლეობა – 305 ათასი, მათ შორის ძირძველი კორსიკელები 50%-ზე ნაკლებია.
  • ენები: ადგილობრივი მოსახლეობა იტალიური ენის კორსიკულ დიალექტებზე მეტყველებს.
  • ქალაქებიაიაჩო და ბასტია.
კორსიკის სპეციალური სტატუსი იმით განისაზღვრება, რომ მუშაობს 61 წევრიანი რეგიონული პარლამენტი, რომელიც საფრანგეთის ეროვნული კრების კანონშემოქმედებით საქმიანობას აკვირდება. კორსიკა საფრანგეთს ეკუთვნის 1768 წლიდან, მანამდე გენუის იტალიური რესპუბლიკის შემადგენლობაში შედიოდა. ალჟირის განთავისუფლების შემდეგ, იქ მცხოვრები ფრანგები, ე.წ. Pieds-Noirs (შავფეხიანები) ძირითადად კორსიკაში დასახლდნენ. ამან კორსიკელ ნაციონალისტებს მისცა საბაბი თავი საფრანგეთის კოლონიად მიეჩნიათ.
ცნობილი კორსიკელები იყვნენ: ნაპოლეონ ბონაპარტი, რომელიც საფრანგეთის იმპერატორი გახდა ნაპოლეონ I-ის სახელით (1801 - 1815), აგრეთვე მომღერალი ტინო როსი (1907 - 1983)

Комментариев нет:

მუსიკალური პაუზა

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -                         მუსიკალური პაუზა  ჩვენ ვიკლევთ სამყაროს აგებულებას ოღონდ ჩვენი ...