суббота, 17 апреля 2021 г.

წიწმატი

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -  

                               წიწმატი

(ლათ. Lepidium sativum) — ერთწლოვანი მცენარე კომბოსტოსებრთა ოჯახისაღერო 30-60 სმ-მდე იზრდება, ძლიერ დატოტვილია. ქვედა ფოთლები ყუნწიანია, ფრთისებრ განკვეთილი ან მთლიანი, ზედა — მჯდომარე მთლიანი. ყვავილი თეთრია, მრავალრიცხოვანი. ნაყოფი პატარა ჭოტაკია. წიწმატი ადრეულა, სიცივეგამძლე მცენარეა. სამშობლოდ მიჩნეულია ირანი.

ველურად გვხვდება აზიასა და აფრიკაში, იზრდება საქართველოშიც. ფოთოლი შეიცავს მინერალურ მარილებს, C ვიტამინს, კაროტინს, იოდსა და რკინას. იყენებენ კულინარიაში. გურიაში უწოდებენ წიწმარიტს, სამეგრელოში წიწმარტეს

იხ. ვიდეო

ქიმ. შეადგენლობა - ახალ ფოთლები მდიდარია კალიუმი, ფოსფორი, იოდი, რკინა, მაგნიუმი, გოგირდი, სპილენძი და სხვ. ასევე შეიცავს ასკორბინის მჟავას (იგივე ცე ვიტამინს) ვატამინების ბ ჯგუფებს, კაროტინს, ტიამინს, რუტინს, რიბოფლავონიებს, მდოგვის ეთერულ ზეთს, გლიკოზიდის პროსპოლინი რ-იც მას ძლევს სპეციფიკურ სუნს და გემოს. ფესვები შეიცავს მწარე ნივთიერებას ლოპედინს. თესლი შეიცავს 50-60% ნახევრადგამშრალ ცხიმოვან ზეთს.
სამედიცინო დანიშნულებით წიწმატს ჯერ კიდევ ძველ ეგვიპტეში იყენებდნენ ასევე საბერძნეთში და რომში. ახალი ფოთლებს აქვს სასიმუვნო შეგრძნების გემო, მწარე და მკაფიო, რ-იც ხან ძირტკბილას გვაგონებს ხან ბოლოკს. გამოიყენება მხოლოდ ნედლად და ახალ დაკრეფილად ამატებენ სალათებს, ხორცს, თევზს, ონლეტებს პადლივკებს და სუფებს.
წიწმატი აუმჯობესებს კუჭნაწლავთა მუშაობას, ძილს აგვარებს, გემოს აღაგზნებს, აქვს ანტიმიკრობული და შარდმდენი მოქედება, წევს წნევას დაბლა, უცვლელია სასუნთქი ზგების დაავადებების დროს.
ახალი წვენი ბალახიდან გამოწურული, დალიოთ ხველის დროს. ასკორბინის მჟავის შემცველობის გამო, მას აქვს ანტიმკრორბული მოქმედება. საჰაერო ნაწილი და ფესვები, რომლებიც შეიცავს მწარე ნივთიერებას ლეპიდინს, იყენებდნენ სიცხისთვის; ფოთლებიდან წვენს იყენებდნენ ანემიისთვის, დაქუცმაცებული თესლიდან ფხვნილს - მდოგვის თაბაშირების ნაცვლად. გამხმარი დაქუცმაცებული თესლისა და მწვანილისგან მიღებულ მალამოს იყენებდნენ ხალხურ მედიცინაში ალერგიის, მუნის და ჭრილობების სამკურნალო საშუალებად.





Комментариев нет:

მუსიკალური პაუზა

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -                         მუსიკალური პაუზა  ჩვენ ვიკლევთ სამყაროს აგებულებას ოღონდ ჩვენი ...