среда, 14 апреля 2021 г.

სიყვარულის დღე

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -  

                          სიყვარულის დღე

❤❤❤ქალი ვარდთან ერთად❤❤❤
დღესასწაული, რომელიც საქართველოში აღინიშნება 1994 წლიდან ყოველ 15 აპრილს. ოფიციალურად უქმე დღე არ არის, თუ არ ემთხვევა შაბათს ან კვირას. ქართული სიყვარულის დღის პირველად აღნიშვნა 1994 წელს რუსთაველის თეატრში დაგეგმილი კონცერტით დაიწყო. ამის თაობაზე გაზეთმა „კოქტეილმა“ აფიშით ამცნო თბილისის მოსახლეობას: „ქართველი ახალგაზრდობა ღირსია დღესასწაულის, რამეთუ ყველაზე ლამაზი და ერთგული სიყვარული მათ იციან. დაე, ტრადიციული სიყვარულის დღე — 15 აპრილი გამხდარიყოს, ახალგაზრდობის სულის სილამაზის მშვენიერების ზეიმი საქართველოში. ახალგაზრდული ფესტივალი ცდაა ერის მომავლის გამოღვიძების და ნურასოდეს დაგავიწყდებათ, თანატოლებო, რომ ქვეყანა, რომელშიც ახლა ჩვენ ვცხოვრობთ, მომავალში ჩვენი სამართავია.
იხ. ვიდეო  ❤❤❤


 ერთმანეთის სიყვარულით გავაძლიეროთ იგი. 1981 წლის 16 ივლისს გერგეტის სამების ტაძარში წირვა აღავლინა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია II-მ, რაც ტრადიციად იქცა. 16 ივლისს ქართველი მართლმადიდებლები იკრიბებიან და ერთად აღნიშნავენ ღვთაებრივი სიყვარულის დღეს. „უნდა გვიყვარდეს ერთმანეთი. გვიყვარდეს მოყვასი ჩვენი. გვიყვარდეს, თუ გვინდა, ვიპოვოთ ღმერთთან მისასვლელი გზა“, ბრძანა კათოლიკოს-პატრიარქმა. გერგეტობას ძალიან ბევრი ადამიანი ზეიმობს საქართველოში. ჯერ კიდევ 1990 წელს უპირობო სიყვარულის გაზიარების სურვილით შექმნა ჰაროლდ ბეკერმა საკონსულტაციო კომპანია „შინაგანი ალღო“. 2000 წელს მსოფლიოში აღიარებული არაკომერციული შპს „სიყვარულის ფონდი“ ჩამოაყალიბა. 2003 წელს ბეკერმა სიყვარულის გლობალური დღის (Global Love Day) იდეა წამოაყენა.

ახალი ყოველწლიური მოვლენა პირველად 2004 წლის 1 მაისს აღინიშნა. ღია წერილში ბეკერმა თავისი კონცეფციის შესახებ განაცხადა: „საბოლოო ჯამში, მხოლოდ ის გვჭირდება, რომ გვიყვარდეს და ვუყვარდეთ. სულ ეს არის. სიყვარულის გლობალური დღე უბრალოდ საშუალებაა იმის სათქმელად, რომ სიყვარული ჩვენია და სიცოცხლის ყოველი წუთი მისით უნდა იყოს სავსე“.

ინიციატივის გასაჯაროებიდან რამდენიმე კვირაში, 2004 წლის დასაწყისში, ფონდის ლოგო შექმნა ბრიტანელმა დიზაინერმა, ანი ზალეჟაკმა

იხ. ვიდეო ❤❤❤





Комментариев нет:

მუსიკალური პაუზა

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -                         მუსიკალური პაუზა  ჩვენ ვიკლევთ სამყაროს აგებულებას ოღონდ ჩვენი ...