воскресенье, 4 апреля 2021 г.

ნეანდერტალელი

    ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -  

                           ნეანდერტალელი

ნეანდეტრალელის ჩონჩხი

ძველი ადამიანი —  ლათ -
Homo neanderthalensis или латHomo sapiens neanderthalensis  თანამედროვე ადამიანის უშუალო წინაპარი და პითეკანთროპის შთამომავალი. ცხოვრობდა ქვედა და შუა პალეოლითის ხანაში. გადაშენებული ან ასიმილირებული სახეობა.  მეცნიერების ნაწილას მიაჩნია, რომ ნეანდერტალელი ადამიანი წინაპარია ჰომო საპიანსის. ხოლო სხვას მიცნია , რომ ცალკე სახეობა არის.  სიმაღლით 160 სმ-მდე, ჯმუხი, შედარებით მოკლე ქვედა და გრძელი ზედა კიდურებით, წინ წაწეული თავ-კისერით. თავის ქალის მოცულობა დაახლოებით 1400-1700 კუბ.სმ., შუბლი დაქანებული ჰქონდა, წარბზედა ლილვი მკვეთრად გამოხატული, ნიკაპის ბორცვი არ იყო გამოკვეთილი, ხერხემალი - თანამედროვე ადამიანებისათვის დამახასიათებელი ნადრეკების გარეშე, ტერფი შედარებით ბრტყელი. დაერქვა ხეობა ნეანდერთალის მიხედვით (დიუსელდორფიგერმანია), სადაც 1856 წელს პირველად აღმოაჩინეს მისი ჩონჩხის ნაწილები.
იხ. ვიდეო

ნეანდერტალელის - 1856 წელს დუსელდორფთან, ნეანდერთალის ხეობაში, პირველად აღმოაჩინეს, აქამდე უცნობი სახეობის ადამიანი ჩონჩხი, ამ აღმოჩენას ხეობის სახელის მიხედვით ნეანდერტალელი უწოდეს . ნეანდერტალელი-აღმოჩენის ადგილი :გერმანია, ნეანდერის ხეობა. განიხილება ან როგორც ჰომო საპიენსის ქვესახეობა ან ცალკეული სახეობა. მისი ცხოვრების  პერიოდი: (650,000_პროტონეანდერტალელი) 300,000_30,000 წლის წინ.

არსებობს მოსაზრება იმის შესახებ,რომ ნეანდერტალელი  ადამიანი,თანამედროვე ადამიანის უშუალო წინაპარი და პითეკანტროფის  შთამომავალი იყო.ასევე აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ნეანდერტალელი ადამიანი ცხოვრობდა ქვედა და შუა პალეოლითის ხანაში. ნეანდერტალელი ადამიანი ხასიათდებოდა შემდეგი გარეგნული მონაცემებით, ის სიმაღლით იყო 160 სმ-მდე, ჯმუხი, შედარებით მოკლე ქვედა და გრძელი ზედა კიდურებით .თავის ქალის მოცულობა დაახლოებით 1400-1700 კუბ.სმ. შუბლი დაქანებული ჰქონდა, წარბზედა ლილვი მკვეთრად გამოხატული, ხოლო ნიკაპის ბორცვი არ იყო გამოკვეთილი. რაც შეეხება ხერხემალს, იგი თანამედროვე ადამიანებისათვის დამახასიათებელი, გარეშე ტერფი კი შედარებით ბრტყელი.

დღეს ნეანდერტალელის ჩონჩხი აღმოჩენილია ათეულობით, როგორც ევროპაში ისე დასავლეთ აზიაში. სავარაუდოდ ისინი 40 000 წლის წინ გადაშენდნენ. მეცნიერების აზრით მათ გაუძლეს დიდ გამყინვარებას, მაგრამ თუ როგორ და რატომ გადაშენდნენ ისინი, ეს დღემდე საიდუმლოთია მოცული. აფრიკიდან ევროპაში გადმოსულმა ჰომო საპიანსების გამოჩენის შემდეგ ქრება ნეანდერტალელების კვალი. 

                                                           

გავრცელება
დრეისთვის დამტკიცებულია, რომ ნეანდერტალელები არ არიან თანამედროვე ადამიანის უშუალო წინაპრები.

მეცნიერების აზრით და ბევრი დაკვირვების შედეგად დამტკიცდა, რომ ნეადერტალელის ცხოვრება მნიშვნევლოვნად განსხვავდებოდა თანამედროვე ადამიანის ამჟამინდელი ცხოვრებისა და ცხოვრების პირობებისგან. 1899 წელს ხორვატიაში  სოფელ  ტრაპინას გამოქვაბულებში  ნეანდერტალელთა  სამარხის  აღმოჩენის  შემდეგ  არქეოლოგი  დრაგუტინ გოტიანოვიჩ-კრამბერგერი ხშირად იმეორებდა:  „ნეანდერტალელი ცხოვრობდა ღია ბუნებაში, იკვებებოდა  ნატურალური საკვებით, იყო  ჯანმრთელი და ნაკლებად  ემართებოდა  თანამედროვე  ადამიანისათვის  დამახასიათებელი  ავადმყოფობები.“ პირველყოფილი ადამიანები  არსებობისთვის  ბრძოლაში უმთავრესად ფიზიკურ დაზიანებებს  იღებდნენ, რასაც  ადასტურებდა  120000 წლოვან  ძვლებზე  არსებული  ტრამვების კვალი.

ევოლუციონისტი მეცნიერი, როგორიც იყო თომას ჰაქსლი გამოთქვა მოსაზრება, რომ ნეანდერტალელი თანამედროვე ადამიანისგან  არც ისე განსხვავდებოდა, მაგრამ სხვა მეცნიერების აზრით, ის პათოლოგიური სიმახინჯის ცალკეული ინდივიდი იყო. ერთ-ერთი ასეთი მეცნიერი, რომელიც თომას ჰაქსლის ეწინაღმდეგებოდა იყო მარსელინ ბულე, რომლის მოსაზრებითაც ნეანდერტალელები ვერ იქნებოდნენ ჩვენი წინაპრები თავიანთი ცხოველური და პრიმატული ბუნების წყალობით. ხშირი აგზნება, რაც ხშირად ერთმანეთს აპირისპრებდა ნეანდერტალებს, მათი შეტაკება სისხლისმღვრელი შეიძლეობოდა გამხდარიყო. მათი აფექტი მხეცებად აქცევდა მათ, რის შედეგადაც მეტყველბა იმპულსური ხდებოდა, ერნესტ კასირერი მზგავს მეტყველებას პირველ კომუნიკაციად მიიჩნევს იმდროინდელი ადამიანებისთვის.  ევროპასა და ახლო აღმოსავლეთში გაკეთებულმა არქეოლოგიურმა აღმოჩენებმა დაადასტურა ის ფაქტი, რომ აღმოსავლეთ  ხმელთაშუა ზღვის პირეთში კერძოდ ლევანტეში ნეანდერტალელების და თანამედროვე ადამიანების ნაშთები ერთადა აღმოჩენილი. ამ ვარაუდით ჰომინიდების ეს ორი სახეობა ერთად თანაარსებობდა, ეს აღმოჩნები ასევე გაკეთდა ისრაელში მაუნთ კარმელის რამდენიმე გამოქვაბულში, მაგრამ მეცნიერები ფაქტებზე დაყრდნობით გამოთქვამდნენ მოსაზრებას, რომ ისინი ერთმანეთთან არ შეჯვარებულან და ერთმანეთისგან არ უსწავლიათ იარაღის დამზადების ტექნოლოგია. უნდა აღინიშნოს ის ფაქტი,რომ  დროთა განმავლობაში ქრებოდა ნეანდერტალელების ქვის იარაღები და გვევლინება ადამიანის ქვის იარაღები, რაც მიუთითებს ნეანდერტალელების ნელ-ნელა გადაშენებას

ნეანდერტალელთა გენეტიკური კვალი - კოპენჰაგენის უნივერსიტეტის  მკვლევართა ჯგუფმა მიაგნო მუტაციას, რომელიც ხნის მისტიურ მოვლენას ზოგიერთ ადამიანში-ღია ფერის თვალებს. ყველა ცისფერთვალება ბავშვი დაკავშირებულია ერთ დამიანთან, რომელიც შავი ზღვისპირა რეგიონში 6-10 ათასი წლის წინათ ცხოვრობდა და ეს ადამიანი ეკუთვნოდა ნეანდერტალელთა ოჯახს.ექიმი ჰანს ეიბერგი აცხადებს,რომ იქამდე ყველა ადამიანს ყავისფერი თვალები ჰქონდა. მისი თქმით ამ გენეტიკურმა მუტაციამ გავლენა მოახდინა თვალის გენზე  ჩვენს ქრომოსომებში, რამაც ყავისფერი თვალების გენი ფაქტობრივად გამორთო .როდესაც ცისფერთვალება ადამიანები იორდანიიდან, დანიიდან და თურქეთიდან გამოიკვლიეს, აღმოჩნდა, რომ მათი გენეტიკური განსხვავებები დედის გენით იყო განპირობებული, თუმცა ყავსფერი თვალის პიგმენტი კვლავ დომინანტია. ბოლო გამყინვარების შემდეგ ევროპულმა რასამ განიცადა მუტაცია, რომელიც განასხვავებს მათ მთელი კაცობრიობისგან. ევროპელების 95%-ს სკანდინავიურ ქვეყნებში ცისფერი თვალები აქვთ. მათ თმა და კანიც ღია ფერის აქვთ. სხვადასხვა ეროვნების ადამიანების სისხლის შერევის შემდეგ, ქერატმიანი და ცისფერთვალება ადამიანი პირველად 25000 წლის წინათ გამოჩნდა .მკვლევარები ამას ნეანდერტალელთა წარმომადგენლებს მიაწერენ. მიუხედავად იმისა, რომ ჯერ ნეანდერტალელის დნმ არცერთი თანამედროვე ჰომო საპიენსის გენში არ აღმოუცენიათ, მეცნიერებს მაინც  სწამთ, რომ ეს თეორია სწორია,რადგან უკეთესი მიგნება ჯერჯერობით არ აქვთ.

არქეოლოგიური აღმოჩენა Homo Sapiens და ნეანდერტალელის ნაჯვარი - არქეოლოგიური აღმოჩენა ლისაბონიდან 85 მილის დაშორებით, ლაპედოს დაბლობზე, გამოქვაბულში გააკეთეს. 4 წლის ბიჭის გასაოცრად კარგად შენახული ჩონჩხი, რომელიც ნახევრად ჰომო საპიენსია, ნახევრად კი ნეანდერტალელი.

ნეანდერტალელები იყვნენ ადამიანთა მოდგმის, ჰომო საპიენსისგან განსხვავებული ნაირსახეობა, უფრო განუვითარებელი ტვინითა და ძლიერი სხეულით. ბოლო ნეანდერტალელები 30-40 ათასი წლის წინ  გაწყდნენ. ეს არის გავრცელებული მოსაზრება, რომელსაც ეს აღმოჩენა ეწინააღმდეგება. ითვლება,რომ ნეანდერტალელები ადამიანთა წინაპრები არ არაიან. ადამიანთა წინაპრები კრომანიონელები არიან. მაგრამ, არც მთლად ასე არ ყოფილა საქმე...

2010 წელს ჩატარებულმა კვლეევბმა აჩვენა, რომ ბევრ ერს აქვს ნენადერტალელის გენი 1 დან  4%.  პორტუგალიაში გაკეთებული არქეოლოგიური აღმოჩენა კი პირველი შემთხვევაა, როდესაც ნაპოვნ ჩონჩხს ორივე სახეობის ნიშნები აქვს.

აღმოჩენა 1998 წელს გაკეთდა, როდესაც ლაპედოში გამოქვაბულში კლდეზე ნახატები აღმოაჩინეს. აქვე აღმოაჩინეს ადამიანთა სადგომი და  დაათარიღეს აღმოცენები 23170-20220 წლით ჩვენს წელთ აღრიცხვამდე.

აღმოჩენა იმითაა გასაოცარი, რომ ბავშვს სხეულის ქვედა  ნაწილი ნეანდერტალელის აქვს, ზედა ნაწილი კი -ჰომო საპიენსის. თავის ქალას კი რომელიც თითქმის მთლიანად ჰომო საპიენსისას ჰგავს, აქვს ერთი დეტალი, დამახასიათებელი მხოლოდ ნეანდერტალელისთვის.

ამ აღმოცენამ აიძულა მეცნიერებს შეიცვალონ აზრი და დაუშვან, რომ შესაძლოა ნეანდერტალელები არ გაწყდნენ, არამედ შეერივნენ ჰომო საპიენსებს. ამას ადასტურებს ეს აღმოჩენა და დნმ-ის კვლევა, 1-4%  ნეანდერტალელის გენი, რომელიც აქვთ ბევრს ერს. რადგან ჰომო საპიენს აფრიკიდან წმაოვიდნენ, ნეანდერტალელები კი ჩრდილოეთში ცხოვრობდნენ და შერევაც აქ მოხდა.

უძველესი მხატვრობა ევროპაში - ესპანეთში ნაპოვნი გამოქვაბულის მხატვრობის ნიმუშები ევროპაში უძველესად აღიარეს. ეს ნახატები წარმოადგენენ ადამიანის ხელის მტევნის გამოსახულებას. წითელ წრეებს ან ცხოველთა ფიგურებს. გამოქვაბულის მხატვრობის ასაკის დადგენისთვის  მეცნიერებმა დათარიღების განსაკუთრებით  ზუსტი მეთოდები  გამოიყენეს. შედეგად, გამოსახულებათაგან  ერთ-ერთი წითელი წრე მინიმუმ 40 ათასი წლით დათარიღდა.

„კანტაბიაში, ელ-კასტილოს გამოქვაბულში ამოტვიფრულია ადამიანის ხელის მტევნის გამოსახულება, რომელიც  უძველესმა მხატვრებმა გამოქვაბულის კედელზე მიდებულ ხელზე  საღებავის  დასხმით შექმნეს“, - ამბობს ბრისტოლის უნივერსიტეტის პროფესორი ალისტერ პაიკი. ზემოთ აღნიშნული ნახატის ავტორად კი მიიჩნევიან ნეანდერტალიელები, რომელზეც კონკრეტულად და დაწვრილებით ქვემოთ ვისაუბრებთ.

მეცნიერებმა  ნახატების ასაკის დადგენისთვის  დათარიღების კარბონული მეთოდი გამოიყენეს. ნახატების ასაკი ევროპაში თანამედროვე ადამიანს, ანუ ჰომო საპიენსის გადმოსახლების  პირველ ტალღას ემთხვევა. ის დაახლოებით 41 ათასი წლის წინ დაიწყო, მანამდე კი ევროპაში ნეანდერტალელები სახლობდნენ .მკვლევართა ჯგუფის ერთ-ერთი წევრი, ბარსელონას უნივერსიტეტის პროფესორი ჟოან ზილიანი მიიჩნევს, რომ ნახატები სწორედ ნეანდერტალელებს ეკუთვნით.„

ახლა ჩვენ სხვა გამოსახულებათა შესწავლა და ისეთების პოვნა მოგვიწევს, რომელიც 42-44 ათას წელზე მეტი ხნისაა. ჩვენ უკვე გვაქვს ნიმუშები ესპანეთის, პორტუგალიისა და დასავლეთ ევროპის ქვეყნების სხვა გამოქვაბულებიდან“ ,ამბობს ესპანელი არქეოლოგი.

ახლა მეცნიერები ცდილობენ გაარკვიონ ვის ეკუთვნის ეს გამოსახულებები. მათი ავტორები თუ ახალ გადმოსახლებულები იყვნენ, გამოდის, ამ საქმიანობას მიგრაციის პირველივე ტალღისას, ევროპაში გამოჩენისთანავე მიჰყვეს ხელი, ხოლო გამოსახულებები თუ ნეანდერტალელებმა დატოვეს, ეს მათი მაღალი კულტურული  და ინტელექტუალური დონის დადასტურება იქნება.

ნეანდერტალელი ადამიანის გადაშენება - ფიზიკურად ნეანდერტალელი  გაცილებით მძლავრი იყო ვიდრე ვიდრე იმ დროის ადამიანი. ტვინის  მოცულობაც გაცილებით დიდი ჰქონდა და ასევე კულტურის  თვალსაზრისითაც ძალიან განვითარებულნი იყვნენ, მაგრამ ადამიანმა მოახრეხა გადარჩენილიყო, ხოლო ნეანდერტალელმა ვერა.

ერთ-ერთი ჰიპოთეზის მიხედვით, ნეანდერტალელი კაციან, ქალიან და ბავშვიან, იყო მხოლოს დიდი ზომის ცხოველებზე სპეციალიზირებული. ადამიანები კიდევ, კაცები ნადირობდნენ როგორც დიდი ასევე პატარა ზომის ცხოველებზეც. ხოლო ქალები და ბავშვები  მცენარეულ საკვების შეგროვებაზე. კლიმატის  უეცარი შეცვლის გამო, სავარაუდოდ რამდენიმე ათეული  წლების წინ ძალიან დიდმა ტემპერატურულმა ცვალებადობამ  გამოიწვია დიდი ზომის ცხოველების შემცირება-გადაშენება  და ამით გაუქრა ნეანდერტალელს ძალიან მოკლე დროში მთავარი საკვები წყარო. ხოლო მოკლე დროის გამო ვერ მოახერხეს ცხოვრების სტილის  რადიკალური შეცვლა.

მეცნიერების აზრით, უკანასკნელმა ნეანდერტალელებმა პლანეტაზე, თავშესაფარი შესაძლოა ურალის ქედზე იპოვეს. ამის შესახებ ფრანგი არქეოლოგების მოსაზრება გამოქვეყნდა. თანამედროვე კვლევების მიხედვით, ნენადერტალელები და მათი ახლო „ნათესავები“ ევროპაში, ახლო აღმოსვალეთსა და შუა აზიაში დაახლოებით 150-140 წლის წინ გამოჩნდნენ.

ეს ეპოქა, რომელსაც არქეოლოგები შუა პალეოლითის ხანად მიიჩნევენ, იმ პერიოდამდე გრძლდებოდა, ვიდრე ევროპასი ახალი „მსხვილი მოთამაშე“ - თანამედროვე ადამიანის ტიპი (ჰომო საპიენს) გაჩნდებოდა, რომელიც აფრიკიდან 40 ათასი წლის წინა პერიოდში  გადმოვიდა.

უკვე 37 ათასი წლის წინ კი, ნეანდერტალელები მთელს ევრაზიაში ქრებიან და მათ ადგილს თანამედროვე ადამიანი, ზედაპალეოლითის კულტურა იკავებს. უკანასკნელი ნეანდერტალელები  უფრო დიდხანს სამხრეთ ევროპის  რეგიონებში შემორჩნენ, მაგალითად, დღევანდელი  ესპანეთის და პორტუგალიის ტერიტორიაზე. თუმცა არქეოლოგების ნაწილი ტულუზის უნივერსიტეტის პროფესორის ლუდოვიკ  სლიმაკის ხელმძღვანელობით, მივიდა იმ დასკვნამდე რომ  ნეანდერტალელებს  თანამედროვე ადამიანის  პარალელურად, შესაძლოა კიდევ დიდხანს ეცხოვრათ  და მათ სავარაუდოდ, 31 ათასი წლის წინა პერიოდამდ ემოღვაწად.

მეცნიერებმა გამოაკვლიეს  სხვადასხვა ადგილას  ნაპოვნი ქვის იარაღები  და დაასკვნეს, რომ ეს იმ კულტურას ეკუთვნის, რასაც  ნეანდერტალელებს მიაკუთვნებენ. ეს ფაქტი კი ამტკიცებს, რომ ამ ტიპის  ადამიანი ევროპაში კიდევ  დიდხნას არსებობდა მეცნიერების აზრით ამ კვლევებმა არქეოლოგიაში და სხვადასხვა მეცნიერებებში  შესაზლოა დიდი გარდატეხა მოახდინოს.

 დაკვირვებების შედეგად  უკანასკნელი ნეანდერტალელების კვალი გვხდება არქტიკული წრის მახლობლად. არქტიკული პოლარული წრის მახლობლად ნაპოვნი კვალი 28500 წლით თარიღდება, ანუ ნეანდერტალელი ადამიანის  თეორიული გადაშენბიდან 8000 წლით გვიანი თარიღით. ეს აღმოჩენა რა თქმა უნდა გამაოგნებელია და თეორიებსაც არყევს: ნუთუ ნენადერტალელმა ადამიანმა  უფრო დიდხანს იარსება ვიდრე გვეგონა?! კვალი რომელიც არქეოლოგებმა იპოვეს, მუსტერულ კულტურას ეკუთვნის. ეს კულტურა  შუა პალეოლითურ (300000-დან 33000 წლამდე) ხანაში განვითარდა. ის გამოირჩევა  ნამტვრევებზე სამუშაო ინსტრუმენტების ძალზედ  მრავალფეროვანი სპექტრის გამოყენებით, ძირითადად ევრაზიაში ნეანდერტალელი ადამიანის, ახლო აღმოსავლეთში კი - ჰომო საპიენსის მიერ. ამ არქაულად  აღქმულ კულტურას  არ უნდა  მიეცა საშუალება ნენანდერტალელისათვის, რომ  პლანეტის უკიდურესი  ჩრდილოეთ რეგიონების კოლონიზება მოეხდინა 33000 თუ 36000 წლის წინ მას ადგილი თანამედროვე  ადამიანისათვის უნდა დაეთმო, რომელსაც, თავის მხრივ, ევრაზიის სივრცეები უნდა დაეკავებინა თავის წინამორბედებთან შედარებით  უფრო პროგრესული  ტენქოლოგიების წყალობით

იხ. ვიდეო ნეანდერტალელების საიდმლოება



Комментариев нет:

მუსიკალური პაუზა

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -                         მუსიკალური პაუზა  ჩვენ ვიკლევთ სამყაროს აგებულებას ოღონდ ჩვენი ...