воскресенье, 25 апреля 2021 г.

მარწყვი

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -  

                                 მარწყვი     

საქართველოში ველურად იზრდება 3 სახეობატყის მარწყვი (ლათ. Fragaria vesca) ხარობს ტენიან და დაჩრდილულ ადგილებზე, ტყის პირებზე, მდელოებსა და ველობებზე. მწვანე მარწყვი (ლათ. Fragaria viridis) ეტანება შედარებით მშრალ და ქვიან ადგილსამყოფელს; მუშკის მარწყვი (ლათ. Fragaria moschata) კი მხოლოდ თბილ მიდამოებში იზრდება.

იხ. ვიდეო



მარწყვს ამრავლებენ ჩითილით, სელექციურ მუშაობაში-თესლით. უმთავრესად მოჰყავთ ბაღის მარწყვი (ლათ. Fragaria ananassa), რომელიც ველურად არ გვხვდება. სარგავად არჩევენ ნიადაგის სწორ ზედაპირს, ხოლო ნოტიო ადგილებში კვლებს აკეთებენ. მცენარეს რგავენ შემოდგომაზე ან გაზაფხულზე, ნარგავს უხვად რწყავენ. მოსავალს იღებენ დარგვიდან ერთი წლის შემდეგ.

იხ. ვიდეო



საქართველოში — ლაგოდეხისა და ყვარლის მუნიციპალიტეტებში, მოჰყავთ ბაღის მარწყვის მსხვილ-ნაყოფა ჯიში „კრასავიცა ზაგორია“. ნაყოფს იყენებენ ნედლად, გაყინულს და გადამუშავებულს (მურაბაპასტილაწვენი). მოსავლიანობა საშუალოდ 6-7 ტ/ჰა. ბაღის მარწყვის ძირითადი მავნებლებია ჟილო-მარწყვის ცხვირგრძელა. მარწყვის ნემატოდა, მარწყვის ტკიპა. დაავადებები — მარწყვის ნაცრისფერი სიდამპლე, ნაცარი, ფოთლის თეთრი და მურა ლაქიანობა.

იხ. ვიდეო

მარწყვი სამართლიანად ითვლება დიეტურ პროდუქტად. ვიტამინების, მინერალებისა და სხვა ნივთიერებების უნიკალური კომბინაციის გამო, გარეული მარწყვი შეიძლება გამოყენებულ იქნას როგორც სამკურნალო ნედლეული. მარწყვი ვარდისფერი ოჯახის მრავალწლიანი მცენარეა, რომელიც მოიცავს როგორც ველურ სახეობებს, ასევე კულტურულ ფორმებს, მაგალითად, ყველასთვის კარგად ცნობილ ბაღის მარწყვს.
ველური მარწყვის კენკრა შეიცავს ორგანულ მჟავებს, რომელთა შორის არის ციტრუსის, სალიცილის, ვაშლის, კინჩონა, ფოლიუმის, ასკორბინის მჟავები; პექტინი; საჰარა; კაროტინი; ანტოციანები; ეთერზეთი; კალიუმის მანგანუმის, კალციუმის მინერალური ნაერთები; კვალი ელემენტები - რკინა, ფოსფორი, კობალტი, სპილენძი.
ველური მარწყვი მარცხნივ მარჯვნივ ბაღის მარწყვი
ველური მარწყვი ძალზე სასარგებლოა გამოჯანმრთელების მიზნით, ხანგრძლივი ავადმყოფობის, ანემიის, დიაბეტის, ნაღვლის ბუშტისა და თირკმელების ქვებით. ველურ მარწყვში რკინის შემცველობა უფრო მაღალია, ვიდრე ვაშლში, ალუბალსა და ყურძენში. და ისეთი მინერალური ნაერთები და კვალი ელემენტები, როგორიცაა კალიუმი, კალციუმი, სპილენძი, ფოსფორი, კობალტი უშუალოდ მონაწილეობენ ჰემატოპოეზის პროცესებში. ასკორბინის მჟავა მონაწილეობს ადამიანის ორგანიზმში რედოქსში. ველური მარწყვის მცენარის ყველა ნაწილს აქვს სასარგებლო თვისებები - კენკრა, ფოთლები და ფესვები. გამხმარი ფორმით, ისინი სამკურნალო მცენარეული პრეპარატების ნაწილია. ველური მარწყვის გამოყენება შესაძლებელია როგორც დამატებითი საშუალება დაავადებების სამკურნალოდ.
ხალურ მედიცნაში მარწყვი რეკომენდირებულია ხედროს (მარწყვი) კუჭნაწლავის სახადასხვა დაავადების, ჰიპერტონიის, სკელოროზის, თირკმელებში კენჭის დაგროვების სამკურნალოდ.
ხენდროპს ნაყოფის, ფოთლებისა და ყვავილების ნაყენი შველის ავიტომინოზის, სუისხლნაკლებობნის, უძილობისა და ნაღვლის დაავადებისას სამკურბლოდ როგორც ნედლი ასევე გამხმარი ხენდრო (ფოთლების ყვავილები). ეს სურნელოვანი და გემრიელი კენკრა შრმდენი და ორგანიზმიდან წიდებს გამოდევბნის, ამცირებს გუკლის იშემიური დაავდებას, ქოშინს, რაც მთავრია 100გ ხენდრო სულ 27 კალორიაა.
ბიოლოგიურად აქტიური ნვთიერებების წყალობით ააქტიურებს ნივთიერებეთა ცვლას, კვებავს კანს და აქრობს ანტებიტ პროცესს.
ძალოინ სასარგებლოა ხენდრო მბავშვებისთვის, თუმცა თუ ალერგიული არიან უმჯობესია მისცეთ რძუთ, ან იოგურტი, თაფლით. ხენდრო მეტი უნდა მიიღოს ხანში შესული ადამიანებმა, არდგან ასაკისმომატებასთან ერთად მხედველობაც სუსტდება, კანი ხდება მშრალი, ბევრი ორგანოს ლორწოვანი გარსი სუსტად ფუნქციონირებს, კაროტინით და პროვიტამინით მდიდარი ხენდრო აუმჯობესებსმხედველოლბას, აღადგენს კანის ფუნქციონერიბეას, სასიკეთოდ მუშაობს ხერხემალზე. განსაკუთრებით ოპსტეოქონდრის დროს.
ოსტეოქონდროზის დროს - 2წილ ხენდროს წვენს დაამატეთ 1 წილი სტაფილოს წვენი სვით ნახევარ-ნახევარ წიქა დღეში 2-ჯერ ჭამიოდან ნახევარი საათის შემდეგ.

    ქრონიკული ბრონწიტის დროს - 1ჩ/კ  ხენდროს წვენს დაამატეთ 3-4 ს/კ ცხელი რძე, მიიღეთ ნაენუ დღეში ერთხელ გაუმჯობისამდე.

         ანგინის დროს - მარწყვისა და ხენდროს ნაყოფი დააწყვეთ 10წთ მზეზე, შემდეგ ყუნწიანდ ჩააწყვეთ  ნახევარლიტრიან ქილაში, შეავსეტ თაფლით მიიღეთ 3-ჯერ დრეში 1 ჩ/კ ნაყენი შეგიძლიათ გამოიყენოთ მტელი წელი.

უძილობის დროს - 1 ჩ/კ კატაბალახას ფესვები 3-5 წთ ადუღეთ 1 ჩ/ჭ წყალი წყალში , ნახარში  დაამატეთ 1 ჩ/ჭ ხენდროს წვენი და დალიეთ ძილის წინ.

 გულის იშემიის დროს - მიიღეთ დრეში 1 ჩ/ჭ ხენდროს დააყოლეთ რძე ან დაჭყლეტილი ნაყოფს გემოვნებით დაამატეთ თაფლი და მწავნე ჩაისთან ერთად

   ფურუნკულის დროს - დააქუცმაცეთ  ხედროს ფოტლებს დაასხით 1 ჩ/ჭ მდუღარე შეფუთეთ და ერთი ღამე გააჩერეთ და გააჩერთ  ეს  და დაიდეთ ამ ნაყენის კომრესი                                             

                  ხენდრო

 (ლათ. Fragaria moschata) — მრავალწლოვანი ბალახოვანი მცენარე ვარდისებრთა ოჯახისა. მისი სიმაღლე 30-35 სმ აღწევს, აქვს სამყურა, დიდი, ღია მწვანე ფოთოლითეთრი, ხუთფოთოლაკიანი, ჩვეულებრივ ცალსქესიანი ყვავილი (კულტურაში გვხვდება ორსქესიანი ყვავილებიც). ნაყოფი წვრილია, მოვარდისფრო-მოიისფრო, რბილობი — თეთრი, ტკბილი, ძლიერი სპეციფიკური არომატით.

ხენდრო საკმაოდ ზამთარგამძლეა, ვერ იტანს გვალვას, უკეთ იზრდება და მსხმოიარობს ოდნავ ჩრდილიან ადგილებში. ველურად იზრდება ევროპაში. ნაყოფს იყენებენ ნედლად და გადამუშავებული სახით (მურაბა და სხვა). ცნობილია ჯიშები: შპანკა, მილანური და სხვა. ხენდროს ხშირად არასწორად მარწყვსაც უწოდებენ. ხენდრო ცნობილია აგრეთვე მუშკის მარწყვის სახელწოდებით. საქართველოში ყველგანაა გავრცელებული.

იხ. ვიდეო




Комментариев нет:

მშობიარობა

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -                              მშობიარობა დედა და ახალშობილი ნაჩვენებია vernix caseosa სა...