среда, 7 апреля 2021 г.

სარი

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -  

                                   სარი    

ქალი ჩაცმული სარი

ქალის ტრადიციული სამოსი ინდოეთის სუბკონტინენტზე. ეს სამოსი წარმოადგენს ქსოვილის ნაჭერს, რომლის სიგრძეც 4,5 მეტრიდან ზოგჯერ 9 მეტრამდეა, ხოლო სიგანე 1,2 მეტრს შეადგენს. ქსოვილი სხეულზე განსაკუთრებული სახითაა შემოხვეული.

სარის ქალები ატარებენ ბლუზასთან ერთად, რომელიც ცნობილია ჩოლის ან რავიკას სახელით, და ქვედაბოლოსთან ერთად (პავადა/პავადაი სამხრეთში და შაია ჩრდილოეთში). სარის ტარების ყველაზე გავრცელებული სტილია – ნივი, როცა ქსოვილის ერთი ბოლო ორჯერაა თეძოებზე შემოხვეული, ფეხებთან დრაპირებული, ხოლო ზედა ბოლო მაგრდება ქვედაბოლოს მჭიდროდშეკრულ ქამარზე და შემდეგ ბოლო გადაგდებულია ერთერთ მხარზე. ქუჩაში გასვლისას ქალები, როგორც წესი, სარის თავისუფალ ბოლოს თავზე თავსაფრის სახით იხვევენ.

ტრადიციულ ინდოეთში, მასალა, რომლისგანაც სარია დამზადებული, დამოკიდებული იყო ქალის სოციალურ სტატუსზე და მატერიალურ მდგომარეობაზე, მაგრამ მისი ტარების წესი ერთნაირი იყო.

იხ. ვიდეო

ლეგენდებში ქსოვილი  სამყაროს შექმნას უკავშირდება. "სუტრა" (ძაფი) ნიშნავს  საფუძველს, ხოლო "სუტრადჰარა" (ქსოვა) - სამყაროს შემოქმედი.[3] თავად სიტყვა სარი( ჰინდ. साड़ी, ساڑی) მომდინარეობს პრაკრიტული სიტყვიდან „სატიკა“.[4]სანსკრიტზე „სატი“( शाटी śāṭ) ნიშნავს ქსოვილის ზოლს.

სამოსს უძველესი ისტორია აქვს.ინდის ხეობის ცივილიზაციიდან იღებს სათავეს, რომელიც ძვ.წ. 2800-1800-იან წლებში ყვაოდა. ინდოეთის ნახევარკუნძულის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში. ბამბის მოყვანა და მისგან ქსოვილის დამზადება ინდოეთის სუბკონტინენტზე უკავშირდება ძვ. წ. V ათასწლეულს.

ჯერ კიდევ განგის უძველესი ცივილიზაციის ტერიტორიაზე აღმოჩენილი იყო სხვადასხვა რარიტეტები, რომლებიც მსგავსი ტანისამოსის არსებობაზე მიუთითებდნენ. 

კოსტიუმების ზოგიერთი ისტორიკოსი მიიჩნევს, რომ მამაკაცების დჰოტი (უძველესი ინდური დრაპირებული სამოსი) წინ უძღოდა სარის. მე -14 საუკუნემდე დჰოტი-ს ატარებდნენ როგორც  ქალები, ასევე მამაკაცები. განდჰარის ქანდაკებებში (ახ. წ. I-VI საუკუნე) გამოსახულია  ერთგვარ სამოსში ჩაცმული ქალღმერთები და მოცეკვავეები.

ცნობილი ინდოელი მსახიობი პრიანკა ჩოპრა ტრადიციულ სამოსში

ისეთი წერილობითი წყაროებიდან, როგორიცაა „რამაიანა“ და „მაჰაბჰარატა“, ცნობილია, რომ ქალები და მამაკაცები ყოველდღიურ ჩაცმულობაში ატარებდნენ  დჰოტს ან ლუნგას (სარონგი) ერთი ქსოვილის ნაჭრის სარი,  გვიანდელი სიახლეა. მხოლოდ ახ.წ. IV საუკუნიდან  ჩმოყალიბდა დჰოტისა და სარის ტარების გარკვეული წესები, გამოჩნდა განსხვავება ქალისა და მამაკაცის ტანსაცმლის განსხვავებელი ელემენტები და სხვადასხვა რეგიონისათვის დამახასიათებელი ნიშნები.

ქვედაბოლოს – ჩოლის წარმოშობის შესახებ აზრთა სხვადასხვაობაა: ერთნი მიიჩნევენ, რომ ტანისასმოსის ეს დეტალი უძველესი დროიდან არსებობდა, მეორენი კი ამბობენ, რომ მხოლოდ ინდოეთის კოლონიზაციის შემდეგ შემოვიდა ეს დეტალი, და რომ მანამდე ქალები მხოლოდ სარის ატარებდნენ.

ასევე სადავოდ ითვლება ბლუზის წარმოშობაც, რადგან სამხრეთ ინდოეთში არიან ტომები, რომლის წარმომადგენელი ქალები სარის ატარებენ, ხოლო ბლუზი მათ გარდერობში არ შედის.

სამხრეთ ინდოეთში მე -20 საუკუნემდე მრავალი ტომის ქალები ატარებდნენ მხოლოდ სარს და ზედა ნაწილებს ღიად ტოვებდნენ. დღესაც ზოგიერთ სოფელში ქალები არ ატარებენ ჩოლის.

ბუნებრივი აბრეშუმისგან სარის ხელით დამზადების დიდი ოსტატები დღესაც ცხოვრობენ ქალაქ ვარანასში.



Комментариев нет:

მუსიკალური პაუზა

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -                         მუსიკალური პაუზა  ჩვენ ვიკლევთ სამყაროს აგებულებას ოღონდ ჩვენი ...